Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

Google-მა ChatGPT-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი, Bard-ი წარმოადგინა

by გიორგი არონია
February 7, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
Google-მა ChatGPT-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი, Bard-ი წარმოადგინა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საუკეთესო ხელოვნური ინტელექტისთვის ბრძოლა, რომელიც ათწლეულებია, რაც მიმდინარეობს, მაგრამ ფართო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოექცა, საინტერესო ფაზაში შევიდა. საქმე ისაა, რომ გასულ კვირას, Google-მა OpenAI-სა და Microsoft-ის კოლაბორაციით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის კონკურენტი, Bard-ი წარმოადგინა, რის შესახებაც ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ ბლოგში დაწერა.

როგორც პიჩაი წერს, Bard-ი ექსპერიმენტული სასაუბრო ხელოვნური ინტელექტია, რომელიც ადამიანების შეკითხვებს უპასუხებს და მათთან საუბრის გაბმას შეძლებს. პირველ ეტაპზე, პროგრამულ უზრუნველყოფას ნდობით აღჭურვილ ტესტერთა მცირე წრე გამოცდის, ხოლო რამდენიმე კვირაში, Google-ი Bard-ის საჯაროდ გახსნასაც ვარაუდობს. ის, თუ Google-მა რამდენად მძლავრი და ტექნიკურად გამართული ხელოვნური ინტელექტი შექმნა, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ისეთივე მოქნილი იქნება, როგორც OpenAI-ის ChatGPT. Google-ის მიერ გავრცელებული სურათიდან ვიგებთ, Bard-ის გამოყენება შეიძლება, როგორც წვეულებების დასაგეგმად, ასევე ოსკარზე ნომინირებული ორი ფილმის შესადარებლად და კერძის რეცეპტის შედგენა იმ პროდუქტების გამოყენებით, რაც მაცივარში გაქვთ.

ფოტო: Google

სუნდარ პიჩაის შეფასებით, Google-ის ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ცნობისმოყვარეობას აღუძრავს, რაშიც, დიდწილად, ინტერნეტი ეხმარება – ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Bard-ი მეტად გარკვეული იქნება მცირე ხნით ადრე მომხდარ ამბებში, რადგან სწორედ ესაა ChatGPT-ის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი. „Bard-ი ადამიანებს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენასა და ცნობისმოყვარეობის განვითარებაში დაგეხმარებათ – მისი გამოყენებით, ჯერ NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გაკეთებულ ახალ აღმოჩენას აუხსნით ცხრა წლის ბავშვს, მერე კი გაიგებთ, ფეხბურთში საუკეთესო თავდამსხმელის ვინაობას და ვარჯიშს შეუდგებით“.

ფოტო: Google

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: ყველაფერი ის, რასაც Google-ი აკეთებს ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ როგორც ჩანს, ანალიტიკოსების შეფასება გამართლდა და ChatGPT-ის გამოჩენამ ტექნოლოგიური გიგანტი რთულ დღეში ჩააგდო. მარტო ის რად ღირს, კომპანიის თანადამფუძნებელი, სერგეი ბრინმა კოდის წერა რომ განაახლა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ChatGPT-ის ტექნოლოგიაში არაფერი იყო რევოლუციური – უბრალოდ, ის პირველი ხელოვნური ინტელექტი გახდა, რომელიც ადამიანებმა მასობრივად გაიცნეს, დედამიწის ყველა წერტილში. შესაბამისად, გაჩნდა საუბრები ChatGPT-ის სამეცნიერო კვლევებსა და სწავლების პროცესში გამოყენებაზე, ზოგი კი საერთოდ, მის აკრძალვაზე ალაპარაკდა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ Google-ის ერთ-ერთი კონკურენტი, ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული Microsoft-ი, რომელიც ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის ერთ-ერთი სტრატეგიული ინვესტორია. ამ თანამშრომლობას Microsoft-ი მისთვის სასიკეთოდ გამოიყენებს – ChatGPT-ის ინტეგრირება იგეგმება, როგორც საძიებო სისტემა Bing-ში, რისი დამადასტურებელი (ან, პირიქით) სურათები ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელდა, ასევე სხვა აპლიკაციებში, მათ შორის საოფისე ნაკრებში.

