Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი ანტრეპრენიორები

გონივრული რენოვაცია

by Anina Tepnadze
July 23, 2025
in ანტრეპრენიორები, ინტერვიუ, პარტნიორის კონტენტი
0
გონივრული რენოვაცია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
კონცეპტუალური რენოვაციის კომპანიის, Confidence-ის თანამდამფუძნებლებმა, კახი ლობჟანიძემ და გიორგი დემეტრაშვილმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში 20-მდე საცხოვრებელი და კომერციული პროექტი განახორციელეს. რენოვაციის მიმართ მათი უნიკალური მიდგომა რემონტთან დაკავშირებულ სტრესულ გამოცდილებას კომფორტულ და მოწესრიგებულ პროცესად გარდაქმნის.


მოგვიყევით თქვენი წარსულისა და კარიერული გზების შესახებ — რამ მიგიყვანათ Confidence-ის დაარსებამდე?

კახი: ბავშვობაში ორი თამაში მიყვარდა — ერთი იყო “მშენებლობანა”, მეორე კი — “პოლიტიკოსობანა”. 18 წლის ასაკში პოლიტიკა ავირჩიე და საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოთხი წელი ვმუშაობდი სახელმწიფო სექტორში და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ წარმატებული გამოცდილება. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ სახელმწიფო სამსახური არ იყო ის ადგილი, რომელიც ჩემს სურვილებს ბოლომდე უპასუხებდა და კერძო სექტორში გადავინაცვლე. დავაფუძნე ტურისტული კომპანია და პარალელურად პროფესიულ დონეზე დავიწყე ქოუჩინგის შესწავლა. ორი წლის შემდეგ მთლიანად ქოუჩინგზე გადავერთე და ამ სფეროში აქტიურად ვიმუშავე 5-6 წლის განმავლობაში. ერთ დღეს მეგობარმა მითხრა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი-სამი პროექტი “განახორციელა”: ყიდულობდა ბინას შავი კარკასის მდგომარეობაში, არემონტებდა და შემდეგ — ყიდდა. მეც მომეწონა ეს იდეა: ავიღე სესხი, ვიყიდე ფართი და არაჩვეულებრივად გავარემონტე. პირველი მცდელობა დიდად წარმატებული არ გამოდგა. მთელი რესურსი, ძალა და თანხები ხარისხიან მასალასა და შესრულებაში ჩავდე, თუმცა ბინა იმ ფასად არ გაიყიდა, რა ფასადაც წარმომედგინა. მაშინ გავაცნობიერე, რომ არ არსებობდა კომპანია, რომელიც მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სწორ ბიუჯეტირებაში დაეხმარებოდა, რჩევებს მისცემდა, სად ღირდა თანხის დაზოგვა და სად — არა, და სრულად წარმართავდა ამ პროცესს. ცარიელი ნიში იყო. მაშინ გავიფიქრე, რომ ნაცვლად ლოდინისა, როდის გამოჩნდებოდა ბაზარზე ვინმე, ვინც ამ პრობლემას მოაგვარებდა, თავადვე მეპოვა გამოსავალი.

გიორგი: ჩემი კარიერა 17-18 წლის ასაკში საბანკო-საფინანსო სფეროთი დაიწყო. ერთ დღეს გადავწყვიტე, რადიკალურად შემეცვალა მიმართულება და შესყიდვების სფეროში გადავინაცვლე. თავიდან დამწყები სპეციალისტის პოზიციაზე ვმუშაობდი, შემდეგ კი უფროსი სპეციალისტი გავხდი. ამის შემდეგ მოვხვდი ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, სადაც მშენებლობისა და რემონტის პროცესებს სიღრმისეულად პირველად გავეცანი. ამ პერიოდში პარალელურად კომპანიის რეორგანიზაციაც მიმდინარეობდა და ახალი მიმართულებების განვითარებაზე ვმუშობდით. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში კონკრეტული დიზაინის მიხედვით 50-მდე ბინა გავარემონტეთ. პროცესი საკმაოდ შრომატევადი, თუმცა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და მაშინ უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე სარემონტო მასალების შერჩევის, კომპანიებთან ურთიერთობისა და შესყიდვების კუთხით. დაახლოებით ამავე პერიოდში შემთხვევით შევხვდი კახის, რომელიც ჩემი ძველი მეგობარია და მან კომპანიასთან დაკავშირებული გეგმები, იდეები და ხედვა გამიზიარა. სწორედ ასე დაიწყო ჩვენი პარტნიორობა.

