• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home პროფილი ინტერვიუ

გლობალური ინოვაციების ცენტრში

by იზა გვარამაძე
June 25, 2025
in ინტერვიუ, ყველა სიახლე
0
გლობალური ინოვაციების ცენტრში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
ამერიკის ფინანსური სისტემის ეპიცენტრში დაბადებული Mastercard-ი წლებია, საქართველოს ბაზრის ერთ–ერთი აქტიური ინოვატორია — ის ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკას შორის სტრატეგიულ ხიდს აშენებს. როგორც Mastercard-ის რეგიონული ხელმძღვანელი დავით ზღუდაძე გვეუბნება, კომპანიის ფოკუსი დღეს ინოვაციაზეა — პროცესზე, რომელმაც ქვეყანაში ახალი ფინანსური რეალობა უნდა შექმნას.

 

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

 

როგორ დაიწყო 2025 წელი Mastercard-ისთვის და მთლიანად ინდუსტრიისთვის? გამოიკვეთა თუ არა ახალი მიმართულებები, რომლებზეც ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეთ?

2025 წელი Mastercard-ისთვის ტექნოლოგიური გარდატეხის წელია, როდესაც ინოვაცია ყოველდღიურობა ხდება და გლობალური ხედვა რეალურ პროდუქტებად იქცევა. ეს წელი ჩვენთვის დაიწყო სრულიად განახლებული სტრატეგიული ჩარჩოთი, რომელშიც უსაფრთხოება, ბიომეტრია, ხელოვნური ინტელექტი და დეცენტრალიზებული ფინანსები ერთიან ციფრულ ეკოსისტემად განიხილება. კომპანია აქტიურად ავითარებს პლატფორმების პორტფოლიოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია Recorded Future, რომელიც კიბერუსაფრთხოების სრულყოფილ ფუნქციონალს აერთიანებს. 

გლობალურად, დაჩქარდა ის ტრანსფორმაცია, რაზეც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი. აჩქარებულად  ვფოკუსირდებით ციფრულ ინოვაციებზე: ქრება ბარათზე დატანილი ციფრები, ტრადიციულ პაროლებს ბიომეტრიული სისტემები ანაცვლებს, გადახდების პროცესი კი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუმჩნეველი ხდება. 

Mastercard-ი ამ პროცესში აღარ არის მხოლოდ მოთამაშე — ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ვიყოთ არქიტექტორები იმისა, თუ როგორ იფუნქციონირებს ფინანსური ურთიერთობები მომდევნო ათწლეულში. სწორედ ამიტომ გრძელდება ისეთი ტექნოლოგიების განვითარება, როგორებიცაა ბიომეტრია, Multi-Token Network-ი, SoftPOS-ი, Passkey და Generative AI-ში ინტეგრირებული გადახდები და ამასთან, ვახორციელებთ უდიდეს ინვესტიციებს უსაფრთხოებისა და კიბერმდგრადობის მიმართულებით, რათა წინ აღვუდგეთ თაღლითობით გამოწვეულ საფრთხეებს.

საქართველოში ვაძლიერებთ იმ მიმართულებებს, რომლებიც ამ ეტაპზე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — დაწყებული AI-განათლებით, დასრულებული ინკლუზიური ინოვაციებით, რომლებიც რეალურად ცვლის ადამიანების ცხოვრებას. Mastercard-ი უზრუნველყოფს გლობალური ციფრული გადახდების აუცილებელ ინფრასტრუქტურას და ციფრული ეკონომიკის ხერხემლის როლს ასრულებს.

ქვეყანაში ჩვენი ფოკუსი მკაცრად ინკლუზიურობაზეა მიმართული არა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარების, არამედ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც. ვქმნით გარემოს, სადაც ინოვაცია არ არის მხოლოდ ერთეულებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობა, არამედ გარდამტეხი მექანიზმი, იქნება ის მცირე მეწარმისთვის, სტუდენტისა თუ ფინანსური ინსტიტუტისთვის. ჩვენი ხედვაა, რომ ტექნოლოგია უნდა იყოს პროგრესის გარანტი და არა პრივილეგია — 2025 წლის საქართველოში სწორედ ამ რეალობას ვქმნით. 

