• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home 30 Under 30

ხელოვანი ელიტების წინააღმდეგ

by Davit Tsiramua
July 13, 2024
in 30 Under 30, ინტერვიუ, კულტურა, კულტურა, პროფილი, საქართველო, ყველა სიახლე, ხელოვნება
0
ხელოვანი ელიტების წინააღმდეგ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
2023 წელს გიორგი გიგაშვილმა არტურ რუბინშტეინის სახლობის XVII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის პრესტიჟული პრემია მოიპოვა. მხოლოდ 23 წლის ასაკში, მან თანამედროვე ქართული აკადემიური მუსიკის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთა გვერდით და Forbes-ის 30-წლამდელთა სიაშიც მოწინავე ადგილი დაიმკვიდრა. გთავაზობთ ახალგაზრდა ხელოვანთან ინტერვიუს, რომელსაც ნინო ჟვანია უძღვება.

გიორგი, Forbes Georgia-ს პროექტი „30 UNDER 30“ იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. როგორ უნდა მოიქცეს დღეს წარმატებული ახალგაზრდა პიანისტი, რომ შექმნას საქართველოს მომავალი?

ამ სიაში პიანისტის მოხვედრა ორმაგად დასაფასებელია, ვინაიდან დღეს კლასიკურ მუსიკას არა აქვს ის დაფასება, რაც, მაგალითად, 50 წლის წინ ჰქონდა. ეს ძალიან სამწუხაროა. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში კლასიკური მუსიკის ჟანრი იწყებს, შეიძლება ითქვას, კვდომას და ყველამ მის „რეორგანიზაციაზე“ უნდა ვიფიქროთ. ამ სიის სათავეში ყოფნა, რამდენადაც ქედმაღლურად არ უნდა გამომივიდეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ. და თუ მე რაიმე ახალს ვაკეთებ იმ ჟანრში, სადაც დღეს ყველაზე ნაკლებად წარმოგვიდგენია ახლის კეთება, ეს აღიარება ორმაგად დასაფასებელია. დიდი მადლობა ამისთვის.

საინტერესოა, რომ ახსენე კლასიკური მუსიკის კრიზისი. ფაქტია, დღეს მთელ მსოფლიოში მოიმატა მსმენელის საშუალო ასაკმა, ახალგაზრდები იშვიათად დადიან კლასიკური მუსიკის კონცერტებზე. ამ კრიზისის ფონზე რა უნდა გააკეთოს შენნაირმა, სიახლეებისთვის გახსნილმა ადამიანმა იმისათვის, რომ კლასიკური მუსიკა საინტერესო იყოს ახალგაზრდებისთვის?

პირველ რიგში, არ უნდა შეგბოჭოს უფროსმა თაობამ. მე ძალიან გამიმართლა, რომ გვერდით მყავდა ბატონი რეზო თავაძე, რომელიც არასოდეს მბოჭავდა და მეუბნებოდა – როგორც უკრავ, ისე უკარი. დღეს ეს პრობლემა არსებობს. უფროსი თაობის წარმომადგენლები თვლიან, რომ როგორც ისინი უკრავენ, ისე უნდა უკრავდეს მოსწავლე. იმ თავისუფლების წყალობით, რომელიც რეზო თავაძემ მომცა, უკვე დამოუკიდებელმა პიანისტმა ვიცი, რომ არანაირ ჩარჩოში არ უნდა მოვექცე. როცა ვფიქრობ კლასიკურ მუსიკაზე, არ ვფიქრობ მასზე, როგორც ძალიან ძველ რაღაცაზე, რომელსაც ზედმეტად ფრთხილად უნდა მოექცე. როცა ბეთჰოვენი თავის ნაწარმოებებს წერდა, იმ დროს ეს პოპმუსიკა იყო და დღესაც კლასიკა უნდა ვაქციოთ თანამედროვედ.

