Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება

კავკასიურ ცარცის წრეში მხოლოდ საქართველო რჩება?

by იზა გვარამაძე
August 8, 2025
in მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, რეგიონი, საქართველო, ყველა სიახლე
0
კავკასიურ ცარცის წრეში მხოლოდ საქართველო რჩება?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2021 წელს სომხეთის ვადამდელი არჩევნების გასაშუქებლად ჩასულმა ადგილობრივებისგან საინტერესო ხუმრობა მოვისმინე – ყარაბაღის მეორე ომიდან სულ რამდენიმე თვე იყო გასული, ქვეყანაში იმედგაცრუებისა და მარცხის ატმოსფერო იოლად შესამჩნევი იყო, სწორედ მწვავე პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთი ყოველთვის კონფლიქტს უჭერდა მხარს“, – ასე ჟღერდა ხუმრობა, რომელშიც ჩვეულზე უფრო დიდი სიმართლის მარცვალი იყო. ყარაბაღის კონფლიქტი, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, დნესტრისპირეთისა და სხვების მსგავსად, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენისა და წნეხის მთავარი ინსტრუმენტი იყო.

ვითარება დრამატულად 2020 წელს შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანმა 44-დღიანი ომის შემდეგ პრაქტიკულად სრულად აღიდგინა კონტროლი თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე.

რუსეთის უმოქმედობა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს ნაწილობრივ განპირობებული იყო 2018 წელს სომხეთში მომხდარი მშვიდობიანი რევოლუციის რევანშის სურვილით. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციას არ ჰქონია ანტირუსული განწყობები და ქვეყნის საგარეო კურსის შეტრიალების მოწოდებითაც არავინ გამოსულა – კანონის უზენაესობაზე, კორუფციისა აღმოფხვრასა და დემოკრატიზაციისკენ მიმართული პოლიტიკური მოძრაობა მოსკოვისთვის მაინც მიუღებელი აღმოჩნდა.

პუტინმა დაუშვა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ნაწილობრივ დაბრუნება, რის შემდეგაც მხარეებს ზავი მოახვია თავს, რამაც მას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამშვიდობოების სახით სამხედრო კონტინგენტის განლაგების საშუალება მისცა, რითაც კიდევ უფრო გაზარდა სომხეთის დამოკიდებულება კრემლზე.

ზავი ასევე ითვალისწინებდა აზერბაიჯანისა და ირანის საზღვართან მდებარე, ნახიჩევანის ექსკლავთან სატრანსპორტო კორიდორის გახსნას, რომელსაც სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე უნდა გაევლო და ბაქო თურქეთთან დაეკავშირებინა.
პუტინმა მოახერხა და ზავში ჩადო პირობა, რომ აღნიშნულ კორიდორს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების (FSB) დანაყოფები გააკონტროლებდნენ.

მაგრამ რუსეთის მრავალსვლიანმა მაქინაციებმა უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აზრი დაკარგა. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განმეორებულიყო 2014 წლის ყირიმის მოვლენები: ძალის პროეცირება, პოლიტიკური აპარატის დეკაპიტაცია, მოსახლეობის დემორალიზაცია – თავისი ხასიათით ეს სამხედრო ინტერვენციაზე მეტად, სწრაფი სახელმწიფო გადატრიალების გეგმას წარმოადგენდა.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ვერცერთი სამხედრო გეგმა ვერ უძლებს მოწინააღმდეგესთან პირველ კონტაქტს და რუსეთ–უკრაინის ომს, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, მალე 4 წელი შეუსრულდება და თავისი ხანგრძლივობით „მეორე სამამულო ომის” ხანგრძლივობასაც გადაასწრებს.

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა სამხრეთ კავკასიაზე წნეხის პროეცირების ერთ–ერთი მთავარი ბერკეტი და 2023 წლის 19 სექტემბერს, რასაც ყარაბაღის ომის 45-ე დღესაც უწოდებენ, აზერბაიჯანმა სრულად დაიბრუნა კონტროლი საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენულ ტერიტორიაზე. ამგვარად, რეგიონში ძალთა ბალანსი მკვეთრად შეიცვალა, რუსეთმა წნეხისა და გავლენის მთავარი ინსტრუმენტი დაკარგა, რეგიონიდან გასვლა მოუწიათ რუსეთის სამშვიდობო დანაყოფებსაც.

თანამედროვეობის ყველაზე საშიში ომების პერიფერიაზე მდებარე რეგიონში (სამხრეთი კავკასია) ცვლილებების ტემპი და მასშტაბი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მაღალია, საბჭოთა კავშირის, რომელსაც პირველი ბზარები სწორედ ამ რეგიონში გაუჩნდა.

„რეგიონის სამი სახელმწიფოდან ორი სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან – მხოლოდ საქართველო, ერთ დროს დასავლეთის მთავარი პარტნიორი მიდის მახინჯი ანტიდასავლური და რუსეთთან დაახლოებული ავტოკრატიისკენ“, – ნათქვამია The Economist-ის მიერ გამოქვეყნებულ მოზრდილ მასალაში.

რეგიონში შეცვლილი დინამიკის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი 10 ივლისს, აბუ–დაბიში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გახდა – ეს იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პირველი შეხვედრა შუამავლების გარეშე.

პარალელურად ირან–ისრაელის ომმა კიდევ უფრო გაზარდა ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის მნიშვნელობა, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი სამხედრო ძალა და აღმავალი რეგიონული სახელმწიფოა, რომელიც უფრო დიდ მეზობლებთან თანაბარ ურთიერთობებს ესწრაფვის. ყარაბაღში მიღწეული გამარჯვებით შთაგონებული ბაქო მოსკოვთან თანაბარ ურთიერთობებზე გადაწყობას შეეცადა, რითაც ეჭვქვეშ დააყენა კრემლში გაბატონებული შეხედულება, რომ სამხრეთი კავკასია მისი ექსკლუზიური გავლენის ზონაა.

