Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინტერიერი დეტალებში

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Woman
0
ინტერიერი დეტალებში
0
SHARES
0
VIEWS

OBJECTS-ი ხასიათით ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, ამავდროულად პროფესიული გემოვნებით იდენტური ახალგაზრდა ქალბატონის მიერ დაარსებული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერ ასე თუ ისე დამწყები მოთამაშეა, თუმცა უკვე დაიმკვიდრა თავი ინტერიერის დიზაინის სფეროში. დიზაინერები შოურუმს მუდმივად ამდიდრებენ სხვადასხვა უცხოური და მათივე წარმოების დახვეწილი და ორიგინალური ნივთითა თუ ავეჯით, თუმცა თვლიან, რომ ეს მათი საქმიანობის წარმატების მხოლოდ ერთი ნაწილია, უმეტესწილად კი, ნუკა კორინთელისა და ქეთი ასათიანის აზრით, მათი „კოზირი” საქმის მიმართ ორიგინალური და ინდივიდუალური დამოკიდებულებაა. OBJECTS- ის კონცეფციისა და სამომავლო გეგმების შესახებ Forbes Woman-ი თავად დამფუძნებლებს ესაუბრა.

როდის გაიხსნა OBJECTS-ი და რამ განაპირობა თქვენი ერთი საქმის ირგვლივ გაერთიანება?

ნუკა: შოურუმი 2016 წლის იანვარში გავხსენით. მე და ქეთი ორივე არქიტექტორები ვართ, ერთად ვსწავლობდით, მას შემდეგ დაახლოებით ათი წელი სხვადასხვა არქიტექტურულ კომპანიაში ვმუშაობდით, თუმცა პარალელურად გარკვეულ კერძო პროექტებზე ერთადაც გვიწევდა მუშაობა. საქმე ისაა, რომ ყოველთვის, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით და პროექტებზე ვსაუბრობდით, ვატყობდით, რომ ჩვენი მოსაზრება და შეხედულებები ერთმანეთისას ემთხვეოდა. OBJECTS-ის იდეას რაც შეეხება, ყველაფერი დიზაინის სფეროდან და ამ სფეროში არსებულ ტენდენციებსა თუ პრობლემებზე საუბრით დაიწყო. ერთ-ერთ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობისას თითოეულ ჩვენგანს გარკვეული ანალოგები უნდა მოგვეფიქრებინა. როდესაც ერთმანეთს შევხვდით, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ მიერ მოფიქრებული დიზაინი აბსოლუტურად ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს ჩვენთვის იმის დასტური იყო, რომ ორივეს ერთნაირი გემოვნება გვქონდა და ეს, ცხადია, ერთობლივ მუშაობას უფრო გაგვიმარტივებდა. ქეთი: არქიტექტურული კომპანიის გახსნაზე სულ ვმსჯელობდით, რაც შეეხება

შოურუმს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში საკმაოდ ბევრი ასეთი კონცეფციის მაღაზიაა, ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული პროდუქცია ინოვაციური და ორიგინალურია. ამავდროულად, ასეთი შოურუმის გახსნა პრაქტიკული გადაწყვეტილებაც კი იყო ჩვენი მხრიდან, რადგან საკმაოდ ბევრი პროდუქტი იყო ისეთი, საქართველოს ბაზარზე რომ ვერ ვშოულობდით, შესაბამისად, უცხოეთიდან ჩამოგვქონდა. ამიტომ ვიფიქრეთ, რატომაც არა? ჩამოვიტანოთ და თან გავყიდოთ კიდეც. დღეს უკვე 200-მდე ცნობილ და საინტერესო უცხოურ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, მათ შორისაა Editions Milano & Tradition-ი, Muuto, Magic Circus Editions, Fredericia, Arflex-ი და ა.შ. პროდუქცია მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან შემოგვაქვს, იქნება ეს შვედეთი, ამერიკა, ინგლისი თუ სხვა არაერთი ქვეყანა, თუმცა ამ ბოლო დროს მეტწილად მაინც დანიაზე ვაკეთებთ აქცენტს. რაც შეეხება უშუალოდ პროდუქციის კლასიფიკაციას, ჩვენს შოურუმში როგორც ავეჯი, ისე მოსაპირკეთებელი მასალებიც და განათებებიცაა წარმოდგენილი – ექსტერიერისა თუ ინტერიერისთვის განკუთვნილი.

ნუკა: ჩვენ, ფაქტობრივად, არაერთი საკმაოდ ცნობილი ბრენდის პროდუქცია ქართულ ბაზარზე პირველებმა შემოვიტანეთ და გავაცანით მომხმარებლებს, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს რაც შეეხება, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ჩვენ ნამდვილად ვიყავით ინოვატორები პროდუქციის ნაირსახეობების თვალსაზრისით.

OBJECTS–ი მხოლოდ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებლებს თუ თქვენი საქმიანობა მათთვის სერვისით უზრუნველყოფასაც მოიცავს?

