Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home News

ღირებულებებზე აგებული ხიდები

by Anina Tepnadze
September 23, 2025
in News
0
ღირებულებებზე აგებული ხიდები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2025 წლის 20-23 ოქტომბერს სტრასბურგში ქართველი ემიგრანტების დიდი შეკრება გაიმართება, რომელიც ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს, ევროპულ ბაზარს დაუახლოვდეს და ქართველ ემიგრანტებთან კავშირები განამტკიცოს. ღონისძიება 7 ივნისს, პრინსტონში (აშშ) ქართველების მასშტაბური შეკრების წარმატებული გამოცდილების გაგრძელებაა.  მთავარი მისია ერთი სიტყვით შეიძლება აიხსნას — ხიდები: ხიდები საქართველოსა და დასავლურ სამყაროს შორის, ხიდები ქართულ დიასპორასა და სამშობლოს შორის, ხიდები ბიზნესსა და დასავლურ ღირებულებებს შორის.

ინიციატივის ავტორია აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია The Builders of Value-Based Bridges Inc., რომელიც უკვე აერთიანებს ქართველ ემიგრანტ მეწარმეებსა და დასავლურ დიასპორების ნაწილს. პლატფორმა ოპერირებს დავოსის ფორუმის მსგავსი ბიზნესმოდელით, რომელიც თავისი პროექტებით ქართველ ემიგრანტებსა და ემიგრაციულ ერთობებს აძლიერებს, რათა მიღებული სინერგიით ჩამოყალიბებულმა კავშირმა საქართველოს პოლიტიკურ–ეკონიმიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ღონისძიების შესახებ Forbes Georgia  ზურაბ კაპანაძეს, ორგანიზაციის CEO-ს და მარიამ მაღულარიას, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელს ესაუბრა.

ზურაბ კაპანაძე და მარიამ მაღულარია – ფოტო გამოყენებულია ღონისძიებიდან “სოლიდარობის ენერგეტიკა – RETCO x TOA

მოდით, დავიწყოთ იდეის დაბადებიდან. რა გახდა ამ ინიციატივის საფუძველი?

ზურაბ კაპანაძე: ეს იდეა, რომ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ქართველ ემიგრანტებს გააძლიერებდა, გამოცდილებიდან წამოვიდა. ძალიან რთულია სამშობლოდან შორს ყოფნა — ადაპტაცია, პროფესიული გზის გაგრძელება, ახალ გარემოსთან შეგუება. ჩვენ გვჯერა, რომ თუ თითოეული ემიგრანტი გაძლიერდება, მთლიანად დიასპორა გაძლიერდება და ეს თავის მხრივ საქართველოს დაეხმარება.

პირველი წარმატებული შეკრება გვქონდა 2025 წლის ივნისში, პრინსტონში (აშშ). სწორედ აქ დავინახეთ, როგორ შეუძლია დიასპორას შექმნას არა მხოლოდ ემოციური ერთობა, არამედ პრაქტიკული ქსელი — ბიზნესის, განათლების, კულტურის და სხვა მიმართულებით. სტრასბურგი სწორედ ამ გამოცდილების გაგრძელებაა, მაგრამ ამჯერად უკვე — ევროპულ კონტექსტში.

კითხვა: თქვენ თვითონაც ბიზნესმენი ხართ. როგორ გამოგადგათ წარსული გამოცდილება ამ პლატფორმის შექმნის პროცესში? 

ზურაბ კაპანაძე: წლებია, კერძო სექტორში ვმუშაობ. სხვადასხვა ბიზნესში ერთ–ერთი მთავარი, რასაც ყოველთვის ვუსვამ ხაზს, არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR). ბიზნესი მარტო მოგებაზე ვერ იდგება — თუ ის არ ქმნის ღირებულებას საზოგადოებისთვის, მისი წარმატება მდგრადი ვერ იქნება. სწორედ ამ ფილოსოფიიდან მოდის “ხიდების მშენებლების“ იდეაც: ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესმა პასუხისმგებლობა აიღოს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ იმ საზოგადოებაზეც, რომელსაც ემსახურება საქმით. 

