Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი ინტერვიუ

ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პერსპექტივები

by Anina Tepnadze
June 2, 2025
in ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯმენტი, პარტნიორის კონტენტი, პროფილი
0
ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პერსპექტივები

Gross Energy Group

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
ანგული ტყებუჩავას დაარსებული Gross Energy Group, რომელსაც მისი ვაჟები, დავითი და ირაკლი ხელმძღვანელობენ, საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ქვაკუთხედად იქცა. კომპანია სათავეში ჩაუდგა პროექტებს, რომელთა საერთო სიმძლავრე დაახლოებით 1000 მეგავატია, და რომელთა ინვესტიციებიც $2 მილიარდს აღემატება. თავისი პირველი ჰიდროელექტროსადგურით, ტაშისკარი ჰესით, რომელიც 2025 წელს ამოქმედდება, კომპანია თავისი ისტორიის ახალ ფურცელს წერს.

ავტორი: ანინა ტეფნაძე

Gross Energy Group 2007 წლიდან ფუნქციონირებს და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. შეგიძლიათ მოგვიყვეთ კომპანიის თავდაპირველი ხედვის შესახებ? როგორ განვითარდა იგი წლების განმავლობაში?

ანგული ტყებუჩავა: Gross Energy Group დაარსდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში პროექტების დიზაინისა და საკონსულტაციო მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად. იმ დროს არსებობდა აშკარა ხარვეზები თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და პროექტების მართვის გამოცდილების მხრივ. ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, ამოგვევსო ეს უფსკრული ჩვენი სტანდარტების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამებით. 

გამჭვირვალობა თავიდანვე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო. ნდობის ამ საფუძველმა გზა გაუხსნა ჩვენს პირველ მსხვილ პარტნიორობას 2008 წელს – თანამშრომლობას ნორვეგიულ კომპანიასთან, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ სვლის მხარდასაჭერად. ეს პარტნიორობა გარდამტეხი იყო. ჩვენ ერთად ჩავატარეთ საქართველოს პირველი ყოვლისმომცველი ჰიდროენერგეტიკული შეფასება, ვაწარმოეთ მაღალი ხარისხის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ისეთი ძირითადი პროექტებისთვის, როგორიცაა ონისა და შუახევის კასკადები. ამან საფუძველი ჩაუყარა მომავალ განვითარებას და მოიზიდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინვესტიციები. პირველად საქართველოში ჩვენ შევქმენით საინვესტიციო წინადადებები 76 ელექტროსადგურისთვის,  რომლებიც საჯაროდაა გამოტანილი, სრული გამჭვირვალობით. ამან ფუნდამენტურად შეცვალა ინვესტორების წვდომა კრიტიკულ ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

ირაკლი ტყებუჩავა: ამ თავდაპირველი შეფასებების წარმატება გასაოცარი იყო. შეფასებული პროექტების უმეტესობა განვითარების ეტაპზე გადავიდა, ან მოიზიდა ინვესტორები, რაც ადასტურებს ჩვენი სტრატეგიის სისწორეს საერთაშორისო სტანდარტების გამჭვირვალე კომუნიკაციასთან შერწყმის შესახებ.

Gross Energy Group მუშაობს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ჰიდროენერგეტიკაში, მშენებლობაში, კონსალტინგში, კვლევასა და ინფრასტრუქტურაში. როგორ ახერხებთ მსგავსი დივერსიფიკაციის ეფექტიანად მართვას ისე, რომ თითოეულ ინდუსტრიაში კომპეტენტურობა შეინარჩუნოთ?

დავით ტყებუჩავა: ჩვენ დივერსიფიკაციას სტრატეგიულად ვუდგებით, და კოლექტიურ გადაწყვეტილებებს გუნდურად ვიღებთ. ჩვენი ძალა ამ სხვადასხვა სექტორის ჩვენი შიდა რესურსებით მართვაში მდგომარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სექტორში ვმონაწილეობთ, ჰიდროენერგეტიკა ჩვენი ბიზნესის ბირთვად რჩება – სადაც ჩვენ ყველაზე მეტ გამოცდილებას, რესურსებსა და ინოვაციებს ვაბანდებთ.

ჰიდროენერგეტიკა სავსეა სირთულეებითა და გამოწვევებით. ის ეხება სამშენებლო და ინფრასტრუქტურული განვითარების ყველა ასპექტს, აუმჯობესებს ჩვენს უნარებს და აძლიერებს ტექნიკურ შესაძლებლობებს. ამ შრომატევადი პროექტების დაძლევამ ყოველმხრივ გაზარდა ჩვენი გამოცდილება.

