• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home პროფილი ინტერვიუ

კულტურათაშორის ხიდების მშენებელი

by იზა გვარამაძე
October 24, 2025
in ინტერვიუ, ყველა სიახლე
0
კულტურათაშორის ხიდების მშენებელი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
საქართველოს ბუნებითა და კულტურით სულ უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი ინტერესდება. ქვეყნის ცნობადობის ზრდის პროცესში 2016 წლიდან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს Guide of Georgia-ს, რომელიც ტურისტებს  ინდივიდუალურად მორგებულ სერვისსა და ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის განვითარების გზაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე მისი გენერალური დირექტორი, ეკატერინე ჯიქიძე გვესაუბრა. 

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

Guide of Georgia ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით ათი წლის წინ გამოჩნდა – შეიძლება ითქვას, ტურიზმის სექტორისთვის გარდამტეხ პერიოდში. უკვე გქონდათ ამ სფეროში გამოცდილება? რატომ გადაწყვიტეთ ტურისტული კომპანიის დაფუძნება?

ტურიზმთან ჩემი პირველი კავშირი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე 2016 წელს Guide of Georgia-ს დავაარსებდი. კულტურული გამოცდილების გაცვლა და სხვადასხვა ქვეყნის ხალხთან ურთიერთობა ყოველთვის მიზიდავდა – ეს გატაცება სკოლიდან გამომყვა, როდესაც საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ვმონაწილეობდი. ამ გამოცდილებამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორად წარმოჩენა უცხოელი ვიზიტორების წინაშე.

Guide of Georgia-ს დაფუძნებაც ამ ინტერესის ბუნებრივი გაგრძელება იყო. იმ პერიოდში საქართველოში ტურიზმი სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ არ არსებობდა სერვისები, რომლებიც კონკრეტულად არაბ და ინდოელ ტურისტებზე იქნებოდა მორგებული. სწორედ ეს ნიში დავინახე, მათ კულტურულ მოლოდინსა და საჭიროებებს დავუკვირდი და გადავწყვიტე შემექმნა კომპანია, რომელიც მხოლოდ ტურებს კი არ შესთავაზებდა ვიზიტორებს, არამედ ნამდვილ კულტურულ ხიდს გაავლებდა საქართველოსა და მის სტუმრებს შორის.

დღეს რომ ვუფიქრდები, Guide of Georgia-ს შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო – შევძელი, რომ გატაცება და ჩემი ქვეყნის მიმართ სიყვარულით სავსე დამოკიდებულება გადამექცია წარმატებულ ბიზნესად, რომელიც საერთაშორისო მასშტაბითაც აღიარებულია.

როგორი იყო პირველი ნაბიჯები? რა სირთულეებს წააწყდით და როგორ გადალახეთ ისინი?

Guide of Georgia-ს პირველი ნაბიჯები ერთდროულად პრაქტიკული და სარისკო იყო. სრულიად ნულიდან დავიწყეთ – არც ჩამოყალიბებული ბაზარი გვქონდა და არც ძლიერი კონკურენტული უპირატესობები. პირველ ეტაპზე დავამყარეთ პარტნიორობა სასტუმროებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან და ადგილობრივ გიდებთან, რათა ვიზიტორებისთვის სრული სერვისი შეგვედგინა.

ყველაზე დიდი გამოწვევა კი ნდობის მოპოვება იყო – როგორც საერთაშორისო კომპანიების, ასევე ადგილობრივი ბიზნესის. ბევრი სასტუმრო და პარტნიორი ახალ კომპანიას სკეპტიკურად უყურებდა. ამას გავუმკლავდით გამჭვირვალე და ხარისხიანი სერვისებით, დეტალებზე ორიენტირებით და ყველაზე მთავარით – მომხმარებლების უკუკავშირის მოსმენით.

სირთულეს წარმოადგენდა ბაზარზე თავის დამკვიდრებაც. ვინაიდან ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მომსახურება სპეციალურად არაბ და ინდოელ ტურისტებზე მოარგო, დიდი ყურადღება უნდა მიგვექცია კულტურული თავისებურებებისთვის – ჰალალ კვებით დაწყებული, ენობრივი ბარიერების დაძლევით დასრულებული. ამ უნიკალურმა მიდგომამ მოგვცა კონკურენტული უპირატესობა.

