Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე თავდაცვა

„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმიდან ერთი თვე გავიდა | რა მოხდა მას შემდეგ?

by დავით ბერაძე
November 8, 2023
in თავდაცვა, მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმიდან ერთი თვე გავიდა | რა მოხდა მას შემდეგ?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

7 ოქტომბერს, სუნიტური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ღაზის სექტორიდან ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიჭრა და დივერსიული აქტები განახორციელა. ტერორისტულ თავდასხმას 1,400 ისრაელელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების საპასუხო ოპერაციების შედეგად კი ღაზის სექტორში ამ დრომდე 10,000-მდე პალესტინელი დაიღუპა.

„ჰამასმა“ ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე რეიდის შედეგად 240-მდე მძევალი აიყვანა, რომელთა გაცვლასაც ისრაელის ციხეებში მყოფ 7,000 პალესტინელში ითხოვს. მძევლების გამოსახსნელად და ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო შესაძლებლობების შესასუსტებლად ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში 2-კვირიანი ლოდინის შემდეგ სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო. სახმელეთო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და ის ისრაელის უპირატესობით, თუმცა გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობს.

სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე, დაახლოებით 20 დღის განმავლობაში ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, სამეთაურო შტაბებსა და მმართველი რგოლის სავარაუდო ადგილსამყოფელ შენობებს საარტილერიო სისტემებითა და სარაკეტო დარტყმებით უტევდა. დიდი რაოდენობით პალესტინელთა სიცოცხლე სწორედ აღნიშნულ სარაკეტო შეტევებს ემსხვერპლა. სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ისრაელმა ღაზის სექტორში, ქალაქ ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს საცხოვრებლის დატოვებისა და სამხრეთით გადაადგილებისაკენ მოუწოდა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე დაღუპულია 10,000 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 25,000-ს შეადგენს. რამდენიმე ათასი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ღაზის სექტორის 2.2-მილიონიანი მოსახლეობა ტერიტორიიდან ევაკუაციას ვერ ახერხებს. ამის მიზეზი კი ისრაელის ბლოკადა და ეგვიპტის მიერ ლტოლვილების მიღებაზე უარი გახლავთ.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში კონფლიქტის გადაწყვეტის დიპლომატიური მცდელობები განსაკუთრებით წარმატებული არ აღმოჩნდა. რეგიონს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სამჯერ ეწვია. ბლინკენმა შეხვედრები კატარში, საუდის არაბეთში, ერაყში, იორდანიაში, ისრაელსა და ეგვიპტეში გამართა. ბლინკენი რამალაში პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსაც შეხვდა. ისრაელში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკიც იმყოფებოდნენ. დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად კი, ეგვიპტე-ღაზის სექტორის საზღვარზე, რაფაჰის გამშვებ პუნქტზე მობილიზებული ჰუმანიტარული დახმარების ნაწილს, შეზღუდული რაოდენობით, ღაზის სექტორში შესვლის შესაძლებლობა მიეცა. თუმცა იმ დათქმით, რომ ჰუმანიტარული დახმარება „ჰამასის“ მებრძოლების ხელში არ მოხვდებოდა. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ამ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატია ამ დრომდე უძლურია.

ბოლო კვირების განმავლობაში საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცველები და გაეროს სააგენტოები ღაზის სექტორში შექმნილი ჰუმანიტარული რისკების შესახებ სულ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ. ამის მიზეზი ის მსხვერპლია, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის სახით ისრაელის სარაკეტო-საარტილერიო თავდასხმებს შეეწირა. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი მანამდე არ განიხილება, სანამ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს.

დიპლომატიის მცირე წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რამდენიმე საათით გაიხსნა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ღაზის სექტორის დატოვების შესაძლებლობა მიეცა. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ეგვიპტეში გადასვლა მხოლოდ 400-მდე ადამიანმა შეძლო.

აღნიშნული რამდენიმესაათიანი ფანჯრის დროს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების რამდენიმე ათეული სატვირთოც შევიდა. პალესტინის წითელი ჯვრის ორგანიზაციის განმარტებით, 21 ოქტომბერს ჰუმანიტარული ტვირთების შეტანის ნებართვის გაცემიდან დღემდე სექტორში 451 სატვირთო შევიდა.

ისრაელის სახმელეთო ოპერაციის პარალელურად პალესტინელები მსოფლიო მასშტაბით დემონსტრაციებს აწყობენ და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელმა ზუსტი სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებით 2,500-მდე სამხედრო სამიზნე გაანადგურა. აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში კი, რამდენიმე სენატორის მიერ გავრცელებული განცხადებით, არსებობს კითხვები ისრაელის კონტრზომებთან და მის პროპორციულობასთან დაკავშირებით კონტრტერორისტული კამპანიის მიმდინარეობისას.

სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სახმელეთო ოპერაციისა და მისი დასრულებისთვის პოლიტიკური ნებისა თუ სამხედრო მიზნების შესახებ. სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის სამხრეთით ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე წინსვლა შეძლო და სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი ალყაში მოაქცია. ამის პარალელურად სახმელეთო ოპერაცია ჩრდილოეთიდანაც დაიწყო და სამხრეთის მიმართულებით დაიძრა. ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ქალაქ ღაზასა და მის შემოგარენში, ჯაბალიაში, ბეით-ჰანუნსა და ბეით-ლაჰიიაში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს.

ისრაელს თავდაცვითი ზომების მიღება ქვეყნის ჩრდილოეთით ლიბანის საზღვართანაც უწევს, საიდანაც გარკვეული პერიოდულობით შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰეზბოლას“ მებრძოლები სხვადასხვა სახის ახლო მანძილზე მოქმედ რაკეტებსა თუ ჯავშანსაწინააღმდეგო ჭურვებს ისვრიან.

სამხედრო ექსპერტებისა და კონფლიქტოლოგების შეფასებებით, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზაში შესაძლოა რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. კონკრეტული სამხედრო ამოცანების შესრულებას ხელს ღაზის სექტორის მიწისქვეშა გვირაბებიც უშლის. გვირაბების ქსელს „ჰამასის“ მებრძოლები დიდი წარმატებით იყენებენ. სოციალურ სივრცეში ათობით ვიდეო ვრცელდება, სადაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის ჯავშანტექნიკას გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით ანადგურებენ.

კონფლიქტის გადასაწყვეტად დიპლომატიური მცდელობები კვლავ გრძელდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა და მასშტაბები კვლავაც იმაზეა დამოკიდებული, ჩაერთვებიან თუ არა კონფლიქტში სხვა აქტორები.

Previous Post

როგორია ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიების შემოსავალი საქართველოში?

Next Post

ოქტომბერში თბილისში ბინების ფასი წლიურად 17%-ით გაიზარდა – თიბისი კაპიტალი

დავით ბერაძე

Next Post
აგვისტოში თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების ფასი შემცირდა, გარეუბნებში კი – გაიზარდა

ოქტომბერში თბილისში ბინების ფასი წლიურად 17%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result