Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Global Finance-მა ნათია თურნავა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა

by Salo Papalashvili
October 17, 2024
in ეკონომიკა, მსოფლიო, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Global Finance-მა ნათია თურნავა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა
0
SHARES
0
VIEWS

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა, ევროპის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს შორის, ნათია თურნავას საქმიანობა ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს Global Finance-მა D-ქულა მიანიჭა, რაც ევროპის რეგიონისთვის ყველაზე დაბალი შეფასებაა.

„2023 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავას დანიშვნა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იქნა შეფასებული. თუმცა ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა იმის გათვალისწინებით, რომ ის და მისი უწყებაც მუდმივად ჩათრეულია ქვეყნის მწვავე პოლიტიკურ დისკუსიებში.

კითხვები გააჩინა 2023 წლის სექტემბერში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამაც, როდესაც მან ვერ შეძლო აღესრულებინა საერთაშორისო სანქციები საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის მიმართ, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მისი მტკიცებით, საქართველოს მოქალაქის აქტივების გაყინვის უფლება მხოლოდ ქართულ სასამართლოს შეუძლია. მის საკამათო გადაწყვეტილებას სებ-ის სამი უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის გადადგომა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საყვედური მოჰყვა, რომელმაც თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა”, – ნათქვამია Global Finance-ის ანგარიშში.

Global Finance-ს Fitch Ratings-ის მონაცემებიც მოჰყავს, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 2023 წლის აგვისტოს $5.4 მილიარდიდან 2024 წლის ივნისში $4.6 მილიარდამდე შემცირდა და ეს კლება, ნათია თურნავას თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე დაიწყო. გარდა ამისა, გამოცემა გასული წლის მაისში, ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვების დახარჯვის გადაწყვეტილებაზეც წერს, რომელმაც პოლიტიკური პარტიების, პრეზიდენტისა და ევროკავშირის წინააღმდეგობა გამოიწვია, რომელმაც საბოლოოდ, შეაჩერა საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.

Central Banker Report Cards-ის ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება. Global Finance-ი მთავარი ბანკირების საქმიანობას, ფინანსური ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით, A-დან F-მდე სკალით აფასებს. ყველაზე მაღალი შეფასება A+, წელს, დანიისა და შვეიცარიის წარმომადგენლებმა დაიმსახურეს. რეგიონში ყველაზე დაბალი ქულა კი, როგორც აღვნიშნეთ, ნათია თურნავას აქვს.

Global Finance-ის შეფასება ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების საქმიანობის შესწავლას ეფუძნება – 2023 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისამდე პერიოდში. გამოცემა ითვალისწინებს ისეთ საზომებს, როგორებიცაა: მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური პოლიტიკის ზედამხედველობა, აქტივების შესყიდვისა და ობლიგაციების გაყიდვის პროგრამები, გამჭვირვალობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა და ა.შ.

Global Finance-ის 2024 წლის ანგარიშით, ევროპის ქვეყნების მთავარი ბანკირების შეფასება:

ქვეყანა მმართველი 2024 წლის შეფასება 2023 წლის შეფასება
ბელარუსი პაველ კალაური N/A N/A
ბოსნია და ჰერცეგოვინა იასმინა სელიმოვიჩი TETS N/A
ბულგარეთი დიმიტარ რადაევი B B-
ჩეხეთის რესპუბლიკა ალეს მიშელი B+ B
დანია კრისტიან კეტელ ტომსენი A+ TETS
ევროკავშირი კრისტინ ლაგარდი A- B+
საქართველო ნათია თურნავა D TETS
უნგრეთი ჯორჯი მატოლჩი B- C
ისლანდია ასგეირ ჯონსონი B A-
ნორვეგია იდა ვალდენ ბახი A- A-
პოლონეთი ადამ გლაპინსკი C B-
რუმინეთი მუგურ ისარესკუ B+ B+
რუსეთი ელვირა ნაბიულინა N/A N/A
შვედეთი ერიკ თედინი A- TETS
შვეიცარია თომას ჯორდანი A+ A+
თურქეთი ფატიჰ კარაჰანი TETS N/A
უკრაინა ანდრეი პიშნი N/A N/A
გაერთიანებული სამეფო ენდრიუ ბეილი B+ C
Previous Post

AguaDios – მსოფლიოში ყველაზე იშვიათი ტეკილა

Next Post

თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო

Salo Papalashvili

Next Post
თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო

თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result