სიახლეა ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ახალ თაობას AI-სფეროში განვითარების პრაქტიკულ შესაძლებლობას აძლევს. რას გვეტყვით ამ პროექტის შესახებ?

ჩვენთვის განათლების მხარდაჭერა და ტექნოლოგიური უნარების გაძლიერება ძალზე პრიორიტეტულია. სწორედ ამ ხედვით, Mastercard-მა, AI Hub Nebula-სთან ერთად, საქართველოში წამოიწყო მასშტაბური საგანმანათლებლო ინიციატივა, რომლის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის, ფინანსური განათლების, ელექტრონული კომერციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მიზნად გვაქვს, საქართველოს ახალ თაობას უბრალოდ ცოდნა კი არ მივაწოდოთ, არამედ მივცეთ ბიძგი, რომ თავად გახდნენ მომავლის ტექნოლოგიების შემქმნელები და ლიდერები. 

პროექტის ფარგლებში, მონაწილეები 8-კვირიან პრაქტიკულ კურსს გაივლიან, რომლის დასრულების შემდეგ შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან AI სისტემები: ჩატბოტები, ანალიტიკური ხელსაწყოები, სურათების ამომცნობი მოდელები და სხვა. სწავლება გათვლილია იმაზე, რომ სტუდენტებმა რეალურ სამყაროში გამოსაყენებელი უნარები აითვისონ — ისინი არ სწავლობენ მხოლოდ ტექნოლოგიას, ისინი სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ცოდნა ბიზნესში, მარკეტინგში, ფინანსებში, მედიასა და სხვა წამყვან ინდუსტრიებში. 

გვჯერა, რომ ასეთ ინიციატივებს შეუძლია არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების გაძლიერება, არამედ ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარება. ჩვენთვის ინოვაცია მხოლოდ ტექნოლოგიური სერვისების შეთავაზება კი არ არის, ის ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ღირებულებაა, რომელიც ადამიანებს რეალურ ძალას აძლევს. ამიტომაცაა განათლების მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული ვალდებულება. ცოდნასა და პრაქტიკულ სწავლებაზე  ხელმისაწვდომობა უნდა გახდეს ქვეყნის წინსვლის საფუძველი. 

როგორ იყენებს Mastercard-ი ხელოვნურ ინტელექტს ანალიტიკისა და მომხმარებელთა მომსახურების კუთხით?

ხელოვნური ინტელექტი Mastercard-ის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და წლებია, ის ჩვენს პროცესებში არა მხოლოდ მონაცემთა ანალიზის, არამედ გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლად იქცა. AI გვეხმარება, ვიმოქმედოთ წინასწარ და თაღლითური ტრანზაქციების გამოვლენისას ხშირად მომხმარებელს წამითაც კი ვასწრებთ, სანამ თავად ამოიცნობს მის წინ მდგარ რისკს. ეს რეალურ დროში მოქმედი სისტემა თითოეული გადახდის უკან დამალულ ინტელექტად იქცევა, რომელიც მაქსიმალურად ზუსტად აფასებს შესაძლო საფრთხეებს.

ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მომხმარებელთა უკეთ გაცნობისა და მათთვის პერსონალიზებული შეთავაზებების შექმნისას. მონაცემთა ანალიზის მეშვეობით ვიგებთ არა მხოლოდ იმას, რას ყიდულობენ ადამიანები, არამედ იმასაც, რას ელიან მომავალში და ვცდილობთ, ეს მოლოდინი წინასწარ დავაკმაყოფილოთ. სწორედ ამიტომ, AI უკვე აღარ არის დამატებით იარაღი, ის გადამწყვეტი კომპონენტია იმისთვის, რომ მომხმარებლის გამოცდილება იყოს უფრო ინდივიდუალური, დროული და ღირებული.