საბოლოოდ, საწყისი სირთულეები შესაძლებლობებად იქცა: პირველი სტუმრების ნდობა ჩვენი საუკეთესო რეკლამა გახდა და წარმატებისკენ გზაც გაგვიხსნა.

რა სერვისებით შეხვედით ბაზარზე და როგორ შეიცვალა თქვენი პორტფელი წლების განმავლობაში?

Guide of Georgia-ს შექმნისას ჩვენი ძირითადი შეთავაზება იყო კლასიკური ტურები საქართველოში: ქალაქის ექსკურსიები, ბუნების ტური, კულტურულ-ისტორიული მარშრუტები. თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით არაბ და ინდოელ სტუმრებს: ვთავაზობდით ჰალალ კვებას, უსაფრთხო და ოჯახზე ორიენტირებულ გარემოს, არაბულ- და ინგლისურენოვან გიდებს.

წლების განმავლობაში ჩვენი სერვისები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. თუ დასაწყისში მხოლოდ ტურებს ვმართავდით, დღეს ტურისტებს სრულფასოვან სამოგზაურო გამოცდილებას ვთავაზობთ – ავიაბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნით  დაწყებული, VIP-ტრანსფერებითა და ინდივიდუალურად მორგებული პაკეტებით დასრულებული. ასევე, რეგიონშიც გავფართოვდით – უკვე ვმუშაობთ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

დღეს Guide of Georgia აღარ არის მხოლოდ ტუროპერატორი – ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი, რომელიც ქმნის დასამახსოვრებელ სამოგზაურო გამოცდილებას. თითოეული სტუმარი მუდმივ კონტაქტშია ჩვენს თანამშრომლებთან, რომლებიც ნებისმიერი საკითხის დროულად მოგვარებას უზრუნველყოფენ. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სერვისის ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები, ჩვენი კომპანია ცდილობს, ეს ხარვეზები მაღალი სტანდარტის მიწოდებით შეავსოს. სწორედ ამ ერთგულების დამსახურებაა, რომ 2023 წელს Guide of Georgia-მ შვეიცარიული სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ბიზნესრეიტინგების კავშირისგან ჯილდო – „წლის ლიდერი“ მიიღო, ასევე მოიპოვა წოდება „სანდო ლიდერი 2020–2024“. 2023 წელს პირადად მე მომენიჭა ტიტული „Chief of the Year“, და წელს გადმომეცა ორდენი  „Decus Oeconomicae“ – ეკონომიკის ლიდერი. საქართველოს წამყვან კომპანიებსა და ლიდერებს შორის მოხვედრა განსაკუთრებული პრივილეგიაა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცოდით, სწორ გზაზე ვიყავით, გამარჯვების შესახებ ზარის მიღებისას სრულად გავიაზრე მრავალწლიანი შრომისა და ერთგულების შედეგი. 

რას აძლევს კომპანიას ეს აღიარება? 

ეს არა მხოლოდ პრესტიჟული ჯილდოებია, არამედ პასუხისმგებლობაც – სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლება და ტურიზმის სექტორის განვითარებაში მეტი წვლილის შეტანა.

აღსანიშნავია, რომ ამან პოზიტიურად იმოქმედა როგორც სახელმწიფო, ისე  კერძო სექტორთან ურთიერთობაზე. სახელმწიფოს მხრიდან გამარტივდა თანამშრომლობა – რეგულაციების კუთხით, ინფრასტრუქტურასა და მარკეტინგულ ინიციატივებში მხარი დაგვიჭირეს. კერძო სექტორის მხრივ კი, სასტუმროებმა, ავიახაზებმა და სხვა პარტნიორებმა ჩვენ მიმართ ნდობა და ინტერესი გაზარდეს, რაც საშუალებას გვაძლევს, სტუმრებს განსაკუთრებული პირობები და უმაღლესი ხარისხის სერვისი შევთავაზოთ.

