• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home პროფილი ანტრეპრენიორები

Glovo-ს სამწლიანი ქართული ისტორია | ინტერვიუ როდრიგო ალიერთან და დიმა რასნოვსკისთან

by Davit Tsiramua
April 12, 2024
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ინტერვიუ, მენეჯერები, პროფილი, ყველა სიახლე
0
Glovo-ს სამწლიანი ქართული ისტორია | ინტერვიუ როდრიგო ალიერთან და დიმა რასნოვსკისთან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„გვინდა, Glovo ქართულ ბრენდად ვაქციოთ. არ გვსურს ესპანურ კომპანიად ვითვლებოდეთ, რომელიც აქ სტანდარტული სამოქმედო გეგმით ხელმძღვანელობს“, – მითხრა როდრიგო ალიერმა, Glovo-ს ერთ-ერთმა საერთაშორისო აღმასრულებელმა. ისე, თუ დავუფიქრდებით, როდრიგო ცამდე მართალია. ქართულ ბაზარზე Glovo სამი წლის წინ გამოჩნდა და ამ დროში საქართველოს ისე მოუშინაურდა, რომ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. თუმცა Glovo-სა და საქართველოს ურთიერთობაზე საუბარი უფრო ვრცლადაც შეიძლება: Glovo-ს საკულტო ყვითელი ჩანთები ადამიანებს სიხარულით ავსებენ, ხოლო კურიერები, რომლებიც თბილისსა და საქართველოს კიდევ ცხრა ქალაქში მიდი-მოდიან, პროგრესისა და ახალი შესაძლებლობების სიმბოლოდ იქცნენ.

Glovo მრავალმხრივი მიტანის სერვისია, რომელსაც მარტივი, მაგრამ შესანიშნავი ხედვა აქვს: Glovo-ს სურს, რომ ყველას ყველაფერზე მარტივი წვდომა მისცეს იმ ქალაქში, სადაც არიან. დღეს Glovo-ს სერვისები ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ოცდათხუთმეტი ქვეყნის 1400-ზე მეტ ქალაქში არის ხელმისაწვდომი, რასაც კომპანიის მიერ დასაქმებული 3500-მდე ადამიანი უზრუნველყოფს. გასულ წელს Glovo-ს საკონტროლო პაკეტი მიტანის სერვისის გერმანულმა გიგანტმა, Delivery Hero-მ შეიძინა – ამ გარიგების შედეგად, რომელიც €2.3 მილიარდად შეფასდა, Glovo ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად იქცა.

თუმცა დიდი ხანია, რაც Glovo მხოლოდ მიტანის სერვისი არ არის. Glovo-ს სურს, იმ ტექნოლოგიურ ძრავად იქცეს, რომელიც არა მხოლოდ მსხვილ, უკვე ჩამოყალიბებულ კომპანიებთან ითანამშრომლებს, არამედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს გაციფრულებაში დაეხმარება. ამ მიდგომის ნათელ მაგალითად Glovo-ს გაფართოების სტრატეგიაც გამოდგება – ესპანური ბრენდი წარმოდგენილია როგორც დედაქალაქებსა და სხვა და სხვა დიდ ქალაქებში, ისე შედარებით მცირე ზომის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც, ხშირად, მსხვილ ბრენდებს ვერც კი შევხვდებით.

Glovo-ს საოპერაციო ბიზნესის თავისებურებებზე, ბრენდის ქართული მომავლისა და მისი გაფართოების სტრატეგიის,   მიტანის სერვისის გიგანტის წინაშე არსებული  სირთულეებისა და შესაძლებლობების შესახებ Glovo-ს პარტნიორებთან და ბრენდებთან ურთიერთობის დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორს, როდრიგო ალიერს და კომპანიის რეგიონულ დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დიმა რასნოვსკის ვესაუბრე.

მოდი, Glovo Brands Day-ზე ვისაუბროთ, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართა. რისი თქმა გსურდათ Glovo-ს ქართველი პარტნიორებისთვის?

