Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი ინტერვიუ

კავშირები ცვლილებებისთვის

by იზა გვარამაძე
July 24, 2025
in ინტერვიუ, მეცნიერება, საქართველო, ყველა სიახლე
0
კავშირები ცვლილებებისთვის
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
ენდოკრინული დაავადებების შემთხვევების მზარდი ტენდენცია მედიცინის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მასთან გასამკლავებლად კი სულ უფრო მეტი ინოვაციური მიდგომა ინერგება. უახლესი აღმოჩენებისა და მიღწევების გასაზიარებლად, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციამ (GAEM) კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში რიგით მე-7 ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ამ დარგის განვითარება და პაციენტებზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებაა.

ავტორი: იზა გვარამაძე

მსოფლიო ტენდენციის მსგავსად, ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით გამოწვეული დაავადებების შემთხვევები საქართველოშიც იმატებს. ბოლო მონაცემებით, რომელიც 2023 წლის მდგომარეობას ასახავს, ჩვენს ქვეყანაში ამ დაავადებების პირველადი დიაგნოსტირების მაჩვენებელი წლიურად 53.4%-ით გაიზარდა. შესაბამისად, იმატებს ენდოკრინოლოგებთან მიმართვიანობა, რაც ამ დარგში მაღალი კვალიფიკაციის კადრებზე მოთხოვნას ზრდის. 

„ენდოკრინოლოგიის დარგის მსოფლიო განვითარების ტემპისთვის ფეხის ასაწყობად საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია დაარსების დღიდან მიზნად ისახავს, ექიმებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის მიუკერძოებელი სამედიცინო ინფორმაცია, რომელიც არ განიცდის კომერციული ინტერესების ზეგავლენას“, – გვეუბნება GAEM-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნათია ვაშაყმაძე. 

მას ამის ერთ-ერთ მაგალითად კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში ასოციაციის ორგანიზებით 2025 წლის 28-29 ივნისს გამართული მორიგი ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მოჰყავს, სადაც აღნიშნულ დარგში ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან განახლებებსა და მიღწევებზე სასაუბროდ უცხოელი და ქართველი ექსპერტები შეიკრიბნენ. 

ნათია ვაშაყმაძის თქმით, წელს კონგრესს განსაკუთრებული საერთაშორისო სპიკერების გუნდი ჰყავდა: ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი ჟერომ ბერთერატი, ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი გერი ჰემერი, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი ლიპიდოლოგიაში, პროფესორი პიტერ ლანსბერგი და თირეოიდოლოგიის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი ხუან კარლოს გალოფრე. მათ თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე, ლიპიდებზე, დიაბეტზე, სიმსუქნესა და დარგის სხვა აქტუალურ საკითხებზე ცოდნა და გამოცდილება ორდღიან შეხვედრაზე მისულ 250-ზე მეტ ექიმს გაუზიარეს.

„საერთაშორისო და ადგილობრივმა სპიკერებმა არაერთი იშვიათი და საინტერესო კლინიკური შემთხვევა განიხილეს და გვჯერა, რომ თითოეულმა ექიმმა, თავისი პაციენტების სასიკეთოდ, კონგრესიდან უამრავი სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია წაიღო“, – დარწმუნებით ამბობს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის პრეზიდენტი.

GAEM-ი მომიჯნავე დარგების სპეციალისტების ცოდნისა და კომპეტენციის ამაღლებაზეც ზრუნავს.  ამის დასტურად, ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონგრესს ენდოკრინოლოგების გარდა როგორც სპიკერების, ისე დელეგატების რანგში, კარდიოლოგები, გინეკოლოგები, თერაპევტები და სხვა დარგების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ენდოკრინოლოგიაში მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების შესახებ ცოდნასთან ერთად, ღონისძიებაზე დამსწრე ექიმებს ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის საბჭოსგან (EACCME) 13.5 კრედიტ-ქულაც მიენიჭებათ. 

იმას, თუ რამდენად წარმატებული იყო კონგრესი, ასოციაცია პრე- და პოსტ-ტესტირებით ზომავს. ეს მათ დამსწრე აუდიტორიის ცოდნის დონის გაუმჯობესების შეფასებასა და მომავალი ღონისძიების ორგანიზებაში ეხმარება. 

„ყოველწლიურად პოსტ-ტესტირების მონაცემებში საშუალოდ 25-30%-იან გაუმჯობესებას ვხედავთ, რაც, ვფიქრობთ, პირდაპირ ითარგმნება ენდოკრინული პაციენტების დიაგნოსტიკისა და მართვის ხარისხის ამაღლებაში“, – აღნიშნავს ნათია ვაშაყმაძე და ამბობს, რომ ბოლო კონგრესთან დაკავშირებით დამსწრეებისგან ძალიან დადებითი უკუკავშირი უკვე მიიღეს.

შედეგები ორგანიზატორებს მოტივაციას ახალი ინიციატივების განსახორციელებლადაც აძლევს. გუნდი უკვე შემდგომი კონგრესისთვის იწყებს მზადებას, პარალელურად კი სამომავლოდ ენდოკრინოლოგებისა და მომიჯნავე სპეციალობის ექიმებისთვის კლინიკურ საკითხებზე ორიენტირებული სემინარებისა და მრგვალი მაგიდების  ორგანიზებასაც გეგმავს.

ასოციაციის პრეზიდენტმა კონგრესის მიღმა სხვა სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა და გვითხრა, რომ GAEM-ის მიერ ქართველი ექიმებისთვის მშობლიურ ენაზე თარგმნილ სამედიცინო ლიტერატურას უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო შეემატება. მისი თქმით, მალე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამედიცინო გამოცემა ELSEVIER-ის მიერ გამოცემული წიგნი  „დაბერების ენდოკრინოლოგია – კლინიკური ასპექტები დიაგრამებსა და სურათებში“ ქართულ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი. 

„ჩვენი ასოციაციის სლოგანია – კავშირები ცვლილებებისთვის, რომელიც ასახავს როგორც ენდოკრინული სისტემის მუშაობის პრინციპს – ჰორმონი უკავშირდება უჯრედს და შედეგად იწვევს უჯრედში ცვლილებას – ასევე ასოციაციის მუშაობის პრინციპსაც – ვუკავშირდებით რა უამრავ საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტს, ვატარებთ ღონისძიებებს, ვაკავშირებთ ერთმანეთს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს და შედეგად ვიწვევთ ცვლილებებს, რაც დარგის განვითარებას უწყობს ხელს“, – გვეუბნება საუბრის ბოლოს GAEM-ის პრეზიდენტი და დასძენს, რომ ეს ყველაფერი ექიმების ცოდნის ამაღლებასა და პაციენტების მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. 

S

Previous Post

Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო ESG ბანკია საქართველოში

Next Post

რა შედეგი გამოიღო რუსული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრამ?

იზა გვარამაძე

Next Post
რა შედეგი გამოიღო რუსული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრამ?

რა შედეგი გამოიღო რუსული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრამ?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result