• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home Forbes Auto

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

by დავით ბერაძე
January 20, 2023
in Forbes Auto, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე კვირა საავტომობილო სიახლეებით მეტად დატვირთული აღმოჩნდა. ახალი ავტომობილი, კონცეპტ-მანქანა ან საწარმოო ხაზი თითქმის ყველა მსხვილმა ავტომწარმოებელმა წარადგინა. ამერიკულმა Ford-მა Lincoln-ის ელექტრომოდელი შემოგვთავაზა, გერმანულმა Mercedes-მა კი საკუთარი ელექტროსაწარმოო ხაზი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. ელექტრომობილების რბოლას ახალი Chevrolet Corvette-ით GM-იც შეუერთდა. თუმცა გასული კვირა თანაბრად წარმატებული ყველა მწარმოებლისათვის არ აღმოჩნდა. მაგალითად, Ferrari-ს 2000-მდე ავტომობილის უკან გამოხმობა მოუწია. გასული კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან საავტომობილო სიახლეებს Forbes Georgia-ს ავტობლოგში გაეცნობით.

GM-ი ელექტრო Chevrolet Corvette-ის წარმოებას იწყებს

GM-ის პრეზიდენტის, მარკ როისის განცხადებით, მომავალი წლიდან ავტომწარმოებელი ელექტრიფიცირებული Chevrolet Corvette-ის წარმოებას დაიწყებს. მომდევნო წლიდან კი უკვე სპორტული ავტომობილის სრულად ელექტრო-ვერსიაც ხელმისაწვდომი იქნება. ავტომწარმოებლის ინფორმაციით, ელექტროკორვეტის წარმოებასთან ერთად, ის კვლავ განაგრძობს ავტომობილის შიდაწვის ძრავით გამოშვებას.

Genovation GXE

თუმცა კომპანიის პრეზიდენტს კონკრეტულად არ დაუსახელებია ელექტრო-Corvette-ის გამოშვების ზუსტი თარიღი. გარდა ამისა, მას ინფორმაცია არ გაუვრცელებია იმის შესახებაც, თუ რას გულისხმობს ელექტრიფიცირება – ტრადიციულ ჰიბრიდულ მოდელს თუ დამუხტვად ჰიბრიდულ ძრავას.

ავტომწარმოებელი ახალ ელექტრიფიცირებულ Corvette-ზე დიდ იმედებს ამყარებს. მათი ინფორმაციის თანახმად, საკულტო შიდაწვისძრავიანი Corvette-ი ახალი სახით კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობს და მას მეტი შესაძლებლობებიც ექნება.

საინტერესოა, რომ GM-ის ახალი გეგმების წარდგენა წინ უძღვოდა Ford Motor-ის ღონისძიებას ახალი F-150 Lightning ელექტროპიკაპის შესახებ, რომელსაც ინვესტორებისა და მედიის ყურადღება აქვს მიპყრობილი.

შეგახსენებთ, რომ GM-ი სრულად ელექტროწარმოებაზე გადასვლას 2035 წლისათვის გეგმავს. კომპანია ამჟამად 2025 წლამდე 30 ახალი ელექტრომობილის წარდგენის პროცესში იმყოფება, რისთვისაც ავტომწარმოებელმა 35 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გაიღო.

Ford-მა ელექტრო SUV-ის Lincoln Star-ის კონცეპტ-ვერსია წარადგინა

ამერიკული ავტომწარმოებელი Ford Motor-ი 2026 წლამდე Lincoln-ის საწარმოო ხაზისთვის 4 ახალი ელექტრომობილის დამატებას გეგმავს. ახალი ბიზნესგეგმის პირველი წარმომადგენელი კი Lincoln Star-ი გახდა. ახალი ელექტრომობილის კონცეპტი ბრენდის ახალი დიზაინისა და ტექნოლოგიების შერწყმა გახლავთ.

Lincoln

Lincoln Star-ი SUV-ი მოდელი გახლავთ, რომლის დიზაინშიც პანორამული ფანჯრებია გათვალისწინებული. სილუეტით ავტომოყვარულებისათვის ახალი ელექტრომობილი Range Rover-თან ასოცირდა. რაც შეეხება ინტერიერს, ახალი კონცეპტ-ვერსია ამჟამად არსებული Lincoln-ებისაგან რადიკალურად განსხვავდება. Star-მოდელში მძღოლის პანელზე დიდი ეკრანი იქნება განთავსებული. წინა სავარძლებს 180 გრადუსით შემოტრიალება შეეძლება და უკანა სავარძლებთან ერთად ლაუნჯის კონცეფციას შექმნის. ალბათ მიხვდებოდით, რომ ასეთი რამ მხოლოდ ავტონომიური მართვის პირობებშია შესაძლებელი.