როდრიგო ალიერი: სამ წელიწადზე მეტია, რაც Glovo საქართველოში ოპერირებს და გადავწყვიტეთ, რომ შესანიშნავი დრო იყო, შეგვეკრიბა ჩვენი ყველა მთავარი პარტნიორი და საკვანძო ბრენდები, რომლებიც Glovo-ს ეკოსისტემას ქმნიან. გვსურს, უფრო გამჭვირვალე ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში და ვუპასუხოთ ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა „როგორია ჩვენი ამბიცია?“ და „როგორია ჩვენი ხედვა?“. ამასთან ერთად, Glovo-ს მასიური ეკოსისტემის გარშემო დიდი იმპულსის შექმნა გვსურს. გვინდა, რომ ჩვენი პარტნიორები და ბრენდები სუპერჩართულები იყვნენ – გვსურს, დაინახონ Glovo, როგორც პლატფორმა, რომელშიც მათ ზრდისთვის ინვესტირების გაგრძელება შეუძლიათ. ჩვენი  ბაზარი სამმხრივი იყო, მაგრამ ახლა უკვე ოთხმხრივ მოდელზე გადავდივართ. ამრიგად, ჩვენი პარტნიორები და ბრენდები ბაზრის შემოთავაზებული ყველა ღირებულების კაპიტალიზაციისთვის შესანიშნავ პოზიციაში იმყოფებიან. ჩვენ იმ განზომილებას მივაღწიეთ, რომელიც ამის რეალობად ქცევის საშუალებას გვაძლევს. დღეს ყურადღებას ტექნოლოგიის განვითარებაზე ვამახვილებთ, რაც რამდენიმე წლის წინ მთავარი არ იყო.

დიმა რასნოვსკი: Glovo Brands Day  შეკრების შესანიშნავი შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ Glovo დიდი მოთამაშეა, საუკეთესო შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ გვაქვს და მათ შესაქმნელად გზა ერთად უნდა გამოვძებნოთ. გვწამს, რომ ამის განსახორციელებლად გამჭვირვალობის პრაქტიკა და ბრენდებთან პარტნიორობა საუკეთესო გზაა. საკვების მიტანის სერვისის შესახებ სახელმძღვანელოები არ არსებობს – მისი შექმნა მხოლოდ გუნდური მუშაობითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა შევხვდეთ, ვიმუშაოთ, ვიფიქროთ და, საბოლოო ჯამში, რაღაცაზე შევთანხმდეთ.

როდრიგო ალიერი: იცით, ეს მხოლოდ საკვების მიწოდებას არ ეხება. ის, რასაც ჩვენ ვქმნით – სწრაფი კომერციის გამოცდილებაა. ამ კუთხით, საქართველოში ინოვაციებს საცალო მოვაჭრეებთან და სხვა ბრენდებთან ერთად, ჩვენი ულტრასწრაფი პარტნიორობის შეთავაზების ფარგლებში ვნერგავთ. ბევრი ბრენდი გვეკითხება: „როდრიგო, დიმა, რა უნდა ვქნათ, Glovo-ს შიგნით კიდევ უფრო მეტად რომ გავიზარდოთ?“ კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, ბევრია. როგორც დიმამ თქვა, არ არსებობს დაწერილი სახელმძღვანელო – ჩვენ აქ პასუხების გასაცემად ვართ. ჩვენს პროდუქტსა და ტექნოლოგიაში ინვესტიციას ვაბანდებთ, რათა ვუპასუხოთ კითხვებს და ბრენდებს მისი გამოყენების შესაძლებლობა მივცეთ.

რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამთ იმისთვის, რომ Glovo-ში კიდევ უფრო მეტი პარტნიორი და ბრენდი მოიწვიოთ?