ნუკა: დაწყებული იდეით, დასრულებული ამ იდეის ხორცშესხმით, ჩვენ ამომწურავ სერვისს უზრუნველვყოფთ. მთავარია, კლიენტების სურვილი იყოს. პირველ ეტაპზე, რასაკვირველია, ხდება ინფორმაციის მოგროვება, ვხვდებით კლიენტს, ვარკვევთ, კონკრეტულად რა შედეგის მიღება უნდა ჩვენგან. არსებობს ორი ტიპის მომხმარებელი: პირველი, რომელსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული სურვილები აქვს, და მეორე კატეგორია, რომელმაც არ იცის, რა უნდა და რა ურჩევნია. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ცხადია, ჩვენ ვეხმარებით გადაწყვეტილების მიღებასა და დიზაინის ფორმირებაში. ჩვენი მუშაობის სპეციფიკიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველთვის მიზნად ვისახავთ ინდივიდუალური დიზაინის შექმნას, რომელიც თავად იქნება სახლის მეპატრონის ხასიათის ამსახველი და მოჰყვება მის ისტორიას. პროექტირების გარდა, შემდგომ პროცესებსაც უზრუნველვყოფთ ჩვენი კლიენტებისთვის მანამდე, ვიდრე სასურველ შედეგს არ მივიღებთ.

საკმაოდ კონკურენტულ გარემოში ადვილად დაიმკვიდრა ბაზარზე OBJECTS–მა თავი?

ქეთი: დღეს ინტერიერის დიზაინერობა და ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან ტრენდული და აქტუალურია, შესაბამისად, ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია ახლაც და მაშინაც იყო, როცა ჩვენ შოურუმი გავხსენით.

ნუკა: სიმართლე რომ გითხრათ, ბაზარზე გამოჩენის მომენტიდან ყველაფერი იმდენად უჩვეულოდ კარგად აეწყო, რომ არც გვიგრძნია ის სტანდარტული „ფეხის მოკიდების” სირთულეები. მეც და ქეთისაც, ფაქტობრივად, ჩვენი ყოფილი კლიენტები მოგვყვნენ და ჩვენი ე.წ. background-ი ძალიან დაგვეხმარა. ჩვენ ორივეს ჩვენი საქმე იმდენად გვიყვარს და იმდენად ორიენტირებული ვართ თითოეული დამკვეთისთვის ახალი შედევრის შექმნაზე, რომ, ასე მგონია, ჩვენთან მოსული კლიენტებიც გრძნობენ ამას და ხედავენ, რომ გარდა კომერციისა, ჩვენ კიდევ ბევრი სხვა რამ გვამოძრავებს, ამიტომაც ნდობა და კეთილგანწყობაც უფრო მეტია მათი მხრიდან. ეს არის, ჩემი აზრით, ჩვენი კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა.

არის თუ არა ქართველი მომხმარებელი სპეციფიკური?

ნუკა: მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან ინტერიერის დიზაინის კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა, რასაკვირველია, ადრინდელ პერიოდს არც შევადარებ. რამდენიმე წლის წინ ადამიანები იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ შეიძლება დაგჭირვებოდა ინტერიერის დიზაინერი და რატომ უნდა მიგენდო საკუთრი სახლის დიზაინის შექმნა უცხო ადამიანისთვის. ახლა მათ უკეთ გააცნობიერეს, რომ წინასწარი დაგეგმვითა და პროფესიონალების ჩარევით მათი ხარჯი, დრო და ნერვები იზოგება.

რამდენად მოგებიანია საქართველოში ის საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწევით?

ნუკა: ჯერ, სიმართლე რომ გითხრათ, გამიჭირდება იმის თქმა, არის თუ არა მოგებიანი ჩვენი ბიზნესი, რადგან ჩვენი საქმიანობის კომერციალიზაციაზე საფიქრალად წესიერად ვერც კი მოვიცალეთ. ამ დრომდე პროდუქციის გამრავალფეროვნებასა და მისი მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაზე ვიყავით გადართულები.

ქეთი: ჩვენი პირველი საზრუნავი იყო ის, რომ მომხმარებლებისთვის ესთეტიკურად და ფუნქციურად საინტერესო და სასურველი გარემო შეგვექმნა. რა თქმა უნდა, ეს საქმე ჩვენთვის ბიზნესია და ბიზნესურადაც ვუდგებით, თუმცა აქამდე უფრო იმ პერსპექტივის დახვეწაზე ვიყავით ორიენტირებულები, რომელიც, საერთო ჯამში, ამ საქმეს მოგებიან ბიზნესად აქცევს.

რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებლებს და გეგმავთ თუ არა პროდუქციის თვალსაზრისით გაფართოებას?

ქეთი: ყოველთვიურად ახალი ბრენდის პროდუქციას ვამატებთ ჩვენს შოურუმს და, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ყოველთვის სიახლეებია. ცხადია, ჩვენი მიზანია, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებსა და ინოვაციებს.

ნუკა: სულ მალე ჩვენ საკუთარი პროდუქციის, როგორც ბრენდის, ხაზიც გვექნება. ეს იქნება ავეჯი, აქსესუარები და კიდევ არაერთი ნივთი, რომლებიც OBJECTS- ის ბრენდის ქვეშ იქნება წარმოებული და ჩვენს შოურუმში გაიყიდება. ადგილობრივი წარმოებისა და პერსონალური ხაზის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია და, სიმართლე რომ გითხრათ, ამ დრომდე ჩვენი წარმოების არაიმპორტირებულ პროდუქციაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო კლიენტების მხრიდან.

Previous Post

ევროპის უმსხვილესი ბანკები ბლოკჩეინის გამოყენებას იწყებენ

Next Post

VISA free ფინტექს!

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
VISA free ფინტექს!

VISA free ფინტექს!

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result