Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ – ექსპრემიერი შვეიცარული ბანკის სამართალდარღვევებზე საუბრობს

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ – ექსპრემიერი შვეიცარული ბანკის სამართალდარღვევებზე საუბრობს
0
SHARES
0
VIEWS

“რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ” – საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-თან შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის მიერ მისი მრავალმილიონიანი დეპოზიტის გაფლანგვის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა. 

2018 წელს ჟენევის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მილიარდერების, მათ შორის ვიტალი მალკინის – ყოფილ პირად ბანკირს, პატრის ლესკაუდრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო პატიმრობა მიუსაჯა. ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მისი კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეფულა. ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკში დაახლოებით $800 მილიონის ქონება ჰქონდა შენახული. 

სასამართლო პროცესებში Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ დაკავებული პირადი ბანკირია. 

აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც Bloomberg-თან ამბობს, რომ შეუძლებელია ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო. 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, იმავე მაგიდასთან, რომელთანაც ის Bloomberg-ის ჟურნალისტებს ესაუბრება, წლების წინ, იქ Credit Suisse-ის წარმომადგენლები ისხდნენ და მას გაყალბებულ ფინანსურ ანგარიშებს აჩვენებდნენ. ამით ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი პირადი ბანკირი დამოუკიდებლად არ მოქმედებდა. 

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრები 2015 წელს შედგა, როდესაც ლესკაუდრონი სამ ბანკირთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში და ივანიშვილს მისი დეპოზიტებისა და საინვესტიციო დაბანდებების შესახებ მცდარი ინფორმაცია წარუდგინა. 

“ასეთი თაღლითობა არც 1990-იანების ველურ რუსეთში და არც საქართველოს საბანკო სფეროში არ მინახავს,”- დასძენს ივანიშვილი. 

პატრის ლესკაუდრონი Credit Suisse-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკირი იყო. ის 1990-იანი წლების განმავლობაში შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია Yves Rocher-ის მოსკოვის ოფისში მუშაობდა, რუსეთში დაოჯახდა და ენაც ისწავლა, 2004 წელს კი Credit Suisse-ში გადავიდა. ლესკაუდრონი რუსული ენის ცოდნის გამო მალევე რუსი კლიენტების პირადი ბანკირი გახდა. 

პატრის ლესკაუდრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ლესკაუდრონი ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული, რითიც ექსპრემიერს დიდძალი ზარალი მიადგა. 

ლესკაუდრონი ასევე აღიარებს, რომ ივანიშვილის ხელმოწერის გაყალბებიდან მალევე, რუსი მილიარდერის და ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის ვიტალი მალკინის ხელმოწერის გაყალბებაც დაიწყო. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლესკაუდრონმა სხვა კლიენტების ანგარიშებზე არსებული ზარალის დაფარვის მიზნით, ივანიშვილის ანგარიშიდან ავტორიზაციის გარეშე სოლიდური თანხები მოხსნა, ამასთანავე მიისაკუთრა $30 მილიონი. 

“როდესაც Credit Suisse-ში მოვედი, მე ვთქვი, რომ ახლა ჩემი ქონება უსაფრთხოდ იქნება, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რეპუტაციის ბანკში ოდესმე მსგავსი რამ მოხდებოდა,”- აღნიშნავს ივანიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილის იურისტები Credit Suisse-ის წინააღმდეგ მსოფლიოს არაერთ იურისდიქციაში – სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაშიც დავობენ. ამასთანავე, ვიტალი მალკინის იურისტები ბანკის წინააღმდეგ ნიუ-იორკის სასამართლოშიც დავობენ. 

“იმაზე მეტი ფული მაქვს, ვიდრე მჭირდება,”– ეს საქმე ჩემთვის პრინციპის საქმეა, ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

წყარო Bloomberg

Previous Post

Credit Suisse Cheat Couldn’t Have Acted Alone, Billionaire Says

Next Post

Airbnb-ი ოლიმპიადის სპონსორი გახდა

მაგდა დოლიძე

Next Post
Airbnb-ი ოლიმპიადის სპონსორი გახდა

Airbnb-ი ოლიმპიადის სპონსორი გახდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result