• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home Forbes Science

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

by იზა გვარამაძე
May 2, 2022
in Forbes Science, მეცნიერება, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით იყო გამორჩეული, განსაკუთრებით კი კოსმოსის ათვისების მიმართულებით. ასტრონომებმა ჩვენგან 117 სინათლის წლით დაშორებული მკვდარი ვარსკვლავის მიმდებარედ, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, მკვლევრებმა ასტეროიდ რიუგუდან მოპოვებული ნიმუშების ქიმიური ანალიზისას დაადგინეს, რომ ობიექტი ამინომჟავებისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ნაწილი დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენას სწორედ ამ ნაერთებს უკავშირებს.

სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა მედიცინის დარგი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სალკის ბიოლოგიურ კვლევით ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ბიოტექნოლოგიურ კომპანია Genentech-თან თანამშრომლობით ჩატარებული კვლევისას გაახალგაზრდავების მეთოდი თაგვებზე წარმატებით გამოცადეს. სამწუხაროდ, მედიცინის დარგში არასასიამოვნო მოვლენაც მოხდა – ადამიანი, რომელსაც ორი თვის წინ გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა.

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCL) მომუშავე ასტრონომებმა კოლეგებთან ერთად მკვდარი ვარსკვლავის მიმდებარედ, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ნაშრომი Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა ციურ სხეულს WD1054–226-ის სახელწოდებით ცნობილი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის მიმდებარედ მიაკვლიეს. აღსანიშნავია, რომ ამის გარდა მხოლოდ ერთი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, რომელიც თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს.

ფოტო: Mark A. Garlick

სპეციალისტებმა დედამიწის მსგავსი პლანეტა მაშინ შენიშნეს, როდესაც WD1054–226-ს ჩილეში მდებარე ატაკამის უდაბნოში განლაგებულ, სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (ESO) კუთვნილ ტელესკოპზე, New Technology Telescope-ზე დამონტაჟებული კამერით იღებდნენ. ამის შემდეგ ობიექტს NASA-ს კუთვნილი ტელესკოპის, TESS-ის მეშვეობით დააკვირდნენ.

WD1054–226, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 117 სინათლის წლითაა დაშორებული, პლანეტური ნარჩენებითაა გარშემორტყმული. მტვრის ეს ღრუბელი მნათობის გარშემო სრულ ბრუნს ყოველ 25 საათში ასრულებს. პლანეტური ნარჩენების მოძრაობა დროდადრო ვარსკვლავის სიკაშკაშის ინტენსივობის შეცვლას განაპირობებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მათი კანონზომიერი მოძრაობა და განლაგება ახლომდებარე პლანეტით არის გამოწვეული.

რაც შეეხება თვითონ პლანეტას, ასტრონომების გამოთვლებით, ის მასპინძელი ვარსკვლავიდან 2.5 მილიონი კილომეტრის მანძილზე, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მოძრაობს. შედარებისთვის, ეს 28-ჯერ ნაკლებია მერკურისა და ჩვენს მზეს შორის არსებულ დისტანციაზე.

ადამიანი, რომელსაც ორი თვის წინ ღორის გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა

ადამიანი, რომელსაც ექიმებმა, ისტორიაში პირველად, ღორის გული გადაუნერგეს, ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა. ქსენოტრანსპლანტაციის პროცედურა 57 წლის დევიდ ბენეტს ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა ქირურგებთან ერთად მიმდინარე წლის იანვარში ჩაუტარეს.

ფოტო: UMSOM

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში დევიდ ბენეტი ოპერაციამდე ორი თვით ადრე სიცოცხლისათვის საშიში არითმიით შეიყვანეს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გული არარეგულარულად ცემს. იმის სანაცვლოდ, რომ ბენეტი სასიცოცხლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს დონორის მოლოდინში მყოფი დაახლოებით 110,000 ამერიკელის რიგებს შეერთებოდა, ის ქსენოტრასპლანტაციას დასთანხმდა.

ოპერაციის ჩატარების ნებართვა მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა აშშ-ის სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან მიიღეს. ნებართვა იმის საფუძველზე გაიცა, რომ დევიდ ბენეტი სხვა შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა. პაციენტს ოპერაცია 7 იანვარს ჩაუტარდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში მან ოჯახთან ერთად დროის გატარებაც შეძლო. აღსანიშნავია, რომ დევიდ ბენეტს ექიმებმა გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ცხოველის გენეტიკა ისე იყო შეცვლილი, რომ მას არ ჰქონდა გენი, რომელიც ალფა-გალაქტოზაზეა პასუხისმგებელი. ამ უკანასკნელს ადამიანის ორგანიზმი ვერ ეთვისება.

გენმოდიფიცირებული ღორის ორგანო გასული წლის ოქტომბერში ქსენოტრანსპლანტაციისთვის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მომუშავე ქირურგებმაც გამოიყენეს. მაშინ ექიმებმა ადამიანს ამ ცხოველის თირკმელი გადაუნერგეს. უნდა ითქვას, რომ ოპერაცია უკვე გარდაცვლილ პაციენტს ჩაუტარდა, რომლის სხეულიც სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. ორგანიზმმა თირკმელი მიიღო და ორგანო ფუნქციებს წარმატებით ასრულებდა.