წელს Mastercard-მა წარმოადგინა Agentic გადახდების პროგრამა, სახელწოდებით Agent Pay, რაც Gen AI გადახდების ეკოსისტემაში ინტეგრირების მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ხელოვნური ინტელექტის აგენტებს საშუალება მიეცემათ, მომხმარებლების სახელით უსაფრთხო, პერსონალიზებული გადახდები განახორციელონ, რაც ფუნდამენტურად შეცვლის მომხმარებლებისა და ბიზნესების ონლაინ ტრანზაქციების წარმოების წესს.

ბოლო დროს Mastercard-მა, ტრადიციულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში ბიტკოინითა თუ სტეიბლკოინებით გადახდის ინტეგრაციის მიზნით, სხვადასხვა კომპანიასთან პარტნიორობა დაიწყო. რა როლი ექნება ბლოკჩეინსა და დეცენტრალიზებულ ფინანსებს თქვენს სამომავლო სტრატეგიაში?

ბლოკჩეინი და დეცენტრალიზებული ფინანსები ცვლის ფინანსური სამყაროს წესებს. ვხედავთ, როგორ იქცევა ეს ტექნოლოგიები  გადახდებისა და ფულადი გზავნილების პრაქტიკულ და ეფექტიან საშუალებად. Mastercard-ის მიზანია, ამ პროცესში იყოს არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ აქტიური მოთამაშე და შევქმნათ ისეთი ეკოსისტემა, რომელშიც ციფრული აქტივებით გადახდა იქნება უსაფრთხო, მარტივი და ფართოდ გავრცელებული.

ამ ხედვის ფარგლებში, Mastercard-ის ინიციატივაა Multi-Token Network-ის ტექნოლოგიური ქსელი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ტოკენიზებულ აქტივს და ქმნის ინფრასტრუქტურას, სადაც სტეიბლკოინები, ბიტკოინი და სხვა ციფრული აქტივი პროცესის მონაწილეა. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ გადახდების პროვაიდერებთან და ტექნოლოგიურ გიგანტებთან, რათა ტოკენიზაციის მეშვეობით მომხმარებელს სრული დაცულობა და კონტროლი მივცეთ იმ სამყაროში, სადაც ღირებულებები მობილურია, ნდობა კი ფუნდამენტური.

სხვა რა ინოვაციებს უნდა ველოდოთ კომპანიისგან და როგორ აისახება ისინი საქართველოს ბაზარზე? 

Mastercard-ი განაგრძობს გადახდების სისტემების გარდაქმნას. იქ, სადაც წლების წინ ბარათი საკმარისი იყო, დღეს უკვე ბიომეტრია, ხელოვნური ინტელექტი და ტოკენიზაცია ქმნის ახალ სტანდარტებს. ვმუშაობთ იმაზე, რომ გადახდა იყოს მარტივი და შეუმჩნეველი — ერთი შეხედვით, თითის ანაბეჭდით, სისტემასთან ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე. სწორედ ამ გზით ვითარდება ისეთი სერვისები, როგორებიცაა FacePay, Passkey და ტოკენიზებული აუთენტიფიკაცია, რათა მომხმარებლის გამოცდილება გახდეს სწრაფი, დაცული და თანამედროვე ცხოვრების სტილის მაქსიმალურად შესაბამისი.

ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ ახალი პროდუქტების შემოტანა და საქართველოში მხოლოდ ტექნოლოგიებს კი არ ვნერგავთ, არამედ ვავითარებთ ბაზარს, როგორც პასუხისმგებლობიანი და აქტიური პარტნიორი. ეს ნიშნავს ინვესტიციებს არა მხოლოდ პროდუქტსა თუ სერვისებში, არამედ განათლებასა და ციფრულ ჩართულობაში.   

Mastercard-ის ერთ–ერთი საინტერესო პლატფორმაა priceless.com, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, როგორც ერთ–ერთი ტურისტული მიმართულება. რას სთავაზობს ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს Mastercard-ი ამ მიმართულებით? 

