Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი ანტრეპრენიორები

Grammarly-ის დამფუძნებლები თქვენი შეცდომების წყალობით მილიარდერები ხდებიან

by Davit Tsiramua
November 29, 2021
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, მილიარდერები, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ფინანსები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Grammarly-ის დამფუძნებლები თქვენი შეცდომების წყალობით მილიარდერები ხდებიან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გრამატიკის შემოწმების $200-მილიონიანი ინვესტიცია არა მხოლოდ $13-მილიარდიანი ღირებულების კომპანიად გარდაიქმნა, არამედ მილიარდერთა სიას საკუთარი დამფუძნებლების სახით ორი ახალწვეულიც შესძინა. Forbes-ის შეფასებით, უკრაინული წარმოშობის მეწარმეები მაქს ლიტვინი და ალექს შევჩენკო, რომლებმაც 2009 წელს ავტომატური წერის ასისტენტი შექმნეს, ბოლო დაფინანსების რაუნდის წყალობით, ინდივიდუალურად, $4 მილიარდის მფლობელები არიან.

Pitchbook-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, Grammarly-ის აქციების დაახლოებით 22%-ს ინვესტორები ფლობენ, რომლებიც დაფინანსების ორივე რაუნდში, 2019 და 2021 წლებში მონაწილეობდნენ. კომპანიის მესამე თანადამფუძნებლის საკუთრებაში კი, რომელიც ამავდროულად ლიდერიცაა, Grammarly-ის მხოლოდ 1%-იანი წილი შედის. ხოლო  35-35%-იანი აქტივები, ლიტვინისა და შევჩენკოს ქონებას  ოთხ-ოთხი  მილიარდი დოლარით განსაზღვრავს. თავად Grammarly საკუთრების გადანაწილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა Forbes-თან საუბრისას, კომპანიასთან დაახლოებული პირი ციფრების სიზუსტეს ადასტურებს.

მაქს ლიტვინი და ალექს შევჩენკო, Grammarly

Grammarly არაა პირველი კომპანია, რომელიც ლიტვინმა და შევჩენკომ ერთად დააარსეს. რეალურად, მათ Grammarly-ის შექმნის იდეა უნივერსიტეტში მათსავე დაფუძნებულმა საწარმომ, MyDropBox-მა შთააგონა.  MyDropBox-მა, რომელიც სტუდენტების ნაშრომებში პლაგიატის აღმოჩენისა და პროფესორთა დახმარების მიზნით შეიქმნა, მომავალი მილიარდერები მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქრა: ადამიანების მხრიდან პლაგიატის არჩევის მიზეზი ის ხომ არაა, რომ მათ უბრალოდ უჭირთ იმის გადმოცემა, რაც სურთ. კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, თავდაპირველად MyDropBox-ი სკანდალშიც გაეხვა, როდესაც მას ბრალი სტუდენტებისთვის ნაშრომების მიყიდვის ვებსაიტთან კავშირში დასდეს. თუმცა, როგორც შევჩენკო და ლიტვინი აცხადებდნენ, ისინი არასდროს გაყიდდნენ მათ საიტზე ატვირთულ არცერთ ნაშრომს და ისინი მხოლოდ ქაღალდის ქარხნის ვებგვერდის დასაპროგრამებლად იყვნენ დაქირავებულნი. ამერიკასა და კანადაში გადასვლის შემდგომ მათ გააცოცხლეს MyDropBox-ის იდეა, რომელიც  საბოლოოდ  საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კომპანია Blackboard-მა შეიძინა.

Grammarly სან-ფრანცისკოში, ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაარსებული კომპანიაა, რომელიც თავდაპირველად Sentenceworks-ის სახელწოდებით მხოლოდ სტუდენტებზე ორიენტირებული სერვისი იყო. თუმცა Grammarly-ის მოქმედების არეალი მალევე გაფართოვდა და განათლების სფეროდან გრამატიკის შემმოწმებელ სერვისად იქცა, რომელიც გამოიყენება როგორც უბრალოდ მეილში, ასევე დოკუმენტებსა და სხვადასხვა ნაშრომში დაშვებული შეცდომის აღმოსაფხვრელად. ბოლო რაუნდამდე კომპანიამ $90 მილიონამდე მოიზიდა ინვესტორებისგან, 2019 წლის მონაცემებით კი მისი ღირებულება მხოლოდ $1 მილიარდს უდრიდა. General Catalyst-ის ხელმძღვანელობით გამართული რაუნდის შემდგომ, კომპანიის ინვესტორებს ბეილი გიფორდი და BlackRock-ი შეუერთდნენ. Grammarly-ის ოფისები სან-ფრანცისკოში, ვანკუვერსა და კიევში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ Grammarly-ის უფასო ვერსიები ნებისმიერი მომხმარებლისთვის 2015 წლიდანაა ხელმისაწვდომი, დამატებითი სერვისების მისაღებად კი $12 და $15 გადახდაა საჭირო. კომპანიის განცხადებით, Grammarly, 500,000 აპლიკაციისა და ვებსაიტის დახმარებით, რომელიც სოციალურ მედიას, ვებბრაუზერსა და Microsoft Word-ისაც მოიცავს, ყოველდღიურად 30 მილიონ ადამიანს ემსახურება. კომპანიამ ასევე გამოუშვა დამატებითი პროდუქტები, როგორიცაა, მაგალითად,  Grammarly for Business-ი კორპორაციული გამოყენებისთვის. მისი  მომხმარებელი არაერთი მსხვილი ორგანიზაციაა, მათ შორის – Zoom-ი, Cosco, Dell-ი და Expedia.

Previous Post

თურქეთმა განახლებადი ენერგიის 2023 წლისათვის დასახულ მიზნებს 2021 წლის ბოლოს მიაღწია

Next Post

მთავრობების დავალებით iPhone-ების გატეხისთვის Apple საჩივარს ამზადებს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მთავრობების დავალებით iPhone-ების გატეხისთვის Apple საჩივარს ამზადებს

მთავრობების დავალებით iPhone-ების გატეხისთვის Apple საჩივარს ამზადებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result