და როგორ? მაგალითად, დებ ინტერპრეტაციაში თანამედროვე იდეებს? თავს უფლებას აძლევ, ნაწარმოების კონცეფცია იყოს უფრო თანამედროვე და არა იმ ეპოქის შესაბამისი, რომელშიც შეიქმნა ესა თუ ის ნაწარმოები?

შარშან ერთ დღეს ჩავატარე სამი კონცერტი ერთი და იმავე პროგრამით. კონცეფცია იყო – როგორ იღლება კლასიკური მუსიკა, ერთ დღეში როგორ გაიარა 600 წელმა. მე ხალხს ვაჩვენე, რომ საინტერესოა მუსიკის არა მხოლოდ მოსმენა, არამედ ყურებაც, გააზრებაც, მასში ჩადებული კონცეფციის დანახვაც. კონ­ცერტზე განათება მე მოვიფიქრე. გავიაზრე, რა უნდა მცმოდა, როგორ გამოვიდოდი სცენაზე. ყველაფერს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ეს ერთი კონცეფცია მკაფიოდ მიეწოდოს მსმენელს. ეს როცა გაქვს, მსმენელი უკვე ხედავს არა მხოლოდ იმას, რასაც უკრავ, არამედ რაღაც უფრო მეტს. ამის შედეგად, ჩემს კონცერტებზე მსმენელთა 50 პროცენტი მაინც ახალგაზრდები არიან, რაც ძალიან მიხარია.

შენ არ თვლი, რომ კლასიკური მუსიკა ელიტური ხელოვნებაა?

ასეთი მოსაზრებაც არსებობს. ამ საკითხში მეყოფა ხოლმე აზრები. ჩემი მოსაზრება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ კლასიკური მუსიკა ელიტურია. ბევრი ასე თვლის.

თუმცა შენ ხომ აკეთებ რაღაცებს, ამ იდეას რომ დაუპირისპირდე?

კი და აქ უკვე შემოდის „ოპოზიტ“ ფიქრი, რომ მე თუ ვაკეთებ ამას, მაშინ რატომ არის ის ელიტური? მაგრამ საბოლოო ჯამში, დღეს კლასიკური მუსიკა ჯერ კიდევ ელიტური მუსიკაა, იმიტომ რომ ასე გვასწავლეს, ასე მოვდივართ. კლასიკური მუსიკა იყო ჯერ ეკლესიაში, მერე გამოვიდა იქიდან და იყო სამეფო კარზე. ჩანასახიდან ის ელიტური იყო. დღეს უკვე ჯენ-ზის და მილენიელებს ელიტა აღარ აინტერესებთ. ისინი ვერ მეგობრობენ ელიტასთან და არც უნდა იმეგობრონ, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში იერარქია აღარ არის მნიშვნელოვანი. კლასიკური მუსიკა ემსახურება იმ ხელოვნებას, რომელიც ამბობს, რომ ის უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და გამოხატავდეს მის აზრს. მაშინ, თუ ელიტურია, ვის ესაუბრება? თუ არ გისმენენ, ვის ელაპარაკები? თუ ვერ გხედავენ, ვერ გაფასებენ, შენთან – ელიტასთან – ყოფნა არ უნდათ, მაშინ სცენიდან ვისთან ვამყარებთ კონტაქტს? ამიტომ მე ვცდილობ, ნაკლებად ვიყო ელიტური ჟანრის წარმომადგენელი და ვაქციო ეს ჟანრი თანამედროვედ.

მე ძალიან მომწონს შენი ეს დამოკიდებულება და მიკვირს, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიე ისეთ ელიტურ და ტრადიციებით დახუნძლულ სფეროში, როგორიცაა საფორტეპიანო კონკურსების სფერო. როგორ მოხდა ეს? თუნდაც ავიღოთ რუბინშტეინის კონკურსი, რომელსაც ასეთი ისტორია და ტრადიციები აქვს. როგორ მიიღეს შენი ასეთი თავისუფალი დამოკიდებულება ინტერპრეტაციის მიმართ?

