Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

GRPO-მ, „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით განათავსა $80 მილიონი აშშ დოლარის პირველი მწვანე ობლიგაციები

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
GRPO-მ, „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით განათავსა $80 მილიონი აშშ დოლარის პირველი მწვანე ობლიგაციები
0
SHARES
0
VIEWS

სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა“ (“GRPO”) – Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი” ან “GCAP”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, განახლებადი ენერგიის აქტივების ერთ-ერთმა წამყვანმა პლატფორმამ საქართველოს მასშტაბით, სს „გალტ & თაგარტისა“ და შპს „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე უზრუნველყოფილი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. $80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი, ე.წ. ბულეტ გადახდის გრაფიკის მქონე ობლიგაციების გამოშვება და განთავსება 2022 წლის 12 ოქტომბერს მოხდა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორაციულ ტრანზაქციას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე.

ობლიგაციებისთვის წარმატებული ფასწარმოქმნისა და book-building-ის შედეგად, ფიქსირებული კუპონი განისაზღვრა 7.00%-ით, გამოშვებისა და განთავსების ფასი – ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 100%-ით. ობლიგაციების შესაძენად გამოთქმული ჯამური დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ობლიგაციების ემისიის მოცულობას, ხოლო დადგენილი კუპონისთვის აღნიშნულმა გადაჭარბებამ დაახლოებით 10% შეადგინა.

მოზიდული სახსრები სრულად იქნა გამოყენებული GCAP-ის მიმართ არსებული სადამფუძნებლო სესხის რეფინანსირებისთვის, რომელიც კომპანიას მიღებული ჰქონდა $ 250,000,000 7.75% ევრო-ობლიგაციებიდან განახლებადი ენერგიის ბიზნესისთვის მიკუთვნებული დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ევრო-ობლიგაციები 2020 წლის 28 ივლისს გამოშვებული იქნა GRPO-ს ყოფილი 100%-იანი აქციონერის, სს „ჯორჯია გლობალ იუთილითიზ“ („GGU“)-ის მიერ.

GRPO-მ მწვანე ობლიგაციის ჩარჩოსთვის მოიპოვა ე.წ. მეორე მხარის მოსაზრება (Second Party Opinion) წამყვანი ESG კვლევისა და ანალიტიკის მომწოდებელი კომპანია Sustainalytics-ისგან. გარიგების განთავსების აგენტებს წარმოადგენდნენ სს „გალტ & თაგარტი“ და შპს „თიბისი კაპიტალი“. სტრატეგიული ინვესტორების იურიდიულ მრჩევლებს წარმოადგენდნენ BLC Law Office და Dentons, ხოლო ემიტენტის ფინანსურ აუდიტორს – EY LLC.  გარიგებას მხარი დაუჭირეს ჯგუფის გრძელვადიანმა პარტნიორებმა – ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიამ (FMO), აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD). FMO, ADB და IFC ასევე წარმოადგენდნენ გარიგების სტრატეგიულ (anchor) ინვესტორებს.

გარიგება გამოირჩეოდა არაერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური მახასიათებლით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მათ შორის, ჯგუფის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული უპრეცედენტო გამოცდილებისა და კაპიტალზე/ინვესტორთა ბაზაზე წვდომის გაზიარებას. პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში წარმატებით შესრულებული განთავსება ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მიმართ დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.

„ძალიან მოხარული ვარ გაცნობოთ რომ „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა“ წარმატებით გამოუშვა 80 მილიონი დოლარის ღირებულების მწვანე უზრუნველყოფილი ობლიგაციები, რომლის განთავსება იგეგმება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ეს არის პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვება და ყველაზე დიდი კორპორაციული ტრანზაქცია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ვიმედოვნებთ, რომ ტრანზაქცია წაახალისებს მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და სხვა დეველოპერებს მისცემს დამატებით მოტივაციას, მათაც დააკმაყოფილონ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მაღალი სტანდარტები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და წვლილი შევიტანეთ საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ ინვესტორებს – FMO, IFC, EBRD და ADB; განთავსების აგენტებს – Galt & Taggart და TBC Capital; და ყველა სხვა ჩართულ მხარეს”, – განაცხადა ნუკა მშვიდობაძემ, GRPO-ს ფინანსურმა დირექტორმა.

„მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცედენტო გარიგების წარმატებით განხორციელებაში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. გარიგების უნიკალური მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა გარიგების ზომა, უზრუნველყოფა, მწვანე სტატუსი, ასევე, არასტაბილურ და მერყევ გლობალურ თუ რეგიონულ მაკროეკონომიკურ გარემოში  ხელსაყრელი ფასწარმოქმნა, ეს გარიგება ადგილობრივი თუ რეგიონული სავალო დაფინანსების გარიგებებისთვის თავისუფლად შეიძლება იქცეს ახალ ნიშნულად. მსურს, მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს  და მადლობა გადავუხადო მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტიანად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „Galt & Taggart”-ის მმართველმა დირექტორმა.

„პირველ რიგში, ვულოცავთ GRPO-ს წარმატებით დახურულ ტრანზაქციას. მოხარული ვართ, რომ საქართველოში ყველაზე მსხვილი და ამავდროულად პირველი მწვანე ადგილობრივი ობლიგაციის განთავსება, თიბისი კაპიტალის თანამონაწილეობით მოხდა. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ, GRPO-ს მშობელი კომპანიის – Georgia Global Utilities-ის მიერ, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე ევროობლიგაციის გამოშვების თანამენეჯერიც თიბისი კაპიტალი იყო. მეორე მწვანე ობლიგაციის განთავსება ხაზს უსვამს კომპანიის გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. პირველი ადგილობრივად გამოშვებული მწვანე და საქართველოში განთავსებული ყველაზე მსხვილი ობლიგაციის საშუალებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა მერი ჩაჩანიძემ, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა.

Previous Post

ბუღალტერიის განვითარების პროექტში საქართველოს ბანკს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უერთდება

Next Post

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result