ახალი Lincoln Star-ი თვითმართვადი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება აუდიოსისტემის, განათებისა და ავტომობილის არომატის შეცვლაც კი. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ავტომწარმოებლები კონცეპტ-ვერსიებს მეტწილად მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებენ. გარდა ამისა, ამ ნაბიჯით ბრენდები საკუთარი მომავალი სტრატეგიის მიმართულებასაც ამჟღავნებენ. საბოლოოდ კი, როგორც წესი, ავტომობილის საწარმოო სახე კონცეპტ-ვერსიისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

Lincoln-ი საკუთარ მომავალს მთლიანად ელექტრომობილებზე აფუძნებს. კომპანიის მოლოდინით 2025 წლისთვის ავტომობილების გაყიდვების 50%-ზე მეტს ელექტრომობილები შეადგენს. 2030 წლისთვის კი ჩრდილოეთ ამერიკაში ეს მაჩვენებელი 90% იქნება.

Mercedes-Benz-მა ახალი ელექტრო SUV-ი EQS-ი წარადგინა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა გასულ კვირას საკუთარი პირველი სრულად ელექტრო SUV-ი, შეერთებული შტატების ბაზრისათვის განკუთვნილი EQS-ი წარადგინა. ავტომობილი „მერსედესის“ ელექტროსედანის EQS-ის საწარმოო ხაზის წარმომადგენელია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ SUV-ია, უფრო ტევადი და მძლავრია. ახალ ელექტრომობილში შვიდ ადამიანს შეეძლება მგზავრობა და ის კონკურენციას ისეთ ელექტრომობილებს გაუწევს, როგორიც Tesla Model X-ი და BMW iX-ია.

Mercedes-Benz

სედანის მსგავსად, ავტომობილის SUV-ი ვერსიაც ტექნოლოგიურად მდიდარია. ინტერიერში სამი დიდი ციფრული პანელი იქნება მოთავსებული. კომპანიის განცხადებით, ავტომობილის წარმოება უახლოეს პერიოდში დაიწყება და ამერიკულ შოურუმებში მისი ხილვა 2022 წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი. ცნობისათვის, აღნიშნული ავტომობილის კონკრეტულად აშშ-ში წარმოება გერმანული ბრენდის გეგმის ნაწილს წარმოადგენს. Mercedes-ის მიზანს სამ განსხვავებულ კონტინენტზე, 7 საწარმოში 8 ახალი ელექტრომობილის წარმოება წარმოადგენს.

კომპანიას ავტომობილის ღირებულებასთან დაკავშირებით დეტალები ჯერჯერობით არ გაუმჟღავნებია. თუმცა, დიდი ალბათობით, მისი ღირებულება 100 000 აშშ დოლარზე მაღალი იქნება. შეგახსენებთ, რომ სედანი EQS-ის ღირებულება 102 000 აშშ დოლარიდან იწყება.

დიდი ალბათობით, ავტომობილი ორი კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი და ორი ელექტროძრავით 550-მდე ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს. ჯერჯერობით უცნობია ისიც, თუ რამდენი კილომეტრის გავლა შეეძლება ერთი სრული დამუხტვით. სედანის ვერსიისათვის, აღნიშნული მაჩვენებელი 560 კილომეტრს შეადგენს.

Ferrari-მ სამუხრუჭე სისტემის პრობლემის გამო 2000 ავტომობილი უკან გამოიხმო

იტალიურმა მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა, Ferrari-მ სამუხრუჭე სისტემაში არსებული გაუმართაობის გამო ჩინეთის ბაზრიდან 2,222 ავტომობილი უკან გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელი ორგანო ავრცელებს.

REUTERS/Eric Gaillard

ბაზრის მარეგულირებლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ავტომწარმოებელი უკან გამოიწვევს 2010-დან 2019 წლამდე იმპორტირებულ 458 ერთეულ Italia-ს, 458 ერთეულ Speciale-ს, 458 ერთეულ Speciale A-ს, 458 ერთეულ Spider-ს, 488 GTB-სა და 488 Spider-მოდელების ავტომობილებს.

