Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes Infrastructure

ლიზინგის მრავალფეროვანი წელი

by Davit Tsiramua
January 18, 2022
in Forbes Infrastructure, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო, სტრატეგიები, ფინანსები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ლიზინგის მრავალფეროვანი წელი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს სალიზინგო ბაზრის მოწინავე კომპანიამ – „თიბისი ლიზინგმა“ 2021 წელს თითქმის ყველა სექტორს ახალი, განსხვავებული, უნიკალური ფინანსური პროდუქტი შესთავაზა. 150-მდე თანამშრომლით დაკომპლექტებული გუნდი კიდევ უფრო სარგებლიან და პერსპექტიულ 2022 წელს ელის. ბაზრის განვითარების ტენდენციებზე Forbes Infrastructure თიბისი ლიზინგის გენერალურ დირექტორს, გაგა გოგუას და კომერციულ დირექტორ ზურაბ გუგუშვილს ესაუბრა.

შევაჯამოთ 2021. რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით მიმდინარე წელს?

გაგა გოგუა: ასეთი საინტერესო და გამოწვევებით სავსე წელი არასოდეს გვქონია. ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ყველა სირთულეს თავი გავართვით და ძალიან დიდი გამოცდილებაც შევიძინეთ. ჩვენი კომპანიის მიზანი მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება და ბიზნესის ხელშეწყობაა – სწორედ ეს იყო მთავარი ფუნდამენტი იმ გადაწყვეტილებებისა, რაც 2021-ში მივიღეთ.

სტრატეგიის გაწერისა და აღსრულებისას ძირითადი მიზანი საოპერაციო ნაწილის გაციფრულება, ბიზნესისთვის ხარჯების ოპტიმიზება და რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. წლის ბოლოს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს შევძელით და ბაზარზე პირველებმა წარვადგინეთ ისეთი უნიკალური პროდუქტები, როგორიცაა, მაგალითად, როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ტექნიკის საოპერაციო ლიზინგი. 2021 წელს ჩვენთვის გამორჩეულად სასიამოვნო იყო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის დაფინანსების მოპოვება და მწვანე ინიციატივების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც დავიწყეთ მზის პანელების დაფინანსება. აღნიშნული პროდუქტი განსაკუთრებით საინტერესო სამრეწველო საწარმოებისთვის, სასტუმროებისა და კვების ობიექტებისთვის გახდა, რადგან ხანგრძლივ პერსპექტივაში, ბუნებრივი ამოუწურავი რესურსის გამოყენებით მკვეთრად მცირდება ელექტრო და თბოენერგიის ხარჯები.

როგორ აისახა ახალი პროდუქტები თქვენს ფინანსურ მაჩვენებლებზე? ვიცით, რომ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით შემოსავლების კლება გქონდათ. როგორი იყო ამ მხრივ 2021?

ზურაბ გუგუშვილი: ზოგადად, 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ლიზინგის ბაზარიც და ჩვენი კომპანიაც ორჯერ გაიზარდა. 2019 წლის ბოლოს სალიზინგო ბაზრის მოცულობა 0,5 მილიარდ ლარს შეადგენდა, აქედან ჩვენი პორტფელის წილი 320 მლნ ლარი იყო. 2020-ში, პანდემიის გამო მოთხოვნის კლებასთან ერთად ბაზარი და შესაბამისად, ჩვენი პორტფელიც შემცირდა. 2021 წელს კი, უფრო მეორე ნახევრიდან, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დაიწყო, სალიზინგო ბაზარიც გააქტიურდა და უკვე ვუბრუნდებით იმ ნიშნულს, რაც 2019 წლის ბოლოს გვქონდა.

გაგა გოგუა

აისახა თუ არა 2021 წლის ეკონომიკური ზრდა სალიზინგო კომპანიების საქმიანობაზე?

