Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

საქართველოს „ცის მომავალი“: როგორ იცვლება კერძო ავიაციის ბაზარი

by Forbes.ge
May 18, 2023
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს „ცის მომავალი“: როგორ იცვლება კერძო ავიაციის ბაზარი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

პანდემიამ მრავალი ქვეყნის საზღვარი დაკეტა, მაგრამ – არა კერძო ავიაციისთვის. ბოლოდროინდელი ბაზრის ტენდენციები აჩვენებს, რომ VIP-თვითმფრინავების გამოყენება მაღალმა საშუალო კლასმაც კი დაიწყო და დახურული ჩარტერების რაოდენობა მთელ მსოფლიოში გაიზარდა. გამონაკლისი არც საქართველოა. ვიტალი არხანგელსკი – PhD, Jet.Paris-ის დირექტორი – AVIAV TM (Cofrance SARL – ნიცა, საფრანგეთი) – HondaJet-ის თვითმფრინავების მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციული მფლობელი ამ და სხვა საკითხებზე Forbes-ს ესაუბრება.

ბატონო არხანგელსკი, გვითხარით მოკლედ, რას აკეთებს თქვენი კომპანია?

ჩვენი კომპანია Jet.Paris – AVIAV TM (Cofrance SARL – ნიცა, საფრანგეთი) არის ფრანგული საავიაციო, ასევე სადაზღვევო და საბანკო ბროკერი. ჩვენ ვაწყობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ კერძო ფრენებს, სატვირთო და სანიტარულ ჩარტერებს ნებისმიერი მიმართულებით. ვახორციელებთ თვითმფრინავების გაყიდვებსა და შესყიდვებს, უზრუნველვყოფთ ბიზნესთვითმფრინავების ყოვლისმომცველ მენეჯმენტს.

სთავაზობთ თუ არა მსურველებს თვითმფრინავების კომერციულ მენეჯმენტს?

დიახ, Jet.Paris-ის (Cofrance SARL) სერვისების გამოყენებით საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანაში შეგიძლიათ მარტივად შეიძინოთ ნებისმიერი თვითმფრინავი, მოათავსოთ იგი ჩვენი AOC-ის (Aviation Operation Certificate) ფარგლებში და ჩვენ შევძლებთ სრულად ვმართოთ ბიზნესთვითმფრინავი: შევასრულოთ რემონტი, ტექნიკური მომსახურება, განახლებები, დავიქირაოთ ეკიპაჟი და უზრუნველვყოთ დოკუმენტაცია და ოპერირება. ჩვენ შეგვიძლია, მარტივად ვიპოვოთ საბაზო აეროპორტი საუკეთესო ფასებით, დავაზღვიოთ თვითმფრინავი საჭიროების შემთხვევაში და დავეხმაროთ დაფინანსების, ლიზინგის ან კრედიტის სტრუქტურირებაში. ჩვენ გავაქირავებთ ბიზნესჯეტს, როდესაც მფლობელი არ დაფრინავს, რითაც, ხარჯის ნაცვლად, თვითმფრინავის მფლობელობას მოგებიან და საინტერესო ბიზნესად ვაქცევთ. Forbes-ი უკვე წერდა ამის შესახებ.

მაგრამ თქვენ ხომ საკუთარი ფლოტიც გაქვთ? როგორ აერთიანებთ საკუთარ და სხვების ფრენებს? არის თუ არა კონკურენცია კომპანიის შიგნით?

ეს ორი განსხვავებული ხაზია. მართლაც, Jet.Paris (Cofrance SARL) HondaJet-ის ულტრამსუბუქი თვითმფრინავების მსოფლიოში ყველაზე დიდი მფლობელია. სხვათა შორის, ისინი საქართველოში ძალიან მოთხოვნადია მათი ეფექტიანობისა და გარემოსადმი კეთილგანწყობის გამო. ისინი ხშირად დაფრინავენ თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან მგზავრთა მცირე ჯგუფებით ევროპის სხვადასხვა ქალაქში და კლასიკურ, 7-9-ადგილიან ჩარტერულ თვითმფრინავთან შედარებით, ხუთადგილიანი  Honda-ს ქირაობა უფრო იაფია. მაგრამ აქ კონკურენცია არ არის. თუ კლიენტს სჭირდება მოცულობითი ძვირად ღირებული თვითმფრინავი, რომელიც უფრო მეტი დაუჯდება, ჩვენ სიამოვნებით შემოგთავაზებთ ათობით ვარიანტს ჩვენი პარტნიორებისგან. მომხმარებელი ყოველთვის ირჩევს მოდელს, გამგზავრებისა და ჩამოსვლის აეროპორტებს, გამგზავრების დროს, მომსახურებას ბორტზე, მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან და ესთეტიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე. აბსოლუტურად ყველა მოწოდებული თვითმფრინავი რეგულარულად მოწმდება ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მხრივ, წამყვანი საერთაშორისო საავიაციო კომპანიების Wyvern-ისა და ARGUS-ის მიერ.

