Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე კულტურა

ლეონარდ ლაუდერის ხელოვნების ნიმუშების $500-მილიონიანი კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

by Salo Papalashvili
November 17, 2025
in კულტურა, მილიარდერები, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
ლეონარდ ლაუდერის ხელოვნების ნიმუშების $500-მილიონიანი კოლექცია აუქციონზე გაიყიდება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კოსმეტიკის ინდუსტრიის გარდაცვლილი მილიარდერის, ლეონარდ ლაუდერის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია აუქციონზე გაიყიდება. კოლექცია, რომელსაც Sotheby’s-ის აუქციონის სახლი წარადგენს, 50-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს, მათ შორის გუსტავ კლიმტის, ედვარდ მუნკის, ანრი მატისისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებს აერთიანებს.

Sotheby’s-ის პროგნოზით, ლაუდერის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის შეფასება აუქციონზე $500 მილიონს მიაღწევს. ლოტებს შორისაა ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის სამი ნამუშევარი, რომლებიც ამ დრომდე გასაყიდად არასდროს გამოუტანიათ. მხოლოდ მათ სავარაუდო ღირებულებად Sotheby’s-ი $300 მილიონს განიხილავს.

ლაუდერის კოლექციაში ასევე შედის ფრანგი მხატვრისა და მოქანდაკის, ანრი მატისის ექვსი ქანდაკება, რომელთა ჯამური ღირებულება, Sotheby’s-ის შეფასებით, სულ მცირე $40 მილიონია. მათ შორისაა მისი ერთი, ყველაზე მასშტაბური ქმნილება, Figure décorative, რომლის ფასმაც არსებული პროგნოზებით $12-18 მილიონს უნდა მიაღწიოს. გასაყიდად გამოტანილია ედვარდ მუნკის „ზაფხულის ღამის“ ერთ-ერთი ტილო, ვინსენტ ვან გოგის კალმით, მელნითა და ფანქრით შესრულებული ნამუშევარი, აგნეს მარტინისა და პაბლო პიკასოს 2-2 ნამუშევარი.

ცნობისთვის, კოსმეტიკის მწარმოებელი ჰოლდინგის, Estée Lauder-ის დამფუძნებლების, ესტე ლაუდერისა და ჯოზეფ ლაუდერის ვაჟი, ლეონარდ ლაუდერი 2025 წლის 14 ივნისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის კომპანიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. Forbes-ის ბოლოს შეფასებით, ლაუდერის ქონება $10.1 მილიარდს შეადგენდა.

წარმოგიდგენთ ლეონარდ ლაუდერის კოლექციის ყველაზე ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშებს:

  1. გუსტავ კლიმტის „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ – დაახლ. $150 მილიონი
  2. გუსტავ კლიმტის „ბლუმენვიზე“ („აყვავებული მდელო“) – დაახლ. $80 მილიონი
  3. გუსტავ კლიმტის Waldabhang bei Unterach am Attersee („ტყის ფერდობიუნტერახში ატერზეეზე“) – დაახლ. $70 მილიონი
  4. ედვარდ მუნკის Sankthansnatt („შუა ზაფხულის ღამე“) – ესტიმეიტი – 20-დან 30 მილიონ დოლარამდე
  5. ანრი მატისის Figure décorative („დეკორატიული ფიგურა“) – დაახლ. $12-დან $18 მილიონამდე
  6. აგნეს მარტინის „ბაღი“ – დაახლ. $10-დან $15 მილიონამდე
  7. ანრი მატისის La Serpentine – დაახლ. $9-დან $12 მილიონამდე
  8. ვინსენტ ვან გოგის Le Semeur dans un champ de blé au soleil couchant – დაახლ. $8-დან $10 მილიონამდე
  9. ანრი მატისის Nu couché I („აურორა“) – დაახლ. 8-დან 10 მილიონ დოლარამდე
  10. ერნსტ ლუდვიგ კირხნერის Fränzi mit Pfeilbogen („ფრანცი მშვილდ-ისრით“) – დაახლ. $2.5-დან $3.5 მილიონამდე
Previous Post

თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს

Next Post

მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები 2025 წლისთვის – Resonance Consultancy

Salo Papalashvili

Next Post
მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები 2025 წლისთვის – Resonance Consultancy

მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები 2025 წლისთვის - Resonance Consultancy

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result