Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინტერვიუ იანოშ ჰერმანთან

by Forbes.ge
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
ინტერვიუ იანოშ ჰერმანთან
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი თავის ინტერვიუში განმარტავს იმას, თუ როგორ უწყობს ხელს საერთო ღირებულებები და ინტერესები საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობას.

რომელია ის საერთო ღირებულებები, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის ურთიერთობებს საქართველოსთან?

საქართველოში ჩვენ მიერ მხარდაჭერილი ღირებულებები იგივეა, რაც ევროკავშირში მხარდაჭერილი ღირებულებები. არანაირი განსხვავება არ არსებობს. ეს ღირებულებებია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, საბაზრო ეკონომიკა. შეიძლება ითქვას, ეს ის ღირებულებებია, რომლებზეც დგას ევროკავშირი.

სინამდვილეში, ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ ვაფუძნებთ ამ ღირებულებებს საქართველოში: უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ საქართველოს სურს დაახლოება ევროკავშირთან და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ამის გაკეთება საერთო ღირებულებების საფუძველზე. საერთო ღირებულებები ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული პერსპექტივის მხრივ, რადგან, როცა ვამყარებთთანამშრომლობას, ასოცირებას საქართველოსთან, ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზარში – ეს პროცესი უფრო მყარია, თუ ეფუძნება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთგაგებას და ფუნდამენტური ღირებულებების გაზიარებას.

ხედავთ თუ არა განსხვავებას ევროპაში და საქართველოში არსებულღირებულებებს შორის?

არა, ასე არ მგონია. ვფიქრობ, საქართველოს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი ჩადოს აღნიშნული ღირებულებები ჩვენი თანამშრომლობის საფუძველში. ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც კი არსებობს განსხვავებული მიდგომა ზოგიერთი ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ. რაც შეეხება საქართველოს, აქ მოცემული ღირებულებების არსებობა ჩვენ შორის ზოგადი დაახლოების ნაწილია;ისწინააღმდეგობები ან სირთულეები ზოგიერთ სფეროში, რომლებსაც საქართველო აწყდება, დიდად არ განსხვავდება იმ წინააღმდეგობებისგან ან სირთულეებისგან, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ევროკავშირის შიგნით. თუმცა,  რა თქმა უნდა, საქართველომ დაიწყო უფრო გვიან, ამიტომ, ამ მხრივ ის უფრო შორიდან მოდის და აწყდება ისეთ პრობლემებს, რომლებიც ევროკავშირმა უკვე გადაწყვიტა.

ამიტომ, სხვაობა მდგომარეობს არა ღირებულებების არსში, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის შინაარსში. ის უფრო დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ინსტიტუციონალური სისტემა და სამართლებრივი საფუძველი აღნიშნული ღირებულებების შემდგომი რეალიზებისათვის საქართველოში ოდნავ უფრო გვიან ინერგება, ვიდრე ჩვენ წევრ სახელმწიფოებში.

რატომ ფიქრობთ, რომ საქართველოსთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია ევროპისთვის?

ის მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. კარგი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ორივე მხარის ინტერესებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის არასწორი იქნებოდა თანამშრომლობის დამყარება ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებიც არ იზიარებენ ევროკავშირის ინტერესებს.

ევროკავშირის ძირითადი ინტერესები მკაფიოდ გამოხატულია ჩვენ საბაზისო დოკუმენტებში – ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა: ჩვენ დაინტერესებული ვართ დემოკრატიაში, კეთილდღეობაში, კანონის უზენაესობაში და უსაფრთხოებაში ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით. საქართველო დაინტერესებულია ამაში?

რა თქმა უნდა, კი, და ვფიქრობ, ეს წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საფუძველს.

არსებითად, ხდება ის, რომ საქართველო გვეუბნება, ‘ვისურვებდით თქვენთან დაახლოებას’, ჩვენ კი ვპასუხობთ, ‘დიახ, თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ჩვენ დაგეხმარებით’, და ეს ეფუძნება ჩვენ ღირებულებებს და ინტერესებს.

