Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

by Forbes.ge
February 28, 2021
in ქართულად
0
IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა
0
SHARES
0
VIEWS

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 5%-მდე შეამცირა. მიზეზად, საქართველოს მტავარ სავაჭრო პარტნიორებში შექმნილი ეკონომიკური ვითარება სახელდება.

“ივლისამდე ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა ძირითად სავაჭრო პარტნიორთა მაღალი ზრდისა და აქტიური ადგილობრივი მოთხოვნის გამო. თუმცა, ეს ფაქტორები ბოლოხანს შერბილდა. შესაბამისად, ჩვენ შევამცირეთ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი: 2018 წლისთვის – 5 პროცენტამდე (მანამდე არსებული 5.5 პროცენტიდან); ხოლო 2019 წლისთვის ზრდის პროგნოზი 4.6 პროცენტის დონეზე განვსაზღვრეთ. ექსპორტის, ტურიზმის და საერთაშორისო გადმორიცხვების მაღალი ზრდის მიუხედავად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2018-2019 წლებში მცირედით მატულობს საწვავის ფასების ზრდის გამო. ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობდა დაკრედიტების ზრდა”, – განმარტავს ფონდი.

ფონდი აღნიშნავს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ფისკალური ბალანსი მოსალოდნელზე მაღალი იყო, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპთან დაკავშირებული მაღალი შემოსავლების და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაგვიანების გამო. მიმდინარე წლის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 2.3 პროცენტის დონეზეა ნავარაუდები.

“მოსალოდნელია, რომ 2018-2019 წლებში წლიური ინფლაცია ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოს შენარჩუნდება. გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს დასაცავად საგარეო შოკებისგან”, – განმარტავს სავალუტო ფონდი.

ამასთან, IMF საფინანსო სექტორში დაგეგმილ რეგულაციებსაც აფასებს:

“ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. ეს ძირითადად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, განვითარებად ბაზრებში არსებულ რყევებს, ქვეყანათაშორის ინტეგრაციისა და გლობალური ზრდის ტემპის შენელებას. ამასთან, ფინანსური სფეროს ახალი რეგულაციების გამო დაკრედიტების ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელებამ, შესაძლოა, ეკონომიკის ზრდა დროებით შეამციროს. რისკების გათვალისწინებით აუცილებელია გაცვლითი კურსის მოქნილობის გაგრძელება, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ბუფერების/რეზერვების ზრდის მიმართულებით და ფინანსური სექტორის ჯანსაღი პოლიტიკის გატარება.

ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების განუხრელ გადაწყვეტილებას გააუმჯობესოს თავისი ფისკალური და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩო, გააძლიეროს საგადასახადო სამსახური, შეზღუდოს ფისკალური რისკები, და დახვეწოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კონტროლი. ფინანსური სექტორის რეფორმები კვლავაც მიმართული უნდა იყოს ფინანსური მდგრადობის გაძლიერებაზე. ფიზიკურ პირთა ჯანსაღი დაკრედიტების მიმართულებით შეთავაზებული რეგულაციის მიზნები მართებულია ჭარბი ვალის ტვირთისგან ფიზიკურ პირთა დასაცავად და ფინანსური სტაბილურობის რისკების შესამცირებლად. მაშინ, როცა მოსალოდნელია, რომ ამ რეგულაციის გრძელვადიანი ეფექტი პოზიტიური იქნება, ის უნდა ჩამოყალიბდეს და გაკონტროლდეს ყურადღებით, რათა მოსალოდნელზე მეტად არ შეანელოს დაკრედიტების ზრდა. სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდებისა და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შექმნა ხელს შეუწყობს ფინანსური სტაბილურობის ზრდას. ამასთან, დოლარიზაციის შემცირება უნდა გაგრძელდეს მიზანმიმართული და ბაზარზე ორიენტირებული პრუდენციული ღონისძიებებით, რომლებიც ითვალისწინებს არაჰეჯირებულ მსესხებლებზე უცხოური ვალუტით სესხის გაცემის რისკებს, და ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა დაცვის გზით”, – განმარტავს IMF.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდმა საქართველოში არსებული პროგრამის შემდგომი მიმოხილვა დაასრულა და შედეგად, ქვეყანა დაახლოებით 41.6 მლნ დოლარს მიიღებს.

Previous Post

Vatandaşlar ve işletmeler neden cezalandırılıyor?

Next Post

IMF Assesses Current Program In Georgia

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
IMF Assesses Current Program In Georgia

IMF Assesses Current Program In Georgia

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result