Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კეთილდღეობის ინდექსი მსოფლიოსა და საქართველოში

by Forbes.ge
February 28, 2021
in ქართულად
0
კეთილდღეობის ინდექსი მსოფლიოსა და საქართველოში
0
SHARES
0
VIEWS

Legatum Institute-ის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 149 ქვეყანას შორის 84-ე ადგილს იკავებს. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში არ შეცვლილა.

რეიტინგის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებზე დაყრდნობით ჯამდება. მათ შორის: Gallup-ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, Freedom House-ისა და Fragile States Index-ის.

რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგები განათლებისა და სახელმწიფო მმართველობის კომპონენტში აქვს, ყველაზე ცუდი კი სოციალური კაპიტალის.

საქართველოს შედეგები სხვადასხვა კომპონენტებში შემდეგია:

ეკონომიკის ხარისხი – 95-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის ეკონომიკის ღიაობა, მაკროეკონომიკური ინდიკატორები, ასევე ფინანსური სექტორის ეფექტურობა.

ბიზნესკლიმატი – 70-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის ბიზნეს გარემო, ინფრასტრუქტურა, ბარიერები ინოვაციების კუთხით და სამუშაო ძალის შესაძლებლობები. გასულ წელთან შედარებით, საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 4 პოზიციით ჩამოქვეითდა.

სახელმწიფო მართვა – 52-ე. კრიტერიუმით იზომება ეფექტური მმართველობა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. გასულ წელთან შედარებით, აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველომ პოზიცია 2 საფეხურით გაიუმჯობესა.

განათლება – 58-ე. კრიტერიუმით იზომება განათლების ხარისხი და ადამიანური კაპიტალი და განთლებაზე ხელმისაწვდომობა.

ჯანდაცვა – 90-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის მოსახლეობის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და პრევენციული ზრუნვა. გასულ წელს ჯანდაცვის კომპონენტში საქართველო მსოფლიოში 96-ე ადგილზე იყო.

უსაფრთხოება – 71-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის ეროვნული და მოსახლეობის პიროვნული თავისუფლება. ბოლო ერთ წელში საქართველოს პოზიცია აღნიშნულ კრიტერიუმში 7 ადგილით გაუმჯობესდა.

პირადი თავისუფლება – 87-ე. კრიტერიუმით იზომება სოციალური ტოლერანტობა და იურიდიული უფლებების დაცვა.

სოციალური კაპიტალი – 140-ე. კრიტერიუმი მოიცავს სამოქალაქო აქტივობას სხვადასხვა ქვეყნაში. 

ბუნებრივი გარემო – 124-ე. კრიტერიუმი მოიცავს გარემოს დაცვისა და საფრთხეების პრევენციის ღონისძიებებს.

საქართველო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს. შედარებისთვის – თურქეთი მსოფლიოში 88-ე ადგილზეა, სომხეთი 96-ზე, რუსეთი 101-ზე, ხოლო აზერბაიჯანი კი 106-ზე.

კეთილდღეობის ინდექსით, მსოფლიოში პირველ პოზიციებს იკავებენ ნორვეგია, ახალი ზელანდია, ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი. ათეულში შედიან ნიდერლანდების სამეფო, დანია, კანადა ავსტრალია და გაერთიანებული სამეფო

Previous Post

ქვეყნის მთავარი მომმარაგებელი

Next Post

Visa-ს განვითარება სენსორული ბრენდინგის მეშვეობით

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Visa-ს განვითარება სენსორული ბრენდინგის მეშვეობით

Visa-ს განვითარება სენსორული ბრენდინგის მეშვეობით

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result