როცა ჟიურის შეფასებები მოვისმინე, მივხვდი, რომ ძალიან გაიყო ხმები. მაგრამ რაც არ უნდა ვაძაგოთ და ვერ ვიტანდეთ ამ კონკურსებს, ალბათ მაინც იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე გულწრფელია.

„ჩემი საქმე კარგად რომ ვაკეთო, უნდა ვიცოდე, რომ მართლა ევროპისკენ მივდივართ“.

ფაქტია, რომ მსმენელთა სიმპათიის პრიზი შენ მიიღე.

ალბათ ჟიურიმაც მსმენელთა ამ ოვაციებს ვერ გაუწია წინააღმდეგობა. შეიძლება ჟიური საერთოდ არ მეთანხმებოდა, მაგრამ დარბაზს ვერ უთხრეს, რომ მას არ ეთანხმებოდნენ. თუმცა მე არ ვიცი ჩემი რუბინშტეინის კონკურსზე წარმატების ფორმულა. იღბალიც მგონია. იღბლის ფაქტორი დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ალბათ…

დღეს მაინც უფრო… მაგალითად, Tik-Tok-ზე რომ მოიპოვო ძალიან ბევრი ნახვა, იღბალია საჭირო. როგორ უნდა გნახოს ხალხმა? როგორ მუშაობს ეს ფორმულა? ვის ამოუხტება შენი ვიდეო ფიდში? ამოუცნობია. იღბალი ძალიან საჭიროა და ცნობადობაც ძალიან ხანმოკლე გახდა, 15-წუთიანია. დღეს ახსოვხარ ხალხს, ხვალ – არა; რადგან იმ მომენტში რასაც სთავაზობ, ის უნდა, ხვალ კი – არა.

მაგრამ აქ ჩანს ხელოვნების მთავარი დანიშნულებაც. მე რომ კონცერტს ვუკრავ, მინდა, რომ ვინც მოვა ამ კონცერტზე, მარტო დღეს არ იყოს იქ, არამედ ხვალაც და ზეგაც. და თუ ჭეშმარიტია ჩემი ემოციები სცენაზე, ასეც მოხდება. თუ ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, ასეც უნდა იყოს.

შენ ახლა Tik-Tok-ი ახსენე და საინტერესოა, რომ კლასიკური მუსიკის სფეროში თანდათან შემოვიდა პოპკულტურის ელემენტები. შეუძლებელია, არ დაფიქრდე საკითხზე, რომელიც დიდი ხანია, გვაწუხებს პროფესიონალ მუსიკოსებს. ეს არის მუსიკის დაყოფა „სერიოზულ“ და „გასართობ“ მუსიკად. ეს საკითხი ძალიან აქტუალური იყო XX საუკუნეში. დღეს ფაქტია, რომ ახალი თაობა საერთოდ არ აღიარებს ამ საზღვრებს და შენი საკონცერტო მოღვაწეობაც ამის დამადასტურებელია. ერთ დღეს ზიხარ რომელიმე ფილარმონიის სცენაზე და რომელიმე ფილარმონიულ თუ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავ, მაგალითად, რახმანინოვის რომელიმე კონცერტს; მეორე დღეს კი მონაწილეობას იღებ ჯაზ ჯემ­-­სეშენში, ან, მოდი, ასე ვთქვათ, პოპკულტურისადმი მიდრეკილ პროექტში. როგორ უხამებ ამ ყველაფერს ერთმანეთს?

მაგალითად, ხვალ რომ მქონდეს კონცერტი, რომელზეც ვუკრავ ბეთჰოვენს და მერე ხუთ დღეში მქონდეს გამოსვლა ნინი ნუცუბიძესთან ერთად, სანამ ბეთჰოვენს არ დავუკრავ, ნინისთან კონცერტზე არ ვფიქრობ. ჩემი გონება ყოველთვის მომართულია შემდეგ კონცერტზე და არა იმის შემდეგზე.

