Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes Sport

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

by იზა გვარამაძე
March 20, 2023
in Forbes Sport, ბიზნესი, მსოფლიო, საქართველო, სპორტი, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ქართველი სპორტსმენები ყურადღების ცენტრში გასული კვირის განმავლობაშიც მოექცნენ. მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია წინამდებარე მიმოხილვაში ორი მოვლენის გამო მოხვდა. ის ევროპაში Forbes-ის 30Under30-ის გამარჯვებულებს შორის დასახელდა, გარდა ამისა, იტალიის სერია A-ის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ყურადღების ცენტრშია მერაბ დვალიშვილი, UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომელმაც პრინციპული მეტოქე, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა.

გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა, რომელთა შესახებ დეტალებზე ქვემოთ მოგიყვებით.

ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში Forbes-ის 30Under30-ის გამარჯვებულებს შორის მოხვდა

ამერიკულმა Forbes-მა ევროპაში, გამოცემის პრესტიჟული ჯილდოს, 30Under30-ის 2023 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. სიაში ორი ქართველი მოხვდა: ხვიჩა კვარაცხელია და რეზი ჩიკვილაძე. მათ გამარჯვება, შესაბამისად, სპორტისა და ტექნოლოგიის კატეგორიაში მოიპოვეს.

Forbes-ის ევროპული 30Under30-ის სპორტის კატეგორიის გამარჯვებული საქართველოს ნაკრებისა და იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ფორვარდია. გამოცემის შეფასებით, 22 წლის კვარაცხელია კლუბს, 33 წლის განმავლობაში პირველად, ლიგის ტიტულის მოპოვებისკენ მიუძღვება.

ფოტო: Getty Images

არგენტინელი დიეგო მარადონას პატივსაცემად შერქმეული სახელით „კვარადონა“, ქართველი ფორვარდი ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც ამ სეზონში Serie A-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვება შეძლო. გარდა ამისა, უკვე რეკორდულად ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ხვიჩა წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის წოდებას ეუფლება, – ვკითხულობთ Forbes-ის მიერ ხვიჩა კვარაცხელიაზე გამოქვეყნებულ ტექსტში. აქვე გეტყვით, რომ გამარჯვებულთა სიაში დასახელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ხვიჩა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, რომლის შესახებ დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები Forbes-ის თანამშრომლებთან ერთად, დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. შეფასებისას ყურადღება გამახვილდა ისეთ კრიტერიუმებზე, როგორებიცაა კანდიდატების შემოსავალი, დაფინანსება, სოციალური გავლენა და მასშტაბი, ინოვაციურობა და პოტენციალი.

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ლას-ვეგასში გამართულ დაპირისპირებაში პრინციპული მეტოქე, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილი იანის წინააღმდეგ უპირატესობას მთელი ბრძოლის, ხუთივე რაუნდის განმავლობაში ინარჩუნებდა და რუსის დამარცხება არ გასჭირვებია.

ფოტო: UFC

ბრძოლის დასრულების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, და იმის ფონზე, რაც იქ ცოტა ხნის წინ ხდებოდა, რუსი მებრძოლის დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანია. დვალიშვილმა უკრაინელების მხარდაჭერაზეც ისაუბრა.

„ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობდა უკრაინიდან, ვინაიდან რუსს ვებრძოდი. თუ ჯერჯერობით რუსეთის ომით შეჩერება არ შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია მისი სპორტში დამარცხება“, – განაცხადა UFC-ის ქართველმა მებრძოლმა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. „17 წლის ვიყავი, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ეს საშინელება იყო“, – დასძინა მან.

კვარაცხელია სერია A-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „ნაპოლის“ მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კვარაცხელიას თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მისი თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი, ასევე „იუვენტუსიდან“ ანხელ დი მარია, „ტორინოდან“ ალექსეი მირანჩუკი და „ლეჩედან“ ფედერიკო ბასკიროტო ეცილებოდნენ. ხვიჩას ჯილდო „ატალანტასთან“ მატჩის წინ გადაეცა, რომელშიც მან შთამბეჭდავი გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, გასულ თვეში „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა სამი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. მთლიანობაში კი მიმდინარე სეზონში მისი საკლუბო მონაგარი 28 თამაშში 13 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აგვისტოშიც დასახელდა.

მიკაელა შიფრინმა მსოფლიო თასზე 87-ე გამარჯვებით რეკორდი დაამყარა

ამერიკელმა მოთხილამურემ, მიკაელა შიფრინმა შვედეთში გამართული მსოფლიო თასის ტურნირი მოიგო. შედეგად, ის კარიერის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონი 87-ედ გახდა, რაც ქალთა და მამაკაცთა შორის ისტორიაში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.