როდრიგო ალიერი: ყველაფერი ეს, საკვების მოთხოვნით მიტანის სერვისის დემოკრატიზაციას ეხება. დღეს, ონლაინსივრცეში 1500-ზე მეტი ქართული რესტორანი არის ხელმისაწვდომი, თუმცა მთავარი კითხვა, თუ როგორ მოვიყვანოთ Glovo-ში კიდევ უფრო მეტი რესტორანი – ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ბევრ ქართულ სავაჭრო ობიექტს ელექტრონული კომერცია და ონლაინგაყიდვები არასდროს გამოუცდია. ამრიგად, ცნობიერების ამაღლება გვჭირდება, მაგრამ თან ჩვენი მოვაჭრეებიც უნდა გავაძლიეროთ და მათ შესაბამისი ინსტრუმენტები შევთავაზოთ. შესაძლოა, ზოგიერთს ონლაინვაჭრობა აინტერესებდეს, ზოგი კი საკუთარი ოპერაციების განსავითარებლად ან ვებგვერდის შესაქმნელად საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას ეძებს. ამ ადამიანებს ისე უნდა დავეხმაროთ, რომ მათი მოთხოვნები არ დავივიწყოთ. ზოგიერთ მოვაჭრეს ონლაინგაყიდვების გაზრდის, ზოგს კი ოპერაციების ეფექტიანობის გაზრდის სურვილი ექნება. ჩვენს პარტნიორებს გაციფრულების იმ გზაზე უნდა დავეხმაროთ, რომელსაც ახლა ადგანან. 

ის, რაზეც თქვენ საუბრობთ სუპერ აპის კონცეფციას მაგონებს. საქართველოში ელექტრონული კომერციის ინდუსტრია იმ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების გარშემო კონსოლიდირდება, რომლებიც სუპერ აპის განვითარების სტრატეგიას ეყრდნობიან. Glovo-ს ამ ინსტიტუტების კონკურენტად აღიქვამთ?

დიმა რასნოვსკი: ჯერ ერთი, არ მგონია, რომ კონკურენცია გვქონდეს – პირიქით, თანამშრომლობა გვაქვს. ქართული ბაზარი ჯერ კიდევ განუვითარებელია, ამიტომ ძალიან მიხარია, ეს მოთამაშეები რომ გვყავს, რომლებიც ბაზრისა წესებისა და ადამიანების ქცევების შეცვლაში გვეხმარებიან. ბაზრის წილისთვის ბრძოლა გაცილებით გვიან დაიწყება, რადგან პენეტრაციის მაჩვენებელი ჯერ არასაკმარისად მაღალია. მეორე ისაა, რომ ჩვენ შორის სინერგიის არაერთი წერტილი არსებობს. დღეს საბაზრო თამაშის წესები ეკოსისტემას ეფუძნება და ორთავე ბანკი ამითაა დაკავებული. ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან მაგარი ამბავია. თქვენ ორი ძლიერი მოთამაშე გყავთ, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციის გზით, ინოვაციას წინ მიუძღვებიან. ამავდროულად, საქართველოში Amazon-ი არ არის. უკრაინაში თუ წახვედით, Rozetka-ს ნახავთ, ევროპაში კი – Amazon-ს. დიდი მოთამაშე ყველგანაა, მაგრამ აქ – არა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვაკანტური ნიში შევავსოთ.

როდრიგო ალიერი: ჩვენ ამას პარტნიორობად აღვიქვამთ. შეიძლება, რომ ყველა ეს სუპერ აპი Glovo-ზე ორიენტირებით შეიქმნას, რაც, საბოლოო ჯამში, სინერგიას წარმოშობს – ჩვენ ხომ არა მხოლოდ ოპერაციული, არამედ ტექნოლოგიური ექსპერტებიც ვართ. დანარჩენები, მოდიან რა ფინტექის სამყაროდან, ერთმანეთს ავსებენ. რა მოხდება, ფინტექ-გადაწყვეტებს ჩვენც თუ განვავითარებთ? სიმართლე გითხრათ, ინიციატივების გაერთიანებასაც ვხედავთ, რათა ზოგიერთი ფინანსური ინსტიტუტის ოპერაციული მხარე უზრუნველვყოთ და მეტიც, გარკვეულ ფინტექ-სინერგიებზე ერთობლივად ვიმუშაოთ. ჩვენ ახალი შესაძლებლობების მოძიება გვსურს. 

