Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes Infrastructure

კომერციული ტრანსპორტის გიგანტი თბილისის ქუჩებში – ინტერვიუ ბექა ბერიძესთან

by Davit Tsiramua
April 29, 2022
in Forbes Infrastructure, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო, ყველა სიახლე
0
კომერციული ტრანსპორტის გიგანტი თბილისის ქუჩებში – ინტერვიუ ბექა ბერიძესთან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

TEGETA TRUCK&BUS-მა თბილისს 2017 წლიდან დღემდე 233 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსი მიაწოდა. გარდა ამისა, კომპანიამ დედაქალაქი და სხვა ქალაქები გერმანული ბრენდის სატვირთო მანქანებითა და კომერციული ტრანსპორტით უზრუნველყო. MAN-ი ოფიციალურად 16 წლის წინ სწორედ TEGETA TRUCK&BUS-მა შემოიყვანა. უფრო მეტიც, TEGETA-ს MAN-თან თანამშრომლობა საქართველოში სატვირთო ავტომობილების მიმართულებით ოფიციალური წარმომადგენლობის პირველი შემთხვევა იყო. მას შემდეგ გერმანულ ბრენდზე მოთხოვნა მზარდია. საქართველოში MAN-ის ისტორიაზე TEGETA TRUCK&BUS-ის დირექტორმა, ბექა ბერიძემ ისაუბრა.

ბე­ქა, 2016 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თქვენ­მა კომ­პა­ნიამ თბი­ლის­ში ასო­ბით MAN-ის ავ­ტო­ბუ­სის შე­მოყ­ვა­ნა უზ­რუნ­ველ­ყო. რა რიცხ­ვებ­ზეა სა­უ­ბა­რი?

MAN-ის პირველი ავტობუსები დედაქალაქისთვის 2016 წლის ბოლოსთვის შემოვიყვანეთ. პირველ ეტაპზე თბილისს 143 ერთეული უახლესი MAN Lion’s City A21 NG-ტიპის ავტობუსი მივაწოდეთ. საუბარია 12-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც 85 მგზავრზეა გათვლილი. 2019 წელს კი მეორე ტენდერის ფარგლებში კიდევ 90 ერთეული, დიზელის ძრავაზე მომუშავე EURO6 ემისიის სტანდარტის ახალი MAN Lion’s City A47 10-მეტრიანი ავტობუსი შემოვიყვანეთ, რომლებიც 82 მგზავრზეა გათვლილი. ძირითადი განსხვავება მათ შორის სწორედ ავტობუსების ზომა და საწვავის ტიპია. ორივე არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული და ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. სწორედ ასეთი ტრანსპორტი დადის ევროპის სხვა ბევრ ქალაქში. აღნიშნული ავტობუსების საგარანტიო სერვისსა და სრულ ტექმომსახურებას კომპანია Tegeta Truck&Bus-ი უზრუნველყოფს.

კი­დევ იგეგ­მე­ბა ამა­ვე ბრენ­დის ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნა?

თუ მუნიციპალიტეტის მხრიდან მსგავსი საკითხი დღის წესრიგში დადგება, ჩვენ, როგორც ამ მიმართულებით გამოცდილი კომპანია, რა თქმა უნდა, ტენდერში მონაწილეობას მივიღებთ. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ქალაქს, რათა მომხმარებელმა საუკეთესო პროდუქტი მიიღოს. გან­გ­ვი­მარ­ტეთ, რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვთ MAN-ის ავტო­ბუ­სებს? MAN-ი ავტობუსებისა და სატვირთოების წარმოებაში მსოფლიოს გამორჩეული და წამყვანი ბრენდია. შესაბამისად, ჩვენ მიერ თბილისისთვის შეთავაზებული ავტობუსები საუკეთესოა. მათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ტევადობაა. ასევე ეს ავტობუსები არის დაბალი იატაკის მქონე, რაც ამცირებს გაჩერების დროს, ვინაიდან მგზავრებს სწრაფად ასვლა და ჩამოსვლა შეუძლიათ.

