Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება ფორბს-მოსაზრება

ინვესტირება განათლებაში

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ინვესტირება განათლებაში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბარაკ ობამა თავის გამოსვლებში თითქმის ყოველთვის ახსენებს „განათლებაში მეტი ინვესტირების” საჭიროებას. ბევრი ე.წ. „კონსერვატორი” ამ იდეას ეთანხმება. ორივე პარტიის არაფორმულირებული მოსაზრებაა, რომ „განათლებაში ინვესტირება” დიდ უკუგებას იძლევა.

ეს არ არის მართალი. რიცხვები გვიჩვენებს, რომ ბოლო 60 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილმა საგანმანათლებლო „ინვესტიციებმა” ეკონომიკური თვალსაზრისით ამერიკას არაფერი მისცა.

სანამ ამ საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, უნდა განვმარტოთ, რომ „განათლებაში ინვესტირებაზე” საუბრისას ობამა (და კონსერვატორების უმრავლესობაც) გულისხმობს „სახელმწიფო ხარჯებს განათლებისათვის”. რეალური სწავლება, რომელსაც გავლენა აქვს ეკონომიკის ფუნქციონირებაზე, ძირითადად სამუშაო ადგილებზე ხდება. ეს „განათლება” არ არის გამოხატული ციფრებში, რომლებსაც პოლიტიკოსები აქცევენ ყურადღებას.

შესაბამისად, „განათლებაში ინვესტირება”, რომელიც, ობამას აზრით, სულ უფრო (და უფრო და უფრო) მეტი უნდა იყოს, რეალურად განათლებაში ფედერალური ხელისუფლების ინვესტიციას წარმოადგენს. როდესაც ვფიქრობთ, ნამდვილად გვინდა თუ არა უფრო მეტი, საჭიროა გვახსოვდეს, რომ „ენერგიაში ფედერალური ხელისუფლების ინვესტიციებმა” მოგვიტანა Solyndra, Ener1, Beacon Power და რომ სწორედ „ფედერალური ხელისუფლების ინვესტიციებმა საცხოვრებელ სახლებში” გადასახადების გადამხდელები $150 მილიარდით აზარალა Fannie Mae-სა და Freddie Mac-ში.

როგორ გავიგოთ, მოაქვს თუ არა განათლებაში სახელმწიფოს გაძლიერებულ „ინვესტირებას” უკუგება? ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოებულია ფიზიკური კაპიტალისა და ადამიანური კაპიტალის კომბინაციით. შესაბამისად, თუ ჩვენი ადამიანური კაპიტალის ეკონომიკური ღირებულება გაიზრდება, შედეგი ფიზიკური კაპიტალის გაზრდილ პროდუქტიულობაში აისახება.

ახლა კი ცუდი ამბები: როდესაც განათლებაზე სახელმწიფოს მთლიანი დანახარჯი 1951-დან 2009 წლამდე თითქმის 13 ჯერ გაიზარდა, ფიზიკური კაპიტალის წილზე მოსული მშპ 47,7 %-დან 44,1 %-მდე შემცირდა. ეს არ მოხდებოდა, განათლებაში განხორციელებული დიდი „ინვესტიციებიდან” საგრძნობ ეკონომიკურ უკუგებას რომ ვიღებდეთ.

ქვემოთ გთავაზობთ „პირველად ანალიზს”. რიცხვების უფრო დაზუსტებაც შესაძლებელია, თუმცა ესეც საკმარისია იმისათვის, რომ წარმოდგენა შევიქმნათ, რას იღებდა (უფრო სწორად _ არ იღებდა) ქვეყანა განათლებაში განხორციელებული მასიური „ინვესტიციების” სანაცვლოდ.

იმ დათქმით, რომ ჩვენი მოსახლეობის 25% ერთდროულად სწავლობს, სახელმწიფოს საშუალო ხარჯი (2010 წლის დოლარის კურსით) ერთ მოსწავლეზე 1951 წლის $1 763-დან 2009 წლისათვის $12 209-მდე, ანუ დაახლოებით 7-ჯერ, გაიზარდა. თუ მოსწავლეზე საშუალოდ 13 წლის განათლებას ვივარაუდებთ (ზოგიერთი კოლეჯში მიდის, ზოგი კი სკოლას თავს ანებებს), ამ 58 წლის განმავლობაში თითოეული მოსწავლის სახით წარმოდგენილ ადამიანურ კაპიტალში ჩვენი რეალური „ინვესტიცია” $22 913-დან $158 717-მდე გავზარდეთ.

