Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

IMF მთავრობას კერძო სექტორთან პირდაპირი შეთანხმებების დადების შეზღუდვას სთხოვს

by Forbes.ge
February 28, 2021
in ქართულად
0
IMF მთავრობას კერძო სექტორთან პირდაპირი შეთანხმებების დადების შეზღუდვას სთხოვს
0
SHARES
0
VIEWS

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას კერძო სექტორთან პირდაპირი შეთანხმებების დადების შეზღუდვას სთხოვს. ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი. ფრანსუა პეშო ამბობს, რომ მსგავსი შეთანხმებები კონკურენტულ გარემოს ზღუდავს. შედეგად, თუკი კერძო სექტორს კონკრეტული პროექტი ექნება, რომლის შეთავაზებაც და განხორციელებაც მთავრობასთან ერთად ენდომება კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში, მთავრობა ვალდებული იქნება პროექტი განიხილოს და მის შესრულებაზე კონკურენტული გარემო შექმნას, – ტენდერის, წინადადებების საჯარო მიღების თუ აუქციონის გზით, რომელში მონაწილეობაც პროექტის ავტორთან ერთად სხვა კომპანიებსაც შეეძლებათ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცებისთვის ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა კერძო-საჯარო პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებს. დღეს კანონი მსგავს პროექტებზე უკვე დაწერილია, თუმცა ასევე გვახსოვს რეკომენდაცია, რომელიც დაკავშირებული იყო მთავრობსა და კერძო სექტორს შორის პირდაპირ შეთანხმებებთან. ფონდი მსგავსი შეთანხმებების შეზღუდვას ითხოვს. თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ალტერნატივა, რომლის გამოყენებაც მთავრობას შეეძლება? 

მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონი კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ, რაც გულისხმობს კერძო სექტორის მონაწილეობას მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ისე რომ ფისკალურმა პოლიტიკამ მდგრადობა შეინარჩუნოს.  კანონს საკმაოდ ბევრი ნაწილი აქვს, თუმცა ნება მომეცით დავასახელო რამოდენიმე მათგანი. პირველ რიგში ის ხელს უწყობს გამჭვირვალობის და კონკურენციის ზრდას. ასევე ზრდის გამჭვირვალობას კონკრეტული პროექტის შეფასებისას. პირდაპირი შეთანხმებები კი რომელიც კანონის სამუშაო ვერსიაშია მოცემული, შესაძლოა ხელის შემშლელი იყოს გამჭვირვალობისა და კონკურენტული გარემოსთვის. როდესაც საკითხი მთავრობასთან განვიხილეთ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მაქსიმალურად შეამციროს მსგავსი შეთანხმებების არსებობა. 

რა სახე უნდა ჰქონდეს მაშინ კერძო-საჯარო პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებს, მაგალითად ეს უნდა იყოს ღია ტენდერი? 

როდესაც მთავრობა წარადგენს კონკრეტულ პროექტეს ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ ჩაერთოს კონკურენციაში და დადოს საკუთარი ბიჯი. 

თუმცა, ხანდახან პირველი ნაბიჯი მოდის კერძო სექტორიდან და სწორედ ისინი არიან კონკრეტული პროექტის ინიციატორები… 

ამ შემთხვევაში მთავრობას შეუძლია განხილოს პროექტი და შემდეგ მის განხორციელებაზე შექმნას კონკურენტული გარემო. 

კერძო სექტორი და განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგი ამბობს რომ კანონი კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ შეამცირებს ინვესტიციებს დარგში, რადგან მათ მთავრობისგან გარკვეული გარანტიები სჭირდებათ… 

კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონი არის სახელმძღვანელო მთავრობისთვის, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა დაარეგულიროს საკუთარი თანამონაწილეობა პროექტში კერძო სექტორთან ერთად, როგორ გაიზაროს რისკი კერძო სექტორთან ერთად და თუ როგორი კომუნიკაცია უნდა დაამყაროს მოსახლეობასთან ამ პროექტებზე.  ასე მაგალითად ფინანსთა სამინისტრო უნდა აკეთებდეს ანალიზს კერძო საჯარო პარტნიორობით განსახორციელებელ პროექტებზე და თუ მივა დასკვნამდე, რომ კონკრეტული პროექტი არაა სასარგებლო, მას შესაძლებლობა აქვს რომ ეს პროექტი არ მიიღოს. 

ახალ პროგრამაში ჩადებული იყო რომ გარანტირებული შესიდვების შესახებ შეთანხმებები ელექტროენერგიაზე (PPA) უნდა შეიზღუდოს, მანამ სანამ არ დასრულდება მუშაობა კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტების კანონზე. კერძო სექტორიც სწორედ ამ შეთანხმებების შეზღუდვაზე მიუთითებს…

ეს კარგი შეკითხვაა. პროგრამის ფარგლებში მთავრობა დათანხმდა  შეეზღუდა გარანტირებული შესყიდვები, ვიდრე კანონზე მუშაობა არ დასრულდება.  მთავრობა დათანხმდა რომ თავს შეიკავებს გარანტირებული შესყიდვის შესახებ შეთანხმების გაფორმებისგან. თუმცა დაშვებულია ნაკლებად რისკიანი პროექტების გაფორმება, კერძოდ გარანტირებული შესყიდვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 8 თვეს წლიურად; ტარიფი კი არ უნდა აღემატებოდეს 6 ცენტს/კვტ.სთ-ზე.  ასე რომ მთავრობას  შეუძლია მსგავს პროექტზე ხელშეკრულების გაფორმება. პროგრამა, ასევე იძლევა საშუალებას დაიდოს ხელშეკრულება ორ მსხვილ პროექტზე, რომელზე მოლაპარაკებების ამ ეტაპზე მიმდინარეობს. თუმცა მთავრობამ უნდა გააკეთოს ძალიან კარგი ფისკალური შეფასება.. არამხოლოდ ამ კონკრეტული პროექტების, არამედ ყველა მსგავსი შეთანხმების.

თუმცა, ეს მხოლოდ ორი პროექტია. გვაქვს შედარებით მცირე ზომის ჰესებიც, რომლებიც არაა ისეთი მსხვილი როგორიც მაგალითად ნამახვანჰესია…

თუკი სხვა პროექტები ვერ ჯდებიან შემოთავაზებულ ფორმატში, რაც გულისხმობს 6 ცენტზე ნაკლებ ტარიფს და გარანტირებულ შესყიდვას 8 თვის განმავლობაში წლიურად, – მაშინ დიახ, უნდა იყოს შეზღუდვა.

Previous Post

ენერგეტიკაში 8.5 მლრდ.დოლარის პროექტებია დაგეგმილი

Next Post

რომელი ქვეყნების მოსახლეობა ცოცხლობს ყველაზე მეტ ხანს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რომელი ქვეყნების მოსახლეობა ცოცხლობს ყველაზე მეტ ხანს

რომელი ქვეყნების მოსახლეობა ცოცხლობს ყველაზე მეტ ხანს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result