აღსანიშნავია, რომ შიფრინმა მსოფლიო თასზე გამარჯვებების რაოდენობით ქალთა შორის რეკორდი მიმდინარე წელს დაამყარა, როდესაც იტალიაში, კრონპლაცში გამართულ ტურნირზე გიგანტური სლალომი მოიგო. ამ შედეგით მან ლეგენდარული მოთხილამურის, ლინდსი ვონის გადასწრება შეძლო, რომლის ანგარიშზეც მსოფლიო თასზე 82 გამარჯვებაა.

რაც შეეხება მამაკაცთა და ქალთა შორის რეკორდსმენს, ეს სტატუსი შიფრინამდე შვედ მოთხილამურეს, ინგემარ სტენმარკს ეკუთვნოდა. ამ უკანასკნელს მსოფლიო თასზე 86 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

მსოფლიო თასზე მიკაელა შიფრინის ყოველი ახალი გამარჯვება, ახალ რეკორდულ ნიშნულს დააწესებს.

დიდი ბრიტანეთი ოლიმპიადის სპონსორებს IOC-ზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წერილობით მიმართა ოლიმპიადის სპონსორებს და მოუწოდა მათ, ზეწოლა მოახდინონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე (IOC) მისი წინადადების გამო, რომელიც რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ოლიმპიადაზე დაშვებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ მედიაში გავრცელდა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს 35-მა ქვეყანამ IOC-ს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს სახელმწიფოები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას არ ეთანხმებიან და კომიტეტისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგიერთი ქვეყანა ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებასაც გეგმავს.

ბრიტანეთის კულტურის მდივანმა, ლუსი ფრეზერმა წერილით მიმართა გაერთიანებულ სამეფოში ოლიმპიადის 13 უმსხვილესი სპონსორის, მათ შორის Coca-Cola-ს, Samsung-ისა და Visa-ს აღმასრულებელ დირექტორებს. წერილში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების მიმართ მთავრობის შეშფოთებაზე იყო საუბარი.

„ჩვენ ვიცით, რომ სპორტი და პოლიტიკა რუსეთსა და ბელარუსში ძლიერ არის გადაჯაჭვული და გადაწყვეტილი გვაქვს, რომ რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმებს არ უნდა მიეცეთ საშუალება გამოიყენონ სპორტი თავიანთი პროპაგანდისტული მიზნებისთვის“, წერს ფრეზერი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტით დაემუქრა, თუ იქ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები იასპარეზებენ.

IOC-ს საბოლოო გადაწყვეტილები ჯერ არ მიუღია, ამიტომ ქვეყნები ცდილობენ მას, ზეწოლის გზით, აზრი შეაცვლევინონ. აქვე გეტყვით, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი ოლიმპიელების სტატუსით უნდა წარდგნენ – ორგანიზაციის თქმით, მათ საკუთარი დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება არ მიენიჭებათ, არც ეროვნული ჰიმნის გაჟღერების.

ბრიტანეთის მხარე „ნეიტრალიტეტის“ მოდელის სიცხადეს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვებას არ მიესალმება.

„პარი სენ-ჟერმენი“ Stade de France-ის შესაძენად შეთავაზების გაკეთებას გეგმავს

„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის უდიდესი სტადიონის, Stade de France-ის შესაძენად შეთავაზების გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ კლუბის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

„ჩვენ ვართ Stade de France-ის შეძენის კანდიდატები“, – განაცხადა წყარომ PSG-დან, რასაც ფრანგული სპორტული გაზეთი L’Equipe-ი იუწყება. ამასთანავე, წყარომ დასძინა, რომ კლუბს შეთავაზება ოფიციალურად ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“, რომლის შემადგენლობაშიც მეგავარსკვლავები, მათ შორის ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე არიან, ამჟამად შედარებით პატარა, Parc de Princes-სტადიონზე თამაშობს, რომელიც City of Paris-ის საკუთრებაშია. Parc de Princes-ი 48,500 გულშემატკივარს იტევს.

რაც შეეხება Stade de France-ს, ის ფეხბურთის 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა და უამრავ მნიშვნელოვან სპორტულ თუ გასართობ ღონისძიებას მასპინძლობდა. ელიფსური დისკოს ფორმის სახურავის მქონე სტადიონი 80,000-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი. 2023 წლის ბოლოსთვის, Stade de France-ი რაგბის მსოფლიო თასის თამაშებსა და 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. სტადიონი 1995 წლიდან, 30 წლის ვადით ფრანგული ინფრასტრუქტურის გიგანტებს Bouygues SA-სა და Vinci SA-ს მმართველობის ქვეშაა. მათი კონტრაქტი 2025 წელს იწურება.

ცნობისთვის, სტადიონის ღირებულება საფრანგეთის მთავრობამ 2021 წელს 647 მილიონ ევროდ შეაფასა. Stade de France-ის შესაძენად შეთავაზებების გაკეთების ვადა 27 აპრილს იწურება.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

იზა გვარამაძე

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result