2016 წელს ღვინის მსოფლიო იმპორტმა 33 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც მსოფლიო იმპორტის 17.7%, 5.8 მილიარდი დოლარის ღვინო მიემართა. მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 4.1 მილიარდით. ტოპ ათეულს ბელგია ასრულებს მილიარდი დოლარის ღვინის იმპორტით.
ღვინის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ 10-ეულში ვერ ხვდება რუსეთი (რომელსაც ქართული ღვინის ექსპორტში პირველი ადგილი უჭირავს), ის ჩამონათვალში მე-12 ადგილს იკავებს 728 მლნ დოლარის (მსოფლიო იმპორტის 2.2%) ღირებულების ღვინის იმპორტით.
2012 წელთან შედარებით, ტოპ 10 იმპორტიორი ქვეყნიდან ყველაზე მეტად ღვინის იმპორტი ჩინეთში (50%-ით), ჰონგ კონგში (49%) და აშშ-ში (9.3%) გაიზარდა.
ცხრილი: მსოფლიოს ტოპ 10 ღვინის იმპორტიორი ქვეყანა, 2016 წელი
|
|
მილიარდი დოლარი |
წილი მსოფლიო იმპორტში |
|
აშშ |
5.8 |
17.7% |
|
გაერთიანებული სამეფო |
4.1 |
12.4% |
|
გერმანია |
2.7 |
8.3% |
|
ჩინეთი |
2.4 |
7.2% |
|
კანადა |
1.8 |
5.4% |
|
ჰონგ კონგი |
1.6 |
4.7% |
|
იაპონია |
1.5 |
4.6% |
|
შვეიცარია |
1.1 |
3.3% |
|
ნიდერლანდები |
1.0 |
3.2% |
|
ბელგია |
1.0 |
3.0% |
წყარო: The World Factbook