ავტობუსებს სამი დიდი შესასვლელი აქვთ, რომელთაგან ერთი – შშმ პირებისთვისაა. ისინი აღჭურვილია ანტივანდალური სისტემებით, რომლებიც მუდმივად ჩართულია და მონიტორინგს ახორციელებს, რომ ავტობუსები არ დააზიანონ. უკვე ხუთი წელია, რაც ამ ავტობუსებით თბილისის მოსახლეობა ყოველდღიურად სარგებლობს და, გამართულობის თვალსაზრისით, შეფერხება არ ყოფილა.

გარდა ამისა, თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ავტობუსები აღჭურვილია დასატენი USB-პორტებით, კონდიცირებისა და ვენტილაციის თბილისის კლიმატურ პირობებზე მორგებული სისტემებით.

გარ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა, ქა­ლაქს MAN-ის ბრენ­დის მუ­ნი­ციპა­ლურ-კო­მერ­ცი­ულ ტრან­ს­პორ­ტ­საც სთა­ვა­ზობთ. და­ინა­ხეთ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა? რა შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი და შე­დე­გე­ბი გაქვთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

როგორც MAN-ის ოფიციალური წარმომადგენლები, სახელმწიფო სტრუქტურების ტენდერებში აქტიურად ვმონაწილეობთ და მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონებს სხვადასხვა სპეცტექნიკით ვამარაგებთ.

„თბილსერვის ჯგუფს“ 2017 წელს ოთხი ერთეული MAN CLA 18.280 ნაგავმზიდი, 2019 წელს კი ოთხი კონტეინერმზიდი ე.წ. „სკიპლოუდერი“ MAN TGS 26.420 6X2-4 BL მივაწოდეთ. ასევე მიწოდებული გვაქვს სახანძრო მანქანები სხვადასხვა ქალაქისთვის.

ამჟამად „თბილსერვისის“ კიდევ ერთ ტენდერში გავიმარჯვეთ, რომლის ფარგლებშიც 27 ერთეული მანქანა აგვისტომდე უნდა მივაწოდოთ, მათ შორის 15 ერთეული არის MAN TGS, რომელიც შედარებით დიდი ზომის სატვირთოა და შედარებით მცირე ზომის 12 ერთეული MAN TGM. ამ მოდელებს შორის განსხვავება არის როგორც ტვირთამწეობაში, ასევე ზომებსა და, შესაბამისად, მანევრირების შესაძლებლობებში, რაც ოპერატორს საშუალებას აძლევს, ქუჩებისა და მარშრუტების შესაბამისად განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი ნაგავმზიდის გამოყენება სურს.

ზოგადად, როდესაც მუნიციპალიტეტი არჩევანს აკეთებს, ყოველთვის უნდა იფიქროს გრძელვადიან პერსპექტივაზე. მნიშვნელოვანია, რომ 2-3 წელიწადში მუნიციპალიტეტს არ მოუწიოს მანქანების ჩანაცვლება. MAN-ის ბრენდის შემთხვევაში კი ეს გარანტირებულია. ამ მოდელებს ხუთწლიანი ექსპლუატაციის შემდეგაც შეუძლია ყველა იმ ფუნქციის შესრულება, რაც უნდა შეასრულოს. ასევე, MAN-ის მუნიციპალური სატვირთო მანქანების პრიორიტეტები გამძლეობა, ეფექტიანობა და ჯამური ფლობის ხარჯია. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს როგორც ექსპლუატაციის პერიოდში გასაწევ ხარჯებს, ასევე იმ მაღალ ნარჩენ ღირებულებას, რომელიც აღნიშნულ მანქანებს ექსპლუატაციის პერიოდის გასვლის შემდგომ აქვთ. ეს ოპერატორს შესაძლებლობას აძლევს, დაიბრუნოს ჩადებული ინვესტიციის გაცილებით უფრო დიდი წილი, ვიდრე კონკურენტების შემთხვევაში, თუ ისინი მანქანების მეორეულ ბაზარზე რეალიზაციას გადაწყვეტენ, რაც ძალიან დიდი პლუსია. 

