Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება ფორბს-მოსაზრება

ხალხმრავალი ოჯახური თავყრილობები: მფლანგველობის ტრადიცია თუ დაზღვევის სახეობა?

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ხალხმრავალი ოჯახური თავყრილობები: მფლანგველობის ტრადიცია თუ დაზღვევის სახეობა?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ქართული ხუმრობის მიხედვით, ნათესავები ის ხალხია, რომელთაც მაშინ ხედავ, როდესაც მათი რაოდენობა იცვლება. მართლაც, ნათესავების შეკრების მიზეზი ძირითადად რომელიმე მათგანის ქორწინება, დაბადება ან გარდაცვალებაა. ამიტომაც ხშირად ვაწყდებით ქართველების ოჯახებში „რაოდენობრივი ცვლილებების” აღსანიშნავად გამართულ საზეიმო თუ სამგლოვიარო შეკრებებს. ერთი შეხედვით გასაოცარიც კია თანამედროვე ტენდენცია, რომ უფრო მდიდარი და განათლებული ადამიანების მიერ ორგანიზებული შეკრებები თანდათან ნაკლებად ხალხმრავალი ხდება, სოფლის ღარიბი მოსახლეობა კი კვლავაც განაგრძობს ვეებერთელა ქართული სუფრების გაშლას.

დემონსტრაციული მოხმარების (Conspicuous Consumption) ფორმა?

ეკონომიკური ზრდის შესახებ ლექციათა კურსში პროფესორმა ომერ მოავმა (University of Warwick) ინდური ქორწილები დემონსტრაციული მოხმარების სახეობას მიაკუთვნა, რამაც დამაფიქრა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ქართული ტრადიციული ხალხმრავალი შეკრებების იმავე კატეგორიაში მოქცევა. მოავი დემონსტრაციულ მოხმარებას განმარტავდა როგორც ისეთი საქონლის მოხმარებას, რომელიც პირის ეკონომიკურ სიძლიერეს უსვამს ხაზს, ყოველგვარი რეალური ეკონომიკური სარგებლის მოტანის გარეშე. მეტიც, თეორიული ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, პროფესორი ამტკიცებდა, რომ დემონსტრაციული მოხმარება უფრო მეტად ღარიბებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთაც არ სურთ თავიანთი მდგომარეობის (სიღარიბის) გამოაშკარავება.
ერთი შეხედვით, გრანდიოზული ქართული სუფრები თითქოსდა მართლაც შეესაბამება ამ დეფინიციას: ღარიბს, რომელიც მასობრივ შეკრებებს აწყობს, შეეძლო თავისი მწირი რესურსები უფრო მოგებიანად დაებანდებინა (მაგალითად, თავის ჯანმრთელობაში ან შვილების განათლებაში). ასობით სტუმრის გამასპინძლებაც თავის წარმოჩენის სურვილად შეიძლება ჩაითვალოს. ამას ემატება ისიც, რომ ეს ტრადიცია სულ უფრო კარგავს პოპულარობას შედარებით მდიდარ და განათლებულ ქართველებს შორის, რაც კიდევ უფრო ამსგავსებს მას დემონსტრაციულ მოხმარებას.

თუ რაიმე სხვა?

უამრავი მსგავსების მიუხედავად, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც არსებითად განასხვავებს ქართულ მასობრივ შეკრებებს ტიპური დემონსტრაციული მოხმარებისაგან; კერძოდ, ყოველი სტუმარი: ნათესავია, მეზობელი თუ ნაცნობი, ტრადიციულად ვალდებულია გაიღოს ფულადი შენატანი (ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ დიდი თანხაც კი) მასპინძლის სასარგებლოდ. ეს მახასიათებელი ამ ღონისძიებებს დაზღვევის სქემას უფრო ამსგავსებს, ვიდრე დემონსტრაციულ მოხმარებას.

დაკრძალვისა თუ ქორწილისას ქართული ოჯახი ჩვეულებრივ დეტალურად აღრიცხავს თითოეული სტუმრის მიერ გაღებულ თანხას, რათა შემდგომ სათანადოდ შეძლოს მისი უკან დაბრუნება. აღებული გრძელვადიანი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ეს პროცედურები ქართული ტრადიციების ნაწილად გადაიქცა. აღნიშნული გადასახადი თუ საჩუქარი შეიძლება იქნეს აღქმული როგორც ერთგვარი საწევრო იმ კლუბისა, რომელიც ნათესაურ თუ სოციალურ კავშირებს აერთიანებს.

თუმცაღა, ჩემი აზრით, ამგვარი ქცევის ჩამოყალიბება დაზღვევის მოტივით უფრო იყო განპირობებული. შენ ეხმარები სხვებს, როცა მათ სჭირდებათ იმ იმედით, რომ მიიღებ მხარდაჭერას მაშინ, როცა ეს თვითონ დაგჭირდება. ამგვარი შემოწირულებების შეგროვება დაკრძალვებისას არსებობს სხვა განვითარებად ქვეყნებშიც, მაგალითად განაში, ეთიოპიაში, ტანზანიაში და სხვა.

რატომ დაზღვევა?

