Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

by იზა გვარამაძე
June 8, 2022
in Forbes Sport, მსოფლიო, საქართველო, სპორტი, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ბოლო დღეები განსაკუთრებით საყურადღებო ფეხბურთის მოყვარულთათვის აღმოჩნდა. Forbes-მა 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამასთანავე, ფრანგმა ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ მადრიდის „რეალის“ შეთავაზებაზე უარი საბოლოოდ განაცხადა და „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას 2021 წლის ფინანსური ანგარიში გააცნო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, რომლის თანახმადაც, გასულ წელს ორგანიზაციის მოგებამ 30 მილიონი ევრო შეადგინა. „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მფლობელმა კომპანია ENIC-მა კი კლუბში £150-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.

მოცემულ ბლოგში გასული კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან სპორტულ სიახლეებზე  დეტალურად მოგითხრობთ.

Forbes: 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბები

Forbes-მა 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩამონათვალში 5.1 მილიარდი აშშ დოლარით მადრიდის „რეალი“ ლიდერობს, რომელმაც 2021-22 წლების სეზონში ესპანეთის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატის რეკორდული, 35-ე ტიტულის მოპოვებით, ლა ლიგაში ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ კლუბი UEFA-ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისთვის 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტს მიიღებს. გარდა ამისა, ტურნირის მოგებისთვის მას საპრიზო თანხის სახით დამატებით 22 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაეცემა. 28 მაისს პარიზში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდელებმა „ლივერპული“ ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და ტიტული მეთოთხმეტედ მოიპოვეს, რაც საუკეთესო შედეგია.

აქვე გეტყვით, რომ „რეალი“ Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგში პირველ პოზიციას ბოლოს 2019 წელს იკავებდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოცემას 2020 წელს სია არ შეუდგენია.

ფოტო: Forbes

ჩამონათვალში მეორე ადგილს „რეალის“ მთავარი მეტოქე, „ბარსელონა“ იკავებს. აღსანიშნავია, რომ Forbes-ი მის ღირებულებასაც 5.1 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს, თუმცა მადრიდული კლუბისგან განსხვავებით, რომლის საოპერაციო მოგება $90 მილიონია, „ბარსელონის“ საოპერაციო მოგება მხოლოდ $17 მილიონს შეადგენს. კატალონიური კლუბი Camp Nou-ს სტადიონს რესტავრაციას უტარებს, რისთვისაც $1.6 მილიარდია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ „ბარსელონამ“ აუდიოსტრიმინგის გიგანტ Spotify-სთან  $458-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, შვედური კომპანია ივლისის თვიდან ესპანური გრანდის მთავარი სპონსორი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ასევე ახლოს არის $960-მილიონიან გარიგებასთან Goldman Sachs-თან და All Sport Finance-თან.

რეიტინგში $4.6 მილიარდით მესამე პოზიციაზე ინგლისური კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედია“. „წითელ ეშმაკებს“ ინგლისურ კლუბებს შორის ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ „იუნაიტედმა“ 2020-21 წლების სეზონში $128-მილიონიანი საოპერაციო მოგება მიიღო და ამ კუთხით Forbes-ის სიაში შემავალ კლუბებს შორის მე-2 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ წელს „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა. უკვე დასრულებულ სეზონში პრემიერ-ლიგაში მეექვსე ადგილის დაკავება კი ნიშნავს, რომ კლუბი 2022-23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგას გამოტოვებს და, შესაბამისად, ვერც საპრიზო თანხას მიიღებს.

წარმოგიდგენთ Forbes-ის 2022 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბს:

1. REAL MADRID

ღირებულება : $5.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 7%
მფლობელი: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: $90 მილიონი

2. BARCELONA

ღირებულება: $5.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 5%
მფლობელი: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: $17 მილიონი

3. MANCHESTER UNITED

ღირებულება: $4.6 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 10%
მფლობელი: Glazer Family
საოპერაციო მოგება: $128 მილიონი

4. LIVERPOOL

ღირებულება: $4.45 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 9%
მფლობელი: ჯონ ჰენრი, ტომ ვერნერი
საოპერაციო მოგება: $104 მილიონი

5. BAYERN MUNICH

ღირებულება: $4.275 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 1%
მფლობელი: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: $102 მილიონი