რატომ არის “ხიდების მშენებლების” აზრით ასე მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესი ღირებულებებზე დაყრდნობით მოქმედებდეს? 

მარიამ მაღულარია: იმიტომ, რომ ეს არა უბრალოდ ლამაზი სიტყვებია, არამედ — განვითარების პრაქტიკული საფუძველი. ბიზნესს, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს — გამჭვირვალობას, პასუხისმგებლობას, სამართლიან კონკურენციას — მეტი შანსი აქვს, რომ რეალურ წარმატებას მიაღწიოს. ღირებულებები კომპანიას აძლევს ძალას და ქმნის ნდობას როგორც მომხმარებლებისა და პარტნიორების, ასევე — თანამშრომლების თვალში.

ამიტომ ჩვენი პლატფორმის მთავარი პრინციპია: Values matter — they make you stronger. სწორედ ეს გზავნილი გვინდა, რომ ქართულმა ბიზნესმა გაითავისოს.

რა ელემენტებისგან შედგებოდა პრინსტონის შეხვედრა და ამჯერად რას შესთავაზებთ სტრასბურგში თავმოყრილ აუდიტორიას?

ზურაბ კაპანაძე: ჩვენ გვინდა, რომ შეხვედრა არ იყოს მხოლოდ პანელებისა და დისკუსიების სერია. ის უნდა იქცეს ერთიანობის გამოცდილებად. პრინსტონში გვქონდა ოთხი მიმართულება. ეს იყო Market Fair, შეხვედრები და პანელური დისკუსიები, მუსიკალური ნაწილი და ფეხბურთის და კალათბურთის ტურნირები. სტრასბურგში ყველა ეს მიმართულება გავიმეორეთ და განვავითარეთ, სპორტული ელემენტების გარდა. პრინსტონის ღონისძიების ფარგლებში ეს ტურნირები კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და თუში კახა თილიძეს (თუში) ეძღვნებოდა– ბოლო წლებში, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელიც 2025 წლის იანვარში დაიღუპა უკრაინაში.

ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული ხიდებიც ავაგოთ. სტრასბურგში შეიკრიბებიან ქართველი მუსიკოსები, დისკუსიებს დაესწრებიან  ქართველი სტუდენტები ევროპული თუ ამერიკული უნივერსიტეტებიდან, თავს მოიყრიან ადგილობრივი ემიგრანტები, ბიზნესმენები, ევროპული კომპანიების წარმომადგენლები და მცირე მეწარმეები. ქართველ მეწარმეებს ექნებათ საკუთარი სტენდები, სადაც საკუთარ პროდუქციას გამოიტანენ.

რა პრინციპებით ირჩევთ მხარდამჭერ კომპანიებს, რისი მიღება შეუძლია ამ ინიციატივაში ჩართვით ბიზნესს?

ზურაბ კაპანაძე: რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფ:

  • კონტაქტები: შესაძლებლობაა, შეხვდნენ წარმატებულ ქართველ მეწარმეებს ევროპასა და ამერიკაში, რომელთაგანაც უკვე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ. 
  • ბაზრის ცოდნა: ელზასის ეკონომიკური განვითარების სააგენტო ADIRA-ს დახმარებით ბიზნესები მიიღებენ ინფორმაციას ევროპულ ბაზარზე ოპერირების შესახებ, მათ შორის რელოკაციისა თუ ტენდერების შესაძლებლობებზე.
  • ახალი თაობა: ღონისძიებაზე იქნებიან გონიერი ქართველი სტუდენტებიი ევროპისა თუ აშშ–ს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ესენი არიან ნიჭიერი, განათლებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ეთანამშრომლონ იმ კომპანიებს, რომელთა ღირებულებებსაც იზიარებენ.
  • გლობალური ხედვა: დიასპორას მნიშვნელოვანი რესურსები აქვს, როგორც ფინანსური, ისე — ინტელექტუალური, კავშირები, გამოცდილება და ასე შემდეგ. ასეთი შეკრებების მხარდაჭერას გრძელვადიანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კომპანიისათვის. 

რატომ აირჩიეთ შეხვედრის ადგილად სტრასბურგი? რა გზავნილი ჩადეთ ამ გადაწყვეტილებაში? 

