Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ბიზნესი

გლობალურმა კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი – Pulsar AI შეიძინა

by Forbes.ge
May 11, 2021
in ბიზნესი, ბიზნესი, ინვესტიციები, საქართველო, ქართულად, ყველა სიახლე
0
გლობალურმა კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი – Pulsar AI შეიძინა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია SpinCar ავრცელებს ინფორმაციას ქართული სტარტაპის – Pulsar AI-ს შესყიდვის შესახებ, რომელმაც შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწინავე ტექნოლოგია ავტომანქანის დილერებისთვის. პულსარის ავტომატური კომუნიკაციის  გადაწყვეტილების ინტეგრირება “სპინქარის” ინდუსტრიის ლიდერ ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც  ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში. Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება სპინქარის პლატფორმაზე და პულსარის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას სპინქარის გუნდთან ერთად.

“პულსარის მანქანური დასწავლის ინჟინრებმა, პროგრამისტებმა, მონაცემთა მეცნიერებმა, ლინგვისტებმა და მენეჯმენტის გუნდმა შექმნეს დღესდღეობით არსებული ერთ-ერთი მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია.” – ამბობს Devin Daly, სპინქარის თანადამფუძნებელი და CEO. “ძალიან გვიხარია მათი შემოერთება სპინქარის ოჯახში, მოუთმენლად ველით  გამოვიყენოთ პულსარის ექსპერტიზა და ტექნოლოგიური სიახლეები უფრო უკეთესი ბიზნეს-შედეგების მოსატანად ნებისმიერი ზომისა თუ ტიპის დილერებისთვის. აღნიშნული შენაძენი საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ჩვენი პლატფორმის გაფართოება ციფრული შესაძლებლობების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეს კი ყველა შეხების წერტილში უფრო მიმზიდველს და პერსონალიზებულს გახდის მომხმარებლისთვის მანქანის ონლაინ შეძენის პროცესს.”

Michael Quigley, სპინქარის თანადამფუძნებელი და Chief Strategy Officer – “პულსარის შესყიდვა, ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების მომავალ შენაძენებთან ერთად ავტო-სივრცეში, წარმოადგენს ჩვენი ზრდის სტრატეგიის მთავარ კომპონენტს.”

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში 2016 წელს დაიწყეს. 2019 წლიდან სოფო ჭყოიძეც შეუერთდა გუნდს და ერთად დააარსეს პულსარი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია. პულსარმა 2019 წელს სილიკონის ველზე $1.2M ინვესტიცია მოიზიდა და უმოკლეს დროში უკვე გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული გლობალური “Exit” – ით. ქართველ-ამერიკელი ანტერპრენერი ჯორჯ არისონი აქტიურად უჭერდა მხარს კომპანიას და ეხმარებოდა გუნდს  ავტო-ინდუსტრიის საცალო გაყიდვების სფეროში არსებული უნიკალური შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში. პულსარი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA). პულსარის ეს წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისათვის.

კომპანიების შესახებ

სპინქარი ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაც კლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს რასაც შოურუმში ვიზიტის დროს. სპინქარის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანად  დაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგება ავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.

პულსარის Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით, აკავშირებს ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან.

კომპანიის აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა  – მყისიერი, რელევანტური  პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე,  ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს 24/7.

“სპინქარმა დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის სახელი ათასობით ავტო-დილერს შორის მსოფლიოს გარშემო, და ჩვენ, ორივე კომპანია ვიზიარებთ საერთო იდეას, რომ ტექნოლოგიები ზრდის ოპერაციების ეფექტურობას, რაც მომხმარებელს უადვილებს დისტანციურ ყიდვა-გაყიდვის პროცესს.”, ამბობს დაჩი ჭოლაძე, პულსარის თანადამფუძნებელი და CEO. “ინოვაციები, რომლებიც ჩვენ შევქმენით Conversational AI-ის მიმართულებით, აწესებს ახალ სტანდარტს ზოგადად დიალოგის ავტომატიზაციაში. სპინქართან შეერთება შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო სწრაფად განვავითაროთ ჩვენი Conversational AI ტექნოლოგიები”.

ტრადიციული ბიზნეს მოდელის მქონე სადილეროებს უწევთ გაუმკლავდნენ ციფრული ტრენდების სწრაფ განვითარებას, რაც ბიზნესის ტრანსფორმაციის საჭიროებას კიდევ უფრო კრიტიკულს ხდის. სპინქარის მონაცემების სიმრავლე და ტექნოლოგიური აპლიკაციების გაფართოება ეხმარება ათასობით სადილეროს გაზარდოს ეფექტურობა მომხმარებელთათვის უწყვეტი და მეტად პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით, შესაბამისად, დააკმაყოფილოს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნები. პულსარის შესყიდვით, სპინქარის ოფისები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში (ნიუ-იორკი, სირაკუსი), სან-ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა (ინგლისი) და ტორონტოში.

Previous Post

მეზობელ თურქეთში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მანქანების გაყიდვები 200%-ზე მეტით გაიზარდა

Next Post

SpinCar Acquires Pulsar AI, the Industry’s Most Advanced Conversational Artificial Intelligence Platform

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გლობალურმა კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი – Pulsar AI შეიძინა

SpinCar Acquires Pulsar AI, the Industry's Most Advanced Conversational Artificial Intelligence Platform

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result