Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home მოსაზრება

ისევ ჰიბრიდული თუ უკვე ღიად ავტორიტარული რეჟიმი?

by Davit Tsiramua
July 31, 2024
in მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, საქართველო
0
ისევ ჰიბრიდული თუ უკვე ღიად ავტორიტარული რეჟიმი?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

7 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ხელმ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან დაუდგენელმა პირებმა სცემეს სტუდენტ ნიკო მანაგაძეს, რომელიც ლექციის ჩასატარებლად მისულ საქართველოს პრემიერ­-­მინისტრ ირაკლი კობახიძეს პროტესტით ხვდებოდა. აქტივისტი მომხდარს შემდეგნაირად აღწერს: „თსუ-ს პირველი კორპუსიდან გამოვდიოდი, ზებრასთან ვიდექი უკვე; უკნიდან ვიგრძენი დარტყმა, არც დამინახავს… მერე მოვიდა მეორე, მესამე, მეოთხე – უკვე აღარც მახსოვს, რამდენნი იყვნენ“.

მანაგაძეზე თავდასხმიდან ოთხი დღის შემდეგ, დაუდგენელი პირები სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ერთ­-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დაასახელა სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ხელისუფლების წევრებზე „ძალადობენ“. დასახელებულებს შორის იყვნენ სალომე ნიკოლეიშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, რომლებიც, პაპუაშვილის თქმით, „ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარითა და შეურაცხყოფით“.

14 ივნისს, თბილისში, სუპერმარკეტ „ფრესკოსთან“, სცემეს სამოქალაქო აქტივისტ ბექა პაპაშვილს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პაპაშვილმა სუპერმარკეტში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას „რუსის მონა“ უწოდა. აქტივისტი ჰყვება, რომ მმართველი გუნდის წევრთან დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში მას სამი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, თავდამსხმელებიდან ერთ­-ერთი ამბობდა, რომ ის ოდიშარიას შვილია.

17 ივნისს თავს ჯგუფურად დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ სტუდენტ ლერი დარჯანიასაც. დარჯანიას მეგობარი დათუნა დანელია რადიო „თავისუფლებას“ მოუყვა, რომ შემთხვევა დილის 8 საათზე, სტუდენტის საცხოვრებელ სახლთან მაშინ მოხდა, როდესაც დარჯანია სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. დანელიას თქმით, თავდამსხმელებს არაფერი განუმარტავთ, ისინი პირდაპირ ცემაზე გადავიდნენ.

ეს ივნისში აქტივისტებზე თავდასხმის გახმაურებელი შემთხვევებია. იქამდე, მთელი აპრილისა და მაისის განმავლობაში, დაუდგენელი პირები სისტემატურად აშინებდნენ და სცემდნენ „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს; ასევე, ურეკავდნენ მათ და მათი ოჯახის წევრებს ტელეფონზე და ემუქრებოდნენ. დღემდე არც ერთი შემთხვევა გამოძიებული არ არის და არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ ოდესმე დამნაშავეები გამოვლინდებიან და დაისჯებიან.

ოფიციალურ დონეზე, „ქართული ოცნება“, როგორც წესი, უარყოფს იმას, რომ მას აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმის შემთხვევებთან რაიმე სახის კავშირი აქვს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დამნაშავეები დაუსჯელები არიან, მმართველი პარტიის ლიდერებს თავის მართლება ძალიან უჭირთ. ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ხელახლა უნდა დაისვას კითხვა საქართველოში არსებული პოლიტიკური რეჟიმის ბუნებასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, დროა ვიკითხოთ, თუ რა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ: ისევ ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში, თუ უკვე ღიად ავტორიტარულში?

აქამდე, „ქართული ოცნების“ რეჟიმის ჰიბრიდულობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ის შედარებით იშვიათად მიმართავდა რეპრესიებს – ძირითადად მაშინ, როდესაც ამის საჭიროებას ხედავდა. თუმცა იმის გამო, რომ მის ლეგიტიმაციას რადიკალური საფრთხე იშვიათად ექმნებოდა (თუ არ ჩავთვლით 2019 წლის ე.წ. „გავრილოვის ღამეს“), მმართველ ძალას ხისტი ძალის გამოყენება ხშირად არ უწევდა. მართალია, საზოგადოება გრძნობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ სასამართლოს, ძალოვანი უწყებებისა და საჯარო სამსახურების ბოროტად გამოყენება შეეძლო, მაგრამ უმრავლესობა იმედოვნებდა, რომ ის ამას არ იზამდა. „დრო შეიცვალა, ახლა დიქტატურის დამყარება შეუძლებელია“ – ეს იყო საყოველთაოდ გავრცელებული რწმენა, რომელიც ბოლო თვეებში საფუძვლიანად შეირყა.

„აგენტების კანონის“ მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ იმ დოზით დაკარგა ლეგიტიმაცია მოსახლეობის პროდასავლურად განწყობილ ფენებში, რომ იგი იძულებული გახდა, რომ პასიური დომინაცია აქტიურ რეპრესიებად გარდაექმნა. პოლიტიკურ ფილოსოფიაში „დომინაციას“ უწოდებენ ისეთ მდგომარეობას, რომელიც გულისხმობს ერთი აქტორის მიერ მეორეზე ძალაუფლების ქონას. ასეთი ტიპის ურთიერთობა შეიძლება გულისხმობდეს თავისუფლების ღიად შეზღუდვას ან არც გულისხმობდეს.

