Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home სიახლეები

Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

by Forbes.ge
May 12, 2025
in სიახლეები
0
Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2025 წლის 20-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გააერთიანებს ქართველ და უცხოელ  სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში, ისეთი მიმართულებების გარშემო, როგორიცაა:

  • WEB3​
  • ხელოვნური ინტელექტი (AI)​
  • ფინტექი (FinTech)​
  • აგროტექნოლოგიები (AgriTech)​
  • მედია​
  • ციფრული მარკეტინგი​
  • გეიმინგი​
  • კიბერსპორტი (E-Sport)

პირველ დღეს, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ქოლგის ქვეშ,არსებული Community Partner-ები თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა უნიკალურ  Side Event-ს გამართავენ: Startup Büro, Ad Summit x Hapttic, Forbes Georgia, Political Tech Summit, D-Block, Axel – Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups.

დამატებით ინფორმაციას Side Event-ებზე სულ მალე იხილავთ. Side Event-ებზე დასწრების მსურველებმა ორგანიზატორების მხრიდან დადასტურების ეტაპი უნდა გაიარონ. 

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით Shaping the New Era კი რიგით მეორე დღეს, 21 ივნისს Radio City | District 4-ში ჩატარდება და გააერთიანებს 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას და 80 სპიკერს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სპიკერებს შორის იქნებიან:​

  • ⁠  ⁠Jessica Tams – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი, Griffin Gaming-ის ვენჩურული პარტნიორი
  • ⁠  ⁠Ruben Veiga – Roblox – ის ქომუნითი მენეჯერი ევროპაში
  • ⁠  ⁠Maxime Paradis – Paradis Club-ის დამფუძნებელი
  • ⁠  ⁠Israel Pons – PITCH to the WORLD – ის თანადამბუძნებელი
  • ⁠  ⁠John Nee – Marvel – ის გამომცემლობის ყოფილი ხელმძღვანელი // DC Comics – ყოფილი ვიცე პრეზიდენტი
  • ⁠  ⁠Patrick Lee – Rotten Tomatoes -ს აღმასრულებელი დირექტორი
  • ⁠  ⁠Katie Soo – DICE-ის უფროსი ბიზნეს ოფიცერი // HBO Max – ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი // DC Comics – ის ყოფილი მარკეტინგის უფროსი
  • ⁠  ⁠Maya Rogers – Tetris – ის აღმასრულებელი დირექტორი
  • ⁠  ⁠JP Isham – Gala – Games, Film and Music – ის მრჩეველთა ბორდის წევრი,  Alchemist investment fund – ის მმართველი დირექტორი
  • ⁠  ⁠Dmitri M. Johnson – Story Kitchen – ის დამფუძნებელი პარტნიორი და პროდიუსერი

სპიკერების სრული სია მალე გასაჯაროვდება.

Radio City | District 4-ში ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექ. პროფესიონალები სხვადასხვა სცენაზე წარსდგებიან: მოეწყობა მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე სცენა, Outdoor-სცენა, Co-Working სივრცე, მედია სივრცე და Chillout ზონა, სპორტული ზონა, 3 ბარი, ტექნოლოგიური და SME ექსპო, არტ-ინსტალაციების ზონა და სხვა.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინვესტორთა დახურულ ლაუნჯებში შეხვდნენ ქართული და უცხოური VC ფონდების წარმომადგენლებს, Family Office-ებს,  ანგელოზ ინვესტორებს, ტრადიციულ და ინოვაციურ სექტორებში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს.

პარტნიორების მიერ ჩატარებული მრავალფეროვანი აქტივობების, DJსეტებისა და თეატრალური ნაწილის, ექსპო ზონის, გასართობი და სპორტული აქტივობების საშუალებით შექმნილი დინამიური და ინსპირაციული გარემო, დამსწრე საზოგადოებას ახალი ნეთვორქინგ სესიების გამართვისა და შესაძლებლობების აღმოჩენის უნიკალურ შანსს მისცემს.

ღონისძიების შემაჯამებელი, მესამე დღე, 22 ივნისი, დაეთმობა ქართული კულტურის გაცნობის ტურსა და Community Partner-ების Side Event-ებს.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს, სურს შეხვდეს ინვესტორებს და გაიცნოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. გარდა ადგილობრივი მონაწილეებისა, ღონისძიება უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაშიც აქტიურად არიან ჩართულები GTWT 2025-ის ბრენდ-ელჩები – საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ათი პროფესიონალი, რომელთა მხარდაჭერით ხდება სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება და სტუმრების მოწვევა.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა სტარტაპ კონკურსისა და გამოფენისთვის, მოხელისეობრივი ჩართულობისა და ღონისძიების დეტალებისთვის, შესაძლებელია ბმულზე: https://gtwt.ge

ბილეთების გაყიდვა მთავარი ღონისძიებისთვის სახელწოდებით “GTWT 2025: Shaping the New Era” დაწყებულია: https://tkt.ge/GlobalTechWeekend2025, სრული განრიგი კი ეტაპობრივად დაანონსდება.

კონფერენციის მთავარი მხარდამჭერები არიან: TBC, GITA | Startup in Georgia, Adjara Group, ATARI.

პლატინუმ მხარდამჭერები:  TEGETA, Georgia Travel

Community პარტნიორები: Startup Büro, Ad Summit, Hapttic, Axel – Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups, 8000 Vintages, Tbilisi Hills, D-Block, Tribe, Future Laboratory, Forbes Georgia, Political Tech Summit, Commschool, FINTECH ASSOCIATION OF GEORGIA.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი მისიაა გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ. პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც კავკასიის და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ,  ახალი შესაძლებლობები ერთად აღმოაჩინონ.

Tags: Global Tech Weekend Tbilisi 2025
Previous Post

რა ჯდება AI-მოდელების გაწვრთნა?

Next Post

საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები

საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result