მეცნიერებმა გაახალგაზრდავების მეთოდი თაგვებზე წარმატებით გამოცადეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სალკის ბიოლოგიურ კვლევით ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ბიოტექნოლოგიურ კომპანია Genentech-თან თანამშრომლობით ჩატარებული კვლევისას გაახალგაზრდავების მეთოდი თაგვებზე წარმატებით გამოცადეს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი გამოცემა Nature Aging-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა მღრღნელების უჯრედები გააახალგაზრდავეს და ამ გზით თაგვებში დაბერების პროცესის დროს გამოვლენილი ნიშნების გაქრობა შეძლეს. შედეგის მისაღწევად მეცნიერთა ჯგუფმა ოთხი მოლეკულა Oct4, Sox2, Klf4 და cMyc-ი გამოიყენა, რომელთა დახმარებითაც უჯრედების რეპროგრამირება მოახერხეს.

ფოტო: RNZ

მკვლევრებმა ზემოხსენებული მოლეკულების შემცველი ნარევი სამი ასაკობრივი კატეგორიის თაგვებზე გამოცადეს. მათ შორის, პირველ ჯგუფში შემავალ მღრღნელებს ნარევს რეგულარულად აძლევდნენ 12-დან 22 თვემდე ასაკში (ადამიანებისთვის უდრის 35-დან 70 წლამდე ასაკს), მეორე ჯგუფში – 15-დან 22 თვემდე ასაკში (ადამიანებისთვის უდრის 50-დან 70 წლამდე ასაკს). რაც შეეხება მესამე ჯგუფს, ის 25 თვის ასაკის (ადამიანებისთვის უდრის 80 წლის ასაკს) თაგვებს აერთიანებდა, რომლებმაც მოლეკულების ნარევი მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მიიღეს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მეცნიერების მიერ შემუშავებულმა გაახალგაზრდავების მეთოდმა დადებითი შედეგი იმ მღრღნელებში აჩვენა, რომლებიც თერაპიას შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდნენ. სპეციალისტების თქმით, მოლეკულების ნარევს იმ თაგვებში, რომლებიც მას მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იღებდნენ, შედეგი არ მოჰყოლია.

მეცნიერები კვლევებს აგრძელებენ და აცხადებენ, რომ დამატებითი ცდების საფუძველზე მეთოდის ეფექტიანობასთან დაკავშირებით უფრო დაზუსტებული პასუხების გაცემას შეძლებენ.

Pfizer-ი COVID-19-ის სამკურნალო აბის 6-დან 17 წლამდე ბავშვებზე გამოცდას იწყებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი თავისი კორონავირუსის სამკურნალო აბის კლინიკური ცდის შემდეგ ეტაპზე გადადის, რომელში მონაწილეობასაც 6-დან 17 წლამდე, დაავადების გართულების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მედიკამენტებისა და ხარისხის კონტროლის სააგენტომ Pfizer-ის პრეპარატის, Paxlovid-ის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა უკვე გასცა. აბის მიღება 12 წელზე უფროსი ასაკის, რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის არის დაშვებული. რაც შეეხება 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს, მათთვის, მოცემული დროისთვის, COVID-19-ის სამკურნალო არცერთი ავტორიზებული პრეპარატი არ არის ხელმისაწვდომი.

ფოტო: Reuters

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კვლევაში მონაწილეობას 140 ბავშვი მიიღებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი ასაკი 6-დან 17 წლამდე იქნება. Pfizer-ის ცნობით, ცდისპირები ორ ჯგუფში განაწილდებიან. პირველი ჯგუფი 40 კილოგრამზე მეტი წონის მქონე მოზარდებს გააერთიანებს, მეორე კი – 20-დან 40 კილოგრამამდე.   

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი Paxlovid-ი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს თითქმის 90%-ით ამცირებს. ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა დაავადების მძიმე ფორმით განვითარების რისკის ქვეშ მყოფ ზრდასრულ ადამიანებზე ჩატარდა.

ბრიტანულმა თერმობირთვული სინთეზის სფერულმა რეაქტორმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია Tokamak Energy-ს წარმომადგენლების ცნობით, მათმა კუთვნილმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა, რომელიც ST40-ის სახელწოდებით არის ცნობილი, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანადგარმა გავარვარებული პლაზმა 100,000,000°C-ზე უწყვეტად შეინარჩუნა, რაც ტოკამაკის ტიპის სფერული რეაქტორებისთვის საუკეთესო შედეგია.

როგორც Tokamak Energy-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, მართალია, რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო ლაბორატორიის ტოკამაკის ტიპის ტრადიციულმა რეაქტორებმა პლაზმის ნაკადის წარმოება 100,000,000°C-სა და მეტ ტემპერატურაზეც კი მოახერხეს, თუმცა მათმა სფერულმა დანადგარმა, რომელიც ბევრად უფრო კომპაქტურია, ამის მიღწევა ხუთ წელიწადში, გაცილებით ნაკლები, 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დანახარჯით შეძლო.