ჩვენი გუნდისთვის ეს ჯილდოები ძლიერი მოტივატორიცაა – გვაიძულებს შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტი, განვავითაროთ სერვისები და საერთაშორისო გაფართოება გავაგრძელოთ.

თქვენი დაკვირვებით, როგორ განვითარდა საქართველოში ტურიზმის მიმართულება მას შემდეგ, რაც სექტორში Guide of Georgia გამოჩნდა? კიდევ რის შეცვლას ისურვებდით?

თუ ადრე ქვეყანა ძირითადად მეზობელი რეგიონების ტურისტებზე იყო ორიენტირებული, დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერადაა წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე. გაიზარდა ფრენების რაოდენობა, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, მეტი სასტუმრო და სერვისის მომწოდებელი გამოჩნდა, ხოლო ტურისტების გემოვნება და მოლოდინი უფრო მრავალფეროვანი გახდა.

მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ ტურიზმი ბევრად უფრო კულტურულად მგრძნობიარე გახდა. დღეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ტურისტების თავისებურებებს – ჰალალ კვება, მრავალფეროვანი სამზარეულო, მრავალენოვანი გიდები და ოჯახზე ორიენტირებული სერვისები უკვე სტანდარტია. როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ეს მიდგომა იშვიათად გვხვდებოდა. Guide of Georgia-ს ინიციატივამ – არაბი და ინდოელი ტურისტების შემოყვანამ – ამ დარგისა და ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შიეტანა. არაერთმა კომპანიამ მოგვბაძა და ამ ბაზრებზე მუშაობა დაიწყო.

რაც შეეხება ჩემს ხედვას: ვფიქრობ, საქართველოს უფრო გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა სჭირდება. ხშირად ტურიზმის განვითარება სპონტანურია და არა – სისტემური. საქართველოს აქვს უნიკალური ბუნება, საუკუნოვანი კულტურა, ღვინისა და სტუმარმასპინძლობის დიდი ტრადიცია, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. თუმცა ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია რამდენიმე სტრატეგიული ნაბიჯის გადადგმა: ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის ბრენდინგი, ინოვაციური ციფრული პლატფორმების დანერგვა, მაღალი ღირებულების სეგმენტების მოზიდვა, სასტუმროებისა და სერვისების სტანდარტიზაცია – მუდმივად მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, როგორც საქართველოს სავიზიტო ბარათი.საქართველო უნდა იქცეს რეგიონულ ჰაბად – არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ კულტურის, ბიზნესისა და განათლების მიმართულებითაც. სწორი სტრატეგიით, შესაძლებელია ტურიზმის წილი ეკონომიკაში ორჯერ გავზარდოთ და საქართველო გლობალურ ტურისტულ რუკაზე დავამკვიდროთ როგორც კულტურული ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

დღეს თქვენი სფერო მაღალი კონკურენციით გამოირჩევა – როგორ ინარჩუნებთ პოზიციას ბაზარზე? გაქვთ უნიკალური შეთავაზებები, რომლებიც უპირატესობას გაძლევთ?

Guide of Georgia-ს წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ თავიდანვე კონკრეტულ ნიშზე გავამახვილეთ ყურადღება და არ ვცდილობდით, „ყველაფერი ყველასთვის“ გვქონოდა. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ პირველებმა დავიწყეთ არაბ და ინდოელ ტურისტებზე სპეციალიზაცია და შევქმენით მომსახურება, რომელიც მათ კულტურულ და რელიგიურ საჭიროებებს სრულად ითვალისწინებდა. ეს სპეციალიზაცია დღემდე გვეხმარება ბაზარზე ძლიერი პოზიციის შენარჩუნებაში. 

ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს შორისაა: პერსონალიზაცია – თითოეული ტურისტი იღებს ინდივიდუალურად მორგებულ პაკეტს, და არა სტანდარტულ მარშრუტს; კულტურული მგრძნობელობა –  ჰალალ კვება, ოჯახზე ორიენტირებული ტური, მრავალენოვანი გიდები; სანდო პარტნიორობა – სასტუმროებთან და სერვისის მომწოდებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები, რაც განსაკუთრებულ პირობებს გვაძლევს; გამოცდილება და რეპუტაცია – ჩვენი კლიენტები არიან მაღალი დონის სტუმრები, დიპლომატები და ყოფილი პრემიერ-მინისტრებიც კი, რაც ჩვენი სერვისის ხარისხს უსვამს ხაზს.