და ეს განსხვავებული კონცერტები ერთმანეთზე ზეგავლენას არ ახდენენ?

როგორ არა, ოღონდ კარგ ზეგავლენას. იცი, რამ იქონია ამ ყველაფერზე დიდი გავლენა და რატომ არ უშლიან ხელს ერთმანეთს ეს კონცერტები? 4 წლისა დედაჩემმა შემიყვანა ფოლკლორულ ანსამბლში. კვირაში სამჯერ მესმოდა სამ- და ოთხხმიანი სიმღერა. ამან მომამზადა პოლიფონიური მუსიკისთვის. ამიტომ ასე ვიტყვი: როგორ შეიძლება, მუსიკამ ხელი შეუშალოს მუსიკას? ჟანრები ვერ შეუშლიან ერთმანეთს ხელს, იმიტომ რომ ყველა ეს ჟანრი – მუსიკაა.

რა კარგია, რომ ბავშვობა და დედა ახსენე. მე, როგორც მუსიკის მასწავლებელი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მშობლების ფაქტორს. მოგვიყევი იმ გზაზე, რომელიც გაიარე მუსიკალური სკოლიდან მსოფლიოს წამყვან სცენებამდე. ვინ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს? მშობლები? მასწავლებლები?

მოდი, არ დავიცავ ქრონოლოგიას და გეტყვი, პირამიდის თავზე ვინ დგას. ეს არის რეზო თავაძე. იქამდე, რა თქმა უნდა, გზა იყო განვლილი და ამ გზაზე მეხმარებოდნენ ადამიანები. დედაჩემმა უდიდესი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ საერთოდ ვუკრავ. ის რომ არა, ხუთი წლის ასაკში არ შევიდოდი მუსიკაზე და არ დავიწყებდი პიანინოზე „ტყაპუნს“. არ მიყვარდა მეცადინეობა. როგორც კი გავიაზრე, ასე 15-16 წლის ასაკში, რომ მეცადინეობა მიყვარს, მაშინ მივხვდი, რომ შეიძლება პიანისტი გავხდე.

რას ნიშნავს – „მეცადინეობა მიყვარს“? ბევრს აინტერესებს, რამდენ საათს ატარებდი იმ წუთიდან მოყოლებული ინსტრუმენტთან?

არასწორი მგონია ეს შეკითხვა. ვიცი, რომ შენ ხალხის აზრს გამოხატავ ახლა. საათებზე არ არის საუბარი. მე შემიყვარდა მუშაობის პროცესი. შეიძლება ერთ დღეს ერთი საათი დამეთმო რომელიმე ნაწარმოებისთვის, მაგრამ ის ერთი საათი სულ ტვინით ვყოფილიყავი ბოლომდე ჩართული. და ახლაც ასეა. მე 6-7 საათს არ ვატარებ ინსტრუმენტთან.

ლეგენდები დადის პიანისტებზე, რომლებიც 8-9 საათს მეცადინეობენ…

მე მშურს ასეთი პიანისტების. თუ ისინი ბოლომდე ჩართულები არიან გონებით ამ პროცესში და ასე შეუძლიათ ამდენი დაკვრა, მე მშურს მათი. მე ეს არ შემიძლია. არა მაქვს ამის ნებისყოფა. ტვინი რომ მეღლება, ვეღარ ვუკრავ.

ნუ გშურს… ყველა დროის ერთ­-ერთი უდიდესი პიანისტი, არტურ რუბინშტეინი ამბობდა, რომ არ არის საჭირო, ძალიან ბევრი საათი გაატარო ინსტრუმენტთან. პირიქით, უნდა შეისწავლო ცხოვრება, რადგან შენი დაკვრა გამოხატავს იმას, თუ როგორ იცნობ ამ ცხოვრებას. ეს ცოტა თავისუფალი ინტერპრეტაციაა მისი ციტატის.

