Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

Global Finance-მა თიბისი, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საუკეთესო ბანკად დაასახელა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Global Finance-მა თიბისი, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საუკეთესო ბანკად დაასახელა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა, ბაზრის წილი და კონკურენტული უპირატესობა სერვისების მიმართულებით.

2021 წელს, ფულის მართვის მიმართულებითა და ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, თიბისიმ, ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, ინოვაციური პროდუქტი – თანამედროვე Cash-in აპარატი დანერგა. აპარატი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში, ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფული – როგორც კუპიურების, ასევე მონეტების სახით, კომპანიის ანგარიშზე მომენტალურად ასახონ. პროექტის პირველ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ფილიალებში – 20, კლიენტი კომპანიების ტერიტორიაზე კი 30 აპარატი განთავსდება. პროდუქტი ფილიალებში რიგების განტვირთვას, მომხმარებლების დროის დაზოგვასა და მათ მიერ დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის უსაფრთხოდ მართვას უწყობს ხელს.

„ბიზნესკლიენტებისთვის მათ საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული მომსახურების შეთავაზების მიზნით, 2021 წელს, არასაკრედიტო პროდუქტების ეფექტურად მართვისთვის, ცალკე გუნდი ჩამოვაყალიბეთ. ეს მიმართულება მოიცავს სახაზინო ოპერაციებს, დეპოზიტებს, ნაღდი ფულის მართვის სერვისებსა და სხვა საოპერაციო პროდუქტებს. ჩვენი მომსახურებითა და პროდუქტებით, მუდმივად თანხვედრაში ვართ თიბისის მისიასთან – გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. სწორედ ამ მისიის პასუხი იყო Cash-in აპარატებიც “, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„პანდემიურ რეალობას დიდი გავლენა აქვს გლობალურად სახაზინო სექტორზე. სწორედ ამიტომ, ფულის ჭკვიანურად მართვა და სახაზინო სისტემები, არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა. ჯილდო გადავეცით იმ ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც მიმდინარე, უპრეცედენტო კრიზისის პირობებშიც კი ახერხებენ, რომ შეუფერხებელი და საუკეთესო მომსახურება შესთავაზონ კლიენტებს“, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

Previous Post

თიბისიმ ბიზნესების მხარდასაჭერად 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

Next Post

Kazan’s Alternative to “Silicone Valley” Standards

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Kazan’s Alternative to “Silicone Valley” Standards

Kazan’s Alternative to "Silicone Valley" Standards

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result