თქვენ, რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­ს­პორ­ტის მიმ­წოდე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ა, რა გა­მოწ­ვე­ვებს ხე­დავთ ამ მი­მართუ­ლე­ბით არამხო­ლოდ დე­და­ქა­ლაქ­ში, არა­მედ სხვა ქა­ლა­ქებ­შიც?

საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში და მათ შორის თბილისშიც, დიდი გამოწვევაა მოძველებული ტექნიკა, რომლის შენახვა და მოვლა ძვირი ჯდება. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო სერვისის ხარისხიანად მიწოდება მნიშვნელოვანია, აუცილებელია ბალანსის პოვნა ფასსა და ხარისხს შორის. ამას ყურადღება უნდა მიექცეს გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მუნიცი­პალიტეტებს ამ ბალანსის დაჭერაში ვეხმარებით და ყოველთვის მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ.

რო­გორ აწ­ვ­დენთ მათ ხმას?

Tegeta-ს ერთ-ერთი უპირატესობა – რეგიონებში წარმომადგენლობები და ფილიალებია. მუნიციპალიტეტებში არსებულ ჩვენს ცენტრებში მომხმარებელს სატვირთო და მსუბუქი მანქანებისთვის სრულყოფილი მომსახურების მიღება შეუძლია. ასევე გვაქვს მობილური სერვისის ცენტრებიც, შესაბამისად, ნებისმიერი მუნიციპალიტეტი, რომელიც ჩვენი მანქანებით ისარგებლებს, შეძენილი ტექნიკის სერვისის მიღებასაც შეძლებს და ამისთვის თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევს.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ცენტრალური ფილიალის სერვისცენტრი თავად MAN-ის მიერაა ავტორიზებული, შესაბამისად, მისი აღჭურვილობა გერმანული სტანდარტების შესაბამისია. გარკვეული პერიოდულობით გვაქვს აუდიტიც, როდესაც თავად MAN-ის წარმომადგენლები ჩამოდიან სათავო ოფისიდან და ამოწმებენ, თანამშრომლები კი პერიოდულ გადამზადებას გადიან.

ცო­ტა ხნით 16 წლის წი­ნაპე­რი­ო­დი გა­ვიხ­სე­ნოთ…სა­ინტე­რე­სო­ა, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ ამ ბრენ­დის სა­ქარ­თ­ველო­ში შე­მოყ­ვა­ნა?

Tegata-ს ამბიცია ყოველთვის იყო და არის პირველობა. 2006 წელს, როდესაც კომპანია საქართველოში სატვირთო და სხვა სპეცტექნიკის მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამდა, გადაწყდა, რომ შემოგვეყვანა ბრენდი, რომელიც გამოხატავდა ჩვენს იდეოლოგიას და ასახავდა სურვილს, ვყოფილიყავით წამყვანი მოთამაშე სატვირთო მანქანების მიმართულებითაც. ზოგადად ევროპაში ამ კუთხით პრემიუმ- -ბრენდების ცნობილი შვიდეულიდან გერმანული MAN-ი ერთერთი მოწინავეა. ის წამყვანი მოთამაშეა გაყიდვების კუთხით არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. ამ ბრენდის შემოყვანის შედეგად, „თეგეტა“ სატვირთო მიმართულებით პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც წამყვანი ევროპული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

რო­გორ იზ­რ­დე­ბო­და ბრენ­დ­ზე მოთხოვ­ნა 2006 წლი­დან დღემ­დე?