საქართველოში ოპერირება Glovo-მ სამი წლის წინ დაიწყო. წარსულს რომ გადახედოთ, რა იყო ის მთავარი პრობლემები, რომელთა გადაჭრა მოახერხეთ? ახლა რაზე მუშაობთ?

დიმა რასნოვსკი: მთავარი პრობლემა, რომლის გადაჭრის გზა ვერ მოვიფიქრეთ, საქართველოს მოსახლეობის მკვეთრად გაზრდაა. (იცინის.) ამ თემაზე ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ გამოსავალი ვერ მოვიფიქრეთ.

ზოგადად კი უკანასკნელი სამი წელი შესანიშნავი იყო. ბაზარი ღიაა ინოვაციებისთვის და ამიტომაცაა, აქ ბევრი წამოწყება რომ გვაქვს. დროში დაბრუნება რომ შემეძლოს, გარკვეულ დეტალებს შევცვლიდი და დავაჩქარებდი, განსაკუთრებით Q-Commerce-ის მიმართულებით, მაგრამ, რეალურად, ეს ის შეცდომები იყო, რომლებზეც ჭკუა ვისწავლეთ. ჩვენ კმაყოფილები ვართ. საქართველო ძალიან წარმატებული მაგალითია. ახლა იმაზე ვფიქრობთ, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ზრდის იგივე ტემპი როგორ შევინარჩუნოთ და არა იმ დაბრკოლებებზე, რომლებსაც შეიძლება, შევხვდეთ.

როდრიგო ალიერი: ჩვენ საბაზრო ინვესტიციების ლოკალიზება გვსურს. გვინდა, Glovo ქართულ ბრენდად ვაქციოთ. არ გვსურს სამხრეთევროპულ, ესპანურ კომპანიად ვითვლებოდეთ, რომელიც აქ სტანდარტული სამოქმედო გეგმით ხელმძღვანელობს – პირიქით, ყველაფრის ლოკალიზება გვსურს. ჩვენი ბრენდი ქართულ საზოგადოებას დასაწყისიდანვე მოერგო, ხოლო მოგვიანებით, ბიზნესმოდელის მდგრადობამ, რომელიც თავიდანვე დავამტკიცეთ, გზა ინოვაციებს გაუხსნა.საქართველო ერთ-ერთი პირველი ბაზარი იყო, რომელზეც ჩვენი გამოწერის სერვისი – Glovo Prime-ი დავნერგეთ, თანაც დიდი წარმატებით. ამასთანავე, ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ ინვესტიციის დაბანდება Q-Commerce-ის ღირებულების შეთავაზებაში, რისთვისაც წამყვან საცალო მოვაჭრეებთან ხელშეკრულებები გავაფორმეთ და Glovo Express-ი გავუშვით. თუმცა ნუ დავივიწყებთ კვების ინოვაციების ბიზნესსაც. ამ დროის განმავლობაში არაერთი ახალი ბრენდი შევქმენით და თან წამყვან ბრენდებთან ვთანამშრომლობთ Cook Rooms-ების შესაქმნელად. ქართულმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, რომ ინოვაციები თავიდანვე დაგვენერგა. დღეს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე საბაზრო პენეტრაციის ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი აქვს იმ ქვეყნებს შორის, სადაც Glovo არის ხელმისაწვდომი. თუმცა, მიუხედავად ამისა, გვჯერა, რომ საქართველოს ზრდის პოტენციალი აქვს და გვსურს, რომ ამ ზრდის ნაწილი ჩვენც ვიყოთ.

მოდი, ლოკალიზაციას ჩავუღრმავდეთ. Glovo წარმოდგენილია როგორც დედაქალაქებსა და სხვა დიდ ქალაქებში, ასევე შედარებით მცირე ზომის მუნიციპალიტეტებში – ამ ტენდენციის საუკეთესო მაგალითად ესპანეთი გამოდგება. მოდი, საქართველოში Glovo-ს გაფართოების სტრატეგიაზე ვისაუბროთ. აპირებთ თუ არა ისეთ ადგილებში გაფართოებას, სადაც მსხვილი, ჩამოყალიბებული ბრენდები არ არიან წარმოდგენილნი?