ამასთან, დიდ სახსრებს ვდებდით ფიზიკურ კაპიტალშიც. რეალური არარეზიდენტული წარმოებული აქტივები ერთ დაქირავებულზე $79 278-დან (1951 წ.) $206 717-მდე (2009 წ.) გაიზარდა. აქედან გამომდინარე, 2009 წელს თითოეულ მუშაკს სამუშაოდ ფიზიკურ კაპიტალში $127 439-ით, საგანმანათლებლო „კაპიტალში” კი $135 804-ით მეტი ჰქონდა, ვიდრე 1951 წელს.

სამწუხაროდ, რიცხვები ცხადყოფს, რომ მშპ მხოლოდ ფიზიკურ აქტივებს აღრიცხავს და არა ფიზიკური აქტივებისა და განათლების „აქტივების” ჯამს. თუკი მშპ-ს საცხოვრებელი ფონდის წილს გამოვაკლებთ, დავინახავთ, რომ მშპ-ს თანაფარდობა არარეზიდენტულ წარმოებულ აქტივებთან გასული 59 წლის განმავლობაში (1951 – 2009) ძირითადად არ შეცვლილა (ბიზნესციკლის შესაბამისად, ის საშუალოდ 48,2%-ის -ფარგლებში მერყეობდა).

აქედან გამომდინარე, განათლებაში განხორციელებულ მასიურ „ინვესტიციებს” გაზომვადი ეკონომიკური უკუგება არ მოუტანია.
უნდა გაგვიკვირდეს? _ არა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რეალურად 7-ჯერ მეტს ვხარჯავთ განათლებაზე, ვიდრე 60 წლის წინ, სტანდარტულ ტესტებში მიღებული საშუალო ქულები არ გაზრდილა. ასე რომ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყენებული საზომი ერთეულიც ნათლად გვიჩვენებს, რომ დამატებით ხარჯს დამატებითი ადამიანური კაპიტალი არ შეუქმნია.

ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში განათლებაში განხორციელებული დამატებითი „ინვესტიციების” დიდი ნაწილი დამატებითი არარეზიდენტული წარმოებული აქტივების შექმნას რომ მოხმარებოდა, სახელმწიფო და მისი მოსახლეობა დღეს ბევრად მოგებული იქნებოდა _ მშპ, რეალური ხელფასები და ჩვენი ცხოვრების სტანდარტი საგრძნობლად გაიზრდებოდა.

ასევე წარმოიდგინეთ, რომ მოსწავლეს 2009 წლის შესაბამისი $158 717-იანი განათლების ნაცვლად1967 წლის შესაბამისი $58 000-იანი განათლება და მომავალი საქმიანი ცხოვრების დასაწყებად $100 000-ის მოცულობის კაპიტალი ეძლეოდეს. ეს საკმარისი იქნებოდა არაერთი მცირე ბიზნესის წამოსაწყებად. მეორე მხრივ, ამ თანხის 6%-იან საპენსიო ანგარიშზე დადების შემთხვევაში, 50 წლის შემდეგ $100 000 დაახლოებით $1,8 მილიონად იქცეოდა.

ბოლო 50 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ განათლებაში განხორციელებულმა უხვმა „ინვესტიციებმა” მოგვიტანა მხოლოდ და მხოლოდ Solyndra საკლასო ოთახებში. ამ ინვესტიციებმა მასწავლებელთა კავშირები და სხვები გაამდიდრა, თუმცა მოსწავლის ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით თითქმის არაფერი შეუცვლია. ამერიკას ასეთი „ინვესტიციები” აღარ სჭირდება.

Previous Post

დიდი კაცი ბრაზილიაში

Next Post

არტ პროექტი

მაგდა დოლიძე

Next Post
არტ პროექტი

არტ პროექტი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result