რა მასშტაბის ენერგეტიკულ პროექტებში ხართ ამჟამად ჩართული?

ირაკლი ტყებუჩავა: საქართველოში ჩვენ სხვადასხვა ეტაპზე ვიყავით ჩართული ყველა ძირითადი ენერგეტიკული ობიექტის განვითარებაში, რაც ყველა ზომის პროექტს მოიცავს. ჩვენი კუმულაციური ჩართულობა დაახლოებით 1000 მეგავატის სიმძლავრის პროექტებს აერთიანებს, რაც $2 მილიარდზე მეტის ინვესტიციას წარმოადგენს.

საქართველოს მდიდარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, როგორ ხედავთ მის როლს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე, განსაკუთრებით ევროპის მიმართ?

ირაკლი ტყებუჩავა: საქართველოს აქვს უზარმაზარი გამოუყენებელი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, მისი ენერგორესურსების დაახლოებით 60% კვლავ გამოუყენებელია. ეს ჩვენ გვაყენებს ძირითადი მოთამაშის პოზიციაში განახლებად ენერგიაზე გადასვლის გლობალურ ჭრილში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპა პრიორიტეტს სწორედ მწვანე ენერგიას ანიჭებს. გამოწვევა ამ პოტენციალის მდგრად განვითარებაში მდგომარეობს.

ჩვენ ვიყავით შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტის მამოძრავებელი ძალა. ესაა ამბიციური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროპის დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის წყალქვეშა ქსელს. ის საშუალებას მისცემს საქართველოს, წვდომა ჰქონდეს ექსპორტის გაფართოებულ შესაძლებლობებსა და ელექტროენერგიით რეალურ დროში ვაჭრობაზე. პროექტი აძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ხსნის კარს ენერგიის ექსპორტისთვის.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ხშირად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს ადარებენ სტრატეგიული მნიშვნელობით. შეგიძლიათ, დეტალურად განმარტოთ მისი მნიშვნელობა და თქვენი ჩართულობა მასში?

ანგული ტყებუჩავა: შავი ზღვის კაბელის პროექტი ფუნდამენტურ ცვლილებას ახდენს საქართველოს ენერგეტიკულ სტრატეგიაში. შეხედეთ ამას, როგორც ენერგეტიკულ მაგისტრალს, რომელიც საქართველოს პირდაპირ ევროპის ელექტროქსელთან აკავშირებს. ეს არ ეხება მხოლოდ ელექტროენერგიის გადაცემას – ესაა საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე.

დავით ტყებუჩავა: პროექტი აყალიბებს ორმხრივ ენერგეტიკულ დერეფანს, რომელიც საქართველოს ჭარბი ენერგიის ექსპორტისა და, საჭიროების შემთხვევაში, ენერგიის იმპორტის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, კაბელი აერთიანებს ოპტიკურ-ბოჭკოვან კომპონენტს, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს ციფრულ ინფრასტრუქტურას. საქართველო შეიძლება გახდეს სასიცოცხლო ხიდი აზიასა და ევროპას შორის ენერგიისა და მონაცემთა გადაცემის კომბინაციით.

 

მარცხნიდან მარჯვნივ: დავით ტყებუჩავა, ანგული ტყებუჩავა, ირაკლი ტყებუჩავა

Gross Energy Group-ს დაგროვილი აქვს დიდი გამოცდილება და ახლა ახორციელებს საკუთარ ჰიდროლოგიურ პროექტებს. როგორ უზრუნველყოფთ ადგილობრივი  თემების     სარგებელს ამ განვითარებით?

ირაკლი ტყებუჩავა: ჩვენ შთაგონებას ნორვეგიის ინკლუზიური ეკონომიკური მოდელიდან ვიღებთ, სადაც ჰიდროენერგეტიკული პროექტებიდან წამოსული შემოსავლები პირდაპირ ადგილობრივ თემებში რეინვესტირდება. ჩვენ ვემხრობით მსგავს მიდგომას საქართველოშიც. ენერგეტიკული პროექტებიდან მიღებული გადასახადები და მოგება სარგებელს მოუტანს რეგიონებს, რომლებშიც ისინი განხორციელდება.

ანგული ტყებუჩავა: სოფელში შესვლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, პატივისცემით მიუდგეთ ადგილობრივ თემს, ისევე როგორც ამას ვინმეს სახლში მისვლისას იზამდით. თქვენ ხომ პირდაპირ არ შეიჭრებით. ჩვენთვის, ეს არა ჩვენი გეგმების თავზე მოხვევა, არამედ დიალოგის გზით საერთო ენის პოვნაა. ღია კომუნიკაციამ და ცნობიერების ამაღლებამ შეიძლება შექმნას ისეთი პარტნიორობა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ამაღლებს და აძლიერებს ეს პროექტები ადგილობრივ თემებს.