6. MANCHESTER CITY

ღირებულება: $4.25 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 6%
მფლობელი: შეიხი მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი
საოპერაციო მოგება: $156 მილიონი

7. PARIS SAINT-GERMAIN

ღირებულება: $3.2 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 28%
მფლობელი: Qatar Sports Investments
საოპერაციო ზარალი: $102 მილიონი

8. CHELSEA

ღირებულება: $3.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: -3%
მფლობელი: ტოდ ბოლი, Clearlake Capital
საოპერაციო მოგება: $45 მილიონი

9. JUVENTUS

ღირებულება: $2.45 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 26%
მფლობელი: Agnelli Family
საოპერაციო მოგება: $26 მილიონი

10. TOTTENHAM HOTSPUR

ღირებულება: $2.35 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 2%
მფლობელი: ჯო ლუისი, დენიელ ლევი
საოპერაციო მოგება: $127 მილიონი

მბაპე PSG-ში დარჩა – ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

ფრანგმა ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ მადრიდის „რეალის“ შემოთავაზებაზე უარი თქვა და „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე ოფიციალურად გაახანგრძლივა.

როგორც ცნობილია, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მბაპე PSG-სგან ხელფასის სახით კვირაში 1 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, რომელსაც გოლებისა და ტურნირებზე მიღწეული წარმატებისთვის ბონუსები დაემატება. ამასთანავე, კონტრაქტის გაფორმებისთვის „პარი სენ-ჟერმენი“ ფეხბურთელს 100 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის.

ფოტო: psg.fr

დაახლოებით ორი კვირის წინ სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ მბაპე მადრიდის „რეალს“ ხუთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ესპანური კლუბი ტრანსფერის დადასტურებამდე ფრანგი ფეხბურთელის ოფიციალურ განცხადებას ელოდებოდა. მბაპეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება La Liga-მაც გაავრცელა:

„სკანდალურია, რომ PSG-ის მსგავს კლუბს, რომელმაც გასულ სეზონში €220-მილიონიანი ზარალის შესახებ განაცხადა, წინა სეზონებში კი 700 მილიონ ევროზე მეტით იზარალა და ამ სეზონში მისი ფეხბურთელების საერთო ღირებულება დაახლოებით 650 მილიონი ევროა, შეუძლია, ასეთი ხელშეკრულება დახუროს“.

ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს ცნობით, მადრიდის „რეალი“ მბაპეს კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ერთჯერადად 130 მილიონ ევროს, ხელფასი სახით კი წელიწადში 30 მილიონ ევროს სთავაზობდა.

„ტოტენჰემის“ მფლობელმა ENIC-მა კლუბში £150-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა

ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მფლობელმა ბრიტანულმა კომპანია ENIC-მა კლუბში 150 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ეს ინვესტიცია „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, დამატებითი რესურსის სახით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ 2021-22 წლების სეზონში „ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ ინგლისის პრემიერ-ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს UEFA-ის ჩემპიონთა ლიგის შემდეგი სეზონისთვის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს.

ფოტო: Getty Images

ცნობისთვის, საინვესტიციო კომპანია ENIC-ი „ტოტენჰემის“ მთავარი მეწილე 2001 წელს გახდა. ახლა კი უკანასკნელი ინვესტიციის დახმარებით, კლუბში მისი წილი კიდევ უფრო გაიზრდება და ამჟამინდელი 85,6%-დან 87,5%-ს მიაღწევს.

რაც შეეხება „ტოტენჰემის“ მფლობელ საინვესტიციო კომპანიას, მისი 70.6%-იანი წილი – ინვესტორ ჯო ლუისს, ხოლო 29.4%-იანი წილი დენიელ ლევის და მის ოჯახს ეკუთვნით.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წელს €30 მილიონის ოდენობის მოგება მიიღო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) 2021 წლის ფინანსური წლისთვის რეკორდული, 30 მილიონი ევროს ოდენობის მოგების შესახებ განაცხადა. RFEF-ს ამ შედეგის მიღწევაში 2020 წელთან შედარებით შემოსავლის 60,8%-იანი ზრდა დაეხმარა. შედეგად, ორგანიზაციამ გასულ წელს €369.8-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.