საქმიანობის წამოწყებამდე თავად როგორი დამოკიდებულება გქონდათ რემონტისა და რენოვაციის პროცესის მიმართ?

კახი: მე მჯერა, რომ თუ პრობლემას ხედავ, თავად უნდა სცადო მისი გადაწყვეტა და თუ ამას ისე შეძლებ, რომ სხვებსაც დაეხმარები, ეს უკვე წარმატებულ ბიზნესად შეგიძლია აქციო. ვფიქრობ, რომ ქოუჩინგის გამოცდილებამ ერთი მნიშვნელოვანი უნარი გამომიმუშავა, რომელიც ამ სფეროში აუცილებელია: ქაოსიდან სტრუქტურის შექმნა, პრიორიტეტების განსაზღვრა, დალაგება. რენოვაციაც მოიცავს ამ ეტაპებს და როცა გათვლები არასწორია, პროცესი შეიძლება წლობით გაიჭიმოს, კონფლიქტები გამოიწვიოს და ასე შემდეგ. ისტორიები, რაც ყველას გვსმენია “მტანჯველ რემონტებზე”, გაზვიადებული არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა გზა არ არსებობს: თუ ყველაფერს სწორად დაგეგმავ, რენოვაცია შეიძლება სასიამოვნო იყოს.

კახი ლობჟანიძე

გიორგი: თავიდან, სანამ ამ სფეროს უკეთესად გავიცნობდი, მეც იგივე წარმოდგენა მქონდა, რაც უამრავ სხვა ადამიანს, რომ რემონტი არის ტანჯვა, დროის ფლანგვა, ხელოსნები გემალებიან, ხარჯები მუდმივად იზრდება და სხვა… მას შემდეგ, რაც კახიმ და მე აზრები გავცვალეთ, მივხვდი, რომ სწორი სისტემის შექმნისა და საქმეების სათანადოდ მენეჯმენტის შემთხვევაში, პროცესის კომპლექსურობა შეიძლება საინტერესოც იყოს. ყველა დეტალის გათვლა და შემდეგ აღსრულება, ცხადია, მრავალმხრივ უნარებს მოითხოვს, და მათი პრაგმატულად გამოყენების შემთხვევაში, ყველაზე რთული პროექტებიც კი შეგიძლია, წარმატებულად აქციო.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი ფინანსურად მოგებიანი იყოს? როგორია Confidence-ის ბიზნესმოდელი?

გიორგი: ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ბიზნესმოდელი კიდევ უფრო დავხვეწოთ. ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ, კონკურენტებისაგან განსხვავებით, წინასწარ ვითვლით ყველა ხარჯს, ვქმნით ჩასატარებელი სამუშაოების სრულ სიას და კლიენტმა თავიდანვე იცის, რა პასუხისმგებლობას ვიღებთ მის წინაშე. მას აღარ უწევს ხელოსნების ზედამხედველობა და მთელი პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. გვყავს ემიგრანტი კლიენტებიც, რომლებიც ფიზიკურად ვერ იქნებიან ადგილზე და მათი მინიმალური ჩართულობით მიგვყავს საქმე ბოლომდე. ჩვენ ერთდროულად ვართ როგორც საკონსულტაციო, ისე რენოვაციის კომპანია: ვაძლევთ რჩევებს, ვადგენთ კონცეფციას და უზრუნველვყოფთ განხორციელებას. თუ რაღაც სათანადოდ ვერ დავთვალეთ, ამას ჩვენითვე ვაგვარებთ ისე, რომ კლიენტს ხარჯი არ ეზრდება. ეს მიდგომა გვეხმარება, რომ ყოველ შემდეგ პროექტზე მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. ძირითადად, 99-დან 100%-მდე სიზუსტით ვითვლით ხარჯებს, რასაც ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება.