გაგა გოგუა: დიახ, ეკონომიკურმა ზრდამ ლიზინგის პროდუქტებზე გავლენა იქონია. მოთხოვნა ცალსახად გაზრდილია, ბაზრის გააქტიურების კვალდაკვალ ჩვენც ვცდილობთ, რომ ამ ტემპს ფეხი ავუწყოთ და მომხმარებელს ახალი პროდუქტები შევთავაზოთ. ერთადერთი, რაც ხელს გვიშლის, ეს არის გლობალური გამოწვევები, მაგალითად, ჩიპების დეფიციტი, მიწოდებების შეფერხებები და ა.შ. რეალურად გლობალური პრობლემები უფრო გვიშლის ხელს, ვიდრე ქვეყნის შიდა გამოწვევები.

როგორ ნაწილდება თქვენი პორტფელი სექტორებს შორის? ამ კუთხით გამოიწვია თუ არა ცვლილებები ბოლო ორმა წელმა, ვგულისხმობ პანდემიას?

ზურაბ გუგუშვილი: ჩვენ სპეციალურ ფინანსურ პროდუქტს ვთავაზობთ ფაქტობრივად ყველა სექტორს. ჩვენი პორტფელის მესამედი ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე მოდის, რომელიც ფაქტობრივად არ გაჩერებულა. „თიბისი ლიზინგი“ პრაქტიკულად ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიის პარტნიორია. ამ სექტორისთვის შევქმენით ისეთი უნიკალური პროდუქტი, როგორიცაა უძრავი ქონების ლიზინგი, რაც 2021 წლის მეორე ნახევარში დაინერგა და ის მომხმარებელს უძრავი ქონების ფლობის გარანტიას აძლევს. იჯარის ლიზინგით ჩანაცვლება ბევრად უფრო მარტივი, იაფი და მოგებიანია. მომხმარებელზე მორგებული, ყოველთვიური გადასახადით თანხის ნაწილი პროცენტის გადახდაში, ნაწილი კი მის გამოსყიდვაში მიდის.

მეორე, რაზეც იგივე შეიძლება ითქვას, არის სამედიცინო სექტორი. პრაქტიკულად ყველა დიდი კლინიკა ჩვენი კლიენტია. ბოლო წლებში მოთხოვნა სამედიცინო ლაბორატორიების მხრიდან გაჩნდა და გაიზარდა.

რაც შეეხება ფიზიკური პირების მოთხოვნებს და ინტერესებს, რომელთაც ავტოლიზინგს სთავაზობთ. რა ტენდენციები შეინიშნება?

ზურაბ გუგუშვილი: ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის სპეციალიზებული ფინანსური პროდუქტების შეთავაზებაზე. ფიზიკური პირების შემთხვევაში ცალსახაა, რომ ავტოლიზინგის მიმართულებით მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, რაც გლობალური გამოწვევებით განპირობებული წინაღობაა, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ მის დაძლევაზე. ფაქტია, რომ სწორი სტრატეგია გვაქვს არჩეული, მომხმარებლების ინტერესებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით შექმნილი პირობები შედეგიანია, რაც კვარტალიდან კვარტალამდე ზრდის ტენდენციით დასტურდება. მაგალითად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, მეორესთან შედარებით, 50%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რას შეიძლება ვუწოდოთ „თიბისი ლიზინგის“ გამორჩეული პროდუქტი?

ზურაბ გუგუშვილი: ჩვენ მომხმარებელს ბევრი ისეთი პროდუქტი შევთავაზეთ, რომელთაც სხვა არავინ აფინანსებდა. ასეთია, მაგალითად, თევზსაჭერი გემის დაფინანსება. ამ პროდუქტის წარდგენის შემდეგ ბანკებმაც დაიწყეს მისი დაფინანსება და ამ კუთხით ჩვენი კონკურენტებიც კი გახდნენ.

გარდა ამისა, „თიბისი ლიზინგი“ ინფრასტრუქტურის თუ სხვა მიმართულებებით წამყვანი მომწოდებლების საიმედო პარტნიორია, რაც მომხმარებლისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზების საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, მოცემულ მომენტში „თეგეტა ჯგუფთან“ თანამშრომლობით აქტიურია აქციები, რომლებიც მხოლოდ ლიზინგითაა ხელმისაწვდომი.

ზურაბ გუგუშვილი

მას შემდეგ რაც „თიბისი ლიზინგი“ შეიქმნა, რამდენად გაიზარდა მომხმარებელში ლიზინგის, როგორც პროდუქტის შესახებ ცნობადობა?