RFEF-ი მოგების დიდ ნაწილს 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს (UEFA EURO 2020) უნდა უმადლოდეს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლის დაგვიანებით გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ტურნირნირის ნახევარფინალში გასვლა შეძლო, თუმცა იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში 4:2 დამარცხდა და ჩემპიონატს აღნიშნული ეტაპიდან გამოეთიშა. ცნობისთვის UEFA EURO 2020-ის ნახევარფინალისტებს 5-5 მილიონი ევრო გადაეცათ.

ფოტო: sportingnews.com

ამას გარდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სარგებელი La Liga-ს მიერ ორგანიზებული პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების მატჩების სამაუწყებლო უფლებებზე გადასახადის გაზრდის შედეგადაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია, რომელიც 1984 წელს დაარსდა, RFEF-ის ნაწილს წარმოადგენს.

ტოკიომ 2025 წლის მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

ჯერ კიდევ გასულ წელს, ტოკიომ 2025 წლის მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური განაცხადი მხოლოდ ახლა შეავსო.

როგორც ცნობილია, ტურნირის მასპინძლობა ტოკიოს გარდა კიდევ სამ ქალაქს, მათ შორის სინგაპურსა და ნაირობის სურს. ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, როგორც მედიაში იწერება, მეოთხე კანდიდატი პოლონური ქალაქია.

ფოტო: China Daily

მსოფლიო მძლეოსნობის ორგანიზაცია (World Athletics), რომელიც აღნიშნულ ჩემპიონატს უწევს ორგანიზებას, 2025 წელს გასამართი ტურნირის მასპინძელს ამ ზაფხულს, ივლისში გამოავლენს. რაც შეეხება წლევანდელ ჩემპიონატს, ის აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ იუჯინში სწორედ ივლისში გაიმართება.

ცნობისთვის, მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. აღნიშნული წესის მიხედვით, ის გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიების გამართვის თარიღი ერთი წლით გადაწიეს. უკვე ცნობილია 2023 წლის ტურნირის მასპინძელი ქალაქი – მომავალ წელს ჩემპიონატი ბუდაპეშტში გაიმართება.

სონ ჰინ-მინი მოდის საკუთარ ბრენდს ქმნის

სამხრეთკორეელი ფეხბურთელი სონ ჰინ-მინი მოდის საკუთარ ბრენდს ქმნის. როგორც ცნობილია, ბრენდი NOS7-ის სახელწოდებით ბაზარზე ოფიციალურად მომდევნო თვიდან გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ თავდამსხმელი რამდენიმე დღის წინ სამშობლოს ეწვია და აეროპორტში სწორედ NOS7-ის ლოგოთი დამშვენებული თეთრი მაისურით დააფიქსირეს. ბრენდის სახელწოდებისთვის ფეხბურთელმა საკუთარი სახელის შებრუნებული ვერსია და 7-იანი გამოიყენა – მაისურის ნომერი, რომელსაც ის „ტოტენჰემში“ ატარებს.

ფოტო: EPA

NOS7-ს ინსტაგრამზე ოფიციალური გვერდი აქვს შექმნილი, თუმცა იქ ბრენდის ან მისი პროდუქციის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ჯერჯერობით არ განთავსებულა. როგორც ირკვევა, NOS7 თავდაპირველად ტანსაცმლის ხაზს გამოუშვებს, თუმცა სამომავლოდ ბრენდი გაფართოებასა და სხვა ბიზნესებში შესვლასაც გეგმავს.

2021/22 წლების სეზონი სონის საფეხბურთო კარიერისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მართალია, მისმა კლუბმა საჩემპიონო ტიტულის მოგება ვერ შეძლო, თუმცა მომავალ სეზონში UEFA-ის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ცოტა ხნის წინ სონ ჰინ-მინსა და „ლივერპულის“ მოთამაშე მოჰამედ სალაჰს „ოქროს ბუცი“ გადაეცათ. ფეხბურთელებმა ჯილდო 2021/22 წლების სეზონის პრემიერ-ლიგაში ყველაზე მეტი, 23-23 გოლის გატანისთვის დაიმსახურეს.

Previous Post

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა

Next Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

იზა გვარამაძე

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result