საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2019 წლის მარტში 2018 წლის მარტთან შედარებით 6 მლნ დოლარით, 4.5%-ით გაიზარდა. მარტში სულ 138 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მარტის თვის რეკორდული მაჩვენებელია.
მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2.5 მლნ დოლარით ნაკლებია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე.
იანვარ-მარტში, ჯამში, 380 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 6.5%-ით (23 მლნ დოლარით) მეტია.
მარტში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან და ყირგიზეთიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ მარტში 3 მლნ დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც მარტში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
|
|
2018 |
2019 |
ზრდა |
|
იტალია |
16 |
19 |
3 |
|
საბერძნეთი |
14 |
16 |
2 |
|
აშშ |
13.1 |
14.8 |
1.7 |
|
პოლონეთი |
0.9 |
2.4 |
1.4 |
|
ყირგიზეთი |
0.3 |
1.4 |
1.1 |
წყარო: ეროვნული ბანკი