Priceless.com Mastercard-ის გლობალური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ, განსაკუთრებულ გამოცდილებებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. Mastercard-ი აქტიურად იყენებს საკუთარ გლობალურ არხებს, რათა წარადგინოს საქართველო, როგორც გემოვნებიანი მოგზაურებისთვის საინტერესო მიმართულება. ასეთ მნიშვნელოვან გლობალურ პლატფორმაზე ჩვენი ქვეყნის დამატება არა მხოლოდ საოცარი გამოცდილებების აღმოჩენის  შესაძლებლობებს ქმნის ტურისტებისთვის, არამედ მხარს უჭერს ქვეყნის იმიჯის გლობალურ გაფართოებას, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და სერვისების ინტერნაციონალიზაციას. 

ბოლო პერიოდის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა უცხოური Mastercard-ბარათების მფლობელებისთვის სპეციალური ფასდაკლებების შეთავაზებაც ქართველ მერჩანტებთან ერთად. ამ შეთავაზებების კომუნიკაციაზე მთელ რეგიონში ვმუშაობთ და ჯამურად ნახევარ მილიარდზე მეტ მომხმარებელს მივწვდებით. ალბათ, დამეთანხმებით, რომ პროექტში ჩართული ტურისტული ობიექტებისთვის ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. გვჯერა, მსგავსი შეთავაზებებით უამრავი ადამიანის დაინტერესებას შევძლებთ საქართველოთი და ხელს შევუწყობთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას. 

თბილისში კომპანიის გუნდი იზრდება და ის სხვა ქვეყნებსაც ფარავს. რა უპირატესობა აქვს Mastercard-ის გუნდის წევრობას? როგორია გუნდის სტრუქტურა და მუშაობის კულტურა?

Mastercard-ის გუნდის წევრობა ნიშნავს, იყო გლობალური ინოვაციების ცენტრში, სივრცეში, სადაც ყოველდღიურად იქმნება ფინანსური ტექნოლოგიების მომავალი. თბილისში უკვე განვავითარეთ ძლიერი რეგიონული გუნდი, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ბაზრების: კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური და შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერაზე. ეს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ადგილობრივ გამოწვევებზე მუშაობასთან ერთად, ვიმოქმედოთ გლობალური სტანდარტების შესაბამისად და ვიყოთ საერთაშორისო ინიციატივების ნაწილი და ამასთან გუნდში შეიქმნას ფართო მასშტაბის კომპეტენცია.

Mastercard-ის სამუშაო კულტურა აგებულია თანამშრომლობის, მუდმივი განვითარებისა და ინოვაციური აზროვნების ირგვლივ. ვამაყობთ, რომ გუნდში თითოეულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს, თავისუფლად გამოხატოს იდეები, მიიღოს აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და იმუშაოს ისეთ პროექტებზე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ფინანსური ინდუსტრიის განვითარებაზე. დიდი აქცენტი კეთდება პროფესიულ განვითარებაზე — ჩვენი თანამშრომლები მუდმივად იღებენ ახალ შესაძლებლობებს ტრენინგებისა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის გზით.

როგორია ბაზრის მდგომარეობა საქართველოში? რა მთავარი გამოწვევებია ამ ტიპის კომპანიებისთვის როგორც ოპერაციულ, ისე საკანონმდებლო დონეზე?

საქართველოს ბაზარი სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ციფრული გადახდების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და მომხმარებელზე მორგებული სერვისების მიმართულებით. ქართველი მომხმარებელი დღეს მოითხოვს მოქნილობას, დაცულობას და ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს, რაც, თავისთავად, ქმნის ნიადაგს ინოვაციისთვის. 

ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა ტექნოლოგიების მიმართ მიმღებლობის მაღალი დონე: ინოვაციური პროდუქტების დანერგვისას ბაზარი სწრაფად რეაგირებს და მომხმარებელი სიახლეებს ხალისით იღებს. საერთოდაც, ქართული ბაზარი როგორც მომხმარებლების, ისე ფინანსური ინსტიტუტების სიმწიფით დღეს ერთ–ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს რეგიონში.

