Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Hennessy-ის ქართული ოდისეა

by Forbes.ge
February 28, 2021
in კომპანიები
0
Hennessy-ის ქართული ოდისეა
0
SHARES
0
VIEWS

Hennessy X.O.-ს ოდისეა აბრეშუმის გზაზე – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მსოფლიოში კონიაკის წამყვანმა მწარმოებელმა Hennessy-მ დაიწყო. პროექტი აბრეშუმის გზის მარშრუტს იმეორებს და შვიდი ქვეყნის შვიდ ხელოვანს აერთიანებს. ოდისეის ფარგლებში არტისტები კონიაკის წარმოების საიდუმლოს საფრანგეთში გაეცნენ და ამ შთაბეჭდილებებით ხელოვნების შვიდი ნიმუში შექმნეს. თითოეული მათგანი Hennessy X.O.-ს ინდივიდუალური ხედვა და ინტერპრეტაციაა.

აბრეშუმის გზის ოდისეის ერთ-ერთი მთავარ გაჩერებად, რა თქმა უნდა, თბილისიც შეირჩა. Hennessy-ის სახლმა კონიაკის მოყვარულები და ხელოვანები ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, MomaTbilisi-ში, შეკრიბა.

წითელი ხალიჩის გავლის შემდეგ მიწვეული სტუმრები საგამოფენო სივრცეში ინაცვლებენ, სადაც Hennessy-ის ოდისეის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. დამსწრე საზოგადოება პროექტში მონაწილე არტისტების ნამუშევრებს და მათი თვალით დანახულ Hennessy X.O.-საც აფასებს.

კედლებზე ნახავთ თავად Hennessy-ის ბრენდის შექმნის ისტორიასაც, რომელიც 1765 წელს საფრანგეთში იწყება და ჰენესებისა და კონიაკის სპირტების დიდოსტატების, ფილუების, დინასტიას უკავშირდება. ამ ყველაფრის აღქმას კიდევ უფრო აადვილებს თავად კონიაკი Hennessy, რომლის დაგემოვნების საშუალებაც სტუმრებს მთელი საღამოს განმავლობაში აქვთ.

დღის გმირი ქართველი არტისტი როკო ირემაშვილია, რომელმაც პროექტის ფარგლებში ინსტალაცია „წონასწორობა“ შექმნა. მისი ნამუშევრის პრეზენტაცია საღამოს კულმინაციურ და ყველაზე გასაიდუმლოებულ ნაწილად რჩება, მანამდე კი შეკრებილ საზოგადოებას Maison Hennessy-ს ამბასადორი გიომ დე გიტო მიმართავს.

ჭიქა კონიაკით ხელში ამბასადორი სტუმრებს კონიაკის დაგემოვნებას მასთან ერთად სთავაზობს. შემდეგ კი დეტალურად ჰყვება იმ განსაკუთრებული არომატების შესახებ, რომლებიც ყოველი მომდევნო დეგუსტაციის შემდეგ გემოთა შეგრძნებას ამძაფრებს.

“როგორც ჩანს, იღბლიანები ხართ, რადგანაც Hennessy X.O.-ს ყინულთან ერთად მიირთმევთ. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ყველა გემო ჩვენ წინაშე გადაშლილი წიგნივით აღქმადი გახდეს. როგორც ხედავთ, Hennessy X.O. გასინჯვისას სასმელი თავიდან უფრო დელიკატურია, თანდათან კი სხვადასხვა არომატის ორომტრიალში ექცევით: დარიჩინი, ცოტა შოკოლადი, ვანილის ნოტები. კარგად ნაცნობი ხილის ტონებიც თავს იჩენს: ფორთოხალი, გარგარი და სხვა არომატები…”, – ამბობს ელჩი და სტუმრებს კონიაკის კიდევ ერთხელ დაგემოვნებისკენ მოუწოდებს.

საღამოს კულმინაცია ახლოვდება. დაცვა დარბაზის შესასვლელს ათავისუფლებს და სტუმრები სპეციალურ სივრცეში ინაცვლებენ, სადაც ქართველი როკო ირემაშვილის „წონასწორობა“ უნდა შეაფასონ. რეაქცია არ აყოვნებს, სტუმრები ოვაციებით ხვდებიან ინსტალაციას, რომელიც არტისტმა საკულტო კონიაკის Hennessy X.O.-ს „არომატების პალიტრის“ შვიდი ქვეთავიდან ერთ-ერთს – „უსასრულო ექოს“ – მიუძღვნა.

დარბაზის ცენტრში ორი მამაკაცის ფიგურა დგას, რომელთა გარშემოც წრე იკვრება. როკო ირემაშვილმა ინსტალაციით, ერთი მხრივ, X.O.-ს გამოსახულება გაიმეორა, მეორე მხრივ კი მასში საინტრესო შინაარსი ჩადო:

“ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება წაქცევისკენ მიდრეკილი ორი ადამიანი, ერთმანეთის დამაბალანსებელი იყოს”, – ამბობს როკო ირემაშვილი.

მისივე თქმით, მამაკაცების ფიგურები ჰენესისა და ფილუს დინასტიების სიმბოლოს წარმოადგენს. ხოლო წრე, რომელიც ამ ორ სილუეტს აერთიანებს, თაობებში გამოცდილებისა და ცოდნის გადაცემის პირობითი ნიშანია.

როკო ირემაშვილის ნამუშევრის მსგავსად დანარჩენი ექვსი არტისტის ქმნილებაც Hennessy X.O.-ს არომატებიდან ერთ-ერთს ეძღვნება: მწველი ალი, შოკოლადის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პიკანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები. ქართველ ხელოვანთან ერთად პროექტში ასევე მონაწილეობენ: ბურჩაკ ბინგოლი (სტამბული, თურქეთი), ვიქტორ სირნევი (ბიშკეკი, ყირგიზეთი), რაშად ალაკბაროვი (ბაქო, აზერბაიჯანი), ვიაჩესლავ უსეინოვი (ფერგანა, უზბეკეთი), აშკათ ახმედოვი (ასტანა, ყაზახეთი) და ინ შიუჟენი (პეკინი, ჩინეთი).

რაც შეეხება Hennessy X.O.-ს, სასმელი ამ პროექტისთვის შემთხვევით არ შერჩეულა. ბრენდის მფლობელებმა X.O.(Extra Old), რაც განსაკუთრებულად ძველს ნიშნავს, სიმბოლურად ასევე განსაკუთრებულად ძველი და უმნიშვნელოვანესი მარშრუტის გასაცოცხლებლად გამოიყენეს. Hennessy-ს სახლს მიაჩნია, რომ აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი პროექტი იმ კულტურული მარშრუტის გაგრძელებაა, რომელმაც საუკუნეების წინ სხვადასხვა ეროვნება და ხელოვნება ერთ ისტორიაში მოაქცია.

აბრეშუმის გზის არტისტული თავგადასავლის შედეგების პრეზენტაცია სულ შვიდ ქალაქში გაიმართება და ის აბრეშუმის გზას – პეკინიდან კონიაკამდე – კიდევ რამდენჯერმე გააცოცხლებს.

Previous Post

ბიზნესის განწყობის ინდექსი იზრდება

Next Post

Georgia rates 108th in the world with import volume

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Georgia rates 108th in the world with import volume

Georgia rates 108th in the world with import volume

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result