კომპანიის ინფორმაციით, უკან გამოწვევის პროცესი 30 მაისიდან დაიწყება. საკითხთან დაახლოებული პირების თანახმად, აღნიშნული ნაბიჯი იტალიური ბრენდის პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მან მსგავსი პრობლემის გამო ავტომობილები შეერთებული შტატებიდან გასული წლის ნოემბერშიც გამოიხმო.

ზოგადად, საავტომობილო ინდუსტრიაში ავტომობილების უკან გამოხმობის აუცილებლობისა და დროითი ჩარჩოს შესახებ გადაწყვეტილებას იმ ქვეყნის ეროვნული მარეგულირებელი იღებს, რომელშიც შემთხვევები ფიქსირდება.

თავად Ferrari-ს განცხადებით, კომპანიამ პრობლემის გამოკვლევა მიმწოდებელთან, Bosch-თან ერთად დაიწყო და სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობას მიაკვლია. უფრო კონკრეტულად, პრობლემა სამუხრუჭე სითხის რეზერვუარის საცობთან მიმართებით გამოიკვეთა, რომელიც სწორად არ ეხრახნებოდა. შედეგად კი ამას შესაძლოა სამუხრუჭე სითხის რეზერვუარში ვაკუუმი შეექმნა.

Honda 2030 წლისათვის ელექტრომობილების სამ ახალ პლატფორმას შექმნის

იაპონური ავტომწარმოებელი, Honda Motor Co, 2030 წლისათვის ელექტრომობილების სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული პლატფორმის შექმნას გეგმავს. ამერიკულ General Motors-თან პარტნიორობით ავტომწარმოებელი პლატფორმების გამოყენებით მილიონობით ელექტრომობილის წარმოებას ისახავს მიზნად.

REUTERS/Aly Song

Honda-ს ელექტრიფიცირების გლობალური ხელმძღვანელის, შინჯი აოიამას, განცხადებით, კომპანია 2024 წლისათვის იაპონიაში ახალ კომერციულ მინი-ელექტრომობილს წარადგენს, რომელიც ახალ მცირე ზომის პლატფორმაზე იქნება შექმნილი. ამის შემდეგ კი, 2026 წლისათვის, Honda შეერთებულ შტატებში სრული ზომის ელექტროსედანს გამოუშვებს, რომელიც უკვე ახალ დიდი ზომის პლატფორმაზე იქნება შექმნილი. ორივე ზემოთ აღნიშნულ პლატფორმას კი თანადროულად სხვა ელექტრომობილის საწარმოებლადაც გამოიყენებენ.

რაც შეეხება მესამე პლატფორმას, რომელიც, შინჯი აოიამას ინფორმაციით, საშუალო ზომის იქნება, General Motors-თან პარტნიორობით 2027 წლისათვის შეიქმნება.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში ორმა კომპანიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. თუმცა მაშინ მათ დეტალების გამჟღავნებისაგან თავი შეიკავეს. როგორც ჩანს, ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოებას ბრენდები ამ გზით გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ Honda 2030 წლისთვის 2 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს. აქედან ყველაზე დიდი წილი კი, იაპონური ავტომწარმოებლის გათვლებით, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარს ექნება.

Lexus-მა საკუთარი სრულად ელექტრო SUV-ი RZ 450e წარადგინა

Lexus-მა 2023 წლის RZ 450e-ის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სრულად ელექტრო SUV მოდელს ერთი სრული დამუხტვით 360 კილომეტრის გავლა შეეძლება და 71 კილოვატსაათი სიმძლავრის ელემენტებით იქნება აღჭურვილი. აღნიშნული ავტომობილი კომპანიის პირველი ელექტრომობილი გახლავთ, რომელიც Direct4-სისტემაზე იფუნქციონირებს. ეს გახლავთ სისტემა, რომელიც ავტომატურად ანაწილებს წონას ოთხივე საბურავზე, უფრო სტაბილურ მართვასა და ენერგოეფექტიანობას  განაპირობებს. რაც შეეხება ინტერიერს, აქ განსაკუთრებული ტექნოლოგიური სიახლე არ გვხვდება. მძღოლის პანელი 14-ინჩიანი ეკრანითაა აღჭურვილი, სახურავი კი პანორამულია.