ზურაბ კაპანაძე: სტრასბურგი სიმბოლურია რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, ეს არის ქალაქი, სადაც ევროპარლამენტის სესიები ტარდება და შესაძლოა სწორედ ამ დღეებში საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული საკითხები დადგეს დღის წესრიგში. ჩვენ გვინდა, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს დავანახოთ, რომ დიასპორა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ კურსს.

გარდა ამისა, სტრასბურგი საქართველოსთვის სხვა მხრივაც სიმბოლურია. სწორედ აქ გაჟღერდა ისტორიული ფრაზა: მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. ეს ქალაქი თავად ხიდის სიმბოლოა — სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან მარტივია აქ მოხვედრა. გავითვალისწინეთ ისიც, რომ ამ რეგიონში მრავალრიცხვოვანი და აქტიური ქართული დიასპორა ცხოვრობს. ეს ქალაქი არის სიმბოლური ხიდი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. 

როგორ ხედავთ დიასპორის როლს საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში?

მარიამ მაღულარია: არაერთი მაგალითი არსებობს, რომ როდესაც ქვეყანა კრიზისშია, დიასპორა შეიძლება იქცეს ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ რესურსად. საქართველო ახლა გზაგასაყარზე დგას. თუ ჩვენ სწორად გამოვიყენებთ ემიგრანტების პოტენციალს, ეს არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებსაც დაეხმარება.

ზურაბ კაპანაძე: ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ემიგრანტების ჩართულობა და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს ამჟამად აქვთ ფიზიკური დაპატიმრების შიში,  პასპორტების ჩამორთმევის შიში, ანგარიშების გაყინვის შიში. ქართული იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადამიანის მდგომარეობა არის ძალიან სუსტი, მოწყვლადი. თან ეს ადამიანები მუდმივად ბრძოლაში არიან, რაც უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს. ქართველს, რომელიც ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრობს, პასპორტს ვერ ჩამოართმევ, ვერც ქართული ანგარიშების გაყინვით ვერ გააჩერებ. ჩვენ ვფიქრობთ თითოეულ ადამიანზე, რატომ უნდა მოუნდეს სტრასბურგში მოსვლა, როცა, ვთქვათ, პარიზში ცხოვრობს. რას მიიღებს ამ ღონისძიებაზე? ჩვენ გვაქვს მაგ კითხვაზე პასუხი. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. პრინსტონში ღონისძიებაზე საკმაოდ დატვირთული პროგრამა გვქონდა. ერთი გოგონა კალიფორნიიდან ჩამოვიდა, განათლების პანელზე იყო სპიკერი, მერე დაესწრო ქართულ–ამერიკული ურთიერთობების პანელს, გაიცნო იქ ადამიანები, რომლებმაც შემდეგ სხვა პროფესიონალებთან დააკავშირეს. უკუკავშირს რომ ვაგროვებდით ღონისძიების შესახებ, ამ გოგონამ გვითხრა, რომ ერთ თვეში რამდენი კონტაქტი თუ შესაძლებლობაც შევიძინე, ამისთვის შეიძლება წლები დამჭირვებოდაო. სწორედ ეს არის ის ხელშსახები ღირებულება, რომელსაც ქმნის ჩვენი პლატფორმა. 

ემიგრაციაში წარმოუდგენლად დიდი რესურსია, რომელსაც ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ  ვერ აღიქვამს სათანადოდ. ჩვენი ერთ–ერთი პანელი, სადაც დათო გორგილაძე იქნება მოდერატორი, თავს მოუყრის სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებს. გვინდა, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირება გავუადვილოთ. 

სტრასბურგის შეკრების მხარდამჭერია საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონის, ელზასის ეკონომიკური განვითარების სააგენტო ADIRA. რას მოიცავს ეს თანამშრომლობა? 

