Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

„ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ გამოფენის ფარგლებში თიბისი კონცეპტის სივრცეში გამოფენის ტურები იმართება

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ გამოფენის ფარგლებში თიბისი კონცეპტის სივრცეში გამოფენის ტურები იმართება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ გამოფენის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაესწრონ როგორც გამოფენის, ისე არქიტექტურულ ტურებს.

გამოფენის ტურები გაიმართება თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, 31 ოქტომბერს, 14 და 25 ნოემბერს. ტურებს ჩაატარებენ გამოფენის თანაკურატორი ნინი ფალავანდიშვილი, გამოფენის კურატორები დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია და არქიტექტორი გიგი შუკაკიძე.

არქიტექტურული ტურები გაიმართება 30 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს. ტურს გაუძღვებიან არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი და კურატორი და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი.

არქიტექტორ ლევან კალანდარიშვილთან ერთად ტურის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილისა და მისი თანაავტორების მიერ შექმნილი პროექტების მიხედვით აშენებული თბილისის ისეთი მნიშვნელოვანი ნაგებობები, როგორებიცაა სპორტის სასახლე, ალპური კლუბი და ჭადრაკის სასახლე, ტელეგრაფი, ორი საცხოვრებელი სახლი და ხელოვნების მუშაკთა სახლი. ყურადღება გამახვილდება იმ გამოწვევებზე რომელიც იდგა XX საუკუნის 50-70 წლებში ქართველი არქიტექტორების წინაშე და ნაჩვენები იქნება რამდენად წარმატებული იყო მათ გადალახვაში ბატონი ლადო თავის კოლეგებთან ერთად. კონკრეტულ მაგალითებზე განიხილება არქიტექტორის საინტერესო მიგნებები და ის პროცესები რომელიც თან ახლდა მის შემოქმედებით ძიებას. საუბარი ასევე შეეხება მისი არქიტექტურული მემკვიდრეობის დღევანდელ მდგომარეობას და შენარჩუნების აუცილებლობას.

გამოფენის თანა-კურატორთან, ნინი ფალავანდიშვილთან  ერთად მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული შერჩეული შენობები – სპორტის სასახლე, ცენტრალური ტელეგრაფი, ჭადრაკის სასახლე, ორი საცხოვრებელი სახლი, ასევე საშუალება ექნებათ კურატორთან ერთად ადგილზე შეიგრძნონ ამ შენობების გამორჩეულობა, სილამაზე, არქიტექტურული თუ საინჟინრო მიგნებები.

გამოფენა „ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“, თიბისის ორგანიზებით 20 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში გაიხსნა და გაგრძელდება 31 დეკემბრამდე.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის (1915-1978) ნამუშევრების ფართო კოლექცია. იგი გვაჩვენებს არქიტექტორის განვითარების გზას ადრეული საკონკურსო პროექტებიდან დასრულებულ შენობამდე. ორმოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა ასახავს როგორც პიროვნულ შემოქმედებით ტრანსფორმაციას, ასევე ცვლილებებს მისი ნამუშევრების სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. გამოფენილი მასალა მოიცავს ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციას, ფოტოებს, ფილმებს, საარქივო მასალას და მაკეტებს.

Previous Post

Twitter-ი პლატფორმის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს კარგავს

Next Post

საქართველოში FedEx-ის წარმომადგენლობა ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოში FedEx-ის წარმომადგენლობა ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს

საქართველოში FedEx-ის წარმომადგენლობა ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result