რა არის კონცეპტუალური რენოვაცია და რით განსხვავდება ის ყველასთვის კარგად ნაცნობი რემონტისგან?

კახი: კონცეპტუალური რენოვაცია, როგორც წესი, იწყება დიზაინის ეტაპით. პირველ რიგში, საჭიროა გააცნობიერო საკუთარი სურვილები და საჭიროებები. კონცეპტუალური რენოვაცია ნიშნავს, რომ ადამიანმა სრულად იცის, რა გააკეთა და საქმე გვაქვს მისი სურვილებისა და ხედვის გაცოცხლებულ ვერსიასთან და არა უბრალოდ სხვადასხვა წყაროდან შეკრებილი იდეების ჯამთან. შეიძლება მოგწონდეს კონკრეტული ტიპის დიზაინი, მაგრამ შენი შესაფერისი არ იყოს და ამას ჩვენ კი არ ვწყვეტთ, რა არის შენი შესაფერისი და რა — არა, არამედ ერთად ვმუშაობთ ისე, რომ თავად შექმნა შენი სახლის თუ სივრცის კონცეფცია.

უკვე დასრულებულ პროექტებთან დაკავშირებით რა უკუკავშირი მოგისმენიათ?

კახი: ყველაზე ხშირად აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ერთი-ორჯერ მიუწიათ “ობიექტზე” მისვლა, და ამბობენ, რომ “ყველა დანაპირები ზედმიწევნით შევასრულეთ”. ჩვენც მუდმივად ვუსვამთ კითხვას დამკვეთებს, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია და პროექტიდან პროექტამდე ვიზრდებით.

როგორ განსაზღვრავთ პროექტის დასრულების ვადებს?

კახი: თითოეულ პროექტს სირთულის მიხედვით ინდივიდუალურად ვაფასებთ. უხეშად რომ ვთქვათ, ერთსაძინებლიანი სტუდიოს ტიპის ბინის რენოვაციისთვის წინადადებისა და ბოუჯეტის მომზადების ეტაპი დაახლოებით სამ კვირას გრძელდება, ეს ეტაპი დიდ ყურადღებას მოითხოვს, რადგან რენოვაციის დაწყებამდე წინასწარ ყველა დეტალი დაზუსტებული და დაგეგმილი უნდა იყოს, ხოლო თავად რენოვაცია 60-90 დღე მიმდინარეობს.

Confidence ჯერ კიდევ ძალიან ახალი კომპანიაა. როგორ გპოულობენ დაინტერესებული პირები?

კახი: ბრენდის ოფიციალურად დაფუძნებამდე ჩემი პლატფორმის გამოყენებით ვუზიარებდი კომპანიის შექმნის პროცესს წლების განმავლობაში შემოკრებილ აუდიტორიას. პირველი კლიენტები პროფესიონალური რეპუტაციისა და პიროვნული ნდობის შედეგად მოვიზიდე, თავის მხრივ, გიორგისაც, როგორც თავის საქმის პროფესიონალს, ბევრი ადამიანი იცნობს. პირველი რამდენიმე პროექტის შემდეგ უკვე დიდი დაინტერესება ვიგრძენით. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ რემონტის პროცესზე საუბრისას ადამიანები უმეტესად წუწუნებენ ან უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ჩვენი დამკვეთები კი ძირითადად იმაზე საუბრობენ, რამდენად გაუმარტივდათ რენოვაცია ჩვენთან ერთად.

გიორგი: ბევრ პროექტზე უარს ვამბობთ. როგორც კლიენტები ირჩევენ კომპანიას, ასევე ჩვენც ვარჩევთ, ვისთან ვითანამშრომლოთ. რენოვაცია რომ წარმატებული იყოს, აუცილებელია ეფექტიანი კომუნიკაცია და შეგრძნება, რომ ერთ საქმეს ვემსახურებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ორივე მხარისთვის სასიამოვნო იყოს.

გიორგი დემეტრაშვილი

თქვენი აზრით, რა ცვლილებებს საჭიროებს საქართველოში ინტერიერის დიზაინისა და რემონტის სფეროები?

