Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჰარვარდის ბიზნესსკოლის ქეისების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

by იზა გვარამაძე
July 3, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ჰარვარდის ბიზნესსკოლის ქეისების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკის და TBSC კონსალტინგის თანამშრომლობით, ჰარვარდის ბიზნესსკოლის ქეისების კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. საწყის ეტაპზე კონკურსში მონაწილეობა 12 უნივერსიტეტის 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. სამი ტურის ფარგლებში შესრულებული დავალებების შედეგად ჟიურიმ 22 ნახევარფინალისტი შეარჩია, მათგან კი ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოავლინა.

შესრულებული დავალების შედეგებზე დაყრდნობით, ჟიურის წევრებმა ჰარვარდის ბიზნესსკოლის ქეისების სამი საპრიზო ადგილის მფლობელი შეარჩიეს, რომლებმაც 20 000 ლარის საპრიზო ფონდი გაინაწილეს. კონკურსის ფარგლებში, პირველ ადგილზე გასულ გუნდს 11 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს – 6 000, ხოლო მესამეადგილოსან გუნდს კი – 3 000 ლარი გადაეცა.

პირველ ადგილზე თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი The Dividend Dudes გავიდა, მეორე ადგილი შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდმა Goal Diggers-მა დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი ISET-ის გუნდი – Whizz-Kids გახდა. კონკურსანტების მიერ შექმნილი მაღალი ხარისხის ეფექტური გადაწყვეტების გამო, ჟიურიმ მეოთხე გამარჯვებულიც – ISET-ის გუნდი Hold My Beer გამოავლინა.

კონკურსის ფარგლებში სტუდენტები მუშაობდნენ ისეთ ბიზნესქეისებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები საკუთარ სასწავლო პროცესებში იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის სამივე ეტაპზე სხვადასხვა ბიზნესსექტორის ქეისი იყო წარმოდგენილი. რამაც შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდებს, მიეღოთ საერთაშორისო დონის ცოდნა და განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები მარკეტინგული საქმიანობის განსაზღვრის, გაყიდვების, ბიზნესოპერაციების და ფინანსური ანალიზის მიმართულებით.

ღია რაუნდის დავალება სასმელების სექტორს, ნახევარ ფინალის დავალება საბანკო სექტორს, ფინალური დავალება კი – ფარმაცევტულ სექტორს ეხებოდა.

ფინალური რაუნდის ფარგლებში, სტუდენტებს უნდა შეემუშავებინათ ეფექტური გადაწყვეტები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემდა მათ, მიეღოთ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის საბჭოსგან კომპანიის ახალი მედიკამენტით ბაზარზე ვაჭრობის ავტორიზაცია. შესაბამისად, მონაწილეები ისეთი სტრატეგიის შექმნაზე მუშაობდნენ, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებელს მიაწვდიდა სწორ ინფორმაციას, მეორე მხრივ კი დაეხმარებოდა მათ, კონკურენტებთან შედარებით უკეთესად წარმოეჩინათ საკუთარი მედიკამენტი.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილი მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის შესაძლო ROI-ს, ამონაგების, შემოსავლისა და მოგების გარდა, ჟიურის წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მიერ აგებულ ლოგიკურ ჯაჭვს ეყრდნობოდნენ, რომელიც ქეისის გააზრების, გადაწყვეტის გზების მოძიების, არგუმენტირების პროცესსა და ამ ლოგიკური ჯაჭვის ჟიურის წევრებისთვის წარმოჩენას გულისხმობდა.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, წელს კონკურსი თბილისსა და ქუთაისში პარალელურად გაიმართა.

„საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის ხარისხიან და საერთაშორისო დონის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და პროექტს ვუჭერთ მხარს. TBSC კონსალტინგთან თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე წელია საქართველოში მსოფლიო დონის ჰარვარდის ბიზნესსკოლის ქეისების კონკურსს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც გამორჩეული, სხარტი და მონდომებული ახალგაზრდებისთვის ვქმნით განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას. რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მათში ახალი უნარების განვითარებას და ისეთი ცოდნის შეძენას, რომელიც მომავალში მათ დაეხმარება ადგილი დაიმკვიდრონ წამყვან კომპანიებში. გვიხარია, რომ კონკურსისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო და უფრო მეტად ძლიერი კონკურსანტების აღმოჩენის შესაძლებლობა გვეძლევა. საქართველოს ბანკის გუნდი კი არ ჩერდება და მომავალში უფრო საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე. S

Previous Post

2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმები

Next Post

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება

იზა გვარამაძე

Next Post
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result