Lexus

ავტომობილის ღირებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. თუმცა, სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, ის Toyota BZ4X ელექტრო SUV-ზე ოდნავ მეტი ეღირება. ამ უკანასკნელის ღირებულება 42 000 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ავტომობილი მახასიათებლებით ყველაზე ახლოს იმყოფება Lexus-თან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე მათგანი ერთსა და იმავე e-TNGA-პლატფორმაზეა შექმნილი.

BMW-მ მე-7 სერიის ახალი ავტომობილები წარადგინა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ საკუთარი პრემიუმ-კლასის, მე-7 სერიის ავტომობილების წინასწარი გაყიდვები დაიწყო. მე-7 თაობის მე-7 სერია ისტორიაში პირველად სრულად ელექტრონული სახითაც იქნება წარმოდგენილი. თუმცა მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც ჰიბრიდული ვერსიის, ისე შიდაწვისძრავიანი მე-7 სერიის შესყიდვა.

REUTERS/Michael Dalder

სამივე მოდელი ერთსა და იმავე საწარმოო ხაზში აიწყობა და მათი მიწოდება 2022 წლის ნოემბრიდან დაიწყება. Mercedes-Benz EQS-ის კონკურენტი i7-ის ღირებულება ჩრდილოეთ ამერიკაში 119 300 აშშ დოლარიდან, ხოლო ევროპაში 135 900 ევროდან დაიწყება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ცეპსეს ვარაუდით, შიდაწვის შიდაწვისძრავიანვერსიებზე მოთხოვნა უფრო დიდი ჩრდილოეთ ამერიკაში იქნება, სადაც ჯერჯერობით რეგულაციები არც ისეთი მკაცრია, როგორც ევროპაში და კონკრეტულად გაერთიანებულ სამეფოში. ცეპსეს განცხადებით, ჩინეთის, ევროპისა და ამერიკის ბაზრები სხვადასხვა ტემპითა და მახასიათებლებით ვითარდება. „მაგალითად, ევროპაში ელექტრომობილების მიმართ მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამერიკაში კი კონკრეტულად ერთი ბრენდია განსაკუთრებით პოპულარული. ამიტომაც ყველა ბაზრისათვის ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო“, – აღნიშნა მან.

კომპანიის განცხადებით, მე-7 თაობის მე-7 სერიის ავტომობილების სამივე ოფცია მესამე თაობის ავტონომიური, თვითმართვადი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. თუმცა მათ გასააქტიურებლად მწარმოებელს პირველ რიგში მარეგულირებელი ორგანოების ნებართვა დასჭირდება.

Penske Ford-ისაგან 750 ერთეულ სატვირთო ელექტროფურგონს  მიიღებს

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Penske Truck Leasing-მა Ford Motor Co-ს 750 ერთეული სატვირთო ელექტროფურგონი, e-Transit-ი შეუკვეთა. როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დროს არსებულმა ტენდენციებმა განაპირობა.

REUTERS/Phil Noble/File Photo

ცნობისათვის, მსოფლიოს უმსხვილესი გადამზიდი და საკურიერო კომპანიები ნულოვანი გამონაბოლქვის გეგმის ფარგლებში ავტომწარმოებლებისაგან ელექტროსატვირთოებს ყიდულობს. მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს FedEx-მა, UPS-მა და DHL-მაც.

Penske შეკვეთის პირველი პარტიის მიღებას უახლოესი კვირების განმავლობაში ელის. კომპანიის განცხადებით, ელექტრო e-Transit-ები შეერთებულ შტატებში სამხრეთ კაროლინის შტატში განთავსდება. კომპანიის ინფორმაციით, მოგვიანებით უფრო მეტი e-Transit-ის შესყიდვა იგეგმება.

ცნობისათვის, Ford e-Transit-ი 8 კონფიგურაციით არის ხელმისაწვდომი. ერთი სრული დამუხტვით კი ელექტროფურგონებს მხოლოდ 200 კილომეტრის გავლა შეუძლიათ.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

Next Post

ერდოღანს საუდის არაბეთთან ურთიერთობების აღდგენა სურს

დავით ბერაძე

Next Post
ერდოღანს საუდის არაბეთთან ურთიერთობების აღდგენა სურს

ერდოღანს საუდის არაბეთთან ურთიერთობების აღდგენა სურს

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.