Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home პროფილი ინტერვიუ

„ლივა“ – ავეჯისა და სასტუმროების ბიზნესში

by Forbes.ge
May 14, 2024
in ინტერვიუ, ყველა სიახლე
0
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კომპანია „ლივა“, რომელიც ქართულ ბაზარზე 12 წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებლებისთვის მათ მოთხოვნებზე მორგებული, მაღალი ხარისხის მატრასების შეთავაზება დაიწყო, დღეს თითქმის ყველა სახის ავეჯს აწარმოებს. ცოტა ხნის წინ აღნიშნული ბრენდის ქვეშ კიდევ ერთი ბიზნესი, „ლივა ჰოტელი“ დაფუძნდა, რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში თავის დასამკვიდრებლად პირველ ნაბიჯებს დგამს. კომპანიას სათავეში ერთი ოჯახი უდგას, რომლის ორ წარმომადგენელს, ვაკო სოფრომაძესა და ლიკა გაბრიაძეს „ლივას“ ისტორიაზე, შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

დღეს „ლივა“ ავეჯის წარმოებისა და სასტუმროს ბიზნესს აერთიანებს – მოგვიყევით კომპანიის პირველ ნაბიჯებზე.

ვაკო: კომპანია „ლივა“, რომელიც თავდაპირველად მატრასებს აწარმოებდა, დედაჩემის, ლია ერაძის ინიციატივით დაფუძნდა. დედა პროფესიით ეკონომისტია და ფინანსური კუთხით საკმაოდ კარგი გათვლების გაკეთება შეუძლია. ის ავეჯის მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, საიდან წამოსვლის შემდეგაც გადაწყვიტა, ეს ბიზნესი თვითონაც წამოეწყო.

დროთა განმავლობაში „ლივა“ განვითარდა და წარმოებაში რბილი ავეჯი დავამატეთ. ამის შემდეგ, ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ლამინატის ავეჯის წარმოებაც დაგვეწყო, მათ შორის სამზარეულოების, საძინებლებისა და სხვა.

ამ ბიზნესში მთელი ოჯახი ვართ ჩართული. მაგალითად, მე ლამინატის ავეჯის მიმართულებას ვუძღვები, ჩემი მეუღლე ლიკა მარკეტინგს ხელმძღვანელობს და ა.შ.

რა გამოწვევები გადალახეთ ბაზარზე თავის დამკვიდრებამდე?

ლიკა: ბიზნესის წამოწყების შემდეგ ცდილობდნენ, რომ სწრაფად განვითარებულიყვნენ, თუმცა ერთ დღესაც საწარმო მთლიანად დაეწვათ, რის გამოც მილიონ ლარამდე იზარალეს. შესაბამისად, მოუწიათ, რომ ყველაფერი ნულიდან დაეწყოთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბიზნესში თავის დამკვიდრება და წარმატების მიღწევა ძალიან ბევრი გამოწვევის გადალახვის ფასად შევძელით.

რით არის გამორჩეული „ლივას“ ავეჯი?

ვაკო: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროდუქცია ფასის თვალსაზრისით ხელმისაწვდომია. ამასთანავე, სკამებისა და მაგიდის გარდა, სახლისთვის საჭირო თითქმის ყველა სახის ავეჯის შეთავაზება შეგვიძლია. როდესაც ამის საშუალება ერთ კომპანიაში გაქვს, ეს ძალიან მოსახერხებელია დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის თვალსაზრისით.

ლიკა: რაც მთავარია, „ლივას“ ავეჯი ქართული წარმოებისაა.

ვაკო: გამოვირჩევით იმითაც, რომ ნედლეული, რაც საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი, თვითონვე შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან. ძირითად ნაწილს თურქეთიდან ვიღებთ.

ვისზეა გათვლილი თქვენი ავეჯი?

ვაკო: შეგვიძლია ყველანაირი სეგმენტი დავაკმაყოფილოთ. გვაქვს როგორც ეკონომ-სეგმენტის, ასევე პრემიუმ-სეგმენტისა და, ასე ვთქვათ, ჰაი-კლასის პროდუქცია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან ავეჯი საკუთარი ბიუჯეტისა და მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიოს.