უკვეთენ თუ არა საქართველოში ასი და მეტი ადამიანისთვის განკუთვნილ დიდ კერძო თვითმფრინავებს?

ჯერჯერობით საქართველოდან ვიღებთ უფრო მეტ მოთხოვნას ათი მგზავრისთვის განკუთვნილ მცირე ზომის ბიზნესთვითმფრინავებზე მაგრამ ასევე იყო  30-ადგილიანი Embraer 135LRის  შეკვეთაც რომის მიმართულებით. ამაზე დიდი თვითმფრინავები, როგორიცაა Boeing 737-300 VIP, უფრო აქტუალურია რუსეთისთვის. პანდემიის დროს მსხვილი კომპანიები, რომლებმაც უნდა გაგზავნონ 50, 100 ან თუნდაც 300 თანამშრომელი ან მომხმარებელი საქმიან ღონისძიებებზე, ტრენინგებსა თუ დასვენებაზე, უფრო ხშირად მოგვმართავენ. ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ პირდაპირი ფრენა ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან და გოაში, ლონდონში ან მალდივებზე წასასვლელად მგზავრებს აღარ სჭირდებათ მოსკოვში გამგზავრება. კლიენტი თავად ირჩევს თანმხლებ სერვისებს. საჭიროა თუ არა კვება რესტორნიდან, შავი ხიზილალა და შამპანური თუ დასვენება ფრენაში –  ჩვენ მარტივად მოვაწყობთ ყველაფერს. გარდა ამისა, მომხმარებლების კომფორტისთვის შევიმუშავეთ სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც მოძებნით და დაჯავშნით კერძო თვითმფრინავით ფრენას სასურველი მიმართულებით.

არის თუ არა პანდემია დაბრკოლება კერძო ფრენებისთვის?

არის გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს ეს სირთულეები არ შეეხოს. მართალია, გაგვირთულდა ფრენების დამტკიცება, რადგან მათ ორგანიზებას მეტი დრო სჭირდება, ამიტომ კლიენტმა წინასწარ უნდა მოგვმართოს. თქვენ უნდა დაადასტუროთ ფრენის მიზეზი, აიღოთ ნებართვა, მოგვაწოდოთ უარყოფითი ტესტი Covid-19-ზე ან ვაქცინაციის სერტიფიკატი მგზავრებისთვის და იზრუნოთ სანიტარულ სტანდარტებზე ფრენისას, აეროპორტსა და ადგილზე ტრანსფერის დროს.

და თუ ადამიანი Covid-19-ით დაინფიცირდა, ის ფრენას ვერ შეძლებს?

შეძლებს, მაგრამ ცალკე საჰაერო სასწრაფო დახმარების მანქანაში, გაზრდილი სამედიცინო უსაფრთხოების ზომებით. ეს ექსტრემალური სიტუაციაა, მაგრამ საგანგებო სიტუაციებში კერძო ავიაცია დაგეხმარებათ.  აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს სანიტარული რეისები უფრო ხშირად იჯავშნებოდა. თუ ადამიანს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება და რეგულარული რეისი გაუქმებულია, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ჩვენთან დაკავშირებაა.

როგორია საქართველოში კერძო ავიაციის განვითარების პერსპექტივები პანდემიის შემდეგ?

ისევე როგორც სხვაგან მსოფლიოში, მზარდი მოთხოვნაა სერვისებზე. ხალხი მიხვდა, რომ კერძო ფრენები ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა. Jet.Paris – AVIAV TM (Cofrance SARL)-ს აქვს ოფისი თბილისში, სადაც წარმატებითაა შეთავსებული  სანდოობა და მაღალი ხარისხის რუსულენოვანი სერვისები. რა თქმა უნდა, არიან თანამშრომლები, რომლებიც ქართულად საუბრობენ. კერძო ფრენების საერთო რაოდენობა ხუთ წელიწადში 12-15%-ით გაიზრდება და დარწმუნებული ვართ, რომ იგივე ტენდენცია იქნება საქართველოშიც. წარმატებული თანამშრომლობის იმედს ვიტოვებთ და სასიამოვნო  მგზავრობას გისურვებთ!

Previous Post

თიბისის გუნდის საახალწლო ქველმოქმედება #სულშენთანაა

Next Post

Stack-მა 3 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Stack-მა 3 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

Stack-მა 3 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result