Bing-ის განახლებული ფუნქციონალის ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა | ფოტო: Owen Yin

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა ChatGPT-ზე საუბრობს, Google-ის შესაძლებლობები, ამ მხრივ, არანაკლებ საინტერესო და აღმაფრთოვანებელია. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ტრანსფორმაციული, ან თუ გნებავთ, გარდამქმნელი ტექნოლოგია, რომელსაც ChatGPT-ი იყენებს, სწორედ Google-მა შექმნა და 2017 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო კვლევაში აღწერა. ამ ტექნოლოგიას Google-იც ავითარებდა და ადამიანური ენის მოდელი შექმნა, სახელწოდებით LaMDA, რომელიც დღეს, Bard-ის საფუძვლად გვევლინება.

ზოგადად კი, ხელოვნური ინტელექტის პროექტებს Google-ი, შეიძლება ითქვას, დაფუძნების დღიდან ავითარებს, მაგრამ OpenAI-სგან განსხვავებით, Google-ის ესა თუ ის პროექტი საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი. ამ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი ის გახლავთ, რომ ხშირად, სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის ფართომასშტაბიანი მოდელები საზოგადოებებში არსებულ სოციალურ შეთანხმებებს არ ითვალისწინებენ და შედეგად, ტოქსიკურ კონტენტს, არასწორ ინფორმაციას და სიძულვილის ენას ავრცელებენ.

თუმცა, როგორც ჩანს, Google-ი ამ პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს. როგორც სუნდარ პიჩაი წერს, ტექნოლოგიური გიგანტი გამოიყენებს, როგორც ტესტერთა უკუკავშირს, ასევე შიდა ტესტირების შედეგებს, რათა Bard-ი მაღალი ხარისხის ხელოვნურ ინტელექტად ჩამოყალიბდეს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს არ შეუწყობს.

დასასრულს აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ Google-ი აქ არ ჩერდება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ასეთი, რომელსაც კომპანიაში ათწლეულებია, რაც ავითარებენ, Google-ის სხვადასხვა პროდუქტებში ინტეგრირდება, მათ შორის საძიებო სისტემაში. თავად ეს ტრენდი ახალი არ არის და ის ნამდვილად არ უკავშირდება ChatGPT-ის უეცარ გამოჩენას, რადგან ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო ხშირად, ბმულების ამოყრის გარდა, რასაც Google-ის საძიებო სისტემა განვითარების ადრეულ ეტაპზე აკეთებდა, ის კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების გაცემასაც ცდილობს.

ფოტო: Google

„სულ მალე, საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალს შეხვდებით, რომელიც რთულ ინფორმაციას მარტივ მამრავლებად დაგიშლით და რამდენიმე პერსპექტივას წარმოგიდგენთ, რათა საკითხში სწრაფად გაერკვეთ და ინტერნეტის გამოყენებით უფრო მეტი ისწავლოთ“, – წერს სუნდარ პიჩაი საკუთარ ბლოში და იქვე, ახალ პროდუქტებს აანონსებს, რომელთაც მომხმარებლები უახლოეს კვირებში იხილავენ. მანამდე კი, Google-ის ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაველოდოთ, რომელიც 8 თებერვალსაა ჩანიშნული – Bard-ის ოფიციალური პრეზენტაციაც, სავარაუდოდ, სწორედ იქ შედგება.

Previous Post

აშშ-მა ჩინური საჰაერო სადაზვერვო ბუშტი ჩამოაგდო

Next Post

Forbes: 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიები

გიორგი არონია

"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

Next Post
Forbes: 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიები

Forbes: 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result