ფოტო: Tokamak Energy

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში განლაგებულმა ტოკამაკის ტიპის ტრადიციულმა რეაქტორმა, EAST-მა, რომელსაც „ხელოვნური მზის“ სახელით მოიხსენიებენ, გასული წლის მაისში პლაზმის ნაკადი უწყვეტად 120,000,000°C-ზე 101 წამის განმავლობაში შეინარჩუნა. მიმდინარე წელს კი დრო 1,056 წამამდე გააუმჯობესა. ცოტა ხნის წინ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა სამხრეთკორეულმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR-მა. მან 100,000,000°C-ზე მეტ ტემპერატურაზე გავარვარებული პლაზმის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში შეძლო.

თერმობირთვული სინთეზის რეაქტორები მზესა და კოსმოსში განლაგებულ სხვა ვარსკვლავებში მიმდინარე რეაქციის მიბაძვის მიზნით, ენერგიის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით წარმოებისთვის შეიქმნა. ამ დანადგარებში ბირთვული შერწყმა ორი ატომის ერთმანეთთან შეჯახებისას ხდება, რაც უფრო მძიმე ბირთვს აყალიბებს. შედეგად დიდი რაოდენობით ენერგია თავისუფლდება. ამ „ხელოვნური მზეების“ დახმარებით კაცობრიობის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება და კლიმატის ცვლილების შერბილება იქნება შესაძლებელი.

ცოტა ხნის წინ Google-ის საკუთრებაში არსებულმა ბრიტანულმა კომპანია DeepMind-მა განაცხადა, რომ რეაქტორებში პლაზმის გასაკონტროლებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მისი დახმარებით შესაძლოა, მალე ენერგიის შეუზღუდავი რაოდენობით წარმოება შევძლოთ.

მსოფლიოში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებს 3-ჯერ აჭარბებდეს

სამედიცინო გამოცემა Lancet-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად აღრიცხულ მონაცემებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. როგორც ცნობილია, სპეციალისტებმა ამ კუთხით 2021 წლის ბოლომდე არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

კვლევის ავტორების განცხადებით, მათი გამოთვლით, გასული წლის 31 დეკემბრამდე ვირუსით 18.2 მილიონი ადამიანი იყო გარდაცვლილი. რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, მათზე დაყრდნობით, ზემოხსენებულ პერიოდამდე COVID-19-მა 5.9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ფოტო: Tempura/iStock

ოფიციალურ მონაცემებში არსებულ ხარვეზებს სპეციალისტები დაგვიანებულ და არასრულ რეპორტებს, ასევე მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში მონაცემებზე ხელმიუწვდომლობას უკავშირებენ.

ანალიზმა, რომელიც ქვეყნებიდან შეგროვებულ ოფიციალურ მონაცემებს, ასევე, მათი არარსებობის შემთხვევაში სპეციალისტების მიერ შემუშავებულ სტატისტიკურ მოდელს დაეფუძნა, აჩვენა, რომ მსოფლიოში ყოველი 100,000 ადამიანიდან 120 კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ე.წ. ანდების ლათინურ ამერიკაში დაფიქსირდა და 100,000 მოსახლეზე 512 გარდაცვლილი შეადგინა.

ცნობისთვის, 13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1,6 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის დაავადებამ ქვეყანაში 16,500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასტეროიდი რიუგუ ამინომჟავებისგან შედგება

2014 წლის 3 დეკემბერს იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) მისია Hayabusa2-ის ფარგლებში დაახლოებით 1 კილომეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდ რიუგუსკენ ხომალდი გაუშვა. მიზანი ობიექტზე ლენდერის დასმა და მისი ზედაპირიდან სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო ნიმუშების მოპოვება იყო.

კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდამდე 2018 წლის ივნისში მიაღწია და მის გამოკვლევას შეუდგა, რიუგუს ზედაპირიდან პირველი ნიმუშები კი 2019 წელს მოიპოვა. ციურ სხეულზე ორჯერ დაშვების შემდეგ საერთო ჯამში აპარატმა 5.4 გრამის ოდენობის მასალა მოიპოვა და სპეციალურ კაფსულაში მოათავსა, რომელიც დედამიწაზე 2020 წლის დეკემბერში დაეშვა.

ფოტო: Yada/Nature Astronomy

სპეციალისტების განცხადებით, რომლებიც Hayabusa2-ის ფარგლებში ასტეროიდ რიუგუზე მოპოვებულ ნიმუშებს სწავლობენ, მასალის ქიმიური ანალიზისას ამინომჟავების კვალი აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ნაწილი დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენას სწორედ ამ ნაერთებს უკავშირებს.

როგორც ცნობილია, მკვლევრებმა ასტეროიდიდან აღებულ გრუნტში 10 ტიპის ამინომჟავა აღმოაჩინეს, მათ შორის გლიცინი და L-ალანინი. ისინი ცილების “სამშენებლო ბლოკებს” წარმოადგენენ, რომლებსაც ცოცხალი ორგანიზმები დნმ-ის კოდზე დაფუძნებით აწარმოებენ.

Previous Post

Covid’s Unforeseen Impact on Gender Diversity

Next Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

იზა გვარამაძე

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.