Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორის დემო დღე

by იზა გვარამაძე
February 2, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორის დემო დღე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სტარტაპ პრეაქსელერატორის დემო დღე, სადაც მონაწილე სტარტაპებმა 12-კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგები ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე წარადგინეს.

სტარტაპ პრეაქსელერატორი, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზევე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში.

პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 21-მა გუნდმა, რომელმაც 12 კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. გუნდებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო და ბაზარზე შესვლის სტრატეგიები, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. აქსელერაციის დასკვნით ეტაპზე შეირჩა 9 სტარტაპი, რომელიც გაემგზავრა ტალინში და გაიარა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის Startup Wise Guys-ის ინტენსიური ტრენინგები. გუნდებმა გაიზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნენ ესტონეთის ძალიან წარმატებულ და ინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემას.

დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 9 სტარტაპი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.

დემო დღის მონაწილე სტარტაპები:

  • AI – რეკრუტინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში, გემიფიკაციით ეხმარება.
  • KidNest – საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
  • ge – არაფორმალური განათლების პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის.
  • Bitpulse – კრიპტოვალუტების კურსის ცვლილებების წინასწარი იდენტიფიცირების პლატფორმა.
  • TourTour – სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
  • Wenroll – მასტერკლასების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
  • – მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
  • Wisp – წერა-კითხვისა და ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია ყრუ ადამიანებისთვის.
  • Roommate Georgia – ხელმისაწვდომი ბინები სტუდენტებისთვის, უზრუნველი გაქირავება ბინის მეპატრონეებისთვის.

სტარტაპ პრეაქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრეაქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 1.5 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Stori, Wempler, Lawformer, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot.

„ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ პრეაქსელერაციის პროგრამა სხვადასხვა შესაძლებლობით გავამდიდროთ, ამ მხრივ ეს წელი განსაკუთრებული იყო, რადგან დავიწყეთ თანამშრომლობა Startup Wise Guys-თან, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ აქსელერატორთან. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია ორივე ორგანიზაციისთვის და ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის. წლევანდელმა მონაწილე სტარტაპებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ტალინში მიღებული გამოცდილება და დემო დღეზე კიდევ უფრო მომზადებულები წარსდგნენ სტურების წინაშე“ – აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

„თიბისის პროგრამა სტარტაპერი დაწყების დღიდანვე მხარს უჭერს სტარტაპ პრეაქსელერატორს.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც ტექნოლოგიურ სტარტაპებს განვითარებისა და ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი პრეაქსელერატორი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მონაწილეები იმყოფებოდნენ ესტონეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის ტრენინგები გაიარეს, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააძლიერებს მათ და გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შანსებს“, – ანკა თოთიბაძე, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი.

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, სტარტაპერი, Startup Wise Guys.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ.

S

Previous Post

კატალონიაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Next Post

2045 წლისთვის კიბოთი დაავადების შემთხვევები 55%-ით გაიზრდება – WHO

იზა გვარამაძე

Next Post
2045 წლისთვის კიბოთი დაავადების შემთხვევები 55%-ით გაიზრდება – WHO

2045 წლისთვის კიბოთი დაავადების შემთხვევები 55%-ით გაიზრდება - WHO

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result