ზურაბ კაპანაძე: ADIRA სახელმწიფო ორგანიზაციაა და კონკრეტულად ელზასის მხარის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესების აღმოჩენა, რომლებიც პოტენციურად ელზასის მხარეში გამოცხადებულ ტენდერებში მიიღებენ მონაწილეობას და ამით ადგილობრივ სერვისებს გააიაფებენ — იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვა. გარდა მაგისა, ჩვენ გვექნება ტურები ფრანგულ კომპანიებში, სადაც დაინტერესებული პირები ნახავენ, როგორ მუშაობს გამართული ევროპული საწარმო. მე, მაგალითად რამდენიმე წლის წინ ვიყავი პორტუგალიაში, ღვინის საცობების ქარხანაში, რომელიც იყენებს კაიზენის მეთოდოლოგიას. იქ ნასწავლმა მეთოდებმა პირველივე წელს დამაზოგინა 100 000-ობით დოლარი. ხანდახან შეიძლება კონკრეტული თეორიები გქონდეს კომპანიის მართვასა და განვითარებაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ იდეების განხორციელებული სახით ნახვა და ახალი პერსპექტივის შექმნა.

როგორ შეუძლია ხიდების მშენებლების, როგორც ინიციატივის მხარდაჭერა საქართველოს რიგით მოქალაქეს / ემიგრანტს თუ, მაგალითად, ვერ ახერხებს სტრასბურგის ღონისძიებაზე დასწრებას? 

ზურაბ კაპანაძე: მხარდაჭერა ბევრნაირია. ყველაზე მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, არის ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ უარი ვთქვით მარკეტინგულად გამართლებულ, მაგრამ ყალბ და არაგულწრფელ ფორმებზე. ამიტომ word of mouth — პირდაპირი რეკომენდაცია — ძალიან ეფექტურია. თუ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში მცხოვრებ მეგობრებს, ქართველებს თუ უცხოელებს, ეტყვიან, რომ საინტერესო ღონისძიებაა, ეს უკვე სერიოზული მხარდაჭერაა.

გარდა ამისა, ჩვენ განვითარების საწყის ეტაპზე ვართ და სულ ვეძებთ ახალ იდეებს. ნებისმიერი წინადადება, ინიციატივა, კრიტიკაც კი მისასალმებელია. ეს ყველაფერი გააძლიერებს ჩვენს კონცეფციას და საბოლოოდ გააძლიერებს საქართველოს. ღია ვართ შემოთავაზებებისათვის და არ გვაქვს დამოკიდებულება, თითქოს არაფრის სწავლა არ გვჭირდება. პირიქით — მოსმენა და ჩართულობა ჩვენი მთავარი ღირებულებებია.

ბოლოს, რა გზავნილი გექნებათ ქართველებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ?

ზურაბ კაპანაძე: ნუ ველოდებით სუპერგმირებს, ვერავინ ამ ქვეყანას და ამ რეალობას ჩვენ მაგივრად ვერ შეცვლის. ჩვენ უნდა დავიკაპიწოთ ხელები და უნდა ჩავერთოთ საქმიანობაში, რომელიც დაგვახსნევინებს ამ ქვეყანას და დაგვანახებს პერსპექტივას, რომ ჩვენ გვექნება სახელმწიფო, რომელსაც ვიმსახურებთ. თუ როგორც ემიგრანტს, ისე მეკითხებით, პირდაპირ გეტყვით: პასუხისმგებლობა ჩვენს ხელშია. ამ პლატფორმის მეშვეობით ჩვენ რესურსებს ვაერთიანებთ და ერთად ვშრომობთ, რომ ავაშენოთ ხიდი, რომელიც დაგვაბრუნებს საქართველოში. 


გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ

თვალი ადევნეთ სიახლეებს Bridges Strasbourg 2025 ღონისძიებასთან დაკავშირებით

🔹 ღონისძიების პარტნიორები

  • GéNaissance – ღონისძიების ადგილობრივი პარტნიორი
  • Forbes Georgia – მედიაპარტნიორი
  • Nexia Georgia – ბიზნესპარტნიორი
Previous Post

ტოპ-10 ქვეყანა ვიდეოთამაშების ინდუსტრიის შემოსავლების მიხედვით

Next Post

თიბისი კაპიტალმა საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა

Anina Tepnadze

Next Post
თიბისი კაპიტალმა საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result