დავით ტყებუჩავა: ჩვენი პროექტი სკურდიდში ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვმუშაობთ ადგილობრივ თემებთან. როცა იქ ჰიდროელექტროსადგური ავაშენეთ, უზრუნველვყავით სამუშაო ადგილები და ტექნიკური მომზადება ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე ენერგიის გამომუშავების პროცესში წილის მიცემით გავაძლიერეთ ისინი. ამ კოლაბორაციულმა მოდელმა, რომლის მენეჯმენტსა და ფუნქციონირებაში ადგილობრივები აქტიურად არიან ჩართულნი, საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა, პროექტის განვითარებაში მიეღო მონაწილეობა. .

როგორ აფასებთ განახლებადი ენერგიის პოტენციალს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში?

ირაკლი ტყებუჩავა: გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ მზის ან ქარის ენერგიის წყაროებმა მთლიანად უნდა ჩაანაცვლოს ჰიდროენერგია. ჰიდროენერგია სტაბილურობის უზრუნველყოფით ავსებს ამ წყაროებს ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავების რყევების დროს. ჰიდროენერგეტიკა უნდა იყოს მასტაბილიზებელი ძალა ამ სიმძლავრეების გაფართოებისას. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ჰიდროენერგეტიკა თავისთავად სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროა.

დავით ტყებუჩავა: ჩვენი ამბიციები ჰიდროენერგეტიკას სცილდება. ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ ინოვაციურ შესაძლებლობებს ენერგეტიკულ ლანდშაფტში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა გულისხმობს სიონის წყალსაცავზე მცურავი მზის ელექტროსადგურების წინასწარ კვლევას, ამ კონცეფციის სხვა რეზერვუარებზე გაფართოების გეგმებით. ჩვენ ასევე დავაპროექტეთ 50- და 100-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურები და ვავითარებთ კონცენტრირებულ მზის ელექტროსადგურებს, რაც საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ როგორც სახმელეთო, ისე ოფშორულ ქარის ენერგეტიკულ პროექტებს, რითაც ვამყარებთ ჩვენს სვლას საქართველოს განახლებადი ენერგიის პორტფელის დივერსიფიკაციისკენ.

რა არის კომპანიის პრიორიტეტები 2025 წლისთვის?

ირაკლი ტყებუჩავა: 2025 წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი პირველი ჰიდროელექტროსადგურის, ტაშისკარი ჰესის ამოქმედება და რამდენიმე საკვანძო პროექტის გადაყვანა განვითარების მომდევნო ეტაპებზე.

ანგული ტყებუჩავა: ეს წელი 16-წლიანი თავდადებისა და შეუპოვრობის კულმინაციას წარმოადგენს. ტეხურისა და ხაიშურას კასკადების მსგავს მსხვილ პროექტებს, საფუძველი, სავარაუდოდ, მაისში ან ივნისში ჩაეყრება.

დავით ტყებუჩავა: 2025 წელს მიზნად ვისახავთ გადავაჭარბოთ 2024 წლის მიღწევებს. ჩვენი ყურადღება მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე არ მახვილდება; ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ადამიანებში. ჩვენ ხელს ვუწყობთ ინჟინრების მომავალ თაობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ჩვენ Gross Energy Group-ს ვხედავთ არა მხოლოდ როგორც ლიდერს პროექტების განვითარებაში, არამედ როგორც განათლებისა და ცოდნის გაზიარების ცენტრს. სტაჟირებისა და სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით ჩვენ ახალგაზრდა პროფესიონალებს ვთავაზობთ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც უზრუნველყოფს ამ სექტორში მათთვის საჭირო უნარების შეძენას. ეს ჩვენი ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომ მოვამზადოთ კვალიფიციური მუშახელი და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ მიერ განხორციელებულმა ზრდამ ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა განაგრძოს.

Tags: Gross Energy Grouptopგანახლებადი ენერგიაენერგოსექტორიჰიდროელექტროსადგური
Previous Post

A Vision for Georgia’s Energy Independence

Next Post

გასული წელი და 2025 წლის გამოწვევები

Anina Tepnadze

Next Post
გასული წელი და 2025 წლის გამოწვევები

გასული წელი და 2025 წლის გამოწვევები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result