განმარტების მიხედვით, დაზღვევა არის რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან არიდება. რისკიანი მოვლენების არსებობისას ადამიანები ესწრაფვიან უსაფრთხოებას და გარდაცვალებაც სწორედ ერთ-ერთი ამგვარი მოვლენაა (გარდაცვალების ზუსტი დროის წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ რთულია). პირველად ძველმა რომაელებმა გამოიყენეს დაზღვევა დაკრძალვის ხარჯების დასაფარად. დღესდღეობითაც, ადამიანებს, რომელთაც არ სურთ თავიანთი შთამომავლების დაკრძალვის ხარჯებით დატვირთვა, შეუძლიათ სიცოცხლის დაზღვევით სარგებლობა. თუმცა ამ პირობებშიც საზოგადოებრივი დაზღვევა დაკრძალვის შემოწირულებების ტრადიციის ფორმით შესაძლოა ხელსაყრელი ალტერნატივა აღმოჩნდეს.

არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ნაკლებად სარგებლობენ ფორმალური სიცოცხლის დაზღვევით. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ღარიბები, რომელთათვისაც ეს პროდუქცია არ არის ხელმისაწვდომი; ადამიანები, რომლებიც მიეკუთვნებიან ძლიერ ოჯახურ გაერთიანებებს; ადამიანები, რომლებიც არ ენდობიან ფინანსურ ინსტიტუტებს და ურჩევნიათ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ სადაზღვევო სქემაში იმ პირებთან ერთად, რომელთაც ისინი ენდობიან (ნათესავები, მეზობლები და ა.შ.); ან ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ცრურწმენები სიკვდილთან დაკავშირებით და ამიტომ არ სურთ რაიმე წინასწარი ზომების მიღება.

დაკრძალვის მსგავსად, ოჯახს ფინანსური დაბრკოლების წინაშე ქორწინებაც აყენებს და ამ უკანასკნელის წინასწარ დაგეგმვაც ხშირად საკმაოდ ძნელია. ვიდრე ფინანსურ ინსტიტუტებს ჯერჯერობით არ დაუწყიათ ქორწინებების დაზღვევა (საქართველოში მაინც), ხელმოკლე ოჯახებს აქვთ სამი არჩევანი: დიდი ქორწილი საზოგადოების მხარდაჭერით; მოკრძალებული და ხელმისაწვდომი საქორწილო სუფრა; ან საერთოდაც უარის თქმა ამ დღესასწაულის აღნიშვნაზე.

ეკონომიკური ლოგიკის მიხედვით, მეტად სავარაუდოა, რომ ქორწილებისა და დაკრძალვების დასაფინანსებლად ღარიბი არჩევანს საზოგადოებრივ სადაზღვევო სქემაზე შეაჩერებს და, შესაბამისად, გამართავს მასობრივ სოციალურ თავყრილობას; მეტად განათლებული ან უფრო მაღალშემოსავლიანი პირი კი დიდი ალბათობით არჩევანს საბაზრო დაზღვევაზე (ან დანაზოგებზე) შეაჩერებს.

დაკრძალვის შემოწირულებებიდან სიცოცხლის დაზღვევამდე

საქართველოში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა ე.წ. „ქელეხის” ანუ დაკრძალვაზე სტუმართა დაპურების ტრადიცია. უფროსი თაობების შეხედულებისამებრ, ეს ტრადიცია მიცვალებულისთვის პატივის მისაგებადაა განკუთვნილი; ახალგაზრდა თაობისათვის კი აღნიშნული ჭამა-სმა ჭირისუფალთა გრძნობების პირდაპირი შეურაცხყოფაა. ასობით ადამიანის თანაგრძნობა სულაც არ უნდა იყოს აუცილებელი საყვარელი ადამიანის გლოვისთვის. თუ დროებით განზე გადავდებთ ქელეხის მორალურ მხარეს, დაკრძალვები ბევრად უფრო იაფი გახდებოდა ამ ტრადიციის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო მოკრძალებული ქელეხი მცირე რაოდენობის სტუმრებით გარდაცვლილის ნათესავების ხარჯებსაც შეამცირებდა.

თუმცა ქელეხის ტრადიცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება უფრო დიდ და მჭიდრო, ღარიბულ დასახლებებში, სადაც იგი უფრო მნიშვნელოვანი დაზღვევის როლს თამაშობს და შესაწირის გაღებაზე უარის თქმა უფრო ძვირი დაუჯდება პირს, ვიდრე მისი გაღება. უფრო მდიდარ და მაღალგანვითარებულ ქალაქური ტიპის დასახლებებში კი მოსალოდნელია, რომ ოჯახები ხელს აიღებენ ამგვარი შესაწირების არსებობაზე და თვითონ დაფარავენ ყოველგვარ შემთხვევით ხარჯს ან სადაზღვევო კომპანიებს მიმართავენ მათ ასანაზღაურებლად.

დროთა განმავლობაში მოსალოდნელია, რომ რაც უფრო გამდიდრდებიან ქართველები, მით უფრო გადაერთვებიან არაფორმალური საზოგადოებრივი დაზღვევიდან სიცოცხლის ფორმალურ დაზღვევაზე, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები სთავაზობენ. ამგვარი ტენდენცია არსებობს ყველგან მსოფლიოში, და თუ დავაკვირდებით სიცოცხლის დაზღვევის წილის დინამიკას საერთო დაზღვევასთან მიმართებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი საქართველოშიც დაწყებულია.

 

Previous Post

საქართველოს გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ

Next Post

სოციალური მედიის ძირითადი ინსტრუმენტები

მაგდა დოლიძე

Next Post
თანამედროვე ეკონომიკის  გაკოტრება

თანამედროვე ეკონომიკის გაკოტრება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result