Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home პროფილი ინტერვიუ

ჯანმრთელობა უფრო მარტივად – „თიბისი დაზღვევის“ განახლებული აპი

by იზა გვარამაძე
November 3, 2022
in ინტერვიუ, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ჯანმრთელობა უფრო მარტივად – „თიბისი დაზღვევის“ განახლებული აპი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„თიბისი დაზღვევამ“ აპლიკაცია განაახლა. განახლებული ფუნქციონალი მომხმარებელს კიდევ უფრო გამარტივებული სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. კერძოდ, ახლა უკვე ინსტრუმენტულ კვლევებზე სასურველ დროს ჩაწერა და პროვაიდერი კლინიკების საკონტაქტო ინფორმაციისა თუ მისამართების მარტივად ნახვაც შესაძლებელი გახდა. სიახლეებზე დეტალურად Forbes Georgia-ს „თიბისი დაზღვევის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორი, სერგო საყვარელიძე ესაუბრა, რომელსაც აქვს მოლოდინი, რომ განახლებული აპი მომხმარებლებს სამედიცინო სერვისების მიღებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს და დროსაც დაუზოგავს.

ბატონო სერგო, რატომ გადაწყვიტეთ აპლიკაციის განახლება? რა საჭიროებები დაინახეთ?

გამოვირჩევით სწრაფი და ციფრული მომსახურებით, რაც ბუნებრივად უფრო მაღალ სტანდარტს გვიწესებს მომხმარებლებისათვის სულ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების მისაწოდებლად. ჩვენს დაზღვეულებთან უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენს მომსახურებაში, სწორედ ამის მიხედვით გადავწყვიტეთ ცვლილებებიც. მთავარი იყო, რომ ჩვენი სერვისების მიღება უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

რას მოიცავს განახლებული აპლიკაცია?

ბევრი სიახლე გვაქვს. დავიწყოთ იმით, რომ ექიმთან ჩაწერის ფუნქციონალი სრულად განვაახლეთ.

დაზღვეულებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ოჯახის ექიმის მომსახურებით, პროცესი გავუმარტივეთ. ახლა მათ ავტომატურად დახვდებათ მათი ოჯახის ექიმის მონაცემები და ამ სპეციალისტების თავისუფალი დრო, რადგან, როგორც წესი, ადამიანები ხშირად ერთსა და იმავე  ექიმს მიმართავენ.

მათთვის, ვისაც არა აქვს ძველი გამოცდილება, ექიმის შერჩევა გავუმარტივეთ, ახლა მათ შეუძლიათ, იქვე გაეცნონ თითოეულის ბიოგრაფიასა და პროფესიულ გამოცდილებას, რადგან სასურველი ექიმის შერჩევის პროცესი საკმაოდ რთულია – მათ ხომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას ვანდობთ.

ამასთან, აპლიკაციაში ამ დრომდე გვქონდა მხოლოდ ოჯახის ექიმთან ჩაწერა, ახლა დავამატეთ სხვა პროფილის ექიმებთან ჩაწერაც – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკა „რეიმანის“ ვიწრო პროფილის სპეციალისტებთან და იქ არსებულ ინსტრუმენტულ კვლევებზეც. მომავალში სხვა პარტნიორ კლინიკებთანაც ვაპირებთ ამ სერვისის დანერგვას. ეს ჩვენს დაზღვეულებს სამედიცინო მომსახურების უფრო მარტივად დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, ახალ აპლიკაციაში მიმართვების მოთხოვნა შესაძლებელია არა მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციისთვის, არამედ  ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებზეც. კერძოდ, მომხმარებელს შეუძლია, გადაუღოს ფოტო „ფორმა 100“-ს და ატვირთოს აპლიკაციაში, არაუგვიანეს 24 საათში კი ჩვენი თანამშრომელი მას დაამუშავებს და შესაბამის მიმართვას გადაუგზავნის.

აღსანიშნავია, რომ ახლა უკვე აპლიკაციაში სრულად არის მითითებული თითოეული დაზღვეულისთვის ის კლინიკები, სადაც შეუძლია მომსახურების მიღება, ასევე კლინიკის საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართიც, რაზე დაკლიკებითაც Google Map-ზე გადასვლა და რუკით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ.

აპლიკაციაში ასევე სასწრაფოს გამოძახებაც ერთი დაკლიკებით არის შესაძლებელი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროვაიდერები ავტომატურად ახდენენ დაზღვეულის იდენტიფიცირებას და ამით ყველანაირი პროცედურა მარტივდება.

კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ აპლიკაციაში ჩაშენებული გვაქვს ის შეთავაზებები და ბენეფიტები, რასაც მომხმარებელს სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად ვთავაზობთ, ეს იქნება ფასდაკლებები სასტუმროებში თუ სხვა. ჩვენს აპლიკაციაში სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურებაც ფაქტობრივად ერთი დაკლიკებით არის შესაძლებელი.

მიმდინარე წელს „თიბისი დაზღვევამ“ მენტალური ჯანმრთელობის დაფარვაც დაამატა. რა შედეგები გაქვთ ამ კუთხით?

ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ეს მიმართულებაც დავამატეთ. პირველები ვიყავით ბაზარზე, ვინც მომხმარებელს ეს სერვისი შესთავაზა. ეს იყო მეორე კვარტალის ბოლოს, რამდენიმე თვე უკვე გავიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც ვვარაუდობდით, ეს დაფარვა მართლაც ძალიან საჭირო და სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენი მომხმარებლებისთვის. დღეის მდგომარეობით, ჯამში 600-მდე  დაზღვეულმა ისარგებლა აღნიშნული სერვისით. მიგვაჩნია, რომ სამომავლოდ მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

რამდენად მაღალია თქვენს საერთო მომხმარებელთა შორის აპლიკაციით სარგებლობის დონე და ძირითადად ვინ არის აპის მომხმარებელი?

ჩვენი აპლიკაციით დაზღვეულთა 60% სარგებლობს, რაც დაახლოებით 22 000 მომხმარებელია. კომპანიის მხრიდან ანაზღაურებების 90% უკვე აპლიკაციის საშუალებით ხდება. ასევე, ყოველთვიურად ექიმთან დაახლოებით 12 000-13 000 ჩაწერას სწორედ აპლიკაციის საშუალებით ახორციელებენ, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. აპლიკაციის განახლების შემდეგ ველოდებით, რომ მისი მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება და მათი წილი 75-80%-ს  მიაღწევს. ჩვენი სურვილია, რომ ყველამ, ვისაც სმარტფონი აქვს, თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველანაირი სერვისის მარტივად მიღება შეძლოს.

ზოგადად როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებას განვითარებისთვის?

უპირველესი, რაც ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარს გაზრდის, არის ის, რომ საყოველთაო დაზღვევის პარალელურად, მოსახლეობას ჰქონდეს კერძო დაზღვევის პაკეტების ყიდვის საშუალება. იმედია ასეც მოხდება. მთელ ინდუსტრიას სჯერა, რომ ეს საგრძნობლად გაზრდის კერძო დაზღვევის მომხმარებელთა რაოდენობას.

საყოველთაო დაზღვევა ძირითადად სტაციონარულ ნაწილზეა მორგებული, ნაწილობრივ – ამბულატორიულზეც, კერძოს შემთხვევაში კი მომხმარებელს საშუალება ექნება, კერძო დაზღვევის სერვისებიც მიიღოს, მათ შორის სრული ამბულატორიული სერვისების, მედიკამენტების, სტომატოლოგიური მომსახურების ნაწილში და სხვა.

რა გეგმები აქვს „თიბისი დაზღვევას“ წლის ბოლომდე და 2023 წლისთვის?

ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი სერვისების გამარტივებაზე, აქედან გამომდინარე, კიდევ გვაქვს გარკვეული ხედვები, თუ რის დამატება და რის გაუმჯობესება შეიძლება. გარდა ამისა, ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის კუთხითაც ვაპირებთ სიახლეებს, რაც მომხმარებლისთვის ჩვენთან დაზღვევას უფრო სასურველს გახდის. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ყველაზე სწრაფი, ციფრული, ხელმისაწვდომი და კომფორტული ჯანმრთელობის დაზღვევა.

რაც შეეხება რიცხვებს, პირველი ორი კვარტალის მონაცემებით, „თიბისი დაზღვევაზე“ კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით ბაზრის დაახლოებით 12%-ს ვფლობთ, დაზღვეული გვყავს 37 000 მომხმარებელი, წლის ბოლომდე მიზნად გვაქვს მათი რიცხვის 40 000-მდე გაზრდა, ხოლო მომავალ წელს 55 000-მდე ასვლას ვგეგმავთ.

Previous Post

აშშ-ის კონსტიტუციის პირველი გამოცემის ასლი აუქციონზე გაიყიდება

Next Post

FIABCI-Georgia-მ პირველი ეროვნული Prix d’Excellence დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინა

იზა გვარამაძე

Next Post
FIABCI-Georgia-მ პირველი ეროვნული Prix d’Excellence დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინა

FIABCI-Georgia-მ პირველი ეროვნული Prix d’Excellence დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result