Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes Life მოგზაურობა

იტალიის უახლესი მდიდრული კურორტი 2012 წლისათვის ტოსკანას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in მოგზაურობა
0
იტალიის უახლესი მდიდრული კურორტი  2012 წლისათვის ტოსკანას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

იტალიის ყველაზე მიმზიდველი რეგიონი ნამდვილად არ განიცდის უმდიდრესი, კომფორტული სასტუმროების ნაკლებობას. მაგრამ Castello di Casole , რომლის გახსნაცგაზაფხულზე, ევროპის ტურისტული სეზონის პიკის დროს არის დაგეგმილი, გამორჩეულია თვით ტოსკანური სტანდარტების ფონზეც კი. მე ეს ვიცი, რამდენადაც ამ 4 200 აკრზე გაშლილ კერძო საკუთრებას თავად ვსტუმრობდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სასტუმრო მშენებლობის პროცესში იყო – თუ შეიძლება ასე ეწოდოს X საუკუნის ბრწყინვალე ციხესიმაგრის აღდგენა-რესტავრაციას. აღნიშნული პროექტი მთლიანად კოლორადოს შტატში დაფუძნებულმა კომპანიამ – Timbers Resorts-მა – განახორციელა. ეს კომპანია ცნობილია მდიდრული საცხოვრებელი სახლების, წილობრივ საკუთრებაზე დაფუძნებული კლუბებისა და ნახევრად საჯარო კურორტების განვითარებით, როგორიცაა მაგალითად – One Steamboat Place და Sebastian ვაილში, კოლორადოს შტატში (Vail, Colorado); საცხოვრებელი რეზიდენციები მექსიკაში, კერძოდ, ესპერანსაში (Esperanza, Mexico); კერძო კოტეჯები ირლანდიის გოლფის კურორტ დუნბეგში (Doonbeg) და ბევრი სხვა.

Castello di Casole მოიცავს ორ ათეულზე მეტ საოცარ იტალიურ ვილას, რომლებიც რესტავრირებული და მოდერნიზებულია უმცირესი დეტალების გათვალისწინებით. ის უკვე რამდენიმე წელიაფუნქციონირებს, საკუთარი, 100 აკრზე გაშენებული საუკეთესო ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, ბუნებრივი ნაკრძალით, ჯანმრთელობის ცენტრის არაჩვეულებრივი შენობითა და შესანიშნავი რესტორნით. – ერთადერთი, რაც ამ ადგილს აკლდა, სასტუმრო იყო. ერთ დროს იტალიელი დიდგვაროვნების კუთვნილი ციხესიმაგრის აღდგენას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდა, რადგანაც მისი რესტავრირება იმავე სიფრთხილითა და ყურადღებით ხდებოდა, როგორც იტალიური ვილების შემთხვევაში; საბოლოოდ კი მივიღეთ 41-ლუქსნომრიანი პატარა ფეშენებელური სასტუმრო – ძველტოსკანური სოფლური შარმისა და თანამედროვე ტოსკანური ფუფუნების საოცარი სინთეზი. 14 ლუქსს აქვს საკუთარი ბაღი და ტერასები, რომელთა ფანჯრები ვენახებს, ლიმონისა და ზეთისხილის ხეივნებს გადაჰყურებს.

სასტუმრო აპარტამენტების გარდა, ციხესიმაგრეში განთავსებული იქნება რამდენიმე რესტორანი, მათ შორის შესანიშნავი Ristorante Tosca, ორიენტირებული ძირითადად ადგილობრივ ტოსკანურ სამზარეულოზე, რომელიც სტუმრებს შესთავაზებს შინაურულ პასტას, სასტუმროს ბაღებში მოწეულ ახალ პროდუქტსა და იქვე დაკრეფილ ზეთისხილს. ნაკრძალის წყალობით, მენიუში სეზონურად შეიტანენ გარეული ტახის, ირმის, ხოხბის, კურდღლისა და ბოცვერის ხორცს. აქვე იქნება პიცერია გურმანებისათვის, კაფე-ესპრესო, -ჟელატერია (იტალიური კაფე-სანაყინე), ასევე ბარი, რომელიც ბევრ სხვა რამესთან ერთად, სტუმრებს თავად Castello di Casole -ს სამარკო ღვინოებით გაუმასპინძლდება. სასტუმროს აქვს დიდი ღია აუზი, საიდანაც ტოსკანური სოფლების შესანიშნავი ხედები იშლება; ციხესიმაგრის ძველ ღვინის სარდაფში მუშაობს სპა, რომელიც ანტიკურ რომაულ აბანოს გვაგონებს; გამოუსწორებელ რომანტიკოსებს კი შეუძლიათ მიაკითხონ XVIII საუკუნის რესტავრირებულ სამლოცველოს – საუკეთესო ადგილს საქორწილო რიტუალისათვის.