დაახლოებით ამასვე ამბობდა რეზო თავაძე. არადა, მას ჰყავდა ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც 8-9 საათს მეცადინეობდნენ. ეს არ არის ლეგენდა. მართლა უკრავენ 8-9 საათს და ძალიან კარგია, მუშაობა ასე რომ გიყვარს. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მიყვარს მუშაობა. უბრალოდ მე მუშაობის სხვანაირი მეთოდი მაქვს. მე მირჩევნია, მაგალითად, ნოტები ავიღო, არ დავუკრა და მხოლოდ თვალი გადავავლო მათ. სხვათა შორის, როდესაც ბეთჰოვენის სონატა N 30 ავიღე, რეზო თავაძემ მითხრა, არ მესმინა ამ სონატის სხვების შესრულებებისთვის, არამედ მესმინა დირიჟორებისთვის, როგორ დირიჟორობენ ისინი ბეთჰოვენის სიმფონიებს. მე დაკვრა კი არ უნდა მესწავლა, არამედ აზროვნება. კიდევ ერთი მაგალითი… ბეთჰოვენის მე-17 სონატას რომ ვუკრავდი, მირჩია, წამეკითხა შექსპირის „ქარიშხალი“. ეს ძალიან სწორია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიაზროვნოთ და არა – როგორ ვამუშაოთ თითი. ამის სწავლა ყველას შეუძლია, მაგრამ ყველაზე დიდი პიანისტები გახდნენ ისინი, ვისაც აზროვნება შეუძლია.

ისე, შენ არც გაქვს დრო, 8-9 საათს იმეცადინო, იმდენად აქტიურად იღებ მონაწილეობას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში. მე ახლაც მახსოვს, რა შოკი მივიღე, როდესაც დაგინახე ერთ­-ერთ დემონსტრაციაზე მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში რუბინშტეინის კონკურსზე უნდა გამოსულიყავი. მახსოვს, როგორ გეხვეწე, წასულიყავი სახლში და გემეცადინა. შენ მაინც იქ დარჩი. მერე კი დემონსტრაციიდან წახვედი პირდაპირ კონკურსზე და გაიმარჯვე. იცი, რაზე ვისაუბროთ? საშინლად მაღიზიანებს, როდესაც ხელოვანებს მიგვითითებენ, ვწეროთ, ვუკრათ, ვიმღეროთ და არ ჩავერიოთ პოლიტიკაში, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. შენ ხარ მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია ადამიანს შეუთავსოს ძალიან წარმატებული კარიერა ასევე ძალიან აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ მოვლენებში. ვისაუბროთ ამაზე.

ჩემი საქმის კეთება საერთოდ არ გამომდის, თუ არ ვარ მშვიდად. ჩემი საქმე კარგად რომ ვაკეთო, უნდა ვიცოდე, რომ მართლა ევროპისკენ მივდივართ და ყველა ამაზე თანხმდება. საკმარის დროს ვეღარ ვუთმობ მუსიკას, იმიტომ, რომ ჩემი ტვინი მოცულია იმით, რომ მინდა, კარგი მომავალი გვქონდეს. ჩემი მომავალი თუ საფრთხის ქვეშ დგება, თუ არ მაქვს საქართველოს მშვიდი მომავლის გარანტია, რთული გასაგებია ალბათ, მაგრამ არანაირი მუსიკა აღარ მაინტერესებს. მაშინ რისთვის ვუკრავ მე? მე ვერ ვუკრავ საზღვარგარეთ ისე, როგორც აქ ვუკრავ. რაც არ უნდა ჩემი სათქმელი მქონდეს ბერლინში, ვერასოდეს გავაგებინებ იქაურ მსმენელს იმას, რასაც ვაგებინებ აქაურს. ჩემი აზროვნება იცვლება, როცა საქართველოს საზღვრებს შიგნით ვხვდები. როგორ უნდა ვიმეცადინო, როგორ უნდა ვიყო კონცენტრირებული საქმეზე, როცა ასე თავზე გადაგახევენ შენს მომავალს? შანსი არ არის. და ძირითადად ის ადამიანები მაკრიტიკებენ, ვისაც უბრალოდ საქმე არა აქვს. ვინც თავის საქმეში კარგად არის, იმან იცის, რატომ ვდგავარ აქციაზე.