მაგრამ Mastercard-ი საქართველოში მხოლოდ პროდუქტების მიმწოდებელი არ არის — ჩვენ ადგილობრივადაც ვქმნით სერვისებს. გლობალურად და ლოკალურადაც ვავითარებთ სერვისების ხუთ მიმართულებას, ესენია: კონსულტაცია, მონაცემთა ანალიზი, მარკეტინგული სერვისები, მართვადი სერვისები და პლატფორმები. უკვე გვყავს თბილისში სერვისების გუნდი, რომელსაც მოთხოვნის ზრდასთან ერთად ვაძლიერებთ. 

რამდენიმე პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად უკვე განვახორციელეთ საკონსულტაციო და მარკეტინგული პროექტები და ზოგიერთი პროდუქტი სულ მალე ბაზარზეც გამოჩნდება. მაგალითისთვის, ჩვენს ერთ–ერთ პარტნიორთან ერთად ვნერგავთ Dynamic Yield-ს — AI-ზე დაფუძნებულ ჰიპერპერსონალიზაციის პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს მის ქცევასა და საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს აწვდის ლაივ–რეჟიმში. 

როგორ იცვლება ტრენდები ინდუსტრიაში — რა იქნება Next Big Thing?

ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრია სრულიად ახალ ფაზაში შედის, ტექნოლოგიური ტრენდები არა მხოლოდ სერვისების დახვეწაზეა ორიენტირებული, არამედ ცვლის თვით ფინანსური კომუნიკაციების ბუნებასაც. უახლოეს წლებში დიდი აქცენტი გაკეთდება ბიომეტრიულ გადახდებზე, ტოკენიზაციაზე, ციფრულ იდენტობებსა და ჭკვიან ფინანსურ კონტრაქტებზე. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლებენ ფინანსური სერვისებით სარგებლობას.

ვფიქრობთ, Next Big Thing იქნება ტექნოლოგიების კომბინაცია, მაგალითად, ბლოკჩეინის, ხელოვნური ინტელექტისა და ბიომეტრიის შერწყმა ისე, რომ გადახდები, სერვისები და ციფრული აუთენტიფიკაცია გახდეს სრულიად გამჭვირვალე, თანაც – დაცული და პერსონალიზებული. განსაკუთრებით აქტუალური გახდება ციფრული იდენტობის მართვა — როგორ გადაადგილდება მომხმარებელი ციფრულ სამყაროში უსაფრთხოდ და როგორ ინარჩუნებს კონტროლს საკუთარ მონაცემებზე.

როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია? ზოგადად, როგორ ხედავთ უნაღდო გადახდების მომავალს?

Mastercard-ის განვითარების სტრატეგია სცდება მხოლოდ გადახდების ტექნოლოგიას. ვმუშაობთ ახალ ეკონომიკურ რეალობაზე, რომელშიც ფინანსური ინტერფეისები შეუმჩნევლად ინტეგრირდება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი მიზანია, ციფრული ფინანსები იქცეს არა ტექნიკურ პროცესად, არამედ თავისუფლების ფორმად, სადაც ადამიანი იყენებს ფინანსურ ინსტრუმენტებს ისე მარტივად და ბუნებრივად, როგორც დღეს ქუჩაში სეირნობს ან გზავნის შეტყობინებას. ჩვენი ამოცანაა, Mastercard-ი იყოს პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ მიჰყვება ცვლილებას, არამედ თავად უძღვება გარდამავალ პროცესს, რომელშიც ტექნოლოგია, ნდობა და ადამიანის თავისუფლება ახალ ფინანსურ რეალობად ერთიანდება.

Previous Post

Alexandria J Crouthamel’s Exceptional Service as an Attorney at Law

Next Post

ცაგარელის დაბრუნება: ორი წლის შემდეგ, ორ სამყაროს შორის

იზა გვარამაძე

Next Post
ცაგარელის დაბრუნება: ორი წლის შემდეგ, ორ სამყაროს შორის

ცაგარელის დაბრუნება: ორი წლის შემდეგ, ორ სამყაროს შორის

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.