ტოსკანა მუდამ პოპულარულია და ბევრისათვის საოცნებო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აქ ყველაფერი საუკეთესოა – დიდებული კლიმატური პირობები, შესანიშნავი ბუნება, მსოფლიო კლასის ღვინოები, არაჩვეულებრივი სამზარეულო, გარშემორტყმულ მთებზე შეფენილი მომაჯადოებელი და სუნთქვისშემკვრელი შუა საუკნეების ქალაქები ანტიკური ქვის კედლებითა და ციხესიმაგრეებით. მეორე მხრივ, აქ მაღაზიების, საკვები ობიექტებისა და კულტურული დაწესებულებების ფართო არჩევანია. Castello di Casole ძალიან მოსახერხებელი ადგილმდებარეობითაც გამოირჩევა – მხოლოდ 20 წუთის სავალზეა ტოსკანის ყველაზე პოპულარული ქალაქიდან, სიენიდან და 45 წუთის სავალზე – რეგიონის კარიბჭიდან, ხელოვნების ნიმუშებით განთქმული ფლორენციიდან; იგი ასევე ახლოსაა ვოლტერასთან, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ „ბინდთან” (პოპულარული წიგნი და ფილმების სერია) დაკავშირებული ტურიზმის უიღბლო მსხვერპლი გახდა (ნაწარმოებში განვითარებული სიუჟეტის თანახმად, სწორედ აქ არის ვამპირთა საზოგადოების რეზიდენცია), მაინც რჩება სან-ჯიმინიანოს დიდებულ, მომაჯადოებელ, შუა საუკუნეების ციხე-კოშკებითა და შთამბეჭდავი „კონტურებით” განთქმულ ქალაქად. ვიზიტორებისათვის ალბათ ძალზე ძნელი იქნება ამ კურორტზე გამეფებული უზრუნველი ცხოვრებისა და ამქვეყნიური სიკეთეებისაგან მოწყვეტა, მაგრამ ტოსკანის მონახულება ნამდვილად ღირს.

ყოველივე იმის გამო, რაც ჩამოვთვალეთ, სასტუმრო Castello di Casole -ს საგაზაფხულო გახსნა 2012 წლის ერთ-ერთ უდიდესი, მსოფლიო მასშტაბის მოვლენა იქნება სასტუმრო ბიზნესის სფეროში.
კურორტი ასევე მოიცავს 28 აღდგენილ ფერმერულ სახლსა და 10 ახალ ვილა-სასტუმროს, რომლის შეძენა შესაძლებელია როგორც წილობრივ მონაწილეობაზე დაფუძნებული საკუთრებისათვის, ასევე სრული საკუთრებისათვის. ახალი სასტუმროს აპარტამენტში ერთი ღამის გატარების საფასური €630-დან იწყება.

Previous Post

სარგებელზე ორიენტირებული ბიზნესის უარყოფითი გავლენა ინოვაციებსა და ამერიკის ეკონომიკაზე

Next Post

რატომ ტოვებენ საუკეთესო თანამშრომლები მსხვილ კომპანიებს?

მაგდა დოლიძე

Next Post
რატომ ტოვებენ საუკეთესო თანამშრომლები მსხვილ კომპანიებს?

რატომ ტოვებენ საუკეთესო თანამშრომლები მსხვილ კომპანიებს?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result