გვყავს როგორც ინდივიდუალური მომხმარებლები, ისე კომპანიები, მათ შორის ძირითადად სასტუმროები. ბოლო პერიოდში რამდენიმე მათგანისთვის ავეჯი ექსკლუზიურად დავამზადეთ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენვე შეგვიძლია ავეჯის დიზაინის მომსახურების შეთავაზებაც.

ლიკა: სასტუმროებისთვის დაგვიმზადებია საძინებლებიც, თუმცა მათი მხრიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნა „ლივას“ მატრასებზეა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან მომხმარებლებს საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტის შეკვეთა შეუძლიათ. ავეჯს თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალურად ვამზადებთ. ვერგებით მათ მოთხოვნებს ფასის, ხარისხისა და დიზაინის კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან ორთოპედიული მატრასების შეძენაცაა შესაძლებელი.

რამდენ ადამიანს ასაქმებთ წარმოებაში? როგორია გაფართოებასა და წარმოების ზრდასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები?

ვაკო: დღესდღეობით „ლივას“ ავეჯის წარმოების მიმართულებით, ჩვენი ჩათვლით, დაახლოებით 40 ადამიანია დასაქმებული. თუმცა წარმოებას ეტაპობრივად ვაფართოებთ, უკვე ავაშენეთ მეორე საწყობი.

პანდემიის დროს, ისევე როგორც ბევრ ბიზნესს, ჩვენც გვქონდა ჩავარდნა, თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ სწრაფად გავიზარდეთ და ამ დანაკარგის აღდგენა შევძელით. უხეში გათვლით, კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 10-15%-იან ზრდას აფიქსირებს.

ლიკა: ძირითადად თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოზე ვართ კონცენტრირებული. დედაქალაქში, „საბაში“, ორი მაღაზიით ვართ წარმოდგენილი, სადაც სხვადასხვა პროდუქციის როგორც კომპლექტის სახით, ასევე ინდივიდუალურად შეძენაა შესაძლებელი.

ვაკო: მომავალში გვინდა, რომ კიდევ დავამატოთ მაღაზიები და ჩვენი სახელი უფრო ფართო მასშტაბებზე გავავრცელოთ.

რამ გადაგაწყვეტინათ სტუმარმასპინძლობის ბიზნესში შესვლა?

ლიკა: ახალი ბიზნესის წამოწყებისკენ სწორედ ავეჯის წარმოების კუთხით მიღწეულმა წარმატებამ გვიბიძგა. გარდა ამისა, იმერლები ვართ – სტუმარმასპინძლობა ჩვენი ტრადიციაა.

ამ სასტუმროში გასულ თვეში შემოვედით, ჯერჯერობით ის სამვარსკვლავიანია, თუმცა რეკონსტრუქციას ვგეგმავთ და გვინდა, რომ ოთხი ვარსკვლავი მოვიპოვოთ. მართალია, ეს დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცდებით, ჩვენი ჩანაფიქრი რეალობად ვაქციოთ.

ამჟამად რას მოიცავს სასტუმრო? რას სთავაზობთ სტუმრებს და რეკონსტრუქციის შემდეგ რა შეიცვლება?

ვაკო: სასტუმროში 16 ნომერი გვაქვს და ამ ეტაპზე სტუმრებს შეგვიძლია საუზმე შევთავაზოთ. შენობის ქვედა სართულზე მეჩვიდმეტე საუკუნის მარანია, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, თუმცა მისი აღდგენა და ამ სივრცის ათვისებაც გვინდა.

ლიკა: მოგეხსენებათ, საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ასეთი მარნები განსაკუთრებით მიმზიდველია. რეკონსტრუქციის შემდეგ შევძლებთ, რომ სტუმრებს ქართული ღვინის დეგუსტაცია შევთავაზოთ.

ვაკო: გარდა ამისა, გვინდა გავაკეთოთ ვერანდა, სადაც კაფე მოეწყობა. გვექნება სასიამოვნო, ცოცხალი მუსიკაც. ამ ეტაპზე კონსტრუქტორის დასკვნას ველოდებით, რომ ლიფტი დავაგეგმაროთ, ამის შემდეგ კი გეგმის განხორციელებას შევუდგებით.

