Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ისაუბრე იმაზე, რისიც თავად გჯერა – გუგა სუხიაშვილი, საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული და ჟიურის წევრი

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ისაუბრე იმაზე, რისიც თავად გჯერა – გუგა სუხიაშვილი, საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული და ჟიურის წევრი
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ინოვაციური, განათლებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი წელს 25-ედ გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო, რომელთაგან ნახევარფინალში 30 გამორჩეული ესსეს ავტორი გადავიდა. ჟიურიმ მათგან 11 საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი შეარჩია, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული გამოავლინა.

ჟიურის ერთ-ერთი წევრი გუგა სუხიაშვილი თავად იყო კონკურსის 2016 წლის გამარჯვებული. დღეს კი ის საქართველოს ბანკში ეჯაილ ქოუჩის პოზიციას იკავებს.

„ბოლო წლების განმავლობაში კონკურსთან მუდმივი შეხება მქონდა და წლიდან წლამდე თვალნათლივ ვხედავდი, თუ როგორ იზრდებოდა მისი მასშტაბი. წელს ჩემი კონკურსში ჩართულობა უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რადგან ამ პროცესს განსხვავებულ ამპლუაში შევუერთდი. ამასთან, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხრიდან ინტერესის ზრდის პარალელურად მომეცა შესაძლებლობა, მომესმინა კიდევ უფრო ბევრი, ძალიან საინტერესო ახალგაზრდისთვის, რამაც კონკურსი უფრო მეტად განსხვავებულ და უნიკალურ გამოცდილებად აქცია“, – აღნიშნავს გუგა.

ამბობს, რომ ჟიურის ამპლუაში ყოფნა ბევრად უფრო საპასუხისმგებლო საქმე აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ მონაწილედ ყოფნა, რადგან ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მთელ კონკურსზე ახდენ ზეგავლენას.

„პირველად როცა კონკურსზე სიტყვით გამოვედი, არ მეგონა თუ ოდესმე მაგიდის მეორე მხრიდან ყოფნის შესაძლებლობა მექნებოდა. თუმცა, ვეცადე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გამომეყენებინა და, ამავდროულად, ობიექტურობა არ დამეკარგა“, – განმარტავს გუგა.

იხსენებს, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება სწორედ კონკურსის ხასიათმა გადააწყვეტინა – შესაძლებლობამ, ერთ, საერთო საკითხზე, განსხვავებული კულტურული გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის მოესმინა და გაცნობოდა მათ მსოფლმხედველობას.

„როდესაც კონკურსის შესახებ ინტერნეტში სტატიას გადავეყარე, პირველი ფიქრი რაც გამიჩნდა იყო ის, თუ რა საინტერესო იქნებოდა ხუთი წუთის განმავლობაში, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე საკითხზე განსხვავებული პოზიციების მოსმენა. ამავდროულად, ჩავთვალე, რომ მეც მქონდა სათქმელი და მომინდა, ჩემი აზრები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა“, – ამბობს გუგა.

ასე დაიწყო კონკურსისათვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ძალისხმევასთან და კვლევასთან ერთად, კრეატიულობასაც მოითხოვდა. ამბობს, რომ თავდაპირველად გადაწყვიტა, მოეძიებინა კარგი მაგალითები კულტურიდან თუ ლიტერატურიდან და მათზე დაყრდნობით შეედგინა სიტყვა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ თუ ამ გზას გაჰყვებოდა, მისი გამოსვლა სხვა კონკურსანტების გამოსვლას დაემსგავსებოდა.

„გადავწყვიტე, ჩემი სიტყვა პირადი გამოცდილებების გარშემო ამეწყო. კარგად ვიცოდი, რომ სხვის გემოვნებას ვერ გამოვიცნობდი, ამიტომ ისეთი ტექსტი დავწერე, რომელიც მე მომეწონებოდა – შესაბამისად, გამოსვლა სრულად ჩემს ბავშვობაზე და ბავშვობის საყვარელ სუპერგმირზე დავაფუძნე. საბოლოოდ, მივაღწიე მთავარ მიზანს – ჩემი სიტყვით გამოსვლის ტექსტი ჩემ პიროვნებასთან კარგად რეზონირებდა“, – აღნიშნავს გუგა.

