Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Lala – 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს მუსიკის ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს

by იზა გვარამაძე
May 29, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Lala – 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს მუსიკის ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს
0
SHARES
0
VIEWS

500 Georgia საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის თანამშრომლობით, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. 12 კვირის განმავლობაში, პროექტში მონაწილეობისთვის შერჩეული 12 სტარტაპი აქსელერაციის ინტენსიურ კურსს გადის და საერთაშორისო დონის მენტორებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობს საკუთარი სტარტაპის განვითარების, ფონდების მოზიდვისა და ზრდის სტრატეგიის შემუშავებაზე.

სულ მალე კი მომზადების პროცესი Damo Day-ის მიუახლოვდება, სადაც ისინი პოტენციური ინვესტორების წინაშე საკუთარ ბიზნესზე ისაუბრებენ. თუმცა, მანამდე 500 Georgia-ს მონაწილე ერთ-ერთ სტარტაპს – Lala-ს გაგაცნობთ.

„სტარტაპი Lala მიზნად ისახავს, ბაზარზე დანერგოს საუკეთესო ხარისხის მქონე ონლაინ გაკვეთილები და შექმნას სივრცე, რომელიც თავს მოუყრის პროფესიონალ მუსიკოსებსა და სპეციალისტებს“, – აღნიშნავს დიმა ფუხოვი, Lala-ს აღმასრულებელი დირექტორი.

Lala სამი მეგობრის – დიმა ფუხოვის (აღმასრულებელი დირექტორი), ნიკა ვოლუნეცისა (CPO – პროდუქტის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი) და ვსევლოდ კანტორის (COO – ოპერაციული ხელმძღვანელ) მიერ დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ამჟამად განვითარების ეტაპზეა, თუმცა, მას ადამიანები უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინიდან, აქტიურად იყენებენ.

სტარტაპის მიზანია, მომხმარებლები ონლაინ გაკვეთილებისთვის საჭირო მასალებითა და ხარისხიანი ონლაინ ინსტრუმენტებით (პლეერებით) უზრუნველყოს, „რაც შესაძლებლობას მისცემს მასწავლებლებს, მეტი დრო დაუთმონ სწავლებას და ნაკლები გაკვეთილისთვის ინვენტარის მომზადებას,“ – გვიყვება დიმა.

როგორც ამბობს, ის პროფესიით ინჟინერია, 8 წელი მუშაობდა MLOps-ში და 2022 წლიდან ვოკალის გაკვეთილების ჩატარებაც დაიწყო. ნიკა ვოლუნეცი პროფესიონალი მომღერალია და ამასთანავე, სტუდენტებს სიმღერას ასწავლის. რაც შეეხება ვსევლოდ კანტორს, ის ბავშვობიდან უკრავს ფორტეპიანოზე და აქვს $15-მილიონიანი ბრუნვის მქონე ბიზნესში მუშაობის გამოცდილება.

„ჩვენი სამუშაო გამოცდილება სტარტაპის შექმნის პროცესში ძალიან დაგვეხმარა. რადგან პროდუქტის განვითარების ეტაპზე მუდმივად იმაზე ვფიქრობდით, რა სირთულეებს ვაწყდებოდით ჩვენ, როგორც მასწავლებლები და რა იქნებოდა ამ პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა. შედეგად, შევქმენით ისეთი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც სწავლის პროცესი არასდროს არის მოსაწყენი და რუტინული – ის არის ბევრად განსხვავებული, საინტერესო და ინფორმაციული“, – ამბობს დიმა.

მართალია, პლატფორმა უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ინტერესით სარგებლობს, თუმცა, Lala-ს დამფუძნებლების მიზანი და სურვილი კიდევ უფრო მეტი ზრდა და განვითარებაა.

„ჩვენი სურვილია, სწრაფად მივაღწიოთ დიდ წარმატებას, ჩვენი გუნდი ამისათვის შედარებით პატარა და ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები და თავდაუზოგავად ვიშრომოთ“, – ამბობს ის.

სწორედ სწრაფი ზრდისა და განვითარების სურვილი ის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი აღმოჩნდა, რომლის გამოც გადაწყვიტეს, მონაწილეობა მიეღოთ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში.

„500 Georgia-ში მონაწილეობა ამ პროგრამის ყოფილმა კონკურსანტებმა გვირჩიეს, გვითხრეს, რომ ამ პროგრამის დახმარებით, საუკეთესო გამოცდილებას მივიღებდით. ჩვენი მოლოდინები გამართლდა. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვმუშაობდით საერთაშორისო დონის მენტორებთან ერთად, ვიღებდით ბიზნესის განვითარებასა და დაფინანსების მოპოვების გზებზე რჩევებს და ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევის პროცესში“, – განმარტავს დიმა.

ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში 12-კვირიანი გადამზადების კურსის დასრულების და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, კვლავ მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ როგორც მენტორებთან, ასევე მონაწილეებთან. ამჟამად კი აქტიურად ემზადებიან Demo Day-სთვის, თუმცა, კვლავ აგრძელებენ საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე მუშაობას.

„ჩვენი სტარტაპის მთავარი მიზანი ისეთი პროდუქტისა და მასთან დაკავშირებული სერვისების შექმნაა, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიას შეცვლის. ჩვენი მიზნების მიღწევისთვის კი 500 Georgia არის საუკეთესო ადგილი, რომელიც გვეხმარება, წინ წავიდეთ და განვვითარდეთ როგორც კომპანია. Lala-ს მოლოდინი ამ პროგრამისგან მაქსიმალური გამოცდილების მიღებაა და გვინდა ზრდა პროგრამის დასრულების შემდეგაც განვაგრძოთ“, – ამბობს დიმა.

ეს Lala-ს ზრდისა და განვითარებისკენ გადადგმული პირველი, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა, მათი მოგზაურობა ახლა იწყება. მომავალში სტარტაპი მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება. S

Previous Post

მომავალ წელს iPhone-ის დიზაინში მნიშვნელოვანი განახლებები იგეგმება

Next Post

მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებული ვებგვერდები 2023 წლისთვის

იზა გვარამაძე

Next Post
მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებული ვებგვერდები 2023 წლისთვის

მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებული ვებგვერდები 2023 წლისთვის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result