კახი: დღეს ბევრს ჰგონია, რომ დიზაინის შექმნა მარტივია, რემონტი კი სწორხაზოვანი პროცესია. რეალურად კი, როგორც კორპუსის აშენებას სჭირდება სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, ასევეა ბინის შემთხვევაშიც, შედარებით მცირე მასშტაბზე. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ადამიანები გააცნობიერებენ, რეალურად რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული თითოეული დეტალი. მაშინ, როცა არ არსებობდა რესურსები, ადამიანები ერთნაირ რემონტს აკეთებდნენ, გავიარეთ საბჭოთა რემონტის ეტაპი, მერე უკვე შემოვიდა ეგრეთ წოდებული ევრორემონტი, რომელიც ასევე ერთგვაროვანი იყო. ახლა უკვე ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, ცნობიერებაც გაგვეზარდა, ცოდნამაც იმატა და რაც უფრო მეტი არჩევანია, მით უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღებაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საქმეში შენ მიერ შერჩეულ კომპანიას თუ გუნდს ენდობოდე. ჩვენ არ გვეზარება, რომ ბევრი ვესაუბროთ კლიენტს, ავუხსნათ, საქმის კურსში ჩავაყენოთ და ამ პროცესში დამკვირვებლის როლით ჩავრთოთ.

Confidence-ის საერთო სამუშაო სივრცე D Block-დან ფუნქციონირებს. როგორ პასუხობს ეს გარემო თქვენი კომპანიის საჭიროებებს?

გიორგი: პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ D Block-ის თანამშრომლები ყველა წამოწყებაში გვიჭერენ მხარს. რაც შეეხება თვითონ სამუშაო გარემოს, ეს სივრცე ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ შემთხვევაში რიცხვებზე სრული კონცენტრაცია მჭირდება, რათა რაიმე შეცდომა არ დავუშვა. აქ თითოეული დეტალი, განათებით დაწყებული და ავეჯით დასრულებული, ისეა მოწყობილი, რომ საქმეზე ფოკუსირდე. ასევე სასიამოვნოა ღია სივრციდან მუშაობის შესაძლებლობა და გამწვანება. ყველა ეს ფაქტორი პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

კახი: გარდა უშუალოდ D Block-ის თანამშრომლებისა, აქ მომუშავე სხვა ადამიანებიც ბევრ რამეში ეხმარებიან ერთმანეთს. ხშირად წლებია ხოლმე საჭირო იმისთვის, რომ კომპანიამ თანამოაზრეების წრე შემოიკრიბოს, აქ კი ეს მარტივად და ბუნებრივად ხდება.

როგორ წარმოგიდგენიათ Confidence-ის მომავალი? რა მიმართულებით გეგმავთ კომპანიის განვითარებას?

კახი: ვაპირებთ, დასახული მიზნებისკენ აუჩქარებლად ვიაროთ და გზაში ბევრი ახალი რამ ვისწავლოთ. Confidence-ის მისიაა, საქართველოში რენოვაციის კულტურა დაამკვიდროს და შეცვალოს წარმოდგენა, რომ რემონტი აუცილებლად უსიამოვნო, ქაოსური პროცესია.

გიორგი: ჯერ მხოლოდ წელიწად-ნახევარია, რაც ამ სფეროში ვართ და ჯერ არ ვჩქარობთ დიდ პროექტებზე გადასვლას. გვინდა, ის საფეხურები, რასაც ახლა გავდივართ, სრულად ავითვისოთ და ბიზნესმოდელიც უფრო გავმართოთ. ცოტა უფრო შორეული სამომავლო გეგმები კი დეველოპერულ და სამშენებლო მიმართულებებს უკავშირდება.

Tags: Confidencetopგიორგი დემეტრაშვილიკახი ლობჟანიძერენოვაციასტარტაპი
Previous Post

რომელი ქვეყნების ბირთვული არსენალი იზრდება ყველაზე სწრაფად?

Next Post

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70,000-ლარიანი გირაო შეეფარდა

Anina Tepnadze

Next Post
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70,000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70,000-ლარიანი გირაო შეეფარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result