ამასთანავე, საერთაშორისო აღიარება – პრესტიჟული ჯილდოების მიღება – ქმნის ნდობას და გვაძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.

რა ტიპის ტურებია ყველაზე მოთხოვნადი და კონკრეტულად რომელი ქვეყნებიდან აქტიურობენ?

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მოთხოვნა უფრო მრავალფეროვანი გახდა. ლიდერი კვლავ კულტურული ტურებია – ვიზიტორები დაინტერესებულნი არიან ქართული ტრადიციებით, სამზარეულოთი და სტუმართმოყვარეობით. სწრაფად იზრდება სათავგადასავლო და ბუნებაზე ორიენტირებული ტურიზმიც: მთაში ლაშქრობა, სათხილამურო ტურები, ღვინოსთან დაკავშირებული გამოცდილება კახეთში. 

დღეს ტურისტი ეძებს არა უბრალოდ ტურს, არამედ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ქართულ კულტურას, ბუნებას და ავთენტურობას აერთიანებს.

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ოჯახები, წყვილები და მეგობრების ჯგუფებია.
გეოგრაფიულად კი Guide of Georgia-ს ყველაზე აქტიური კლიენტები არიან სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ესენია: საუდის არაბეთი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ომანი და ბაჰრეინი. მნიშვნელოვან და მზარდ ბაზარს წარმოადგენს ინდოეთი და ისრაელიც.

როგორ ზომავთ კომპანიის წარმატებას? შეგიძლიათ კონკრეტული მონაცემები გაგვიზიაროთ? 

Guide of Georgia-მ დაფუძნების დღიდან გამორჩეულად სწრაფი ზრდა აჩვენა:
2016 წლიდან ტურისტთა რაოდენობა დაახლოებით 3,900%-ით გაიზარდა. ეს ნათლად უსვამს ხაზს ჩვენს სტრატეგიულ ფოკუსს, პერსონალიზებულ მომსახურებას და საერთაშორისო აქტიურ გაფართოებას.

საწყის ეტაპზე ჩვენი ძირითადი ბაზრები სპარსეთის ყურის ქვეყნები (~70%), ინდოეთი (~20%) და ისრაელი (~5%) იყო. ბოლო წლებში აზიური ბაზრების წილი სტაბილურად იზრდება.

ბოლოს, რა გეგმები გაქვთ კომპანიის ზრდისა და განვითარების კუთხით მომდევნო წლებში?

ჩემი სტრატეგიული მიზანია, Guide of Georgia-ს პოზიცია რეგიონში კიდევ უფრო განვამტკიცო, ამასთან აქტიურად შევიდე აშშ-ის ბაზარზე. რეგულარულად ვმონაწილეობთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და B2B „როუდშოუებში“ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი და აშშ. ეს პლატფორმები საშუალებას გვაძლევს, საქართველო წარმოვაჩინოთ მიმზიდველ, საინტერესო დანიშნულების ქვეყნად და მის მიმართ საერთაშორისო დაინტერესება გავზარდოთ. 

გარდა ამისა, ვგეგმავთ Guide of Georgia-ს ოფისის გახსნას აშშ-ში, რაც საშუალებას მოგვცემს, პარტნიორებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ, როგორც ტურისტული მიმართულება. ეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობას შექმნის და ორ რეგიონს შორის კულტურულ და ბიზნესკავშირებს გააძლიერებს.

მინდა, Guide of Georgia დარჩეს არა მხოლოდ ტუროპერატორად, არამედ იქცეს სანდო გლობალურ ბრენდად, რომელიც კულტურულ ხიდებს აშენებს და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტურისტულ იმიჯს აძლიერებს.

S

Previous Post

The Top 10 Highest-Paying Sectors

Next Post

კულტურათაშორის ხიდების მშენებელი

იზა გვარამაძე

Next Post
კულტურათაშორის ხიდების მშენებელი

Bridging Cultures

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.