Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

„ხმა, რომელიც გაძლიერებს” – გაიცანით Khma Concept, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე

by იზა გვარამაძე
November 14, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„ხმა, რომელიც გაძლიერებს” – გაიცანით Khma Concept, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ხატია მათიკოშვილი, Khma Concept-ის დამფუძნებელი, მეწარმე ქალთა იმ ამბიციური და მიზანდასახული ჯგუფის ნაწილია, რომლებმაც საქართველოს ბანკის, UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ერთობლივი პროექტის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მეშვეობით, საკუთარი ბიზნესის ჰორიზონტი გააფართოვეს.

პროგრამამ 2022 წლიდან დღემდე 300-მდე ქალ მეწარმეს მხარი დაუჭირა და მათ ცოდნა, ფინანსური რესურსები და ფასდაუდებელი გამოცდილება შესთავაზა.

ქალების გაძლიერებით შთაგონებული

Khma Concept-ის ისტორია 5 წლის წინ დაიწყო, თუმცა იდეა უფრო ძველი, მე-20 საუკუნის დასაწყისის მოვლენებით, უფრო კონკრეტულად კი კატო მიქელაძის მოღვაწეობითაა შთაგონებული.

„მისი გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ მიზანი ქალების გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანასწორობისთვის ბრძოლა იყო“, – ამბობს ხატია მათიკოშვილი –  „სწორედ მისმა ისტორიამ მიბიძგა, ჩემი გატაცება და მოდის სიყვარული მექცია საქმედ, რომელიც სხვა ქალებს მისცემდა ინსპირაციას, იქნებოდა მათი ხმა და საუკეთესო საშუალება საკუთარი თავის გამოსახატად“.

Khma Concept-ის მთავარი პროდუქტი ტანსაცმელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გზავნილი ქალებისადმი – ბრენდის ფილოსოფია, რომლითაც იგი მომხმარებლებს საკუთარი შესაძლებლობებისადმი უპირობო რწმენას უცხადებს.

„ვფიქრობ, მომხმარებლებს მოსწონთ ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, ის, რომ განსაკუთრებულად ვუდგებით თითოეულ შეკვეთას, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს და ვაგრძნობინებთ, რომ მხოლოდ პროდუქტს არ იძენენ“, – განმარტავს ის.

გამოწვევები და შესაძლებლობები მეწარმეობის გზაზე

როგორც ყველა მეწარმისთვის, ხატიასთვისაც გამოწვევები პროცესის განუყოფელი ნაწილია. ლოჯისტიკური თუ ფინანსური სირთულეები, ასევე ბევრი საქმის ერთდროულად შეთავსების აუცილებლობა, მუდმივი თანამგზავრია. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს: „პროცესში იმდენ რამეს სწავლობ, ღირს მცდელობად. თან, როცა პატარა-პატარა შედეგებს ხედავ, ხვდები, რომ იზრდები, ამის გააზრება ძალიან სასიამოვნოა“.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში ხატიას მონაწილეობის მთავარი მოტივაცია მისი შინაარსი და შეთავაზებული ტრენინგები იყო.

„ძალიან დიდი ფუფუნებაა მეწარმისთვის, როცა გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს გიზიარებენ. თან, ვიცოდი, რომ, ცოდნასთან ერთად, სხვა მეწარმე ქალებსაც გავიცნობდი და ერთმანეთის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვექნებოდა“.

პროგრამამ, რომელიც ინტენსიურ ვორკშოპებს და ექსპერტების მხარდაჭერას მოიცავს, ხატიას ბიზნესს ახალი მიმართულება მისცა.

„გავეცანი მიმდინარე ტრენდებს სხვადასხვა მიმართულებით: გაყიდვები, კომუნიკაცია, ელექტრონული კომერცია და ა.შ, გადავაფასე ჩემი სამოქმედო გეგმა. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, მიღებული ცოდნა საქმეში ვთარგმნო“, – გვიზიარებს ხატია.

მონაწილეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის (AI) სწორად გამოყენების ტექნიკების შესწავლა აღმოჩნდა. ხატია აღნიშნავს, რომ პროგრამის მეშვეობით გაიგო, თუ რამდენი ხელსაწყო არსებობს, რაც მეწარმეს საქმეს ყოველდღიურად უმსუბუქებს”.

საინტერესოა Khma Concept-ის სამომავლო გეგმებიც: „ჩვენი მიზანია, ვიყოთ მომხმარებლებზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული, ხელმისაწვდომები და რაც მთავარია – უახლოეს 2 წელში შოურუმი გავხსნათ“.

საქართველოს ბანკი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა პლატფორმა ბიზნეს 360°–ის მნიშვნელოვან ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

S

Previous Post

NYT: Amazon-ი 600,000-მდე სამუშაო ადგილზე ადამიანების რობოტებით ჩანაცვლებას გეგმავს

Next Post

აშშ და შვეიცარია ტარიფების 15%-მდე შემცირებაზე შეთანხმდნენ

იზა გვარამაძე

Next Post
აშშ და შვეიცარია ტარიფების 15%-მდე შემცირებაზე შეთანხმდნენ

აშშ და შვეიცარია ტარიფების 15%-მდე შემცირებაზე შეთანხმდნენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result