საქართველოში MAN-ზე მოთხოვნა მისი შემოყვანისთანავე მზარდი იყო. ბოლო სამი წლის სტატისტიკით კი გაყიდვების რაოდენობა წლიურად თითქმის ორმაგდებოდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს თანამშრომლობას სხვადასხვა კომპანიასთან. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ ორგანიზაციებს მივაწოდოთ ამ ბრენდის უპირატესობების შესახებ ინფორმაცია, რათა მათ არჩევანი MAN-ზე შეაჩერონ. აღსანიშნავია, რომ, ამ ბრენდის გაყიდვების კუთხით, შარშან რეკორდული წელი გვქონდა და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში შედეგების გაუმჯობესებას შევძლებთ.

ამ გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დის მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი სა­ხელ­მ­წიფოს გარ­და ვინ არი­ან და რა ტი­პის ტექ­ნი­კა­ზეა მა­თი მხრი­დან მოთხოვ­ნა?

MAN-ის ბრენდს ქართულ ბაზარზე აქტიურად იყენებს სხვადასხვა სამშენებლო კომპანია. ჩვენი მთავარი პროდუქტი სატვირთო მიმართულებით, ერთი მხრივ, უნაგირა საწევარა ტექნიკა და ასევე თვითმცლელებია. უნაგირა საწევარა სხვადასხვა სახის ტვირთის დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, ხოლო თვითმცლელები – სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების სამშენებლო თუ სხვა მასალების ტრანსპორტირებისთვისაა, რაც განაპირობებს კიდეც სამშენებლო კომპანიის ინტერესს აღნიშნული ტექნიკის მიმართ.

პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნებ­ზეც რომ მოგ­ვიყ­ვეთ…

მოგეხსენებათ, პანდემიის გამო მიწოდების ჯაჭვის ფუნქციონირება მთელ მსოფლიოში შეფერხდა, ვინაიდან, ჩიპების გლობალური დეფიციტის გამო ავტომწარმოებელი კომპანიები მოთხოვნას ვერ პასუხობდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენც, როგორც გლობალური ქსელის ნაწილს, გარკვეული სირთულეები გვქონდა. მოწოდების პრობლემების შესაბამისად, მოგვიწია კომპანიის გეგმების კორექტირებაც, ვინაიდან MAN-ი, ისევე როგორც სხვა მწარმოებლები, ვერ ახერხებდა სხვადასხვა წარმომადგენლობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.

ჩვენც შესაბამისად მოვახდინეთ ადაპტაცია, თუმცა ვიმედოვნებთ და უკვე ვხედავთ ნიშნებს, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.

რას ელო­დე­ბით 2022 წლის­გან?

მიმდინარე წლის პირველმა ორმა თვემ დაგვანახა, რომ ისევ გამოწვევებით სავსე წელი იქნება. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და მეორე კვარტალის ბოლოსთვის უკვე შესამჩნევი პოზიტიური ძვრები იქნება როგორც გლობალურ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.

აპი­რებთ MAN-ის ბრენ­დის რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ტა­ნას?

დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი კომპანია MAN-ის ბრენდს საქართველოში წარმოადგენს. სამომავლო პერსპექტივაში, თუ ამის საჭიროება და მოთხოვნა იქნება, განვიხილავთ სხვა რეგიონულ ბაზრებზე ოპერირების შესაძლებლობებსაც. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულებია იმაზე, რამდენად ღირებული და სარგებლის მომტანი იქნება მსგავსი გეგმების განხორციელება როგორც კომპანიისთვის, ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის. სიახლეებისთვის, როგორც ყოველთვის, მზად ვართ და მივესალმებით.

Previous Post

რა არის საგადასახდელო ბალანსი?

Next Post

„საქკაბელის“ ამბიციური გეგმები – ინტერვიუ დავით კაპანაძესთან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
„საქკაბელის“ ამბიციური გეგმები – ინტერვიუ დავით კაპანაძესთან

„საქკაბელის“ ამბიციური გეგმები - ინტერვიუ დავით კაპანაძესთან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result