Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • იანვარი

by Forbes.ge
May 2, 2022
in ეკონომიკა, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში (იანვარი)
0
SHARES
0
VIEWS

კოვიდპანდემიასთან ერთად დღეს მსოფლიოს „ინფლაციის პანდემია“ აწუხებს. ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაცია დაფიქსირდა. Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლისა და მომსახურების ფასებზე გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს. მიმდინარე სტატია ძირითადად იანვარში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შეეხება.

2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. 2022 წლის იანვარში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.1%-ით გაძვირდა, ანუ ერთი თვის ინფლაციამ 1.1% შეადგინა. წლიური (12 თვის ინფლაცია) 13.9%-ის დონეზე შენარჩუნდა. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2021 წლის იანვარშიც 1.1% იყო ინფლაცია. ანუ მიმდინარე წლის იანვრის 1.1%-იან ინფლაციას 2021 წლის იანვრის 1.1%-იანი ინფლაცია გამოაკლდა და წლიური ინფლაცია არ შეიცვალა, 13.9%-ის დონეზე დარჩა.

წლიური ინფლაცია საქართველოში, იანვარი/იანვართან

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 45%-ით – კომუნალური გადასახადები გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 16.2%-ით გაძვირდა, ტრანსპორტიც (მოიცავს საწვავის ფასსაც) 16.2%-ით გაძვირდა, სასტუმროები და რესტორნები – 16%-ით, ავეჯი და საოჯახო ნივთები – 11.4%-ით. 7.5%-ით მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის ანუ მკურნალობის ფასმა. გაიაფებით მხოლოდ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიაფდა 0.9%-ით.

თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, 2021 წელს ყველაზე მეტად, 214%-ით კომბოსტო გაძვირდა. შემდეგ ბუნებრივი გაზის გადასახდელი, რომელიც 78%-ით გაძვირდა. ელექტროენერგიის გადასახდელი 74%-ით გაძვირდა, ნაგვის გატანისა და წყლის გადასახდელი 58-58%-ით. 53%-ით გაძვირდა ლურსმანი, 43%-ით – თერმომეტრი,  37%-ით – ბენზინი.

საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

გაძვირების %

კომბოსტო

214%

ბუნებრივი გაზის გადასახდელი

78%

ელექტროენერგიის გადასახდელი

74%

ნაგვის გატანის გადასახდელი

58%

წყლის გადასახდელი

58%

ქლიავი

56%

ლურსმანი

53%

თერმომეტრი

43%

გაზი გათხევადებული

39%

ბენზინი

37%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ცალკე აღებულ იანვრის თვეში ყველაზე მეტად პომიდორი გაძვირდა – 29.6%-ით. შემდეგ მოდის წიწაკა 27.3%-ით. კიტრი 26.4%-ით გაძვირდა, მწვანილი 24.9%-ით. იანვარში გაძვირებით ყველაზე მეტად სურსათი იყო გამორჩეული, რომელიც საშუალოდ 2.5%-ით გაძვირდა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარში ყველაზე მეტად – 15.6%-ით –  თვითმფრინავით მგზავრობა გაიაფდა. 11.9%-ით გაიაფდა ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ.

საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წლის იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

გაძვირების %

პომიდორი

29.6%

წიწაკა

27.3%

კიტრი

26.4%

მწვანილი

24.9%

მწვანე ლობიო

24.9%

ბადრიჯანი

23.6%

მანდარინი

21.9%

გაზი გათხევადებული

14.3%

ელექტროენერგიის გადასახდელი

10.0%

ყურძენი

8.8%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 10.5%-ის დონეზე დატოვა, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. სების განცხადებით: მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს) დაუახლოვდება. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა კი, დროებითი ფაქტორების მილევასა და ფისკალურ კონსოლიდაციასთან ერთად, ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელიწადში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics-ი აქვეყნებს. დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც უმეტესობაზე 2022 წლის იანვრის ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე – წინა თვეების მდგომარეობით. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო იანვარში დაფიქსირებული 13.9%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში მე-20 ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად 19 ქვეყანაში გაიზარდა.

ინფლაციის დონით პირველ ადგილზე ვენესუელაა, სადაც 2021 წელს ფასები 472%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის სუდანი 260%-ით და ლიბანი 224%-ით. ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, იანვრის მონაცემებით 49%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირის მნიშვნელოვანი გაუფასურებაა. ინფლაციის დონით საქართველოსთან ყველაზე ახლოს განა (13.9%) და შრი-ლანკაა (14%.2). ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია, ანუ ფასების საშუალო დონის შემცირება, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ყველაზე დაბალი წლოური ინფლაცია იაპონიაშია – 0.5%.

განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ლიეტუვაშია – 12.4%. შემდეგ მოდის ესტონეთი 11.3%-ით, ჩეხეთი 9.9%-ით და პოლონეთი 9.2%-ით. აშშ-ში იანვარში წლიური ინფლაცია 7.5%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 40 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 5.3%-ია.

მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 94%-ით გაძვირდა. ბარელი ნავთობის ფასი 90 აშშ დოლარს გადასცდა, რაც ბოლო 7 წლის რეკორდული მაჩვენებელია. 20%-ით არის გაძვირებული სურსათი, მათ შორის, ზეთი 27%-ით გაძვირდა, მარცვლეული კი 17%-ით. ხორბალი ბოლო ორ წელიწადში 45%-ით არის გაძვირებული. ლითონები და მინერალები 49%-ით გაძვირდა.

ბარელი ნავთობის (Crude oil) მსოფლიო საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი

მონაცემთა წყარო: U.S. Energy Information Administration (EIA)

უკვე გაზრდილი ფასები ისტორიაა, საინტერესოა, მომავალში რა მოლოდინებია მსოფლიოში პირველადი მოხმარების საქონელზე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2022 წელს სურსათი 2.2%-ით უნდა გაიაფდეს, სასმელები – 2.7%-ით. ნავთობის ფასის 5.7%-ით ზრდას მოელიან, ლითონებისა და მინერალების – 3.4%-ით. ამ ეტაპზე მოლოდინები პოზიტიურია, რის შედეგადაც 2022 წელს ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, თუმცა რეალური სიტუაცია სწრაფად ცვალებადია, როგორც პანდემიის, ასევე პოლიტიკური დაძაბულობის გამო, პირველ რიგში, უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის გამო, რაც ფასების დონეზეც იქონიებს გავლენას.

ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ბევრმა ქვეყანამ გაზარდა და კიდევ ზრდაა მოსალოდნელი, რაც ფასების ზრდის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება 2022 წელს.

Previous Post

ჩინეთის ტექნოლოგიურ გიგანტებს მეტავერსის $8-ტრილიონიანი ბაზრის შექმნის შესაძლებლობა აქვთ

Next Post

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა — თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა — თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა — თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result