Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

IV კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავალი 35%-ით შემცირდა

by იზა გვარამაძე
February 10, 2025
in ბიზნესი, კომუნიკაციები, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
I კვარტალში ტელე-რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა – კომუნიკაციების კომისია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიომაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 24 მილიონი ლარი შეადგინა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში კომერციული სარეკლამო შემოსავლების 34.9%-იანი კლება დაფიქსირდა და, შედეგად, მაჩვენებელმა 21.4 მილიონი ლარი შეადგინა. კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია საარჩევნო პერიოდი და ის, რომ მსგავს ვითარებაში მაუწყებლები სარეკლამო დროს ძირითადად ფასიან პოლიტიკურ რეკლამას უთმობენ, საიდან მიღებულმა შემოსავალმაც IV კვარტალში მათთვის მთლიანობაში 9.8 მილიონი ლარი შეადგინა.

ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციული და პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა მაუწყებლებისთვის ჯამში 33.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ კომერციულ შემოსავლებთან შედარებით 4.4%-ით ნაკლებია.

„შემოსავლების შემცირება განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლები საგანგებო რეჟიმში უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც თავის მხრივ, მაუწყებლების წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები განაპირობა, რაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა“, – ნათქვამია ანგარიშში.

2024 წლის IV კვარტალის კომერციული სარეკლამო შემოსავლები ტელევიზიების მიხედვით:
  • „ტელეიმედი“ – 7.9 მილიონი ლარი (2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 6.7 მილიონი ლარით ნაკლები);
  • „რუსთავი 2“ – 3.5 მილიონი ლარი (1.5 მილიონი ლარით ნაკლები);
  • „მთავარი არხი“ – 2.1 მილიონი ლარი (0.6 მილიონი ლარით ნაკლები);
  • „პოსტვ“ – 1.9 მილიონი ლარი ( 0.2 მილიონი ლარით ნაკლები);
  • „ტელეკომპანია პირველი“ – 1.5 მილიონ ლარი (0.8 მილიონი ლარით ნაკლები);
  • „ფორმულა“ – 1 მილიონი ლარი (0.8 მილიონი ლარით ნაკლები);
  • „ჯი-დი-ეს თი-ვი“ – 0.8 მილიონი ლარი (0.9 მილიონი ლარით ნაკლები);
  • „ბი-ემ-ჯი“ – 0.8 მილიონი ლარი (0.2 მილიონი ლარით ნაკლები);
  • „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – 0.4 მილიონი ლარი (0.5 მილიონი ლარით ნაკლები);
  • „სილქნეტი“ – 0.3 მილიონი ლარი (0.2 მილიონი ლარით მეტი).
Previous Post

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაზე რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება

Next Post

Building the Settlements of the Future

იზა გვარამაძე

Next Post
Building the Settlements of the Future

Building the Settlements of the Future

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result