დიმა რასნოვსკი: ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებთ. რამდენიმე ქალაქში, სადაც ვმუშაობთ, დიდი ბრენდები საერთოდ არ არის წარმოდგენილი. რეალურად, მთავარი საკითხი – ბაზრის დაბალანსებაა. ბიზნესის ახალ ქალაქში დასაწყებად სამი რამ უნდა გქონდეთ: რესტორნები ან მაღაზიები, მომხმარებლები და კურიერები. ამ ბალანსში თუ დავრწმუნდით, მუშაობას ვიწყებთ. საქართველოში ბევრი ახალი ქალაქის დამატებას ვაპირებთ? არა. გავეშვებით თუ არა ზოგიერთ ქალაქში? რა თქმა უნდა. ერთი წლის წინ ბორჯომში ვიყავი და ვფიქრობ, რომ ეს კარგი ადგილია იქ ოპერირების დასაწყებად. იქ რესტორნებიც არის და ხალხიც – ჩვენც ახლოს ვართ. რაღაც მომენტში იქ აუცილებლად გავეშვებით. არის სხვა ადგილებიც, რომელთაც ჩვენი გუნდი მუდმივ რეჟიმში აფასებს. თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, თუ სად მივიღებთ ყველაზე მაღალ მოგებას თითოეულ დაბანდებულ ლარზე – თბილისში განვითარებისას თუ რეგიონებში გაფართოებისას. თბილისში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც მიწოდება არ გვაქვს – სწორედ იქ უნდა გავფართოვდეთ.

როდრიგო ალიერი: ჩვენ ჰიპერლოკალური სტრატეგიისა გვწამს. უმეტეს შემთხვევაში, რეგიონული ქალაქებისთვის ცალკეული გუნდები გვყავს, რადგან ეს ქალაქები დამატებით ყურადღებას საჭიროებენ. იქ იმ სტანდარტებს ვერ მივყვებით, რომლებითაც დედაქალაქებში ვხელმძღვანელობთ. საქართველოში ათ ქალაქში ვოპერირებთ, მათ შორის არა მარტო თბილისსა და ბათუმში, არამედ ქუთაისში, რუსთავში და ყველა სხვა დიდ ქალაქში. ამის მისაღწევად, ამ ქალაქებში ქსელური ეფექტი უნდა შევქმნათ და ჩვენი მარკეტინგული ძალისხმევის ლოკალიზაცია მოვახდინოთ, რათა გავიგოთ, თუ რა არის აქტუალური და რა – არა.

რაღაც მომენტში, ზოგიერთ ყველაზე წარმატებულ პარტნიორს პროაქტიულად წავახალისებთ კიდეც, რათა ისინი მცირე ზომის ქალაქებში გაფართოვდნენ და საკუთარი ბიზნესი გაზარდონ. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ქალაქები ვერ მიაღწევენ ისეთ გიჟურ ზრდას, როგორიც შეგიძლიათ წამყვან ქალაქებში ნახოთ, მაგრამ საბოლოოდ ეს ნაყოფს მაინც გამოიღებს.

დიმა რასნოვსკი: ჩვენი პარტნიორები და ბრენდები ჩვენს მონაცემებს გაფართოებისთვის იყენებენ – ამ საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ. ამა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვეუბნებით, აქვს თუ არა აზრი ბიზნესის ამ მიმართულებით გაფართოებას.