რეგიონში შეცვლილი დინამიკისა და ძალთა ბალანსის დასტურად რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო კვირებში განვითარებული პოლიტიკური სკანდალიც გამოდგება, ეს ბოლო ლურსმანი აღმოჩნდა ზანგეზურის კორიდორში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის განთავსების ინიციატივის კუბოში. ბაქოსა და მოსკოვს შორის უთანხმოებაში სიმწვავის დონე შესაძლოა შემცირდეს, მაგრამ დაძაბულობა აღმავალ რეგიონულ სახელმწიფოსა და ყოფილ იმპერიულ მეტროპოლიას შორის არსად წავა.

ამ ცვლილებების მასშტაბს რეგიონისგან შორსაც მკაფიოდ იგრძნობენ – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებით, სომხეთი ე.წ. შუა კორიდორში ინტეგრირდება, კორიდორში, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით დააკავშირებს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპასთან. კორიდორში სომხეთის ჩართულობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რადგანაც საქართველო სულ უფრო არასაიმედო პარტნიორად ტრანსფორმირდება.

თურქეთისა და ისრაელის მიერ შეიარაღებული აზერბაიჯანი ამჟამინდელი რუსეთისთვის ძლიერი მეტოქეა, ამიტომაც რეგიონში გავლენის დაბრუნების საუკეთესო შანსი კრემლისთვის შესაძლოა კვლავ სომხეთი აღმოჩნდეს, რომელიც იმპორტისა და ენერგეტიკის თვალსაზრისით კვლავ დამოკიდებულია რუსეთზე და კრემლი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სამხედრო ბაზას მის ტერიტორიაზე.

თუმცა ის, რაც რუსეთს სომხეთში აკლია – სახალხო მხარდაჭერაა. ასეთი ღია ღალატის შემდეგ ძალიან ცოტა სომეხი მიიჩნევს ვლადიმირ პუტინს მოკავშირედ. ყარაბაღის „დაკარგვით” გამოწვეული ტკვილის მიუხედავად, ქვეყანა გათავისუფლდა კონფლიქტისგან, რომლის გამოც 1990-იანი წლების შემდეგ რეგიონულ იზოლაციაში აღმოჩნდა და მოიშორა მოსკოვთან დაკავშირებული ყარაბაღული კლანი, რომელსაც პრაქტიკულად ტყვედ ჰყავდა აყვანილი შიდა პოლიტიკა. სომხეთი დე–ფაქტო მოსკოვის კოლონია იყო, რომელსაც ის თურქეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობში გამცვლელ მონეტად განიხილავდა.

ომის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ ფაშინიანი ცდილობს, ევროკავშირსა და თურქეთს დაუახლოვდეს – სომხეთში რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა თურქეთის წინააღმდეგ ერთადერთ დამცველად, ახლა კი მთავარ საფრთხედ სწორედ რუსეთი განიხილება.

თურქეთთან 1993 წლის შემდეგ ჩაკეტილი საზღვრის გახსნა გაამყარებს სამხრეთ კავკასიაში თურქეთის როგორც რეგიონის დომინანტური სახელმწიფოსა და სტაბილურობის გარანტის როლს, თუმცა ანკარა არ აპირებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას ბაქოს თანხმობის გარეშე.

სამშვიდობო შეთანხმების კუთხით, რომლის ტექსტი მხარეებმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში შეათანხმეს, აზერბაიჯანის მიერ წამოყენებულ მოთხოვნები განიხილება – ბაქო ერევანს სთხოვს რეფერენდუმის ჩატარებას და კონსტიტუციიდან ყარაბაღზე პრეტენზიის შემცველი მუხლების ამოღებას, ასევე შეუზღუდავ წვდომას ნახიჩევანის ექსკლავზე.

კერძო საუბრებში ილჰამ ალიევი აღიარებს, რომ ფაშინიანის სომხეთი საუკეთესო პარტნიორია მშვიდობისთვის, თუმცა საჯაროდ კვლავ ხისტ რიტორიკას ინარჩუნებს. არააუცილებელი წნეხის პროეცირებით აზერბაიჯანი მასზე ბევრად პატარა სომხეთის დესტაბილიზაციის რისკს ქმნის, მით უფრო, რომ სომხეთში იგივე მიზნები აქვს რუსეთსაც.

რუსეთი აქტიურად ცდილობს „თავიდან მოიშოროს” ფაშინიანი და ამის შანსი შესაძლოა მომდევნო წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიეცეს. იმავე The Economist-ის შეფასებით: კრემლს სომხეთში ქართული სცენარის განმეორების იმედი აქვს, რომელშიც მოსკოვთან დაახლოებულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და საპატრიარქომ შეაჩერეს საქართველოს სვლა დასავლური ტრაექტორიით და ქვეყანა რუსეთის გავლენის ორბიტაზე დააბრუნეს.

შესაძლებლობების ღია ფანჯარა ვიწროვდება, შანსის ხელიდან გაშვებამ შესაძლოა რეგიონი საშიშ გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში გადაიყვანოს.

Previous Post

OpenAI-მ GPT-5 გაუშვა – რა უპირატესობები გამოარჩევს უახლეს AI-მოდელს?

Next Post

თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა

იზა გვარამაძე

Next Post
თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა

თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result