ასე გახდა გუგა საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული და დაიწყო მზადება ლონდონში, საერთაშორისო ტურში ასპარეზობისთვის. გვიყვება, რომ კონკურსში მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებას ჰგავდა, სადაც მონაწილეები სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ და მთელ ძალისხმევას ხუთ წუთიან გამოსვლაში დებდნენ.

„ერთი შეხედვით რთულია იმ მასშტაბის და ტრადიციის დანახვა, რომელიც ამ კონკურსს აქვს. მსოფლიო ჩემპიონატის გაგონებაზე პირველი ასოციაცია ყოველთვის სპორტია, რომელთანაც ეს კონკურსი ბევრ საერთოს იზიარებს – აქაც სისწრაფეს, სწორ სტრატეგიას და დიდ შრომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირველად ეს ყველაფერი, ალბათ, უკვე ლონდონში გავიაზრე, როდესაც დავინახე, რომ მონაწილეების უმრავლესობა მწვრთნელებით იყო წარმოდგენილი. კონკურსის დაწყებამდე მონაწილეები ვოკალურ სავარჯიშოებს აკეთებდნენ, სარკესთან სიტყვებს იმეორებდნენ და მათ მწვრთნელები ამხნევებდნენ. ამან კიდევ ერთხელ დამანახა თუ რა დიდი შრომა და გზა იყო გამოვლილი თითოეული ინდივიდის უკან“, – აღნიშნავს გუგა.

ამბობს, რომ კონკურსის ფარგლებში მას თავდაჯერებულობას საკუთარი სიტყვა მატებდა, რადგან იცოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო შეჯიბრი, ის მაინც კმაყოფილი დარჩებოდა.

„ჩემი მთავარი სიძლიერე ისევ ის იყო, რომ საკმაოდ უნიკალური სიტყვა მქონდა, რომელიც მე ძალიან მომწონდა. განსაკუთრებით არ ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი თავით კმაყოფილი ვიქნებოდი. ამ შემთხვევაში სტრატეგიამ გაამართლა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ უმეტესი ქვეყნის წარმომადგენელს მსგავსი მაგალითები ქონდათ წარმოდგენილი, რის გამოც ჩემი სიტყვა კიდევ უფრო უნიკალური გამოჩნდა“, – იხსენებს გუგა.

შედეგად, ის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა. თუმცა, როგორც ამბობს, ეს გამოცდილება მისთვის ცხოვრებისეულ გაკვეთილად იქცა.

„ამ მომენტში პირველად დავიწყე ნერვიულობა, ნახევარფინალი იმპროვიზაციის რაუნდი იყო და ჩემი მაშინდელი გულუბრყვილობით, არ მქონდა გათვლილი რომ აქამდე მოვიდოდი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გამოვეთიშე კონკურსს. თუმცა, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი ვისწავლე – სჯობს გადააფასო შენი შესაძლებლობები, ვიდრე საკმარისად არ დააფასო ისინი“, – აღნიშნავს ის.

გუგა თითოეულ ახალგაზრდას ურჩევს, დაიჯერონ საკუთარი თავის, საკუთარი სათქმელის… შედეგად კი დაინახავენ, რომ „თუ ისაუბრებ იმაზე, რისიც გჯერა, მეორე ნომერი ვერასოდეს იქნები“.

წლევანდელ კონკურსში ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში გუგაც იყო, 11 ფინალისტიდან 3 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოავლინა, რომელთაგან გამარჯვებული ელენე გურეშიძე გახდა. ელენე 8 მაისს ლონდონში, საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება, სადაც ის საქართველოს წარადგენს. S

Previous Post

კრემლი უკრაინას პუტინის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

Next Post

სეზონის ბოლოს მესი PSG-ს დატოვებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
სეზონის ბოლოს მესი PSG-ს დატოვებს

სეზონის ბოლოს მესი PSG-ს დატოვებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result