როდრიგო ალიერი: გვინდა, რომ ცვლილებების განმაპირობებლებიც ვიყოთ. წარმოიდგინეთ, რომ კონკრეტულ ქალაქში შაურმის რესტორნებთან დაკავშირებით ვაკუუმი არსებობს, რომელსაც არავინ ავსებს. ამ დროს შეგიძლიათ, შაურმის ბრენდი შექმნათ და ბაზარი დაიპყროთ – იგივეა სასურსათო პროდუქტების შემთხვევაშიც. თუკი თქვენ, მაგალითად, AgroHub-ი ხართ და კონკრეტულ ზონას არ ფარავთ, გკითხავთ, თუ გიფიქრიათ ოდესმე აქ გაფართოებაზე? ზოგადად, გვსურს კონსულტანტის როლიც მოვირგოთ და კომპანიებს ზრდასა და ექსპანსიაში დავეხმაროთ.  

მოდი, ზრდას ჩავუღრმავდეთ. თავისთავად ცხადია, რომ დროის გასვლასთან და ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, პენეტრაციის მაჩვენებელი ბუნებრივადაც გაიზრდება. თუმცა რას აკეთებს Glovo ამ მიმართულებით, სანამ ეს მოხდება?

როდრიგო ალიერი: რეალურად, ეს ორი რამის – ბრენდის ცნობადობისა და კონტენტის კომბინაციაა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ საკუთარი ბრენდის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა მომხმარებლებისთვის Glovo მუდმივად მთავარი, ე.წ. „top of mind”-ში იყოს. მეორე საკითხი კი ონლაინპლატფორმაზე მეტი მოვაჭრის, მეტი რესტორნისა და მეტი მაღაზიის დამატებაა. როგორც იცით, Glovo-ს სურს, რომ ყველას ყველაფერზე მარტივი წვდომა მისცეს იმ ქალაქში, სადაც არიან.

თუმცა ცხადია, რომ მნიშვნელოვან როლს დღევანდელი ეკონომიკური გარემოც ითამაშებს – ეს ყველაფერი ხომ ბიუჯეტურობასთანაა დაკავშირებული. საკვების მოთხოვნით მიტანის სერვისი ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ; ის ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად უნდა იქცეს. თუკი თქვენ თითო შეკვეთაზე 10-15 ევროს ხარჯავთ, შესაძლოა, ამის საშუალება ყოველდღე არ გქონდეთ. ამრიგად, ჩვენ ისეთ ფორმულას ვეძებთ, რომელიც ამ ხელმისაწვდომობას გაზრდის კონკრეტული პარტნიორობის, შესაბამისი აქციებისა და კონტენტის მეშვეობით.

დიმა რასნოვსკი: ერთ რამეს დავამატებდი: თუკი ადამიანის ქცევისა და ჩვევების შეცვლა გვინდა, მას ძალიან კარგი გამოცდილება უნდა შევუქმნათ, რისთვისაც ჩვენი ოპერაციები უნდა გავაუმჯობესოთ და შეკვეთის მიტანის დრო შევამციროთ. ადამიანებს უპრობლემო გამოცდილებები უყვართ.

მოდი, საკითხი შევცვალოთ და თქვენი ბიზნესის კორპორაციული ასპექტები მიმოვიხილოთ. დღეს  ბიზნესები გარემოზე საკუთარ გავლენას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. რა პოლიტიკა აქვს Glovo-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით? ამ მხრივ რა პროექტებს ახორციელებთ?

დიმა რასნოვსკი: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ფრიად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი დამფუძნებლებისთვის. ჩვენ არა მხოლოდ ფულის გამომუშავება, არამედ ჩვენი სამყაროს გაუმჯობესებაც გვსურს. ჩვენი ყველა თანამშრომელი იმ ქალაქების მკვიდრია, სადაც ისინი მუშაობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესის კეთება, არამედ მათთვის კარგი რამის გაკეთებაც. ჯერჯერობით ყველაზე დიდი CSR-პროექტი, რომელიც საქართველოში განვახორციელეთ – კურიერებისთვის შექმნილი Glovo Pledge-ია, რომელიც მათთვის შემოსავლისა და განვითარების გარკვეულ დონეს უზრუნველყოფს. გვესმის, რომ ბევრისთვის კურიერად მუშაობა მხოლოდ პირველი ნაბიჯია მათ კარიერაში. ამრიგად, შემოსავლის სამართლიანი დონის უზრუნველყოფა გვსურს, რათა ადამიანებმა ეს საქმიანობა საარსებო წყაროდ აქციონ.

საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე სხვა ინიციატივაც გვაქვს, მათ შორის – „ქალები ტექნოლოგიებში“ ან კომპენსაცია იმ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვისთვის, რომელსაც გამოვყოფთ. ის ნახშირორჟანგი, რომელსაც თითოეულ ქვეყანაში გამოვყოფთ, Glovo-ს შტაბ-ბინის მიერ ეკოლოგიაზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად ანაზღაურდება. გარდა ამისა, გვაქვს პროგრამები, რომლებითაც მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს. ამასთანავე, ჩვენი ბევრი მომწოდებელი საკომისიოს გარეშე მუშაობს, რადგან ვცდილობთ, ადგილობრივ წარმოებას მხარი დავუჭიროთ.  თუმცა ამ ყველაფრის მასშტაბირებას ვგეგმავთ; გვსურსбგამორჩეულები ვიყოთ ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით.

როდრიგო ალიერი: გლობალური გადმოსახედიდან „მცირე ბიზნესის ინიციატივის“ გამოყოფა მსურს. გვჯერა, რომ ეკონომიკის გაციფრულებაში გადამწყვეტი როლი უნდა ვითამაშოთ. ჩვენს პარტნიორებს ინტერნეტის ათვისებაში უნდა დავეხმაროთ. ზოგიერთ მათგანს მძიმე შრომა დასჭირდება, სხვებს კი – სესხი. გვინდა გავაგებინოთ, რომ გაციფრულება არც ისე რთულია. ჩვენ მათ გარკვეული ფინანსურად მძიმე საკითხების მოგვარებაშიც დავეხმარებით – ეს ინვესტიცია მომავალში უფრო დიდი მოგების სანახავად კეთდება, მაგრამ არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა ჩართული მხარისთვის.

Glovo-ში წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე უფრო მეტი ქალის გამოჩენის საკითხზეც ვმუშაობთ.  დიდ ინვესტიციას ვაბანდებთ იმისთვის, რომ ტექნოლოგიებში მეტი ქალი და ლიდერი ქალი შემოვიყვანოთ. შეგახსენებთ, რომ ლიდერი ქალებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების აკადემიაც გვაქვს.

დიმა რასნოვსკი: საქართველოში, მაგალითად, მმართველი გუნდის ნახევარს ქალები შეადგენენ, რითაც ვამაყობ, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი სახელმწიფოდან ვარ. უკრაინის, საქართველოს, ყაზახეთისა და სომხეთის კომპანიების უმეტესობაში ლიდერები მამაკაცები არიან. ვფიქრობ, რომ ამ ბაზრებზე ჩვენ ერთგვარად სამაგალითოები ვართ.

ცოტა ხნის წინ Glovo-მ ახალი გენერალური მენეჯერები წარმოადგინა საქართველოსა და სომხეთში. ვინ არიან ისინი და რა ბექგრაუნდი აქვთ? რას შესძენენ ისინი Glovo-ს? 

დიმა რასნოვსკი: ეს ორი ბიჭი უკრაინიდან არის. . საქართველოს შემთხვევაში, საუბარია არტემ კოლოსიუკზე, სომხეთის კი – ოლეგ გოროშჩაკზე. არტემი უკრაინაში მუშაობდა, სადაც კიევის გარეთ არსებულ ბიზნესზე იყო პასუხისმგებელი. მანამდე ის აღმასრულებელ როლებს იკავებდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Jacobs-ი და Procter & Gamble-ი. ოლეგის დახმარებით კი ყირგიზეთსა და ბელარუსში გავეშვით და ახლა ის სომხეთში ოპერირების დაწყებაში გვეხმარება.  ჩემი სამუშაო მათ მოკლე და საშუალოვადიანი მიზნების უფრო დიდი ბაზრებიდან ფოკუსისა და გარკვეული სტანდარტების გადმოტანა და შემდეგ საქმის ადგილობრივი გენერალური მენეჯერებისთვის   გადაბარება წარმოადგენს. ჩვენი სტრატეგიაა, გვყავდეს ადგილობრივი გენერალური მენეჯერები, მაგრამ მათი პოვნა ძალიან გაგვიჭირდა, რის გამოც, წასვლა ამ გზით გადავწყვიტეთ – ამ ბიჭებმა ხომ ჩვენთვის უკვე ბევრი რამ გააკეთეს. ახლა კი  ჩვენი საქმე ძალიან რთულდება, თანაც სპეციფიკური კორპორაციული კულტურა გვაქვს და ისეთი ადამიანი გვჭირდება, რომელიც ორთავე მიმართულებით იქნება გამორჩეული.