რა განსაკუთრებულ გამოცდილებას შესთავაზებთ სტუმრებს? რით იქნება „ლივა ჰოტელი“ გამორჩეული?

ლიკა: გარდა იმისა, რომ უკვე ნახსენებ მარანში სტუმრები ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ, მათ ქართული სამზარეულოს შედევრებსაც შევთავაზებთ. ვფიქრობთ, ეს სტუმრებს უფრო მეტად მიიზიდავს. რაც შეეხება კაფეს, იქ უკვე ევროპული სამზარეულო იქნება წარმოდგენილი.

ვაკო: გამორჩეულია სასტუმროს ადგილმდებარეობა – ძველი თბილისი. ყველაზე მეტად, რაც ამ შენობაში მომეწონა, არის ხედები. ვერანდიდან სამებაზე შთამბეჭდავი ხედი იშლება, მეორე მხარეს კი მთელი ძველი თბილისი მოჩანს.

უკვე მოფიქრებული გაქვთ სასტუმროს ინტერიერის დიზაინი?

ლიკა: დიზაინში უფრო ძველი თბილისის თემატიკის გამოყენებას ვფიქრობთ, გამომდინარე ადგილმდებარეობიდან. გარდა ამისა, გვაქვს მარანი, ხედი სამების ტაძარზე, რაც „ლივა ჰოტელის“ დიზაინს კიდევ უფრო გაამდიდრებს. აღსანიშნავია, რომ დიზაინერი პროექტზე უკვე მუშაობს.

საინტერესოა, თქვენს ავეჯს თუ გამოიყენებთ ან უკვე თუ იყენებთ „ლივა ჰოტელში“?

ლიკა: როგორც აღვნიშნეთ, ამ სასტუმროში გასულ თვეში შემოვედით და ჩვენი წარმოებიდან ჯერჯერობით მხოლოდ მატრასები გვაქვს შემოტანილი. რეკონსტრუქციის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, სივრცეს ჩვენ მიერ სასტუმროს კონცეფციის შესაბამისი დიზაინით შექმნილი ავეჯით გავაწყობთ.

ორ სხვადასხვა ბიზნესში, განსხვავებული პროფილით დასაქმებულ ადამიანებს, რა საერთო ღირებულებებს სთავაზობს „ლივა“?

ვაკო: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგვიმართლა და სასტუმროსთვის არაჩვეულებრივი მენეჯერი ვიპოვეთ, რომელიც ჩვენს სტუმრებს განსაკუთრებით მოსწონთ. მოგეხსენებათ, როგორი გადამდებია განწყობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მენეჯერით დაწყებული, დიასახლისით დამთავრებული, მომხმარებლებს დადებითი განწყობა გავუზიაროთ. ძალიან კარგი გუნდი შევკარით და იმედი მაქვს, რომ მათი დახმარებით ეს ბიზნესიც წარმატებული იქნება.

ყოველთვის ვცდილობთ, ოჯახური გარემო შევქმნათ როგორც ავეჯის წარმოებაში, ისე სასტუმროს ბიზნესში. ჩვენს თანამშრომლებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და ვეხმარებით, მათ შორის პირადი პრობლემების გადაჭრაშიც, ამ კუთხით განსაკუთრებით დედა აქტიურობს.

დაბოლოს, არ არის რთული ორი ბიზნესის ერთდროულად მართვა? როგორ ართმევთ თავს?

ლიკა: გეთანხმებით, თითოეულს განსხვავებული უნარები სჭირდება სამართავად, თუმცა ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერს ვახერხებთ. მთავარია, კარგი გუნდი, რომელიც უკვე გვყავს და თავდაუზოგავი შრომა – ეს არის ჩვენი ცხოვრების კრედო. S

Previous Post

Forbes Georgia Becomes Media Partner of International Caspian Investment Week Baku – 2024

Next Post

რა ვიცით „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალი ფილმების შესახებ?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რა ვიცით „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალი ფილმების შესახებ?

რა ვიცით „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალი ფილმების შესახებ?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result