გაგა გოგუა: ხშირად ვხუმრობთ, რომ 18 წლის წინ ლიზინგი, როგორც ფინანსური პროდუქტი, და „თიბისი ლიზინგი“ ქართულ ბაზარზე ერთდროულად გაჩნდა, ამიტომ ჩვენი აქტიურობა და პრომოუშენი პირდაპირ არის დაკავშირებული დაფინანსების ამ გზის გარშემო ცნობიერების ამაღლებასთან. ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებით კმაყოფილები ვართ, თუმცა ვთვლით, რომ დაფინანსების ალტერნატიული გზის შესახებ ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება და 2022 წელს კიდევ უფრო მრავალმხრივ კამპანიებს ვგეგმავთ.

მნიშვნელოვანია, მომხმარებლამდე ჩვენი მთავარი გზავნილი მივიდეს, რომ „თიბისი ლიზინგთან“ პარტნიორობა არის მარტივი, მოქნილი და კომფორტული. მაგალითად, თუ მას კონკრეტული აქტივის, პირობითად ავტომობილის შეძენა სურს, ჩვენ უზრუნველვყოფთ მის შერჩევას, ჩამოყვანას, გეგმურ შემოწმებებს და სხვა სერვისებს, რაც ამ აქტივის შეძენისა თუ მოვლისთვისაა საჭირო.

კანონმდებლობაზე და სალიზინგო კომპანიების რეგულირებაზეც მინდა გკითხოთ, რაც მიმდინარე წლის შუა პერიოდში სებ-მა დააანონსა. როგორია თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით?

გაგა გოგუა: 2019 წლიდან სალიზინგო ასოციაციამ, ბაზრის გაჯანსაღების მიზნით, კანონში შესატან ცვლილებებზე დაიწყო მუშაობა. 2021 წლის მარტში ლიზინგის, როგორც პროდუქტის განვითარების სამოქმედო გეგმა წარადგინეს. შედეგი კი გვაქვს ის, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიაში სალიზინგო ბაზრის განვითარებაც ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში ლიზინგის წილი მშპ-ში დაახლოებით 4%-ია, საქართველოში კი 1%-მდე. მიზანი არის ის, რომ ეს წილი გაიზარდოს და ლიზინგმა ეკონომიკურ განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენი მიზანი და დაინტერესებაა, რომ შესაბამისი კანონმდებლობა ჩამოყალიბდეს. ამ ეტაპზე პროექტს ეკონომიკის სამინისტრო კურირებს.

მომავალი წლის გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ, რას უნდა ელოდოს პოტენციური და არსებული მომხმარებელი „თიბისი ლიზინგისგან“?

გაგა გოგუა: კომერციული მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას ვაპირებთ. კომერციული უძრავი ქონების ლიზინგის კამპანია ჯერ აქტიურად არ გვიწარმოებია, თუმცა მოთხოვნა მაინც მზარდია. გვინდა, რომ ეს ინოვაციური პროდუქტი ფართო მასებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი. გავაგრძელებთ სტარტაპების დაფინანსებასაც. ასევე იმ პროდუქტებს, რომლებიც ბიზნესს ხარჯს უმცირებს, კიდევ უფრო მრავალფეროვანს გავხდით.

პანდემიის პერიოდში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, ახლა უკეთ ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ და სამომავლოდ უფრო გაბედულ ნაბიჯებს გადავდგამთ. გვაქვს რამდენიმე საინტერესო იდეა, რომელთა განხორციელებასაც 2022 წლის დადგომისთანავე დავიწყებთ. ასევე გვინდა, კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მომსახურება და ჩვენი სერვისების ციფრულობის მაჩვენებელი 100%-მდე მივიყვანოთ, ამ დროისთვისის 70-80%-ზეა. ვცდილობთ, ისე დავალაგოთ პროცესები, რომ ჩვენთან პარტნიორობა და თანამშრომლობა მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს. მოლოდინი გვაქვს, რომ 2022 წელი ბევრად უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე 2021 იყო.

Previous Post

Samsung-ი კორპორაციებისთვის კერძო 5G ქსელის განვითარებას გეგმავს

Next Post

Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result