Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

Le Meridian Batumi – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

by იზა გვარამაძე
November 3, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Le Meridian Batumi – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჰორეკა სექტორი – სასტუმროები, რესტორნები და კაფეები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიხედვით, ამ ინდუსტრიაში დასაქმებულთა 55%-ზე მეტი ქალია, თუმცა მათი უმეტესობა კვლავ დაბალ ან საშუალო პოზიციებზე მუშაობს, მაშინ როცა მენეჯერული თანამდებობები ხშირად კაცების ხელშია.

განსხვავებულია Marriot-ის ბრენდის ქვეშ შემავალი Le Meridian Batumi-ს შემთხვევა, სადაც ხელმძღვანელი პოზიციების 80% ქალებს უჭირავთ. გლობალური ინიციატივის ფარგლებში, ქალი ლიდერების გუნდიც შეიქმნა, რომელსაც 40-მდე წევრი ჰყავს და ერთი წლის განმავლობაში, თავიანთი აქტივობებით, ბევრ ქალს დააჯერეს საკუთარი შესაძლებლობები.

ამასთანავე, თუ ოქტომბერში სასტუმრო Le Meridian-ს ეწვევით, მომღიმარი პერსონალის სამოსზე აუცილებლად შენიშნავთ ვარდისფერ ბაფთას. აქ დასაქმებული ქალებისთვის, ძუძუს კიბოს ყოველწლიური უფასო გამოკვლევები სასტუმროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტი და უკვე 6-წლიანი ტრადიციაა.

ამ კომპლექსური მიდგომის გამო, Le Meridian Batumi თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გახდა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის.

“როდესაც აპლიკაციის შევსება დავიწყე, არ მიფიქრია, რომ გავიმარჯვებდით. მაგრამ, როდესაც კითხვებს ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა, რომ თითოეულ მათგანზე მქონდა დამაჯერებელი პასუხი. ეს კი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ საქმეს სწორად ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც ეროვნულ ჯილდოს და დიდი მოტივაციაა, პროცესი უკეთესად წარვმართოთ”,- გვიყვება სასტუმროს HR დირექტორი, ნათია სტამბოლიშვილი.

ემოციური ინტელექტი, სერვისზე ორიენტირება და დეტალებისადმი ყურადღება ის უნარებია, რაც ქალებს განსაკუთრებით გამოარჩევთ ამ სექტორში. ნათია ამბობს, რომ სასტუმროში ყველა თანამშრომლისადმი მიდგომა თანაბარია, მათი სქესის, ასაკის და მრწამსის მიუხედავად.

„ჰორეკა სექტორში ყველაფერი სიყვარულზეა აგებული. თუ არ გიყვარს ეს საქმე, დიდხანს ვერ გაჩერდები. უნდა გქონდეს მოტივაცია და მამოძრავებელი ძალა“.

მისივე თქმით, სასტუმროს წარმატება მხოლოდ მენეჯმენტის დამსახურება არაა.

„რომ გააჩეროთ აქ დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი, ჭურჭლის მრეცხავი თუ გენერალური მენეჯერი, ორივე გეტყვით, რომ თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს და მათი როლი სასტუმროში გადამწყვეტია. ეს ნამდვილად სიმართლეა. რომელიმე რომ გამოაკლო, სისტემა ვერ იმუშავებს“,-გვიყვება ნათია.

Le Meridian Batumi-ს მაგალითი აჩვენებს, რომ თანასწორობა მაშინ ხდება რეალობა, როცა ის ყოველდღიურ პროცესად იქცევა-  არა მხოლოდ ქაღალდზე გაცხადებულ პოლიტიკად, არამედ- სწორ ღირებულებად.

S

Previous Post

ტრამპის თქმით, ჩინეთი და სხვა ქვეყნები Nvidia-ს მოწინავე ჩიპებს ვერ მიიღებენ

Next Post

საქსტატი: 2024 წელს მომსახურების ექსპორტმა $7.7 მილიარდს გადააჭარბა

იზა გვარამაძე

Next Post
საქსტატი: 2024 წელს მომსახურების ექსპორტმა $7.7 მილიარდს გადააჭარბა

საქსტატი: 2024 წელს მომსახურების ექსპორტმა $7.7 მილიარდს გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result