Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

KING DAVID – ცხოვრების ახალი სტანდარტი საქართველოში

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in კომპანიები
0
KING DAVID – ცხოვრების ახალი სტანდარტი საქართველოში
0
SHARES
0
VIEWS

ორი ერთმანეთთან დაკავშირებული და ამავდროულად დამოუკიდებელი მინის კოშკი ოსტატურად აერთიანებს სხვადასხვა დატვირთვის მქონე სივრცეებს, თუმცა ერთი რამ, რაც შენობაში შესვლისთანავე გატყვევებს და გხიბლავს – ხედია. მოცემული პროექტის უპირატესობათაგან ყველაზე ღირებული სწორედ ის პანორამული ხედებია, რომლებიც ორივე შენობის ნებისმიერი სართულიდან იშლება და ალბათ არ მოიპოვება ქალაქის არც ერთი წერტილი, აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსიდან რომ არ ჩანდეს. პროექტის კონცეფცია საქართველოს რეალობისთვის ინოვაციურია და ერთი პატარა, თუმცა მართლაც მრავალფუნქციური ქალაქის შთაბეჭდილებას ქმნის. King David-ში საერთო ფართის დაახლოებით 40 პროცენტი ინფრასტრუქტურას ეთმობა, ხოლო თავად კომპლექსი ორ – 31- და 19-სართულიან -კოშკად იყოფა, რომლებსაც პირველი ექვსი სართული საერთო აქვთ. მაღალ კოშკში King David Residences-ი განთავსდება, რომელშიც სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტები იქნება მოწყობილი, ხოლო შენობის ბოლო, 31-ე სართული წრიული რესტორნით დაგვირგვინდება, რომლიდანაც მის სტუმრებს როგორც დღის, ისე ღამის თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალება ექნებათ. რაც შეეხება მეორე 19-სართულიან კოშკს, King David Business Center-ს, მასში A კლასის ბიზნესცენტრი იქნება განთავსებული, ხოლო შენობის რამდენიმე სართულზე ეგრეთ წოდებული აპარტ-ოტელიც იქნება წარმოდგენილი.

უპრეცედენტო კომპლექსის, King David-ის ექვსი სართული რამდენიმე სხვადასხვა ზონას გააერთიანებს, რომლებიც როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი. შენობის პირველ ორ სართულზე მოეწყობა პარკირების ზონები, მესამე და მეოთხე სართულები კი მთლიანად სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის იქნება განკუთვნილი. ორსართულიან ტერიტორიაზე მოეწყობა საცურაო აუზი, სალონი, სპა და ფიტნესცენტრები, ივენთ–ჰოლი, საბავშვო გასართობი ცენტრი, ხოლო აუზის გასწვრივ 1400 კვ.მ-ზე გაშლილ ტერასაზე ბაღი გაშენდება. კომპლექსი მხოლოდ ერთი რესტორნით არ შემოიფარგლება: საერთო ჯამში ორივე შენობაში ხუთი რესტორანი იმუშავებს, მათ შორის ერთი ჯანსაღი კვების კაფეა, რომელიც აუზის მიმდებარე ტერასაზე განთავსდება. ეს კომპლექსი იმითაც არის უნიკალური, რომ აქ გაკეთდება ლობი, რომელიც მხოლოდ მცხოვრებლებისთვის იქნება განკუთვნილი და მათ ამ ტერიტორიაზე შეეძლებათ სტუმარი მიიღონ ან უბრალოდ დრო გაატარონ ბარში, რომელიც ასევე აღნიშნული ლობის ნაწილი იქნება. ცალკე ლობია გათვალისწინებული ბიზნესცენტრისთვისაც. ბავშვების განვითარების ცენტრი – ეს იქნება კიდევ ერთი ინოვაცია, რომელსაც კომპლექსი თავის მცხოვრებლებს შესთავაზებს და რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, აპრობირებული კონცეფციაა.

კომპლექსის უპირატესობათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აქ მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი როგორც სამშენებლო, ისე სახანძრო უსაფრთხოების საკითხი. რაც შეეხება შენობათა საძირკველს, იგი არაერთხელ შეფასდა არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ბოლო შემოწმება პროექტმა 2015 წლის ოქტომბერში გაიარა და დასკვნის სახით დაიწერა, რომ ეს პროექტი 9-ბალიან მიწისძვრასაც კი გაუძლებს. საინტერესოა ისიც, რომ კომპლექსს აქვს დამატებითი დენის წყარო, ასე რომ ქალაქში ელექტრომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ორივე შენობა მუდმივად იქნება მომარაგებული ელექტროენერგიით. წყლის შეწყვეტის შემთხვევაში კი მისი მიწოდება წყლის რეზერვუარიდან მოხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემული პროექტი მაღალ დონეზე პასუხობს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას – იგი მაქსიმალურად ენერგოეფექტიანი კომპლექსია და თავად მინა, რითაც შენობებია მოპირკეთებული, არის ამერიკული ფირმა “Guardiangalss”-ის პროდუქცია, რომელიც იდეალურია ნებისმიერ სეზონზე სითბოსა და სიცივის შესანარჩუნებლად.

მოახლოებულ შობა-ახალწელიწადთან დაკავშირებით პირველი დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით King David-ის საცხოვრებელ ბინებზე აქცია იმოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 1 კვ.მ-ის ფასი $1350-დან დაიწყება და მაქსიმუმ $2900 ეღირება, ხოლო ფასთა შორის სხვაობა ხედზე იქნება დამოკიდებული.

მრავალფუნქციურმა კომპლექსმა მიმდინარე წლის ოქტომბერში უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე – International Property Awards-ზე – საქართველოში 2016-2017 წლების საუკეთესო მრავალფუნქციური კომპლექსის ტიტულიც მოიპოვა.

King David-ი – ეს არის სასტუმროს ტიპის კომპლექსი თბილისის საუკეთესო პანორამული ხედებით და სრული მომსახურების სპექტრით, რომელიც მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს იმუშაონ, გაერთონ და განიტვირთონ შენობიდან გაუსვლელად. შვეიცარი, კონსიერჟი, დაცვისა და დასუფთავების სამსახური – ეს იმ მომსახურებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლის ფუფუნებაც ამ კომპლექსში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ.

თბილისის ცენტრში მდებარე კომპლექსის მშენებლობაში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. პირველი კონდომინიუმის ტიპის მრავალფუნქციური კომპლექსი – King David-ი თბილისში ოფიციალურად 2017 წლის ივლისში შევა ექსპლუატაციაში, ხოლო მანამდე, მარტში, კომპლექსის A კლასის ბიზნესცენტრი გაიხსნება.

სტატია ინგლისურ ენაზე.

Previous Post

არჩევნების არითმეტიკა

Next Post

ლარის ახალი ანტირეკორდი

მაგდა დოლიძე

Next Post
ლარის ახალი ანტირეკორდი

ლარის ახალი ანტირეკორდი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result