არის ევროკავშირი დაინტერესებული წარმატებულ, დემოკრატიულ და სტაბილურ საქართველოში, რომელსაც შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი პარტნიორი არა მხოლოდ ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობაში, არამედ გავლენა იქონიოს მთელ რეგიონში პროგრესის და სტაბილურობის მხრივ, შეასრულოს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ფუნქცია აზიასა და ევროპას შორის თავისი ენერგეტიკული კავშირებით, მილსადენებით, ტრანსპორტით, გზებით, ახალი ნავსადგურებით და სხვა ეკონომიკური შესაძლებლობებით ჩვენი კომპანიებისთვის? დიახ, ჩვენ დაინტერესებული ვართ ამაში, ამიტომ ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ინტერესებს და ღირებულებებს, ასევე ურთიერთგაგებას იმის თაობაზე, რომ ორივე მხარე მნიშვნელოვნად დაინტერესებულია ამ თანამშრომლობით. 

როგორია ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერის რეალური გავლენა?

გავლენა აშკარად შესამჩნევია. თუმცა, თუ შეხედავთ ქვეყნის გარდაქმნას, ეს არ არის ევროკავშირის გავლენა, ეს არის ქართველების გავლენა და მათი გადაწყვეტილება ევროკავშირთან დაახლოების შესახებ. ამ ნიშნით, საქართველოში მიმდინარეობს ამბიციური გარდაქმნის პროცესი – სამართლებრივმა სისტემამ, მმართველობის სისტემამ, სასამართლო სისტემამ, საჯარო ადმინისტრირებამ უკვე განიცადეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, რაც აშკარად ჩანს. 

იმედი მაქვს, ახლა შევდივართ ჩვენი ასოცირების მეორე ფაზაში. ვინაიდან  ხდება ხელშეკრულების ყველა კომპონენტის განხორციელება, ჩვენ ვთვლით, რომ დადგა დრო, რომ საქართველოს უფრო ფართო მოსახლეობამ იგრძნოს ეს გავლენა; ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა, ჩვენ შორის ვაჭრობის სფეროს განვითარება, ხდება საქართველოს ექსპორტის გაზრდა ევროკავშირის ბაზარზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზეგავლენა განიცადა სოფლის მეურნეობის განვითარების სფერომ, შეიქმნა ასობით და ათასობით კოოპერატივი ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სფეროში გამოჩნდა ახალი ქართული პროდუქტები. დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უშუალო მხარდაჭერა გავუწიოთ კერძო სექტორს, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო საწარმოებს, უზრუნველვყოთ კრედიტის გამოყოფა მათთვის ხელსაყრელი პირობებით. საქართველოს მოსახლეობისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზა ლიბერალიზაციას.

ისეთი სფეროების ხელშეწყობა, როგორიცაა უკეთესი პირობები, სამუშაო ადგილები, ვაჭრობა, ეკონომიკური განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოები, მეტი მობილურობა ჩვენ შორის, ადამიანებს შორის კონტაქტები, ახალგაზრდებისთვის სწავლის შესაძლებლობები ევროკავშირში და უფრო მარტივი მოგზაურობის პირობები, როგორიცაა ვიზა ლიბერალიზაცია, განაპირობებს ჩვენი თანამშრომლობის მეორე ფაზაში შესვლას, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ გარდაქმნას, არამედ ახალი საქართველოს შექმნას, რომელიც უკეთ იზრუნებს თავის მოქალაქეებზე.

ინტერვიუ მომზადებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროექტის ფარგლებში.

Previous Post

სექტემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 81 მილიონი ლარი შეადგინა

Next Post

ხელფასამდე ცხოვრების დამფინანსებელი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ხელფასამდე ცხოვრების დამფინანსებელი

ხელფასამდე ცხოვრების დამფინანსებელი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result