შენი, როგორც ხელოვანის პროგნოზი… რა გველის უახლოეს თვეებში? სად მივდივართ?

ევროპაში!

მე ვამტკიცებ, რომ მუსიკოსები დიდი ხანია, ევროპაში ვართ. თუ არსებობს რაიმე წმინდა ევროპული ფენომენი, ეს კლასიკური მუსიკაა. მას შემდეგ, რაც ისე შემოვიდა და დამკვიდრდა ჩვენში, ჩვენ უკვე ვართ ევროპაში. სხვათა შორის, ძალიან ადვილად და სწრაფად შევისისხლხორცეთ ის, რაც იმის მანიშნებელია, რომ კლასიკური მუსიკა ჩვენი კულტურის ბუნებრივი ნაწილია. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველანი იქ აღმოვჩნდეთ.

XIX საუკუნიდან XX საუკუნის 50-იან წლებამდე, ქართველმა კომპოზიტორებმა გაიარეს ის გზა, რაც ევროპელმა კომპოზიტორებმა გაიარეს 500-600 წლის განმავლობაში. და თუ მათ არ უნდოდათ ევროპელობა, აბა ვის უნდოდა? ჩვენი განვითარებაც ევროპას უკავშირდება და ყველაფერი ის დადებითიც, რაც ხდება. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა ებრძოდე ამ იდეას და როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი მოქალაქეები. ყველანაირი ლინკი ჩვენსა და მათ შორის დაკარგულია. მათ არ ესმით ჩვენი და ჩვენ არ გვესმის მათი. დღეს ჩვენს ხელისუფლებასა და ხალხს შორის არ არსებობს რაიმე კავშირი. ეს დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ხელისუფლებას არ უყვარდეს ხალხი.

ძალიან ბევრი ბავშვისთვის, ვინც ფიქრობს მუსიკოსის კარიერაზე, შენ სამაგალითო მუსიკოსი ხარ. სამაგალითო ხარ როგორც შენი მოქალაქეობრივი პოზიციით (ჩვენ ვხედავთ დემონსტრაციებზე მდგარ ბავშვებს), ისე იმ პრინციპებით, რომელთა საფუძველზე ააგე ასეთი წარმატებული კარიერა. რას ურჩევ პატარ გოგოებს და ბიჭებს, რომლებიც ახლა იწყებენ იმ გზას, რომელიც შენ სულ ახლახან, ოციოდე წლის წინ დაიწყე?

იცი, ჩემთვის, პირადად, არავის მოუცია რჩევა. არავინ მომაქცია ჩარჩოში და მითხრა, როგორ მოვქცეულიყავი და ეს კარგია. ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ჩვენს სფეროში, აქვს თავისი ხაზი. მე საერთოდ მეზიზღება ორი პიანისტის ერთმანეთთან შედარება. ყველას თავისი გზა აქვს. ერთს ვეტყვი მას, ვინც უკრავს. უკრას ისე, როგორც სწორი ჰგონია. ის ძალიან ბევრ რამეს შეეჩეხება, ისევე, როგორც მე შევეჩეხე თავის დროზე, როდესაც ჩემი მოსაზრება და დამოკიდებულება არ აღმოჩნდა სწორი. ბევრი რამ სწავლით და ფეხის წამოკვრით, და არა ვინმეს დარიგებით და რჩევით ხდება. შენით ხვდები ყველაფერს.

 

ლოკაცია: სასტუმრო „UNFOUND DOOR“

Tags: top
Previous Post

Forbes Georgia in English – Issue N33

Next Post

An Artist Against the Elite

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს

თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.