ბიზნესის გართულებაში რას გულისხმობთ?

დიმა რასნოვსკი: Q-Commerce-ის გაშვების შემდეგ ჩვენი ბიზნესი ოპერაციულად გართულდა. შეიძლება, აქ ამკრეფთა დეფიციტი იყოს, იქ კი აკრეფა იყოს შეუძლებელი ან პროდუქტი -მიუწვდომელი. ბევრი პროცესისა და ინსტრუმენტის დანერგვა გვიწევს, რომელთათვის ბაზარზე ვერავინ ვიპოვეთ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ სახელმწიფოში მუშაობთ, Amazon-იდან ადამიანს ვერ გადმოიბირებთ. ესპანეთში, მაგალითად, Amazon-ის ან ნებისმიერი სხვა კონკურენტი კომპანიის, მათ შორის Just Eat-ის ან Uber-ის თანამშრომლის დაქირავება შეგიძლიათ – იქ შესაბამისი გამოცდილების მქონე ძალიან ბევრი ადამიანია. აქ ამის ფუფუნება არ გვაქვს.

როდრიგო ალიერი: ჩვენ მტკიცედ გვჯერა სუპერძლიერი გუნდებისა და ძლიერი ტალანტების შექმნის. საქართველოში ბევრი სტარტაპია, ხოლო ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში განხორციელებული ინვესტიციები მუდმივად იზრდება, ამიტომ კონკურენციაც ძალიან მაღალია, რაც კონკრეტული ადგილისთვის სწორი ადამიანის შერჩევას ძალიან ართულებს.

ახალი გენერალური მენეჯერებისგან საოპერაციო ან სტრატეგიულ ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

დიმა რასნოვსკი: არა – ჩვენ საკუთარი ამბიციები და ფოკუსის წერტილები გვაქვს. გვესმის, რომ ჯერ კიდევ დასაწყისში ვარ, ამიტომ ჩვენს სტრატეგიას არ შევცვლით, მისი აღსრულება ხომ ჯერჯერობით ვერ მოვასწარით. თუმცა როგორც კი არსებულ სტრატეგიას სისრულეში მოვიყვანთ, ალბათ გადავიფიქრებთ და მიზნებს განვაახლებთ. ჩვენ ჯერჯერობით თამაშის შუაში ვიმყოფებით.

როდრიგო ალიერი: რაკიღა ახლა ფინანსური სიცხადე და მომავალი რამდენიმე წლის ბიუჯეტი გვაქვს, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიას ძალიან კარგად აღვასრულებთ. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი აღმასვლა და ვარდნა იყო. ბევრი ისეთი მომენტიც იყო, როცა კომპანიის რეალობასთან მორგება დაგვჭირვებია. თუმცა არსებული სტრატეგიის გამოყენებით, მომავალ წლებში ბიზნესის ზრდის გასაგრძელებლად მყარ ნიადაგზე ვდგავართ.

Tags: top
Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯაოკენმა“ კიდევ ერთი ფილიალი  ბათუმში გახსნა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯაოკენმა“ კიდევ ერთი ფილიალი  ბათუმში გახსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯაოკენმა“ კიდევ ერთი ფილიალი  ბათუმში გახსნა

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.