დომინაციის ყველაზე რადიკალური მაგალითი რომ ავიღოთ, მონათმფლობელი მონაზე დომინირებს, იმ აზრით, რომ ის განსაზღვრავს მის ბედს. შესაძლოა, მონათმფლობელი თავის ძალაუფლებას სრულფასოვნად არც იყენებდეს – მაგალითად, მონას აძლევდეს გამოხატვის, კერძო საკუთრების ქონის, გადაადგილების და სხვა სახის თავისუფლებებს. თუმცა, რეალურად, მონის თავისუფლებები შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიზღუდოს ან საერთოდ გაუქმდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მას საკუთარი ბედის განსაზღვრა თავად არ შეუძლია.

ბოლოდროინდელ მოვლენებამდე „ქართული ოცნება“ საზოგადოებაზე, ძირითადად, სწორედ პასიურ დომინაციას ახორციელებდა: მმართველ გუნდს, ფაქტობრივად, ტოტალური კონტროლი ჰქონდა სასამართლოზე, ძალოვან უწყებებსა და საჯარო სამსახურებზე. თუმცა რეალობაში ხელისუფლება, საკუთარი ერთპიროვნული მმართველობის დასაცავად, ამ რესურსებს სათანადოდ არ იყენებდა. დღეისათვის სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

არსებული მდგომარეობით, „ქართული ოცნება“ პასიური დომინაციიდან აქტიურ რეპრესიებზე გადასვლით ჰიბრიდულიდან ავტორიტარულ რეჟიმად ტრანსფორმაციის გზას გადის. ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც წესი, ოპონენტების შევიწროება მასობრივ ხასიათს არ ატარებს. მასში ოპონენტებს ჩაგრავენ და ზოგჯერ მათ სასტიკადაც უსწორდებიან. ეს წარსულში „ქართულ ოცნებასაც“ არაერთხელ გაუკეთებია – განსაკუთრებით, არჩევნების წინა პერიოდებში. თუმცა ასეთი სისტემატური და მასშტაბური ხასიათი, როგორიც დღეს აქვს, ხელისუფლების რეპრესიებს არასდროს ჰქონია.

ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი, ჰეგელი მეტაფორულად შენიშნავდა, რომ „მინერვას ბუ ფრენას შებინდებისას იწყებს“­-ო. ის ამგვარად აღწერდა ადამიანების მიდრეკილებას, დაგვიანებით გაიაზრონ და შეაფასონ მოვლენები. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით, „ქართული ოცნების“ არც ისე დაფარული ტრანსფორმაცია დღესდღეობით ბევრისთვის ჯერაც შეუმჩნეველია. რეჟიმის ცვლილება ხომ ჩვენ თვალწინ ხდება და ჯერ კიდევ ძნელი დასაჯერებელია ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგის აქამდე არსებული ფორმა დარღვეულია და მის ნაცვლად, თვალსა და ხელს შუა ახალი რეალობა იბადება.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ძველებური ლეგიტიმაცია დაიბრუნოს. შესაბამისად, მცირეა იმის ალბათობაც, რომ მომავალში მმართველი გუნდი საზოგადოებაზე პასიურ დომინაციას დასჯერდება. სავარაუდოდ, არჩევნებამდე პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნა კიდევ უფრო გახშირდება. შესაძლოა პერიოდულად რეპრესიები ისეთ ადამიანებსაც შეეხოთ, რომლებიც რეჟიმთან ბრძოლაში შედარებით უკანა პლანზე დგანან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის პოლიტიკური პარადიგმები, რითაც რეჟიმის შიდა და გარე კრიტიკოსები (პირველ რიგში, ევროპელები და ამერიკელები) აქამდე ხელმძღვანელობდნენ, დღითიდღე კარგავს აქტუალობას. იმისათვის, რომ ჩვენი აზროვნება ზომაზე მეტად არ ჩამორჩეს მოვლენების მიმდინარეობას, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ეს კითხვა, თუ ამ ეტაპზე, რეალურად რა ტიპის რეჟიმია „ქართული ოცნება“ სერიოზულად დავსვათ და შესაძლო ვარიანტებიც კრიტიკულად განვიხილოთ. ამავე დისკუსიის ფარგლებში უნდა გავარჩიოთ მზარდი ავტორიტარიზმის ძირითადი მიმართულებები და სწორად შევაფასოთ „ქართული ოცნების“ შესაძლო ნაბიჯები. ბრძოლის იმ მეთოდებით, რომლებიც ჰიბრიდული რეჟიმის წინააღმდეგ არის ეფექტიანი, ავტორიტარულ რეჟიმს ვერ გავუმკლავდებით.

Previous Post

ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

Next Post

Deadpool & Wolverine: წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Deadpool & Wolverine: წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა

Deadpool & Wolverine: წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result